ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.

• ბაბაია

ქვეყანა ავგიას თავლას დაემსგავსა , ჰერკულესიც ვერ გამოგვის, ყველა სფეროში ჩავისვარეთ, მოდის ჩემდედის მაგინებელი თაობა , ძველები კი სამშობლოს საზღვრებს ჰყიდიან, აქეთ ქოცმაცები იქით ნაცმაცები, შუაში არაფრის მაქნისები, უცოდინრობა, გულგრილობა , უმუშევრობა, სიღარიბე და უზნეობა და მექრთამეობა ,ნარკომანია. ლოთობა და მრუშობა, იმედი არაფრის, მომავალი ბუნდოვანი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, მრეწველობის ,სოფლის მეურნეობის.... მადაგახსნილი გამორჩენას გამოკიდებული ფუნქციონერები ,ვაი პოლიტიკოსები, აქ მაგარ ბიჭად ის ითვლება ვინც მეტს მოიპარავს,წაგლეჯს თანამემამულეებს, ხეგლეჯია ,პარანოიდალური მმართველი, დორბლიანი, არაადეკვატური ოპოზიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ....და ახლა ამ ქვეყანაში სადაც ნორმალურად ადგილობრივი ჩემპიონატიც ვერ ჩაგიტარებიათ გინდათ ფეხბურთმა აგაყვავოთ ?? ხო ავყვავდებით აბა რა !აყვავყრანტალების მეტი რა დაგვრჩენია ? აქ ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი იყიდება და ყველაფერი მოსულა, საკუთარ კარში გატანილი გოლების ჩათვლით?

• alexandre

ლევან, 100%-ით გეთანხმები. მაგრამ... მე მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრე: ახლობლების რაიმე თუ არ მომეწონებოდა, პირადად ვეუბნებოდი. უმეტესობა სწორად იგებდა - ხვდებოდა, რომ კარგი მინდა მისთვის, ზოგი კი ნაწყენი რჩებოდა. მეც მეტი აღარ ვერეოდი მასთან ურთიერთობაში. მე ასე ვთვლი, თუ ვინმე ჩემი მეგობარია, ჩემთვის კარგი უნდა, შენიშვნაც უნდა მომცეს. ბევრი მიმიღია, ბევრი არასწორად ჩამითვლია. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვთვლიდი მათ ჩემთვის კეთილმსურველებად. აბა ვინც არ მადარდებს, მას რა შენიშვნა უნდა მივცე?! სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ ესმის ეს, მტრად ჩაგთვლის. აი ამის ეშინიათ ამ ჩვენ ვეტერანებს. მაგრამ 1 ავიწყდებათ! ეს ვიღაცის პრობლემა კი არ არის! ეს ქვეყნის პრობლემაა. ამიტომაც მოვთხოვოდ, წყალს ნუ ჩაიგუბებენ პირში, ილაპარაკონ. იქნებ რამე ეშველოს ჩვენ ფეხბურთს!

• ATP 16

ამ დღეში ვიქნებით სულ , სანამ ბანაკებად ყოფნასა და კლანურ აზროვნებას არ შევეშვებით . ჟურნალისტმა უნდა დასვას კრიტიკული კითხვები აუცილებლად , მაგრამ ამავე დროს , ბავშვებს აუ უნდა ექაჩებოდეს პირდაპირი ეთერიდან ეშმაკის ხახაში . ამორალურმა არ შეიძლება მორალი სხვას უკითხოს . თუ ეგრე შეგტკივა გული ქართული ფეხბურთის ბედზე , მიდი აბა და თუ მაგარი ბიჭი ხარ ჩაატარე ჟურნალისტური გამოძიება და დამოუკიდებლობის შემდეგ , ვინ რა წილებში იჯდა ნაკრების ფეხბურთელების ტრანსფერებში , რამდენს იხდიდა ხალხი , გამოძახებაში , თუნდაც საქართველოს ჩემპიონატშიი რამდენი უნდოდა ძირითადში დგომას და დღესაც ბავშთა სპორტში ზოგადად როგორი ნეპოტიზმით ხდება განვითარება მომავალი თაობის , იმაზე ისაუბრე , თუ ერთი ადგილი გაქვს . სწორედ ეს გითხრათ თემურმა და ეგ არ მოგეწონად , რადგან ყველანი ერთი ქვაბიდან ჭამთ და არ გინდა აქ მენტორის როლიდან საუბარი , ადამიანები რომ გენდობოდნენ , ჯერ შენ უნდა მისცე შენი მოქმედებით მაგალითი . ამიტომაც , ნურასოდეს ვიოცნებებთ ევროპელობაზე , სანამ პოლოტიკიდან დაწყებული , ხმაკაცობა-მეგობრობით მიაზროვნებთ . ნემსაძემ თქვა გუშინ , პასუხისმგებელი ვიქნებიო : მეზობელთანო , ძმაკაცთანო და ასე შემდეგ , არა აქვს ამ ხალხს სახელმწიფოს განცდა , პირველი შენი ქვეყნის წინაშე ხარ პასუხისმგებელი , მასე რომ ფიქრობდით , იმიტომაც ვერაფერს მიაღწიეთ მაშინდელმა თაობამ . დაამთავრეეთ ეს კლანურ ძმაკაცური მმართველობა და თუ გული შეგტკივათ და არა სკამები , ყველამ ერთად უშველეთ ფეხბურთს , სანამ საწრთოდ რეფერენდუმი არ მოგვითხოვია მის გასაუქმებლად .

• Gio

აუუ კიდევ პოლიტიკა ტო გეყოთ რა რითვეღარ მოიღალეთ ამდენი იდიოტიზმით ვერ ვხვდები

• გერონტი

რასაც ახლა ამბობ ვეტერანებზე და რაც ადრე თქვი ქეცბაიაზე ლევან, სრულიად გეთანხმები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაცს, ლამის ყოველი პრესკონფერენციის მერე 20-20 ათასი ევროთი აჯარიმებენ. ხოლო ვისაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ნაკრების თამაშები მოსწონდა, საუკეთესო შემთხვევაში სხვა თამაში არ უნახავს. ისე, ქართულ ფეხბურთს იმედია როდისმე ეშველება, მაგრამ ამ იდიოტების რა ეშველებათ, ნათქვამიდან ელემენტარული აზრი რომ ვერ გამოაქვთ და წერენ რაღაც სლეობებს?

• bobo

მოდი და თუ ეგეთი კაი და მართალი ტიპი ხარ ჯერ იმაზე ისაუბრე კობიაშვილმა როგორ მოიგო არჩევნები.და მერე მართლა დავიჯერებ რო შენ სიტყვაში არის სიმართლის მარცვალი.და ქეცბასგან რაგინდათ რათქვა რა ფეხბურთელებიც მყავს ის შედეგი არისოო.ან რა შედეგს ითხოვდით გინსა მაშინ და გინდა ეხლა?

• ჟორა

არ შეიძლება რომ ეს კაცი დაეტიოს თავის ტყავში და მიხედოს ტოტალიზატორს? რა გაეგება ფეხბურთის? რაც შეეხება ქეცბაიას,რაც მას ქოცებმა,კალაძის მეთაურობით აქ დღე დააყენეს( აბსოლუტურად უსამართლოდ,რათა გზა გაეხსნათ თავისი აფერისტი ენისათვის)ამის მერე მან საქართველო მსოფლიო რუკიდან უნდა ამოშალის და ერთი მიაძახოს- ჭამეთ ეხლა რაც მია..ით

• გულშემატკივარი

ლევან სალუქვაძეს მივმართოთ ახლა აქედან ჩვენ რომ, თითონ გამოფხიზლდეს როგორც ჟურნალისტი, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ფეხბურთი რომ გაარჩიონ, როგორც რუმენიგე და კლინსმანი, იქ თქვენი კოლეგები კი არ განიხილავენ ფსონებს, ვინ რამდენი მოიგო, ვის რამდენმა გაუსხა)) არამედ მართავენ საინტერესო გადაცემებს და იწვევენ ექსპერტებად, უსვამენ კითხვებს, განიხილავენ ერთად. ლევან სალუქვაძე ვითომ რომ პროფესიონალობს. თავისი საქმე აკეთოს, რუსეთის ჩემპიონატის დონე ჟურნალისტებმა წამოწიეს. და ისინი იწვევენ ზუსტად ვეტერანებს. განიხილავენ ყველა თამაშს.და ასე შემდეგ.. იმედია გამოქვეყნდება და ტყუილად არ ვწერე..

• მალაქია

ვინ ამოიღებს ხმას, ბავშვთა ფეხბურთში 90 იანებიდან ძირითადად ეგენი იყვენენ და რა აღებ მიცემობა იყო ყველამ იცის, აი ზუსტად იქიდან იწყება ჩვენი უბედურებაც. ყველას არ ეხება ეს ამბავი რათქმა უნდა. ქეცბაიამ რომ იჩხუბა იმ ცნობილ შეხვედრაზე ბოლომდე კიდევ არ თქვა ბევრი რამ.

• Batumi90

მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო... მომწონს ლევანი რათქმაუნდა ჯანსაღი კრიტიკაა საჭირო ცოტა გონზე რო მოვიდნენ, არქ ხოტბა ასხეთ აქეთ შედეგიც სახეზე გვაქ. ლევან ეგრეე გააგრძელე (დიდი პატივისცემის მიუხედავად ქეცბაიასთან მიმართებაში ცოტა უხერხულად გამოგივიდა)

• me

ძაან ცუდი ჩვევა გვაქ ქართველებს გვიყვარს ერთმანეთის ლანძღვა ხშირად უსამართლოდ, რა გააკეთა ლევან სალუქვაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის იმდენი, რომ ქეცბაიას ლანძღვის უფლება აქვს? თუნდაც ფეხბურთელი ქეცბაია ავიღოთ. ქეცბაია ფეხბურთელი იყო და მწვრთნელია დიდი გრამატიკული უნარები არ მოეთხოვება, მისი საქმეა თამაშში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს და სწორი კუთხით დაინახოს პრობლემა და გადაჭრის გზა იპოვოს. ჟურნალისტის ვალია სწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია და სწორად ისაუბროს და ნაკლები ზიზღ ანთხიოს, რაშიც სალუქვაძე არის 0. სალუქვაძე არის ტოტალიზატორის დანამატი.კაცს ფეხბურთი უყვარს რო კითხო და ტოტალიზატორის გადაცემა მიყავს....???

• დაT

ქეცბაიაც იგივეს იძახის - ამოიღეთ ხმა? ფედერაცია და რომან ფიფია უხდის ფულს და ხმას როგორ ამოიღებენ. კულტურის სფეროშიც იგივეა. ბიძინა ყიდულობს წითელ ინწილიგენციას - მსახიობებს, რეჟისორეს, მომღერლებს და წითელი ინწილიგენციისგან იღებს სიჩუმეს. ანუ დასკვნა - ლევან საკუქვაძეუნდა მიხვდეს, რომ ტუალეტის ღაღალდებს რჩევას არ ეკითხებიან, მათ მხოლოდ იხოცავენ.

• რა არის პრიორიტეტი?!

მეგობრებო, აქ ლევან სალუქვაძეს, რომ განიხილავთ, მაგაზე მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, ქართული ფეხბურთის გადარჩენაზე, უფრო სწორად ხელახლა შექმნაზე და დაბადებაზე და ამ საქმეში დიდი ვეტერანების ჩართულობაზე, ამაზე მეტად გადარდებთ სალუქვაძე როგორი წამყვანი და კომენტატორია ?!

• კახა ქ.

არა სხლა აქ მართალია.დასაძრახ სიტყვას ვერ ათქმევჯნებ ამ ჩვენ ვეტერანებს.გეგონება ყველაფერი კარგად არის.6:1 წაგების მერე,დიმამოელებო,რა გულმა გაგიძლოთ,როცა თქვენმა გუნდმა,რომელსაც თქვენ და რომელმაც თქვენ ამდენი რამ მოგცათ,ასე ჩვეულებრივად შეხვდით ამ ამბავს.ჩვენი ოჯახიაო იძახით და ასე დაიმიდეთ თქვენი ოჯახი.მართლა ფი ხომ არაა ყველაფერი ამის დედა ვატირე.სადაა თქვენი სიყვარული,პატივისცემა კლუბის დაგულშემატკივრების მიმართ.ხშირად უყურებ და შორერმა ლამის ინფაქტი მიიღოს როცა ნიუკასლის უღიმღამო თამაშებს არჩევს.აი ვინაა ნამდვილი პატრიოტი თავისი კლუბის,აი ვის შესტკივა გული ოჯახზე

• x.x

მართალს ამბობს ლევანი, გამოდით თქვით, თამაშის წინ ისეთ პროგნოზებს აკეთებდით, ეხლა რა დაგემართათ?

• SL

ორი ფრაზა ავიღოთ აქედან. პირველი - "სპეციალისტები თქვენ ხართ" (ვეტერანებს მიმართავს და უპირატესობას ანიჭებს). მეორე - "ვიკამათოთ". დასკვნა: სპეციალისტს რატომ უნდა ეკამათო? მარკა აიწიო? გადაცემა გააპიარო? ან კიდევ არის რაღაც უარესი ვერსიები. კიდევ ერთი დასკვნა: სალუქვაძე რაღაც ძაან ატ..კებს ამ ბოლო დროს.

• Dato

რატო გაძელა ტიპმა ტვინი ამ ჭკუის სწავლებებით? არა, მარტო ეგ არაა, საქართველოში ყველა უმაღლესი რანგის ექსპერტია, მაგრამ ეს ამ ფონზეც გამოირჩება :)))

• ინოკენტი

როგორ პატივს ვცემდი ლევან სალუქვაძეს და როგორ აურევია... ეხლა ყველა პროფესორი გამოვა.. სიმართლის თქმისთვის არ აითვალეუნეთ ქეცბაია? ან რა ჭიაბრიშვილი, არარატთან გაყიდული თამაშის მერე, როგორ შეგილიათ მისი რაიმე საკითხში ეტალონად მოყვანა...

• ქომაგი

ლევან ეგეთი კაცი გვყავდა ჩვენ უკვე თემურ ქეცბაია მარა შენ იყავი მემგონი ერთ ერთი პირველი რო დაიწყე ყვირილი ეს კაცი გიჟია, უზდელი და არაადეკვატურიო. ქეცბაია არც გიჟია არც არაადეკვატური უბრალოდ სიმართლე თქვა ფედერაციაზე, ფეხბურთელებზე და თქვენზეც ჟურნალისტებზე რო აპრავებთ ფეხბურთელებ და ვიღაც ვიღაცეებს. ვისგან ელოდები რამის თქმას? ეგენი ყველა ერთად აკეთებენ ფულს. ძველებმა ასწავლეს ახლებს როგორ კეთდება ბული და ახლა ერთმანეთს ხოარ გამოააშკარავებენ? თორე რა კოლეგიალობაზეა ლაპარაკი ფეხბურთი კვდება საქართველოში

• გია

ჩემო ლევან,იმიტიმაც არ აკეთებენ კომენტარს რომ ფედერაციას მთავრობის ქვედანაყოფად აღიქვამს ყველა და ეგ უკვე მთავრობის კრიტიკა გამოვა,რისიც ჩვენს ფეოდალურ წყობაში ყველას ეშინია,რომ პრობლემები და რეპრესიები შეექმნებათ. ესაა მთავარი უბედურება-ჯერ ნაცების ფედერაცია,ახლა ქოცების ფედერაცია და ეს სანამ არ მორჩება არაფერი გვეშველება მაგრამ მსუყე ლუკმას არცერთი მთავრობა არ გაუშვებს ხელიდან და ფეხბურთი კი მსუყე ლუკმაა. აი,ამიტომ არ იღებს ხმას არავინ.

• Jordan beli

სალუქვაძე ხერხემალს ხელი ჩააყოლე აბა...ამ ბოლო დროს რაღაცეებს ურევ

• კიზინგერი

ამისმა დასმულმა კუშებმა გაამართლა უკვე და სხვა რამისთვისაც მოიცალა ყოჩაღ ამას თუმცა კომენტატორობა მაინც ვერ ისწავლა არადა უკვე პენსიაც უწევს მალე

• გიო

ჯერ 1.2 კუში მაინც დასვი ძმურად და მერე იბაზრე

• კახა

აბსოლუტურად გეთანხმები ლევან... ,, მოყვარეს პირში უძრახე... " რატომ გვავიწყდება, ეს მარტო წასაკითხად კი არ დაგვიწერეს..

• იბერიელი68

ფეხბერთი ეს ცოცხალი ორგანიზმია რომელიც სულმუდამ ვითარდება აი ამიტომაც არის ამდენი მიმდინარეობა მასში და რომელი სტილი გუშინ იყო პროგრესული დღეს უკვე მოძველდა ეს კიდევ არაფერია ესარი გუნდი ე. ი.პიროვნებათა კრებული რომლებსაც მწვრთნელმა გასაღები უნდა მოძებნოს და არ თქვას ამ კოტიგენტით მეტის მიღწევა შეუძლებელია დარასმთხოვთ მაშინ რად მოდიხარ?

• ბასკი

ხალხო ქეცბაია არ იყო ტრიბუნიდან რო ვეძახდით რას გადაგვაყოლე დვალიშვილს და სირაძესთქო? უკან პასი უკან პასი და 5 მცველით თამაში ქეცბაიას დროს არ იყო? ასე მალე რატო გავიწყდებათ?! ქეცბაიამ კარგი ნაკრებს კვიპროსიდან უფრო გაუკეთა 4 ფეხბურთელის მუდმივ პრაქტიკას ვგულისხმობ, თორე აქედან რო გინება ფურთხებით გააგდეთ დაგავიწყდათ? და მართლებიც იყო მაშინ გულშემატკივარი! ახლა რატო გინდათ დაბრუნდეს რა გაიზარდა? საქართველოს ნაკრებს სჭირდება გამოცდილი და კომუნიკაბელური მწვრთნელი ნერვოზის გარეშე, რომელიც ფეხბურთელების დადანაშაულებით არ ახსნის წაგებას და ვაჟკაცურად თვითონ დაიბრალებს, ფეხბურთელები დადანაშაულებით იყო მუდმივად ქეცბა დაკავებული, რომ მესის თვითონ ვერ დაბადებდა და ნაკრების ფეხბურთელები კიდე არ ვარგოდნენ, შენ მწვრთნელი რო ხარ კომბინაციები უნდა დაამუშაო, კუთხური და ჯარიმა რო ვერ ჩაგვიწოდებია 20 წელია! არავისზე ნაკლებადარ მიყვარს და ვაფასებ ქეცბას მარა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად არ გამოდგება! სალუქვაძე კიდე ერთ-ერთია იმ ცოტა ჟურნალისტთაგან რომელიც რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ტრ.კს არ ულოკავს ფედერაციას!

• goga

დაგვიანებულია ლევან, ქართულმა ფეხბურთმა გულშემატკივარი დაკარგა, მწვრთნელების, ვეტერანების, ფედერაციის ერთობლივმა, ათწლეულობით ნაჩიჩინებმა ლოზუნგმა - "თქვენ ფეხბურთის არაფერი გესმით" - შედეგი გამოიღო, ხალხმა ქართულ ფეხბურთს კარგა ხანია ზურგი აქცია, მასობრიობა გაქრა. ახალგაზრდების უმრავლესობას ქართული ფეხბურთი კიდია, ისინიც, ვისაც ზოგადად ფეხბურთი უყვარს, ჩვენსას ირონიით უყურებს. ახალგაზრდების მაქსიმუმ 20 პროცენტი და 40-60 წელს გადაცილებული თაობა, ვისაც გული შესტკივა ამინდს ვერ შექმნის. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ხელისუფლებას რომ გულშემატკივარი სტადიონზე არ დაეშვა, ხალხი მთავრობას სასახლეს აგუ-აგურ დაშლიდა, დღეს გავატარეთ, ის უმწეო, ერთეული, თანაც დაგვიანებული პროტესტის წამოკნავლება ნათელი დადასტურებაა იმისა რაც ზევით ვთქვი. და კიდევ ერთი - ჩვენ ხუთი წელი ვუყურეთ ქეცბაიას ფეხბურთს, ხუთი წელი ვაისისას და რომელ ვეტერანებზეა საუბარი, ამას რომ იტანდნენ? ჩვენ ვეღარც ვხვდებით რა დონეზე გამო...დით, ერთ შსესარჩევ ტურნირს ვარქმევთ მეორე შესარჩევი ტურნირისათვის მზადებას, წარმოგიდგენიათ იდიოტიზმის დონე? კომუნისტებმა შედეგის არ ქონის გამო ახალკაცი მოხსნეს, ნ. ახალკაცი, ხალხო და ქეცბაია-ვაისის მსგავსი მწვრთნელები ვედრა (და არა ვედრო) ლარად წაიღეა და გამოდის, რომ იმ "ბებერ მარაზმატიკებს" უფრო ზუსტი და თანამედროვე ხედვა ქონდათ ფეხბურთზე ვიდრე ჩვენს ახალგაზრდა ჩინოვნიკებს ფედერაციაში. ასე რომ შევეგუოთ, სანამ ეს ჭაობი, რასაც საქართველოს ჩემპიონატი და ფედერაცია ქვია არ დაშრება მუდამ ამ წრეზე ვიტრიალებთ, ფეხბურთს მასობრივად გულშემატკივარი არ ეყოლება, მხოლოდ კინკილა გულშემატკივრების, ფედერაციის, მწვრთნელების, სპეციალისტების და ჟურნალისტების ფეხბურთი ესაა რასაც ვხედავთ.

• გოგა

სალუქვაძე, შენ ისწავლე ჟურნალისტობა არ ჯობია? ქეცბას სიმართლე არ მოგეწონა და გადაწყვიტე თავის გამოჩენა??

• roma bejanidze

ოო ჭიაბრიშვილმა თუ ასე შეაფასა თამაში მაშინ ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატურებიდან ამოიღეთ.

• ცოტნე

ქეცბაიას ლანძღვის მერე სულ ოქრო-ვერცხლი რომ ამოყაროს პირიდან, ამ კაცისგან ვერ მივიღებ. კონსტანტინე გამსახურდიას მარტივი ჭეშმარიტებაა: ,,თუ გსურს აღემატებოდე მეფეს, უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს!"

• ვილემ II

ფედერაციის ყოველთვიურ ხელფასზე სხედან, 80 წლამდე ხალხია, არ გამოვა და არ იტყვის რისი/ვისი ბრალია, განა იმიტომ რო კომპეტენტური არაა, უბრალოდ არ იტყვის იმის გამო რო მეორე დღეს ფედერაციიდან დაითხოვენ სათაურით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.

• ჩემი ბრალია?!

ის ორი მარცხი რაც ნაკრებმა განიცადა,პირველ რიგში თქვენი ჟურნალისტების არაკომპეტენტურობის ბრალია,მერე იმ გულშემატკივრის სტადიონზე რომ არ მივიდნენ,განსაკუთრებით იმ გულშემატკივრის თამაშის წინ ჩირაღდნებით რომ დახდენ ფეხბურთელებს და გულები გაუხეთქეს, და ჩემი რათქმაუნდა. არც ფედერაცია არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები ამ მარცხში იოტისოდენადაც არ არიან დამნაშავეები. მე, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა წავაგეთ ის 2 თამაში და ჩვენ საერთოდ ახლოს არ უნდა გაგვაკარონ ქართულ ფეხბურთს.ნუ კაი ჯურნალისტებს და გულშემატკივრებს დავანებოთ თავი და მე დამაბრალეთ ,მაგით ტუ ეშველება ნაკრებს

• ადამიანი

სხვის თვალში ბეწვს ხედავ და საკუთარში დირეს ვერაო-სწორედ ლევან სალუქვაძეზეა.ნებისმიერ გამვლელს დაუსვას შეკითხვა:ვინ უფრო ნაკლები პროფესიონალია თავის საქმეში,ნაკრების ფეხბურთელები თუ ლევან სალუქვაძე სპორტულ ჟურნალისტიკაში? თუ გნებავთ კომენტატორ-დიქტორობაში? გრამატიკა შენ არ იცი,დიქცია არ გივარგა,არც ტემბრი,არც ელემენტალური ცოდნა... მიბრძანდით ბატონო ჩემო და ჩუმად,უხმოდ დადაეთ ,,კუშები",ბიჭოს? პ.ს. აფსუს კოტე მახარაძე,აფსუს ეროსი მანჯგალაძე,აფსუს დავით ქლიბაძე ..აფსუს..აფსუს...აფსუს... გადაჯეგეს დილეტანტებმა ყველაფერი,ვინ ხარ შვილო,რა გაგიკეთებია,რას წარმოადგენ,ვის დაკარგვიხარ????

• Tb

ბატონო ლევან ჟურნალისტი ხარ და არაფერი დაგიწერია კრიტიკული და კონკრეტული არასდროს, რატო არცერთი ჟურნალისტი არწერთ (პოსტებსაც არაქვეყნებთ) რა ზეიმით გვამცნო ფედერაციამ ტორპედოს გასხვისება და ამის შემდეგ როგორ გაიფლანგა ტორპედოს ბიუჯეტი და მივიღეთ ეს შედეგი რაც დღეს გვაქ. ეტაპობრივად მოვდიოდით ამ წუმპემდე და ყველამ დავაკელით რაღაც მათშორის ჟურნალისტებმა. ჩვენც გულშემატკივრებმაც დავაკელით რადგან ერთობა არგვაქ და ცალცალკე ყველა გუნდს გვერევიან. ვეტერანებს რო თხოვ კრიტიკულ კომენტარს მეცინება, რადგან მაგათ მიიყვანეს ამ ნეხვამდე ქართული ფეხბურთი და თავის ჩასვრილს ვინმე გააკრიტიკებს? ამიტო უნდა დაწეროთ ჟურნალისტებმა სრული სიმართლე რაცარუნდა მწარე რეალობა დაგვიდგეს. ერთს ვიტყვი მხოლოდ ყველამ ყველაფერი იცით მაგრამ არავინ არწერთ და აუტკივარ თავს არიტკიებთ.

• თენგაბი

პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის მესვეურები (გვარები ყველამ იცის) არიან პასუხისმგებელი იმ დაკარგულ დროსა და შედეგებზე, რაც ქართულ ფეხბურთშია. კარგი ბატონო, მოიწვიე მწვრთნელი, მთელმა შესარჩევმა ციკლმა ისე განვლო, რომ თამაში ვერ მოიგო. არც თამაშის ხარისხი უვარგა. ათი თამაშიდან ერთსაც რომ ვერ მოიგებს, ხომ უნდა მიხვდე, რომ იმ მწვრთნელის ადგილი იქ არ არის. შედარებით უკეთესი ვარიანტი იყო ცხადაძე, მაგრამ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლეს ქართული ფეხბურთი და საერთოდ წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ის მილიონები, რაც ვაისს გაატანეს ამ ხუთ წელიწადში. ობიექტურობისათვის ვიტყვი, რომ ისევ იმ ნაგავში ვზივართ, როგორიც ნაციონალების დროს ვიყავით და სისტემა, ერთპარტიული სისტემა, რომელიც კონკურენციას და საღ აზრს კლავს, თუ არ შეიცვალა, კარგა ხანს ვიჯდებით ამ უპასუხისმგებლობის ნაგავში. ახლა რაც შეეხება ვაისს. ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, სამხრეთულ ფეხბურთს, ისტორიულად, ერთი მცირე, მაგრამ ყურადსაღები ნიუანსი გაააჩნია - ფეხბურთელი ბავშვობიდან უფრო მეტხანს ატარებს ბურთთან და თუ ეს ტექნიკის გაუმჯობესებისათვის კარგია, მეორე მხრივ, ბურთის ზედმეტად ტარების, თრევის კომპლექსს უვითარებს. დღვანდელ სწრაფ და დინამიურ ფეხბურთში, როდესაც ბრძოლა მიდის კარში დასარტყმელი თავისუფალი და ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელის სხარტ აზროვნებას, მობილურობას, უბურთოდ მოძრაობას და მანევრს. კვალიფიციური და კომპეტენტური მწვრთნელი, ტაქტიკური მომზადების დროს ამ და მსგავს ნიუანსებზე ამახვილებენ ყურადღებას და შემდეგ პრაქტიკული ვარჯიშების დროს, ამ ელემენტების დახვეწაზე მუშაობენ. როდესაც ხედავ რომ თამაშის დროს, ფეხბურთელებმა ელემენტარული გახსნა, თავისუფალ პოზიციაზე გადაადგელება არ იცის, ხვდები, რომ იქ ფეხბურთელის მომზადებაზე და ტაქტიკურ აზროვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ვერ დავინახეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებში. უფრო მეტიც, გუნდი მანამ ვერ გადადის მეტოქის მოედანზე, სანამ თვითონ მეტოქე არ წავა ჩვენი მოედნიდან და არ ჩავა თავის საჯარიმოში. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე ჩამორჩეს ან ჩარჩეს ჩვენს ნახევარზე, შემდეგ იწყება გაუთავებელი პასები და დაგორებები გვერდებზე და უკან, დინჯი და ზანტი გადადგილებები და ა.შ. შემდეგ ეს ნელი, ზოზინა სტილი იწვევს იმას, რომ შემტევების ეფექტურობა მცირდება, ფეხბურთელები გადადიან უძრავ, სტატიკურ მდგომარეობაში და რაოდენობრივი, ექსტენსიური ფაქტორების ხარჯზე, მცველების შეტევაში ჩართვით ვფიქრობთ ფონს გასვლას. საბოლოო ჯამში, მეტოქის სწრაფ და გააზრებულ კონტრშეტევას ჩვენი დაცვა ხშირად მოუმზადებელი ხვდება. სხვა მეტიც უამრავი ხარვეზი იკითხება ნაკრების თამაშში და ეს ვაისის დაბალ კვალიფიკაციაზეც მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთ დროს პროგრესული მისი მეთოდები დაძველდა და დროს ჩამორჩა, ან თამაშის ქართულ სტილს ვერ მოერგო. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის მესვეურებს ამის გასაგებად 5 წელი დასჭირდათ.

ლევან, სამწუხარო რეალობაა, ფაქტია და ფაქტიურად დამღუპველია და აუხსნელია, რომ ჩვენი დიადი და ავტორიტეტული ვეტერანების დიდ უმრავლესობას ესეთ შემთხვევებში ყოველთვის ჩუმად ყოფნა ურჩევია. წლებია უკვე თავზე დაგვემხო ნაკრები და ამ დროს მათი კომენტარი, რჩევა, ემოცია არავის არსად უნახავს!!! როდემდე?!

• ქომაგი

რამდენი ხანია ამის მოსმენა მინდოდა ჯურნალისტებისაგან. ეს უკვე ევროპაა. მაგრამ ეს ვეტერანები ფინანსურად დაინტერესებულები ხომ არ არიან, რამდენია მათი ობიექტურობის ხარისხი?

• გელა

ვეთანხმები ლევანს. მაგრამ ჟურნალისტებიც რომ სცოდავენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა ელოდება რაღაცას გამოკრას კბილი და ურთიერთობას არ იფუჭებს არცფედერაციასთან, არც ნაკრებთან. კომენტატორები კიდე ცალკე თემაა. ჩვენი ნაკრების რეპორტაჟს რომ რადიოში უსმინო, ტიტანების ბრძოლა გეგონება.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..