ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."

• ასაა

შეთქმულების მსხვერპლია ლიოვა კობაიბაშვილი.

• 912

კიდევ კარგი ეს განცხადება გააკეთა თორემ ხო წავაგებდით ესტონეთთანაც

• შენი კეთილის მსურველი

გადადექი თუ რაიმე სინდისის ნატამალი გაქვს.

• დინამოელი

ამხანაგო ლევან, აბა რას აკეთებთ, ამისთვის გცალიათ ახლა თქვენ? წაბრძანდით და არჩევნებს მიხედეთ, თორემ საქათმეში მელია შემოგეპარებათ.

• სიმართლე

კობიაშვილო, ამ თამაშების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურს ნიკა მელია კი არა, ჩვეულებრივი მელია მოგიგებდა!

• mitro

100% მართალი ხარ....

• ზუზუ

ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით გულშემატკივრები.. ის 3000 კაცი!!! და 60 ათასიან დინამოზე 20,000 კაციც რომ დაგეშვათ მართლა შეიცვლებოდა ყველაფერი.. არც იუაროთ! ყველას ბრალია, ვინც გადაწყვიტა, რომ არ უნდა დასწრებულიყო ხალხი მატჩს..

• ზუზუ

ძლივს ეშველა ცოტათი ქართულ ფეხბურთს.. მოედნები კეთდება ცდილობენ მართლა ყველაფერს, თუმცა აი მაკედონიასთან თამაშმა გამოაჩინა ბევრი რამე... ძმაკაცებს შეუძლიათ სტადიონზე დასწრება და მართლა გულშემატკივრებს არა... მიტინგები შეიძლება და 30%-ის დასწრება არა :))) ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით გულშემატკივრები.. ის 3000 კაცი!!! და 60 ათასიან დინამოზე 20,000 კაციც რომ დაგეშვათ მართლა შეიცვლებოდა ყველაფერი.. არც იუაროთ! ყველას ბრალია, ვინც გადაწყვიტა, რომ არ უნდა დასწრებულიყო ხალხი მატჩს..

• ირაკლი

სანამ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იქნება იმის წინაპირობა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობები იცვლებოდეს, მანამდე ასეთ ნეხვში იქნება საკლუბოც და სანაკრებო ფეხბურთიც. თავისი ნებითა და პასუხიმგებლობით წასული რომელი ფედერაციის პრეზიდენტი გახსენდებათ?

• გვეყოფა ხალხს!

გადადექი კი არა პასუხი აგოს. გაიგულავებენ, მილიონობით ხალხს ნერვებს დააწყვეტენ, თითონ ჯიბეებს და ყბებს კარგად დაისიებენ და მერე გადადექი არა? რა კარგია? თქვენი პატრონებიანად მოშორდით ამ ქვეყანას და პასუხი აგეთ ყველაფერზე. აი ეს არის პატიოსანი ხალხის ძახილი.

• სინსილიო!

მე ფედერაციას და საერთოდ საქართველოს მთავრობას მინდა ვკითხო, თუ იცით რა არის პატრიოტიზმი და ფეხბურთელებთან ერთად გაგაჩნიათ თუ არა.

• fan1

კაცმა რომელმაც ფეხბურთი სრულ კოლაფსამდე მიიყვანა ეხლა ქვეყნის მართვა უნდა ჩაიბაროს.

• იაგო

ჩემი აზრით მაკედონიასთან მარცხისთვის განწირულები ვიყავით იმდენი წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა მაკედონიის დონის გუნდთან უიმატოდ გაგვიჭირდებოდა მაგრამ მაინც შეიძლებოდა უკეთესი შემადგენლობის და ტაქტიიკის შერჩევა. სომხეთთან წაგება კი მთლად ვაისის კისერზეა ვერც შემადგენლობა შეარჩია ვერც ტაქტიკა. კაცი უკვე გადამდგარი იყო და დაიკიდებდა ამ თამაშს აბა რას იზამდა?! მაკედონიასთან ტამაშის მერე უნდა გაეშვათ აუცილებლად!

• კახა ქ.

მეორე ტური ახლოვდება და რაღაც ხომ უნდა ეთქვა.ერთი კვირის თავზე აჯმკეთებს განცხადებას,მანამდე არ ეცალა-საქმეები,საქმეები.....

• Fu

ფუიი ეშმაკს.!!!!!!!!!!!!!!

• სიმონა ანუ სიკო დოლიძე

მშვენიერი და რაც მთავარია, დროული განცხადებაა (სულ რაღაც 6 დღეა გასული, პადუმაეშ). ანუ ახლა იმაზე ვნევრიულობ, მელიამ რომ უარი თქვა მეორე ტურზე. ანუ კი გაიმარჯვებს ლევალიკო მეორე ტურში, მაგრამ ტრუხა პარლამენტარაად დარჩება ბოლომდე. არადა, ანუ ვერაფერს დაუწუნებდი თავის დროზე ანუ როგორც ფერხბურთელას. გოლი რომ შეაგდო ხორვატიასთან, იმ გოლის გახსენებაც არ მოგინდება ამის შემყურე. ანუ ერთი ბოდიში რომ მოგეხადა რა იქნებოდა ლევან? ანუ, ანუ, ანუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

• Master

15 წელი გერმანიაში ნაცხოვრები კაცი ხარ.ნუთუ ვერ ისწავლე პროფესიონალიზმი და საქმისადმი სწორი მიდგომა?საძმოდ გადააქციე ფედეარაცია,იქეთ პარლამენტში შეძრომა გინდა კიდევ უნამუსოდ.შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს კობი?ნუთუ ვერ ხვდები რომ რაც გულშემატკივრებში დამსახურებული პატივისცემა გაქვს მოპოვებული,სრულიად კარგავ და ზიზღში გადადის უკვე?15წელი გერმანული წესით ცზოვრება პატარა საქმე არაა,როგორც ფეხბურთელი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყავი და აქ რა დაგემართა?ქართული მენტალიტეტი ამუშავდა?ძალიან გაუცრუე ხალხს იმედი და შენს იმიჯს დიდი ზიანი მიაყენე,რასაც ვეღარ გამოისყიდი ვერაფრით,სულ ვერ იქნები მაგ პარლამენტში და კარგად ვერ დაასრულებ იცოდე.ხალხის პატივისცემას ვეღარ დაიბრუნებ.შენი დრო წასულია კობი...

• givi

კარგი ფეხბურთელი იყო არ ნიშნავს ავტომატურად კარგი მენეჯერი იყო, როგორც ჩანს ეს უკანასკნელი არ გამოგდის. ხალხი წლები უნდება და ბოლომდე მაინც ვერ სწავლობს როგორ უნდა მართოს ესა თუ ის ორგანიზაცია. ჩვენს ფედერაციაში ვინ არიან დანიშნულები, სულ ყველა ყოფილი ფეხბურთელები რომლებსაც კარიერაც კი არ ქონდათ უმეტესობას ნორმალური, საუბარი მაქვს მუნჯირზე, იაშვილზე, ცქიტიშვილზე და დანარჩენებზე კიდევ. მუნჯირს მოედანზე ეზარებოდა ხოლმე სირბილი და ეგ საქმეს გააკეთებს ?? გონებრივ და ინტელექტუალურ სამუშაოს გასწევს?? ეს ბანდა ჯერ ნაკრებში რომ თამაშობდა მაშინ დაგვმართეს ნერვოზი და ეხლა ფედერაციიდან გვიწამლავენ ცხოვრებას და იმდენს იზავენ ფეხბურთი საერთოდ საქართველოში ჰოკეის დონეზე დავა.

"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"

• gia

სად არის ფეხბურთელები მითხარით.

• Talo

საიტის რედაქციას!!! ქვემოთ დაწერილი კომენტარები ნათლად ასახავს გულშემატკივრის განწყობას გთხოვთ ჩვენი სახელით დააკოპიროთ ან დაბეჭდოთ და გადაუგზავნოთ ფედერაციას...თუ ამის შემდეგაც არ აიღებენ პასუხისმგებლობას არ გადადგებიან და ბოდიშს არ მოიხდიან ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება რომ შუბლის ძარღვი საბოლოოდ გაიწყვიტეს...

• llcl

წადი ძმაო შენს თანასწორ მელიას ეპაექრე, ფეხბურთს შეეშვით ეს კალაძის ბანდა, ზუსტად ნაცები ხართ რა, დორბლიან-მფორთხავი გამახსენდა და მისი გამოსვლები სამაჩაბლოს დაკარგვის შემდეგ, უბრალოდ თქვენ წაგება არ გიზეიმიათ, თორემ დამარცხება ყველას და ყველაფერს დააბრალეთ საკუთარი თავის გარდა, ბიუჯეტის ფული სად წავიდა, რას მოხმარდა 300 მილიონი, არ გინდათ თითოეული თეთრის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინოთ? ჩვენი ფულია ეგ ძმა და არა შალკეს თუ ფრაიბურგის, მუმუ თუ გერასიმესი მით უმეტეს არა

• Geo

აუუ რა უყურებს ამას და ამის ფედერაციას კიდე რამდენიმე წელი... და მერე ამათ მოყვანილ მწვრთნელს და ამ ბევრ ინვალიდ ფეხბურთელს(( შექმენით ახალი გუნდი, 19-21 წლიანებში ბევრი ტალანტებია... ჩამოიყვანეთ BIELსA ლიდსიდან, გიჟია კარგ კონტეკსტში და ნახავთ ორ წელში გუნდს დიდ დონეზე და ბევრს დაანგრევენ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე და არა მარტო იქ!!

• Status quo

მიუხედავად იმისა,რომ არა ვარ ნაცი,მოგიწოდებ,რომ გადადგე.ლევან,შენმა უხერხემლო და უინტელექტო მმართველობამ ქართული ფეხბურთი დაღუპვამდე მიიყვანა.წადი რა, შე კაცო.

• მენტალური მომზადების ცენტრი

დაუჯერეთ!!!!

• G.A.L.

ლევან, სანამ ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ხალხს შენს მიმართ დადებითი ემოცია, გადადექი თანამდებობიდან! აუცილებლად თან გაიყოლე შენი საძმაკაცო, რომლებიც ფედერაციაში მრავლად გყავს დასაქმებული. დროის და ნდობის ლიმიტი ამოწურულია. ცოტა ხანში ღიად დაგიწყებენ შეურაწყოფის მოყენებას გულშემატკივრები. P.$. წესი-წესია, წაგებულები უნდა წავიდნენ!!!

• ელგუჯა

მთავარია პარლამენტში შეძვერი კიდევ! არ გკიდია ფეხბურთი?

• ა

კობი პრეზიდენტი კი ხარ, მაგრამ არც ჩვენ დაგვეწუნება არც განათლება, არც მიხვედრილობა, იმისთვის რომ მივხვდეთ შეგნებულად არ დაუშვით გულშემატკივარი, კოვიდიც მოგონილი იყო და გუნდიც განწირული წასაგებად, სადღაც ვიღაცას ეგრე აწყობდა, სხვაგარად გამორიცხულია მსგავსი სიბრიყვე, ღალატის სუნი უდის ორივე თამაშს, ვაისიც რომ გონებანაკლები იყო ეგეც დიდი ხანია ჩანდა, ერთა ლიგის დაწყებამდეც

• Kote

ამას გონია ისევ გლდანში ამომრჩევლების შეხვედრაზე გამოდის სიტყვით. თუ პარლამენტარობა გინდა დაანებე ამ ფეხბურთს თავი. ისე რომ, იცოდე ფეხბურთის ფედერაციასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ დამარცხებაში. შენც რომ მოგეხადა ბოდიში არა?

• ბათუმი

6 დღე გავიდა და ახლა აკეთებ კომენტარს? კომენტარი კი არა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთო! ბევრი კითხვაა? გულშემატკივრების დაშვებაზე რატო არ ამბობ არაფერს?! კიდევ ბევრი კითხვაა და ამდენი ხნის განმავლობაში დუმხართ, იმის ნახვლად ყოველჯვირეული ბრიფინგი აკეთოთ, მაგრამ საქმეს როცა არ აკეთებ ბრიფინგზე რა უნდა ილაპარაკოთ???

• ქომაგი

თქვენ რო გიყუროთ მემგონი მადლობას მოგვახდევინებთ ამ წაგებებისთვის. მე რას ვერ ვხვდები იცი კაი თქვენ ვერ ხვდეით წასვლას მარა ვინმე არ გყავთ გვერდით რო გირჩიონ წადიო? მთელი ქვეყამა რო გაგიჟბულია და გამკობენ ამას არ უყურებთ? ან ნამუსი არ გაწუხებთ? თქვენ თავთან მარტო რო რჩებით რამე არ გაწუხებთ? მაყურებლები რატო არ შეუშვით მოედანზე? ან თუ ეს ინფორმაცია ქოდა ამ ვაი ჟურნაისტებს მატჩამდე რატო იყავით ჩუმად? ვაისს მადლობას რაზე უხდით? უფასოდ მუშაობდა? მაკედონიასთან წავაგეთ მარა სიმართლე რო გითხრათ სომხეთთან მარცხი უფრო გამიტყდა იმიტომ რომ კაი მაკედონია გჯობია და ფინალი იყო და ნუ ერთი მატჩი წავაგეთ მარა სომხებიც გვჯობია? ერთი კითხვა მაქ კიდე რა ლევანთან მაკედონიასთან მარცხის მერე თუ შეხვდით ნაკრების ფეხბურთელებს და რა სამუშაო გასწიეთ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?

• digela

ამან ისე ილაპარაკა რომ წასვლაზე არ ფიქრობს

• აჰა გვეშველა

დასკვნებს გამოვიტანთ და ახალი შემართებით ვაგრძელებთო.. დდდ. როდის იყოს ჩასვრის მერე ვინმე შემართების ხასიათზე დგებოდა.. მაგრამ როცა ფულის სუნი გიტრიალებს ცხვირში ფუნის სუნს უკვე ვეღარც ცხვირი გრძნობს და ვეღარც ნამუსი... შენ დაუკარ....

ვეღარ გაძეხი? ორ ადგილს რომ ეპოტინები, ორივესთვის უვარგისი

• გოგა

სამაგიეროდ ხო გაკეთეთ თქვენ ბევრი მილიონები, მოვა დრო და ითქნევა ყველაფერი

• ჯ.ჩ.

მორიგი სიაფანტობა.

• oo7

გადადგება . არა ! ხედავ ? კაცი თანამდებობების კოლექციას აგროვებს , ფეხბურთის ფედერაციის რეიტინგს - რგორც ქართველები ვამბობთ _ ლახვარი ჩაეცი ! . . .

• ნუკრი

ხელოვნურსაფარიანი,მარტივი მოედნების მეტი არაფერი გაგიკეთებია შენ და შენ გუნდს.გაუგებარი,პირადი ანგარებით გაუშვით ცხადაძე და ჩამოათრიეთ უინტელექტო,საუკუნის დასაწყისში ჩარჩენილი ვაისი და წარუმატებლობების შემდეგაც კბილებით იცავდით,სანამ ნაკრები არ დაღუპა.რაღაზე უნდა ილაპარაკო,ვის რა უნდა აუხსნა?ერთი იმას თუ აღიარებ,ვინ აყენებინებდა ძალით შემადგენლობას,ვინ ბლოკავდა ნაკრებში ხარაბაძეს,ხარაიშვილს,ნინუას,შენგელიას და ბევრ სხვა ნიჭიერ ახალგაზრდას და გვატენიდა კაშიას,ყაზაიშვილს,გრიგალავას და სხვა გადაბერებულებს. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს თავზე და წადით,დაანებეთ თავი ქართულ ფეხბურთს!!!

• გულშემატკივარი

თუ გულშემატკივარი გაინტერესებს, მათი მოთხოვნაა რომ გადადგე და დატოვო ფედერაცია შენს საძმოსთან ერთად!!!

• კახი კახა

ეხ ჩემო ლევან შენ მხოლოდ პარლამენტზე ფიქრობ ,გულშემატკივარი და საქართველოს ნაკრები სულ ბალალაიკაზე გკიდია ძამია

• ბიძინა ივანიშვილი

ჩემო ლევან, გადავხედე ხალხის აზრს და ყველა ერთხმად მოითხოვს რომ დატოვო დაკავებული პოზიცია. მეც ვფიქრობ რომ უნდა გადადგე, მე გაძლევ ამის უფლებას! მიდი დაწერე განცხადება ... სხვაგან დაგნიშნავ გპირდები ... შენი ბიძო

• beqa

რომელი შენი ძმაკაცია უმუშევარი და რომელ მათგანს დაგვისვამ ნაკრების მწვრთნელად! წადი დატოვეთ საძმომ ფედერაცია!!

• რობი

კობიაშვილო თავის დროზე ფედერაციის პრეზიდენტობა ხომ მოიპარე, მელიასაც არჩევნებს პარავ და რაც მთავარია ქართულ ფეხბურთს გამარჯვებას პარავ! წადით ბიძია სახლში თაღლითობისა ქურდობის მეტი თქვენ ბანდას სხვა არაფერი ეხერხება!

• gutna

ვინახართ რახართ?არგრცხვენიათ?ბრეჟნევივით თანამდებობებზე უნდა დაიხოცოთ?

• მოქნაცქოცი

გი-ხა-რო-დენ!

• გიზოგ

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი." ბატონო ლევან, კარგი იქნება ის გვითხრა, თქვენ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა რა გავაკეთეთ, ქართველებს ჯერ ასეთი დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუება არ გადაგვეტანა და შემდეგ კიდევ სირცხვილი არ გვეჭმა მეზობლისგან. ხოლო რა არ გავაკეთეთ მე ჩამოვთვლი: არ შეიწუხეთ თავი 65 ათასიანი სტადიონზე, თუნდაც 5 ათასი გულშემატკივარი არ დაასწარი თამაშს, რომელთა უსაფრთხოება სულ ადვილი დასაცავი იყო, ასეთი საპასუხისგებო თამაში დანიშნეთ ყველაზე გვიან, რაც კი შეიძლებოდა ღამის 9 საათზე. ჯერ ერთი სამედიცინო თვალსაზრისით ამ დროისთვის ორგანიზმი უკვე ძილის რეჟიმზეა გადასული და ეს არ წაადგებოდა აღმოსავლეთ ევროპაში და შუა აზიაში მოთამაშეებს, და მე-2-ც, ჩვენ რიგითმა გულშემატკივრენმაც კი ძლივს გავატარეთ მთელი დღე თამაშის მოლოდინში და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იყვნენ ფეხბურთელები, თამაში, რომ 6 საათზე დაწყებულიყო, სულ ცოტა 3 საათით ნაკლები დაძაბული ნერვიულობა მოუწევდა. თქვენ ალბათ, რომელიღაც ტელევიზისგან უმნიშვნელო შემოსავლების გამო პირველ რიგში ფეხბურთის მომავალი დაუკარგეთ ქართულ ფეხბურთს, შემდეგში 10 მლნ ევროზე მეტი ასევე ქართული ფეხბურთის მომავლისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო რომ როდესაც ხედავთ, რომ კაცი აშკარად არაადეკვატურია შექმნილი მდგომარეობის, მიმაჩნია, რომ თქვენი მოქმედებაც უნდა ყოფილიყო არაორდინალური და სულ მცირე უნდა გეკარნახათ აგონიაში მყოფი ან, როგორც კრივში იტყვიან ნოკდაუნში მყოფი მწვრთნელისთვის, რომ გაშვებული გოლის მერე სწრაფად უნდა გაკეთებულიყო ცვლილებები, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ცვლილებები გოლის გაშვებამდეც საჭირო იყო. ჩვენ კი ყველაფერს ფეხბურთელებს ვაბრალებთ, მაგრამ მათ შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ. ბატონო ლევან მე თქვენი უპირობო მხარდამჭერი ქომაგი ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, თუ გადადგებით ვფიქრობ უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

• David

ეს სადღეგრძელო თქვა ამან თუ მოგვეჩვენა.

• რტ

გიხაროდენ!

• talo

პასუხისმგებლობას რომ ვერ გრძნობ და პოსტს არ ტოვებ ეგაა ტრაგედია... მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრების წარმატებაა რასაც შენ ვერ მიაღწიე. შენმა შერჩეულმა მწვრთნელმა ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა და ფინალში თუ მოხვდა გუნდი დიდწილად ფეხბურთელების ინდივიდუალიზმით იყო გამოწვეული და არა მწვრთნელის სტრატეგიით და ტაქტიკით.

• დავითი

ლევან! რა გააკეთე შენ პირადად, რომ ნაკრებს მეთორმეტე მოთამაშე დამატებოდა მაკედონიასთან მატჩზე. დაგიჯეროთ შენ და კახის, იმდენი წონა არ გაქვთ, რომ ამ საუკუნის მატჩზე, საქართველოს მცირერიცხოვანი გულშემატკივარი მაინც ყოლოდა?

• ზურა

მართალი ხარ!!! რა ჯანდაბად უნდა ეს პოლიტიკური თამაშაბი, ალბათ კალაძეს უარს ვერ ეუბნება, საკუთარიბანდა ჭირდება იმას პარლამენტში. მოდი შეეშვას ფეხბურთს და მიხედოს ამ პარლამენტს და პოლიტიკანობას

• ბასკი

პლეი ოფის ფინალში ასპარეზობისთვის ვაისის ხელმძღვანელობით კი არა, ჩაკვეტაძის და ხვიჩას ხელმძღვანელობით გავიდა ნაკრები, ხოლო ვაისის ხელმძღვანელობით რაც ქნა აგერაა ბოლო ორი მატჩი! და კიდევ ძაან მაინტერესებს რომელი შენი ძმაკაცია უმუშევარი და რომელ მათგანს დაგვისვამ ნაკრების მწვრთნელად!

• თემო

გვახსოვდი როგორც საოცარი ფეხბურთელი და შემოგვრჩი როგორც ნაძირალა! არავის სჯერა შენი, წაეთრიე პარლამენტში და შეეშვი ფეხბურთს. ან იქ ყოფილიყავი ან აქ მარა არ გამოძღა თქვენი მუცელი, ფეხბურთის გულშემატკივარი კი გაგვაუბედურეთ ამასობაში და..

• აბგდ

ბიჭო დღეს არის 18 ნოემბერი!6 დღის წინ იყო 12 ნომებერი კაი 5 დღის წინ 13 ნომებერი ხალხმა გაგინათ გასხათ და დღეს აკედებ განცხადებაას?რა იყო მართლა ვერ გავიგე შენი მოსვლის დღიდან მე არ მჯერა მარა ბიჭო რავიცი ძმაო ნუ არ ვიცი მართლა არ ვიცი რა დავწერო :D მეგონა გადადგებოდა და თურმე არც არაფერიო :დდდ

• იბერიელი68

არადა როგორ მჯეროდა ნუთუ ვერხვდები რომწასვლის დროა თუგინდა რომ ხალხს ის კობი ახსოვდეს თორემ თავდშლი ყველაფერს

• თამაზი

აქამდე 4 წელი პარლამენტში იყავი და არცერთხელ არ გამოსულხარ ტრიბუნასთან და შენი ხმა კაციშვილს არ გაუგია იქ... ახლა ისიც გაირკვა, რომ არც ფეხბურთის პრეზიდენტის პოსტზე გაგიკეთებია არაფერი 300 მილიონის ათვისების გარდა... ახლა ისევ უღირსი მეთოდით ცდილობ კვლავ მოხვდე პარლამენტში როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთე როცა ფედერაციის პრეზიდენტად დაგსვეს! წადი, რაა, დაგვანებე თავი

ამ ერთაოზს ეტყობა არ აქვს ნანახი ,,ფეოლა" და არ იცის გენიალური ფრაზა ,,წააგებ წადი"

• Levani

Xo aba-es unda gadadges da romis papa dabrundes

• Dato

NAMUSI MAINC GKONDES MIDI ABA GADAXEDE AK GULSHEMATKIVREBS AZRS CAIKITXE SHE UNAMUSO

• zaza

როგორც ფეხბურთელს პატივს ვცემდი როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უღირსად იქცევი, იმიტომ რომ ეგ არის პარტიული თანამდებობა და რასაც პარტიაში გადაწყვეტენ მისი მორჩილი ხდები.

• goga

დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში კაცი, ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით იყო ცხონებული გივი ნოდია, დიდი ანგარიშით წააგო მისი მწვრთნელობისას "დინამომ" და გადადგა. სხვები წასვლის მიუხედავად, ყველა რაღაცას იმიზეზებს, სრულ პასუხიმგებლობას არავინ იღებს. თუ გახსოვთ იაპონიის სუმოს ჩრდილოეთ კავკასიელი მოჭიდავე მარიხუანის მოწევაზე გამოიჭირეს და ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა, თანაც პირდაპირ ეთერში განცხადებისას ტიროდა და ისე იხდიდა ბოდიშებს, ჩვენთან მსგავსი წარმოგიდგენიათ?

• ზურა

ლევან კობიაშვილის და იმ ფეხბურთელბს ვინც დღეს ფედერაციაში არიან დიდ პატივსვცემდი როგორც ფეხბურთელებს მაგრამ როგორც ჩინოვკინები ძალიან დაბალი დონის და კვალიპიკაცისანი ხართ წაიღეთ 300 მილიონი ჩვენი ფული და შედეგი როგორც საკლუბო ისევე სანაკრებო დონეზე არის 0 ისიც კი ვერ შეძელით რომ 2 ფეხბურთელისთვის იმ დონეზე მიგექციათ ყურადღება რომ ამ ფინალისთვის მზად ყოფილიყვნენ მაყურებელი არ დაუშვით სტადიონზე დანიშნეთ ვაისი მწვრთნელად რომელმაც 2 ციკლის მანძილზე ვერც ერთ ანგარიშ გასაწევ ნაკრებს ვერ მოუგო თამაში და მერე ამბობდით დალაგა ნაკრების თამაშიო რა იყოო დალაგება? ყოველი მე 2 პასი უკან საკუთარ ნახევარზე და ამით აღებული ბურთის ფლობის უკეთესი პროცენტი?? დალაგებულ ქვეყანაში სხვა ფედერაცის პრეზიდენტი გადადგებოდა რადგან ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაჰწიეთ წარმატებეს ვერც უცხოეთში მოთამაშე ნიჭიერი ქართველები ჩამოიყვანეთ და ვერც ინვესტორები მოყვანეთ აქ ვინც ფულს ჩადებდა და ნუ გადაგვაყოლეთ ერთ ბათუმის სტადიონს რომელიც ჩვენი ფულით შენდება გადასახადების გადამხდელების და არაა თვენი მოყვანილი ინვესტორების მიერ კი გასაგებია რომ 300 მილიონი დალაგებულ ქვეყანაში არაა დიდი თანხა ფეხბურთისთვის მაგრამ საქართველოში ეს უზამაზარი ფულია ერთი კონკრეტული სპორტისთვის და იქაც რო არ არის შედეგი და კიდევ გამოდიხართ და ასე უტიფრათ ვითომ რაღაცას ამბობთ ეს თქვენი ინტელექტის დაბალ დონზეც მეტყველებს მარა თქვენ ხართ კორუმპირებული საძმო რომელიც ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებთ და არც თავმოყვარეობა და პასუხისმეგბლობის გრძნობა გაგაჩნიათ ახლა გამოდიხართ და რაღაც სადღეგრძელოებს წერთ პასუხისმგებლობის აღების მაგივრათ.

• Viva

Shemzulda es xalxi.

• გუგა

პარლამენტში შედი,იქ ხარ საჭირო,ღილაკზე თითის მიმჭერად.

• Ლევან

ბარემ მწვრთნელიც შენ იყავი,თანამდებობა სამობითაა

• ლეო

გადადექი თუ ნამუსი გაქვ!!!

• კობი წადი

არ გვჯერა შენი გულწრფელობის! ეს ტექსტიც შენი დაწერილი არ არის, ვიღაცამ დაგიწერა და ამის გამოქვეყნებასაც რამდენიმე დღეები მოანდომე! ვაისი შენზე თავმოყვარე აღმოჩნდა რომ გადადგა თავისით, შენც უნდა გადადგე ! არც ისეთი ნიჭიერი ხარ რომ პარლამენტშიც და ფედერაციაშიც ორივეგან საქმე აკეთო, პირიქით ორივეგან აფუჭებ ერთდროულად საქმეს ! ყველაზე მეტი შეცდომა ფედერაციამ დაუშვა და თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა არსებულ შედეგზე და უნდა გადადგეთ თუ ოდნავ თავმოყვარეობა მაინც შეგრჩათ!

• პელე

მოკლე შეჯამება ამ გამოსვლის - ყვეალფერი დარჩება ისე როგორც არის, არფერი არ შეიცვლება და არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.

• lm

განვლილ საფეხბურთო კარიერაში დაგროვილი ხალხის სიყვარული პრეზდენტობის დროს გააქარწყლე და უსაზღვრო ნეგატივი დატოვე. ასე რომ ჯერ შენ გაანალიზე და მერე ადექი და ბოდიშიც მოიხადე და თან წადი ოღონდ ისე არა რომ ახალ თანამდებობაზე გადასვლით არამედ გადადგომით რომელიც არის იმის შედეგი რა დღEშიც დღეს ქართული ფეხბურთი იმყოფება. წადი და ბოდიში აუცლებლად !!!!

• roma bejanidze

ნამუსიო რომ წერთ აქ კომენტარებ არ იცი რომ კობიაშვილმა სიტყვა ნამუსი არ იცის რას ნიშნავს და როგორ ექმნება ნამუსი.

• eeeeee22

კობი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო და მართლა მთელი გულით თამაშობდა ნაკრებში, თუმცა როგორც ჩანს ეგეთივე საფეხბურთო ჩინოვნიკი ვერაა. არანაირი პირადული, არანაირი ზედმეტი გაღიზიანება, უბრალოდ უნდა გადადგე. კობი, შენი მოღვაწეობა ფედერაციის პრეზიდენტის რანგში გამოდგა რბილად რომ ვთქვათ ცუდი. ამხელა თანხა დაიხარჯა ფეხბურთის განვითარებაში და შედეგი ნოლი! (აქ არაა საუბარი მარტო ნაკრების შედეგზე) ნამუსი და პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გქონდეს, უბრალოდ იტყოდი რომ ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე და წახვიდოდი. 100% დარწმუნებული ვარ არ გადადგები, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ბიზნესია თქვენთვის მანდ ყოფნა და მაგის დამთმობები არ ხართ!

• გიორგი დაშნიანი

ეგ სიტყვები შენთვის შეინახე, წესით შენი გუნდიანად უნდა გადამდგარიყავი, ორ კურდღელს დასდევ, ვერცერთს ვერ დაიჭერ, ეხლა ხალხს სძულხარ აი მერე კი შეგიზიზღებენ, თუ იცით რა არის ზიზღი?

• ლაშა

ჩვენ არ გვჯერა შენი უკეთესი იქნებიდა რომ გეთქვა გადავდექიო მაგრამ შენც კალაძეც და თქვენი შნირებით დაკარგულიგაქვთ სინდისი ეგარის თქვენი სიყვარული ფეხბურთისადმი წადით თქვენი.

• roma bejanidze

არჩევნები? გადააყოლე პარლამენტის სკამს ქართული ფეხბურთი ხო?

• fani

ლევან, შენს ნამუსზეც არის ეს ისტორიული კრახი (მაყურებლის არდაშვების გამო) და იმედია ცოტა სინდისი ქენჯნას მაინც გრძნობ და სულ არ დაკარგე ადამიანობა!

• იკა

უნამუსო ყოფილხარ კობიაშვილო

• Me

ცოტა სინდის-ნამუსი რომ აწუხებდეს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინა.

• ლაშა

გადადექი

• Ika 2301

ვაიმე რა ამომწურავი კომენტარი იყო კაცო.დავწყნარდი უკვე.ესტონეთს მოვიგებთ და გადაიჭრება კველაფერი

• მენტალური მომზადების ცენტრი

დაუჯერეთ!!!!

• კობა

დიდება მის გამოჩენას!!! პომპეოს ელოდებოდა ეს დალოცვილი??? მოიცალა ფეხბურთისთვის როგორც იქნა... ეგრეა ორი კურდღლის მადევარ კაცს არაფერი რომ არ გამოსდისო არაა ახალი ამბავი სამწუხაროდ...

• Tb

რა უნამუსო ხარ, მაგრად მიყვარდი როგორც ფეხბურთელი, მაგრამ შენ დანახვაზე გული მერევა უკვე. ნამუსი რო გქონოდა გადადგებოდი. ვის რათ უნდა შენი მადლობა როცა ფანევის 99% აზრი ფეხებზე გკიდიათ ფედერაციაში. სიტყვების რახუნში მაგარი ხარ საქმეში კი ჩასვრილი ხარ ბოლომდე. გაასაჯაროვეთ ვინ არიან ფედერაციის თანამშრომლები და რამდენი აქვთ ხელფასები

• ბასა

"მადლობა ვლადიმირ ვაისს" - იმიტომ, რომ ვერ მოიგო ვერცერთი თამაში, ოფიციალურ ორ შესარჩევ ტურნირში, გარდა გიბრალტარისა.,პრინციპულად არ აკეთებდა შეცვლებს ოთხმოცდამეათე წუთამდე, იძახებდა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს რომელსაც უწერდნენ...

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...