საქართველოს საუკეთესო მსაჯს, ნიკა ამაშუკელს, რამდენიმე დღეში "შემოდგომის ერთა თასზე" და ზოგადად, ელიტურ რაგბიში, დებიუტი ექნება.

22 ნოემბერს შოტლანდია "მარიფილდზე" საფრანგეთს მასპინძლობს. „ბ“ ჯგუფის ფაქტობრივ ფინალს, რომლის გამარჯვებული, დიდი ალბათობით, ტურნირის ფინალში ითამაშებს, ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის და მას კიდიდან ქართველი ნიკა ამაშუკელი დაეხმარება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი ტიერ1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურება:

"შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ სტადიონზე, ასეთი დონის ტურნირზე გიწევს მსაჯობა და პირისპირ უნდა შეხვდე მსოფლიო დონის ვარსკვლავებს", - ამბობს ამაშუკელი, რომლის სიხარული ვერც მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა სირთულეებმა გადაფარა:

"ვირუსისგან გამოწვეული რეგულაციები გაურკვევლობის შეგრძნებას მიტოვებს, მაგრამ ეს სირთულეები ვერ აფერმკრთალებს იმ სიხარულს, რასაც ამ დონის ტურნირზე მსაჯობა ჰქვია. მოედანზე გავალ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთან. ამისათვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. განვიხილავ და ვსწავლობ ორივე გუნდის თამაშის დეტალებს, ვითვისებ იმ მკაცრ პროტოკოლს, რაც ვიდეორეფერისთან მუშაობას ესაჭიროება და რაც გვერდითი მსაჯის სპეციფიკას ახასიათებს".

"უეინმა შოტლანდია-საფრანგეთის მატჩზე დანიშნული ოფიციალური პირებისთვის გააკეთა ჯგუფი და განვიხილავთ მომენტებს. დღეს უნდა გვქონდეს ვიდეოკონფერენცია, რომლის დროსაც კონკრეტულ მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. დანიშვნის დღიდან ერთმანეთთან აქტიური კავშირი გვაქვს და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციაზე ვცვლით მოსაზრებებს. ვემზადებით ყველა იმ ნიუანსისთვის, რაც ამ გუნდების ისტორიულ დაპირისპირებას ახლავს".

ამაშუკელის კარიერული აღმასვლა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაბალი დონიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში 26 წლის მსაჯი ელიტურ რაგბიში გაერია. ამ დრომდე ნიკამ რამდენიმე ტესტ-მატჩი, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა "ექვს ერზე" იმსაჯა, თუმცა ამით მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარებასაც მეტ ყურადღებას უთმობს:

"ყოველი ახალი დანიშვნა იყო ერთი საფეხურით მაღლა ასვლა, თუმცა ჩემი მიდგომა ყოველი ნაბიჯის შემდეგ იყო, რომ გამეგრძელებინა შრომა როგორც ფიზიკური, ასევე დეტალებში გარკვევის კუთხით და ასე გრძელდება ახლაც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ მზადება უფრო ინტენსიური ხდება".

rugby.ge

hasheem
წარმატებები ნიკას, წინ არაერთი მსგავსი მნიშვნელობის თამაში ელოდება...
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა