შესაძლოა, რუსთაველებს ევროთასამდე ლექსო კვახაძე გამოაკლდეთ, რომელიც "ზარიას" შეურთდა
9 ივნისს რუსთავის "მეტალურგი" პრაღის გავლით სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ჩაფრინდა, საიდანაც მარიბორში მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად გაეშურა.

"გუნდი 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "ბოლფენკში" დაბინავდა, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა კლუბი მომავალი ევროტურნირისა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. გუნდის განკარგულებაშია: უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ და ხელოვნურსაფრიანი მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი და საცურაო აუზი.

"მეტალურგის" თითქმის მთლიანი შემადგენლობა დღეში ორჯერ ვარჯიშობს. მცირე ტრამვა აწუხებს ოთხ ფეხბურთელს - რეზო გეწაძეს, დენის დობროვოლსკის, ივანე კანდელაკსა და ვაკო ტყემალაძეს.

რუსთაველები პირველ ამხანაგურ მატჩს 14 ივნისს ავსტრიაში ადგილობრივი ბუნდესლიგის "მატესრბურგთან" გამართავენ, 18 ივნისს სლოვენიურ "კოპერთან" ითამაშებენ, 20-ში - სლოვენიურსავე "მარიბორთან".

"მეტალურგი" თბილისში 21 ივნისს გამოემგზავრება და უეფას თასის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისათვის საქართველოში განაგრძობს მზადებას", - გვითხრა რუსთაველთა პრესატაშე შოთა შერმადინმა.

როგორც დავადგინეთ, კლუბში ვარჯიშობს ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე, რომელიც აზერბაიჯანში აპირებდა კარიერის გაგრძელებას. შერმადინის თქმით, 26 წლის ნახევარმცველი "მეტალურგში" მინიმუმ ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

თუმცა დიდი ალბათობაა, რუსთაველებს ევროთასამდე გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე გამოაკლდეთ.

"კვახაძის ამბავი ჯერ არ გადაწყვეტილა. ის ლუგანსკის "ზარიას" შეუერთდა და დიდი შანსია, უკრაინულ გუნდში დარჩეს. თუ ასე არ მოხდა, ევროპის ლიგის მატჩამდე დაგვიბრუნდება", - გვითხრა შერმადინმა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე