ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ პრობლემებზე წინა თვის ბოლოს დავწერეთ, ამ სტატიას კი ისეთი რამეები მოჰყვა, დაგვაფიქრა, ღირს კი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბის იტალიელი ინვესტორისთვის გადაცემა.

ფაბრიციო მანინომ ჩვენი სტატიის გამოქვეყნებიდან 2 დღეში "ტორპედოს" პერსონალსა და ფეხბურთელებს სრული ხელფასი ჩაურიცხა, 8 დღეში კი ქუთათურების ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ცილისმწამებლური ტექსტი გამოჩნდა, რომელსაც ვუპასუხეთ...

იქამდე კი კლუბთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მანინოს "ტორპედოდან" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ედო ბადალაშვილი გაუთავისუფლებია...

ჩვენ ედოს დავუკავშირდით და როგორც კლუბში არსებულ ვითარებაზე, ისე მისი გათავისუფლების საკითხზე ვესაუბრეთ.

"გასული წლის მეორე ნახევრიდან ვიბრძოდით კლუბის გადასარჩენად. ინვესტორი წავიდა, დარჩა ვალები, იყო დაქვეითების საფრთხე. კლუბის რამდენიმე თანამშრომელი ვცდილობდით ყველაფერს, ვრეკავდით მინისტრებთან, მერთან, ვეძებდით ინვესტორს და ბოლოს გამოჩნდა იტალიელი. ვიფიქრეთ, რომ პრობლემებიც მოგვარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

2020 წლის ეროვნული ლიგის სეზონის დაწყებიდან 2 ტურის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი შეჩერდა, პრეზიდენტმა კი ხელფასების განახევრების წინადადებით მოგვმართა და შეგვპირდა, რომ 3 თვის შემდეგ ისევ სრულ გასამრჯელოს მივიღებდით.

კლუბის სასიკეთოდ გადავდგით ეს ნაბიჯი. შემდეგ კიდევ გაგვიგრძელეს, მერე ფეხბურთელებს 70% მისცეს, ჩვენ ნახევარი დაგვიტოვეს. თუმცა, ამის გარდა, გვატყუებდა კიდეც.

"ტორპედოში" 8 თვე ვიმუშავეთ უხელფასოდ. ვიცოდით, რომ ანაზღაურება არ გვექნებოდა, თუმცა საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უარი არ გვითქვამს. ახლა კი როგორ იყო, გვეტყოდა ფაბიო, 2 დღეში იქნება ხელფასებიო, ველოდებოდით ადამიანები, გავიდოდა 10 დღე და არაფერი ჩანდა. ასე გრძელდება თვეების განმავლობაში. ვერც ფეხბურთელი, ვერც თანამშრომელი გეტყვის, როდის ჩაერიცხებათ თანხა.

ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელებს ამოუვიდათ ყელში, უამრავი პრობლემა ჰქონდა ყველას და მედიის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელეს, რომ უარი თქვეს ვარჯიშზე ხელფასების გადაუხდელობის გამო. ეს სრული ჭეშმარიტება გახლდათ, მასში ტყუილი 1%-იც არ ყოფილა.

ამ ინტერვიუების გავრცელებიდან 2 დღეში სრული ხელფასი დაგვერიცხა ყველას. ეს იყო პირველი შემთხვევა 2020 წელს, როცა ანაზღაურება სრულად ჩაგვერიცხა.

ამის შემდეგ კლუბში გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელის პოვნა, რომელმაც მედიასთან ისაუბრა. მიზანი მარტივი გახლდათ: მისი დაჯარიმება და შემდეგ კლუბიდან გაგდება. მიზეზი კი სიმართლის თქმა იყო.

ფაბრიციო მანინომ გამომიგზავნა ტექსტი და მომთხოვა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამევრცელებინა, როგორც "ტორპედოს" ოფიციალური განცხადება. თუ საჭირო გახდა, ამ ტექსტს გავასაჯაროებ.

ამ ტექსტში წერია, რომ ჟურნალისტები ცილისმწამებლები არიან და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, მათი წყარო გამოგონილია და მოთამაშეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. არადა, ფეხბურთელებისაგან ვიცი, რომ მათ მანინო გააფრთხილეს, მედიასთან საუბარს ვაპირებთო.

იმავე განცხადებაში კი უშვებს ალბათობას, რომ ჟურნალისტი მართალია და ეს ამბავი მათთან ფეხბურთელმა მიიტანა, რომელსაც ლაჩრად მოიხსენიებს. ზუსტად ასე წერია მათზე: ლაჩრები.

დავურეკე და ავუხსენი, რომ არ შეიძლება ჟურნალისტებს ცილისმწამებლები უწოდო, ხოლო შენსავე ფეხბურთელს - ლაჩარი. ვუთხარი, შენი საქმეა, მოთამაშეებთან როგორ მოაგვარებ ამ სიტუაციას, თუმცა საჯაროდ შენი კლუბის ფეხბურთელს ლაჩარი არ უნდა დაუძახო-მეთქი. პასუხად კი მივიღე: "ამ განცხადებას თუ არ დადებ, კლუბიდან წადი".

კარგი, მე წავალ, თუმცა შევხედოთ რეალობას: "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. ნაცვლად იმისა, რომ მოეფერო ფეხბურთელებს, მუხტი მისცე, მათ ლაჩარს უწოდებ. ამის შემდეგ რომელი მოთამაშე გამოვა მოედანზე გულით?! თან ეს "ტორპედოა", რიგითი გუნდი ხომ არა... თან, კლუბში, რომლის ფეხბურთელებსაც პრეზიდენტი აგინებს, შემდეგში ვინ მოვა?! გამოდის, სპეციალურად ანადგურებ აქაურობას...

ორი მიზეზით ვთქვი უარი განცხადების დადებაზე: ერთი, ფეხბურთელებს ლაჩარს რომ უწოდებდა და ჟურნალისტებს ცილისმწამებლებს, თან რა მიზეზით, რატომ დაუკავშირდი ფეხბურთელს და ინფორმაცია რატომ მოიპოვეო. პრესსამსახურის უფროსი ვიყავი, უნდა გამოვსულიყავი და ჟურნალისტებისთვის მეგინებინა და მერე ვისთანღა უნდა მქონოდა ურთიერთობა?! საბოლოოდ მე გამომიშვეს, იმ ფეხბურთელს კი კიდევ ეძებენ...

ჩემ შემდეგ მიმსვლელი 2 დღეში დანიშნეს, არ ვიცნობ, ვინ არის. შემდეგ ისეთი განცხადებები გამოქვეყნდა კლუბის "ფეისბუქგვერდზე", რომ "ტორპედოს" გულშემატკივართა უმრავლესობა აღშფოთებული იყო...

ერთი სიტყვით, ის იმედები, რაც ფაბრიციო მანინოს მოსვლის დროს გვქონდა, გაგვიქრა: დღეს კლუბის პერსონალს მის მიმართ უნდობლობა აქვს, რადგან ხელფასებს ნორმალურად არ უხდის; ფეხბურთელებიც არ ენდობიან, რადგან ანაზღაურების დაკლებისა და დაგვიანების გარდა, ლაჩრებს უწოდებს და გულშემატკივარსაც უნდობლობა გაუჩნდა, რადგან ხედავენ, რომ კლუბში უკეთესობისკენ არაფერი იცვლება.

მე რომ სიმართლეს ვამბობ, ამის დადასტურება გულშემატკივარს შეუძლია, ფანკლუბსაც. ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ მე გამათავისუფლეს, ამას ვეღარ შევცვლი, თუმცა ისევ კლუბის სასიკეთოდ სხვას რომ არ დაემართოს იგივე.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "ტორპედოში" ერთადერთი, ვინც გვერდით დამიდგა, გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია იყო. პირდაპირ განაცხადა, რომ არ უნდა გავეშვი, ფეხბურთელებისთვის ლაჩრები არ უნდა ეწოდებინათ. და ცხადია, გულშემატკივრებიც მხარს მიჭერდნენ და ჩემი დაბრუნება სურთ.

წამოსვლით კი მე დავწერე განცხადება, რადგან პირობა ასეთი იყო: თუ არ დებ იმ ტექსტს, წადი. ორი გზა მქონდა - ან ჩემით წამოვსულიყავი, ან კლუბს ცალმხრივად გამოვეშვი. აღსანიშნავია, რომ "ტორპედოში" მუშაობის 3 წლის მანძილზე კლუბს ჩემი, დაახლოებით, დიდი ვალი დაუგროვდა. შემეძლო და ახლაც შემიძლია მივმართო სასამართლოს, თუმცა ამას არ გავაკეთებ, ჩემი კლუბის წინააღმდეგ წავალ და არც არავის ვათქმევინებ, ედო "ტორპედოს" აზიანებსო... გახდეს "ტორპედო" ისეთი გუნდი, როგორიც გულშემატკივარს სურს და გამოვა, ვიტყვი, სწორი ყოფილა ჩემი გაშვება-მეთქი."

sportall.ge "ტორპედოს" ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

Night
ქოცებს მოსთხოვე ვინც ჩამოათრია მოშორებაზე რომ არიან
მიროსან
აუჰ რა მზე ხააააარ..
ვაი შენს პატრონს
ოლეეეეეე მზეოოოოო....
Matador-ს
მაგ ილუზიებში რო ხართ იმიტომაც ხართ იქ...(დავწერდი მაგრამ დამბლოკავს ადმინი)
Solo
ან საიდან მოვიდა იტალიელი ტორპედოში? რა პერსპექტივა დაინახა ვინ ურჩია? ან ვინც ამ დღეში ჩააგდო რ პასუხი მოეკითხა? რატომ გვატყუებენ ასე უნამუსოდ და ჩვენც ვიტყუებთ თავს და განვიხილავთ თავს მოხვეულ ზღაპრებს)
ddgfdf
და რატომ უნდა ჩადოს ვიღაც იტალიელმა ტორპედოში თანხა? რასაც უხდის მადლობლები უნდა იყონ. და სხვა გზები ბოძებნონ.
ხვერწნა
ხო გაუხურენ მარა შენ არ ჩოუდგე ახლა შვაში და არ ეიშალო ნევრები გეხვერწები რაა!
DAVE
GOT - GAME OF TORPEDO, დაუსრულებელი საგაა რა, იმედია აქ ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება და ცნობილი სერიალვით ყველაფერი მიწასთან არ გასწორდება. ვინ იქნება - JON SNOW ? :)
ტორპედოელი
ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო... ასეა ჩვენი ტორპედოს საქმე...არა და რა გუნდი დაგვეშალა...აფსუუს...
ა?
მოგიკითხავთ სიმონ თბილისიდან. რა იყო, გადაგაგდოთ ფაბიომ სიმონ?
Zaza
და რა შვაშია კალაძის ნათესავი გუნდს მიხედოსდა თუ უნდა ჰიტლერის ნათესავი იყოს და ვისაც არ მოწონს ადგეს და თავის ჯიბიდან დააფინანსოს.ეგ კიარა იქეთ ეხვერწეთ საერთოდ როარ წავიდეს არ გაუხურენ საქმე.
ბეღურა
სად დავწერო აღარც ვიცი, დიადი დიეგო გარდაიცვალაო ეს ნუთუ სიმართლეა
გიგა
დიდი ხნის წინ ვამბობდი მაგას!!! სპეციალურად გამოქექეს, თუნდაც იმისთვის, რომ ქუთაისი საარჩევნოდ ბოლომდე არ გადაემტერებინათ!! ახლა ვნახოთ რა დღეში ჩააგდებენ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს! P.S. კალაძეს რომ ბევრი საინტერესო ნაცნობები დაუგროვებია იტალიაში ახლაც გამოჩნდა!!!
ბაბუაწვერა
რა წაიღეთ ტვინი ამ ტორპედოთი?გეგონებათ ევროპაში თასი არ დარჩათ მოუგებელიო...წადით სახლში,მორჩა კინო!
კვარა
დარწმუნებული ვარ ეს "ინვესტორი" ჩვენმა "სასახელო" ჩინოვნიკებმა გამოქექეს ღმერთმა უწყის რა საქმეებისთვის.
ირაკლი
არა, სრული და სწორი ინფორმაცია კლუბიდან არ გამოვა, იმიტო რო "ოჯახია" ძმაო )) რაგბშიც ოჯახია და ძიუდოში და ჭიდაობაშიც ოჯახია და შიგნით გაირჩევა და გაირკვევა. პა პანიაწიემ )) რაც ქვეყანა, ის სპორტი და ის პოლიტიკა და ის კულტურა
saduolo
ამ მანინის შვილის ნათლიაა კალაძე და რესტორან რონე თანამფლობელები კალაძე და ეგ სუბიექტი..რა ინტერესი დევს აწი მკითხველმა განსაზღვროს
Matodor
ეს სამწუხარო ფაქტია მაგრამ კლუბის ცხოვრება მაინც გრძელდება ეს გამოსავალი კი არ არის. ადმინ იმაზეც დაწერე გუშინ მანინო ქუთაისში რომ ჩამოვიდა; ფეხბურთელებს და მწვრთნელებს რომ შეხვდა იქნებ დაინტერესდეთ რა ეტაპზეა გადაცემასთან დაკავშირებით გეგმებზე ჩაწერეთ ინტერვიუ. მარტო ცალმხემრივად რომ აშუქებთ ნეგატივს ტორპედოს ბევრს უნდა მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან ამ კლუბის მტრები რომლებიც ზეპირად იცის ყველა სულით ტორპედოელმა და ასეთები სპორტულ ჟურნალუსტიკაში თუ კომენტორებშიც ბევრია, მაგდა კლდიაშვილით დაწყებული კაკაურიძეთ და სილკის კომენტატორების პავლიაშვილით გაგრძელებული და იუთუბ სტრიმის კომენტატორის იმედაძით დამთავრებული ვერ ეღირსებით დაჩოქილ ტორპედოს ეს კლუბი თქვენს ნერვებს კიდევ მრავალჯერ ააღელვებს ვისაც ეს ეხება . არ გვაინტერესებს ეს ბოღმა ნეგატივ შეპარული სტატიები. ამით გუნდის სასიკეთოდ არაფერი იცვლება, ა გავუშვათ მანინო და თქვენ დაასპონსორებთ კლუბს ხომ თუ ის უფრო გინდათ გავუშვათ მანინო და აგიხდეთ ოცნება გაბანკროტებული გუნდი მეოთხე ლიგაში იხილოთ ხომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტორპედოს მტრები ამას ვერ ეღირსებიან. თუ ვინმე მეოთხე ლიგაშია გასაძევებელი თუ სამართლიანობაა ეს თქვენი სათაყვანო ფლაგმანი დინამო უნდა იყოს ქართული ფეხბურთის სირცხვილი და თავის მოჭრა. ქართული ფეხბურთის 21 საუკუნის სამარცხვინო ლაქა 21 საუკუნის 6:1 მარცხი მეცხვარეებთან სხვა თუ არაფერი ტორპედოს მეცხვარეებთან და ფერმერებთან არასოდეს წაუგია პირიქით 7:0 მოუგო მაგაზე კვალიფიციურ ვიკინგურს 2018 წელს და ქართული კლუბებიდან ბოლომ თუ რაიმე ღირებულს მიაღწია ეს სწორედ ქუთაისის ტორპედო იყო რომელმაც მაგ წელს ევროპალიგის პლეიოფს მიაღწია სხვებისაგან განსხვავებით.
zaza
რანაირად იქცევით, გამოდით და კაცურად თქვით რა ხდება ეს ეხება ფეხბურთელებს და ყველას ვისაც ტორპედო ბედი ადარდებს, ვერ გავიგე რა ხდება ამდენი ხანია ვინაა მართალი ვინ მტყუანი. დიდი აჯანფსანდალია რაც ტორპედოს თავს ხდება და გაგვაგებინეთ რა ხდება!
zaza
ეგ მანინო თუ წავიდა მაყუთს ვინ მოიტანს ბარემ ეგეც დაგეწერათ არი ვინმე ქველმოქმედი.
გჰდჯდს
მართლა ტორპედო ყოფილხარ ედო, ყოჩაღ ძმაო. გუნდიც ეეშმარიტად ტორპედოებით არის დაკომპლექტებული და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. მთავარია ამ კრიზის გაუძლოთ და ყველაფერი ქუთაისის და ტორპედოების შესაფერისად იქნება.
₾ადო
ტორპედოს დაჩაგვრა/გალანძღვა, ნებისმიერი ქუთათურისთვის პირად შეურაცხობას ნიშნავს!..
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
მანინო დაბრუნდა და "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად შენგელია დანიშნა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ტორპედოს" პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს