ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაისაშვილი: მსაჯმა ყველა სადავო სიტუაციაში უელსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო

მაისაშვილი: მსაჯმა ყველა სადავო სიტუაციაში უელსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო

"ბორჯღალოსნები" ინგლისში, ლონდონის მახლობლად რჩება და 29 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება.

"შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი მომავალ კვირას, "ავივა სთედიუმზე", საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

უელსთან ჰლანეჰლიში შეხვედრის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კვირას ბანაკში დაბრუნდა. ორშაბათი აღდგენას, კრებებს და ვიდეოანალიზს დაეთმო. გუშინ დაბალი ინტენსივობის ვარჯიში შედგა, დღეს და ხვალ კი კონტაქტური, სრულყოფილი ვარჯიშებია დაგეგმილი.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ინგლისში დაბრუნების შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა უელსის მატჩის ანალიზი ჩაატარა:

"ზედიზედ მეორე თამაშის უქულოდ დასრულება არასასიამოვნოა და გულშემატკივრის კარგად მესმის, თუმცა ერთი და ორი ჯარიმის გატანა საერთო სურათს არ შეცვლიდა. უელსთან ანგარიში თამაშის მსვლელობას არ ასახავს. 75-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 13 ქულა იყო და ერთი ლელოს გატანა რომ მოგვეხერხებინა, არავინ იცის, შემდეგ რა მოხდებოდა.

ეს ჩვენთვის მესამე შეხვედრა იყო, შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და ფაზებიც ავკინძეთ. ადრეც აღვნიშნე და განვმეორდები, რომ ამ დონეზე ქულის აღების შანსი იშვიათად გეძლევა და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. რამდენჯერმე შეგვეძლო 3 ქულის აღება, მაგრამ ბიჭები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში გადაწყვიტეს, რისთვისაც მათ არ ვაკრიტიკებ. მანამდე მოლი დავძარით, თუმცა იმ მომენტში შეცდომა დავუშვით.

უკეთესი იყო დაცვის მოლი და ზოგადად, დაცვაში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე წინა შეხვედრებში. დავუშვით ორი უხეში შეცდომა და ორი ლელო მივიღეთ. ჯარიმების დიდი ნაწილი შერკინებაში მივიღეთ. ისინი ჩვენთან თამაშისთვის ამ კომპონენტში მიზანმიმართულად ემზადებოდნენ და როდესაც შერკინებას თმობ, ძალიან რთულია თამაშში ბოლომდე დარჩენა.

მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი შერკინება დასუსტდა. შერკინებაში დანიშნული ჯარიმები სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ და მსაჯმა ყველა სადავო სიტუაციაში უელსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ამით არ ვამბობთ, რომ ყველაფერში მსაჯია დამნაშავე. ჩვენ უნდა გვქონოდა სათადარიგო გეგმა, რასაც მეტოქეს ასეთ დროს დავუპირისპირებდით. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება და გაკვეთილია.

სამწუხაროდ, პირველსავე ტაიმში დაშავდა კოტე მიქაუტაძე, მოგვიწია დაუგეგმავი შეცვლის განხორციელება და ტაქტიკური მოქნილობა დავკარგეთ. ამისგან დაზღვეული არავინაა და ამასაც უნდა მივეჩვიოთ. მთლიანობაში, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესებას ნამდვილად ვხედავ".

მხოლოდ ჯანით ფონს ვერ გავალთ

მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ირლანდიასთან ჩვენი შერკინება უკეთესი იქნება, ვიდრე განვლილ მატჩებში და შეტევებიც მრავალფეროვანი გახდება:

"ირლანდიასთან სტატიკური ფაზები გადამწყვეტი იქნება. შერკინებაში ანალიზი გავაკეთეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთ ვითამაშებთ. კვლავ პრობლემად რჩება თამაშის მართვა, რისი გამოცდილებაც ამ დონეზე არ გვაქვს. ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რა მოჰყვება ასეთ დონეზე არასწორ ფეხით თამაშს, არასწორ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ფეხით თამაშისას დიდი არჩევანი არ გვაქვს და შედეგად, მაღალი დონის გუნდები ტერიტორიისთვის ბრძოლას ხშირად გვიგებენ.

ისეთი დონის გუნდებს ვეთამაშებით, რომ მხოლოდ ჯანით ვერავის დაჩაგრავ და გვჭირდება ვარიაციები შეტევაში, რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, ვიდრე წინა მატჩებში გვქონდა. მე კმაყოფილი ვარ შეტევის მწვრთნელის მუშაობით. ირლანდია უელსზე რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. თამაშიდან თამაშამდე, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც დიდ გამოცდილებას ვიღებთ და წინსვლაც აშკარად გვაქვს".

rugby.ge

• rugby

თქვენ ინგლისთან უნდა გენახათ, ის მსაჯი საერთოდ ......

• SL

ზედმედად პესიმისტურად ხომ არ მოგდის, შენ თვითონ?

• leonardo

ცოტა ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება ეგეთი განცხადებები! უელსის ბ შემაგდენლობას ქულა მაიმც უნდა აუღო, მესმის რომ ბიჭებს მერი არ შეუძლია და არც მწვრთნელს, მაგრამ შერკინებაში უკუსვლა აშკარად თვალშისაცემია, ბირთის გამოტანის პრობლემაა, ფეხით გაუაზრებელი დარტყმები, ხელით თამაში კი როგორც ადრე წვალობდნენ, იგივეა და მგონი მწვრთნელი და საწვრთნელი პროცესი მთლიანად გადასახედია! ეს ნაკრები პირწმინდად წააგებდა ჩვენივე 5-7 წლის წინა დეკ ნაკრებთან! პროგრესი კიდე აქვს არგენტინას და იაპონიას!!! ჩვენ გვაქვს ტრაკუნი!

• ლომი

მაგაში გეთანხმები. მინიმუმ 6 ჯერ დააჯარიმა საქართველო და ორჯერ გაატარა მაღალი შებოჭვა ჩვენ წინააღმდეგ არასწორად. პრობლემა ეგ არ არის პრობლემა ის არის რომ მოგების სურვილი არ გააჩნია ამ ნაკრებს და იმაზე თამაშობენ რომ ბევრი სხვაობით არ წააგონ. თან მსაჯს ვერ დააბრალებ ელემენტარულ შეცდომებს როგორც თამაშის განახლების დროს ბურთის აუტში გადაგდებას. 2016-2017 წლის ნაკრებს წყურდა მოგება და იგებდა. აი მაშინ რა ზელანდიის გუნდს როგორ ვეთამაშეთ.

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ