საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტთან ვიდეოინტერვიუში "ფურია როხას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"საერთო ჯამში, ნორმალური ჯგუფია. ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთ. შვედეთს ადრეც შევხვდით. ეს არც ცუდია და არც კარგი. შესაძლოა, ეს არც ჩვენ და არც შვედებს არ მოგვეწონა, რადგან ერთმანეთს ევროპირველობის შესარჩევ ციკლში დავუპირისპირდით და ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.

ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ადვილი მატჩები არავისთან გველის. ჩვენ პირველი ადგილის დასაკავებლად და მუნდიალზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ".

დაახლოებით იგივე თქვა შვედეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა იანე ანდერსონმაც.

არა, გასაგებია, რომ ანგარიშგასაწევი ნაკრები გვყავს!!!!! მაგრამ მაინც, უნდა ეხსენებინა?!
122
მოტივაცია არა და ერთი ადგილი შეიძლება გაეზარდოთ
ziko
და შენ ჟურნალისტს გიხარია რო საქართველოს ნაკრები არ ახსენა ხო.რო ეხსენებია იძლევი იმის გარანტიას რო 2 თამაშიდან ერთს მაინც მოუგებთ.
sar
მაგაშია უბედურება რო კვარას და ჩაკვეს გარდა ყველა მკვდარია მოედანზე ნუ კიდე კიტე
მწრთვნელი
ისევ თავიდა ვიწყებთ ხომ!? თუ ბოლოდან!?
სოსო
კოტე გადახედე,ნაკრების ბიჭების თამაშებს,იმ მატჩების შემდეგ.ნახევარი გუნდი,დამტვრეული იყო და პირველი ტურები გამოტოვა.ოქრიაშვილი კი,ჯერაც მკურნალობს და ვერ თამაშობს.ფეხების დამზოგავ ხალხს,ასე არ მოსდის.შეიძლება ცუდად ითამაშესო,თქვა,არ შეუძლიათო,ტექნიკა არა აქვთო,ფიზიკურად არ იყვნენო მზად და კიდევ ნებისმიერი,მაგრამ არ უნდოდათ და ფეხები დაზოგესო,ეგ არა.არ ვიქნებით მართლები.მხოლოდ კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ხომ არ იყვნენ მართლაც და მართლაც ნაკრებში?11 კაცი იბრძოდა,აკეთებდა თავის გასაკეთებელს და გუნდი იგებდა.დამრტყმელი ძალა დაკარგა და იბრძოლეს,მაგრამ გამტანის გარეშე,ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და გატყდნენ.ჩვენ რომ გვერდზე დავდგომოდით,შეიძლებოდა მომდევნო ორი თამაში, ასე აღარც ჩაეგდოთ.გაჭირვებულს უნდა,გულშემატკივრის გვერდში დადგომა,თორემ გამარჯვებულის გვერდით,ყველა დადგება.ამაში,მართლა ჩვენც ვართ დამნაშავეები.ცოცხლებს ვმარხავთ და მკვდრები რატომ თამაშობენო,მერე გვიკვირს.ვიცი,ბევრს ძალიან გააღიზიანებს,ჩემი სიტყვები,მართლაც ძალიან მძიმე ასატანი იყო ეს მარცხი,მაგრამ ამ ბიჭების კისერზე გადაიარა მანამდე გამარჯვებებმაც და ბოლო წარუმატებლობებმაც.ჩვენ რომ ამ დღეში ჩავვარდით,მათი თავის ადგილზე წარმოიდგინეთ,თქვენ რა მდგომარეობაში იქნებოდით და იქნებ მერე ცოტა სხვანაირად შეგეხედათ ყველაფრისათვის.კრიტიკაზე არაფერს ვამბობ,საჭიროცაა და აუცილებელიც,მაგრამ ასე ერთიანად გინება და მიწასთან გასწორებაც,არ შეიძლება.ხვალ ხომ ისევ ამ ბიჭებს მოუწევთ რაღაცისთვის ბრძოლა(არ გვყავს იმდენი ტალანტი,რომ ყოველი წაგების შემდეგ,ახალი ნაკრები შევკრიბოთ) და ისე არ უნდა გავუხადოთ საქმე,რომ ნაკრებისაკენ გამოხედვაც აღარ უნდოდეთ.
იაგო
ჩემი აზრით კარგ ჯგუფში მოვხვდით ირლანდიას, შვეიცარიას და მათი სტილის გუნდებს ისევ შვედეთის ესპანეთის და კოსოვოს ნაკრებებთან სჯობია შეხვედრა. ეს გუნდები თვიღონაც თამაშობენ და მოწინააღმდეგესაც ათამაშებენ თუ რამის უნარი გვაქვს მაგათთან უფრო გამოვაჩენთ
ზურა
შვედეთის გარდა სხვა რომელი ახსენა? ეს პროვოკაციული შინაარსის უაზრო სათაურები არ გბეზრდებათ მაინც?
რეზო
რა სახსენებელია?
ზიზუ
არა ჩემო ძმა, ქართულ ფეხბურთს რაც ჭირს კარგა ხანია მოვხისენი მაგაზე პასუხისმგებლობა. ჩემი ბრალი აღარაფერი აღარაა მაგათ წაგებებში, და ვერ ვერავინ დამაკისრებს პასუხისმგებლობას.
:D :D
მეც ამ კომენტარის დაწერას ვაპირებდი, რა სახსენებელი ჩვენ ვართ ფეხბურთში.
ss
ვინ იცის, კარგი ახალგაზრდობა მოდის და ენრიკეს ეგებ გაახსენონ ნათქვამი
patrioti
მართალი ხარ, ოღონდ ერთი ნიუანსიც უნდა დაგემატებინა იმ უსუსურ და უვარგის დინამოზე, რომელიც ფარერებზე მოყვარულებმა ათრიეს: ჩემპიონი მეტწილად იმის წყალობით ხდება, რომ ლამის ყოველ თამაშში პენალტებს უნიშნავენ მსაჯები
ვაჟა
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია,ხომ გამოგვივიდა და დავამარცხეთ ერთხელ ესპანეთი,ჰოდა ვცადოთ კიდე,თუ გამოვიდა ხომ კარგი თუ არადა,მერე რა...ჯერ ჯერი ფედერაციაზეა, მერე მწვრთნელზე და მერე მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე..და ბოლოს იღბალზე ან ფორტუნაზე...მე პირადად დარწმუნებული ვარ კვარაცხელია რომ გვყოლოდა ჩრდილიელებთან იმ თამაშს არ წავაგებდით,ასე რომ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს(რუნდა ვქნათ ჩვენია მაინც)
Skorpion07
და სახსენებელი იყოოო?
zviadi
დიეგო დაეშვი მიწაზე, კარგია რომ 6 გუნდია ჯგუფში, მეშვიდეზე ნამდვილად არ გავალთ,
გიგლია
ყოჩაღ, რიგითო! თქვენი სიმამაცე სამაგალითოა!:)
QT
საბერძნეთი ან კოსოვო ახსენა ? ვინ ხართ რა ხალხი ხართ, რატომ უკეთებთ ასეთ სათაურებს.
Gio
რეალისტ ერთს გეტყვი და დაიმახსოვრე ეს არაა ევროპა და აქ თუ ვინმეს გააკრიტიკებ უაზროთ და დამცინავათ ამით ვერაფერს ვერ მოიგებს თუარ დააზარალებ ეგ გაიგე და გავითავისე კარგათ რადგან ყოველ სიტყვას ასეთ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაგონიათ მე ვერ ვხვდები ჯგუფს რა მნიშვნელობისაა უბრალოთ მეტად უნდა შეაქო და გვერდში დაუდგე იმედია ხვდები რასაც გეუბნები კრიტიკა საჭიროა მაგრამ არა ასეთი დაიმახსოვრეთ სომხებთან წაგება ჩვენი ბრალიცააა გულშემატკივრების ნუ ვიქნებით მარტო მათზე გადაბრალებაზე გაგვემხნევებინა მეტათ და გვერდში დავდგომოდით რეალობა ასე მესმის
ა
ხოდა,მართალია...კვდრებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს.
rigiti
ჰმ "ლუიშ", როგორი ცივი შხაპი გელოდება რო იცოდე!!!!! ჩვენ კოსოვოსნაირ უხერხულ გუნდებთან ვაგებთ თორემ თქვენთან მინიმუმ 4 ქულა გვაქვს დაგეგმილი!!!!!! (ამ ბოლო დროს სადაც შევხვდით ყველგან დავახიეთ თავზე, ამათ გერმანია ხო არა ვგონივართ 6-0 ზე რომ მოუგეს?)
რეალისტი
და თუ ისე არ მოხდა, როგორც შენ ამბობ, შენ თვითონ გამოხვალ და მოიხდი ბოდიშს?! ცინიზმი არაფერ შუაშია, ჩვენ აქ ნაკრებზე გულდამწვარი ქომაგები ვართ და არსებული რეალობიდან გამოვდივართ, შენნაირებისგან განსხვავებით (რომლებიც ცაში დაფრინავენ)
სიმართლე
მაინც ოცნებების ეპოქაში ვცხოვრობთ და სხვა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა რომ ვიოცნებოთ?!
ირაკლი
სანამ ლუის ენრიკეს კომენტარს და შესარჩევის ჯგუფს გავუკეთებთ ანალიზს, სჯობს იქიდან დაგვეწყო, ფარერებზე ნათრევი უსუსური "დინამო" რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, აი სადაა პრობლემის თავი და საწყისი.
ძალიან კარგი
მშვენიერი ჯგუფია ერთი ესპანეთია ფავორიტი დანარჩენებთან შანსი ყველასთან გვაქვს თუ გაგვიმართლა გასვლა შეიძლებაა
Gio
რა გინდათ? თუარ გულშემატკივრობთ ნურც წერთ თქვენს გესლიანი კომენტარებს და ნუ ეუბნებით ამ ჭაბუკებს არ შეგიძლიათო მაგრამ ვიცი და მჯერა უფლის მადლით დადუმდებით თამაში რომ დაიწყება მერე იქნებ გეყოთ კაცობა და ბოდიში მოუხადოთ ყველა ცინიკოს მივმართავ
იმანო
როგორები გამოვიდნენო? ჳინ თქვა მაგი?:)
ფანი ნეტარი
შენ გაიხარე მაგ ოპტიმიზმისთვის, მეც მჯერა ჯიღაური ჩაიქროლებს, გააკეთებს პასს და დვალიშვილი გაიტანს მაგარ გოლს! და რაც მთავარია მერე ჩვენ აღარ გავუშვებთ, კარში საიმედოდ იდგება გვარამაძე.
ჰაჰა
გული კი არა ჭკუა არ ჩადეს. ეჭვი არ შეგეპაროს ჭკუით მოგვიგეს.
ზურა
უკვე იმდენჯერ შეგვრცხვა,რომ ამასაც რამენაირად გადავიტანთ.ამათ ღირსეულად ითამაშონ და საქვეყნოდ მოვუხდით ბოდიშს.ოპტიმიზმი კარგია,მაგრამ ცოტა რაციონალიზმიც არ გაწყენდათ პატივცემულო.
დონ დიეგო
დარწმუნებული ვარ ეს ციკლი რომ დამთავრდება ბევრს შერცხვება ახლა გაკეთებული დამცინავი კომენტარების გამო....
კოტე
მაკედონიასთან გადამწვრელები გამოვიდნენო, არაა ეს მიზეზი უბრალოდ გული და სული არ ჩადეს, გაუფრთხილდნენ ფეხებს, რომელზეც დაიკიდეს საქართველოსა და ხალხის სითბო და სიყვარული. ეს იყო ღიპიანების დოღი,თუ ვინმეს კვიპროსის ჩემპიონატი და მასში მონაწილე ფეხბურთელები რაიმე კლასის გონიათ ძალიან ცდებიან.
არაგველი
100%-ით გეთანხმები გიო.
Mose
ხოდა ერთხელაც რო ჩაუქროლებს ქორივით ჯიღაური თქვენს დაცვას და გააკეთებს საგოლე პასს მერე ახსენებ საქართველოს :))
lechxumeli
არც არის გასაკვირი, ერთხელ ბეკემბაუერმა თქვა კვიპროსის და საქართველოს დონის გუნდებთან გერმანია არ უნდა იწუხებდეს თავს ჩასვლითო,აი ამ დონეზე დაეცა ჩვენი ნაკრები და კლუბები, მეცხვარეები, კბილის ექიმები და დურგლები გვიგებენ, კობიაშვილი კი გაიძახის სწორი გზით მივდივართო
გელა
არც საბერძნეთი და კოსოვო უხსენებია,ეგეც აღეგნიშნა
ტიტე
თურმე წილისყრამდე ლუის ენრიკე ლოცულობდა, ოღონდ საქართველოს ნაკრები არ შემხვდეს და თუ გინდა მთელი ჯგუფი საფრანგეთი,ინგლისი,ბელგია და გერმანიით დაკომპლექტდესო,ისე არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა მარა მაინც ვერ აგვცდა! აბაააა,გაგიჟდები კაცი..
უშანგი
რა სახსენებელია? :) საქართველო სან-მარინოს, ანდორის და გიბრალტარის დონეზეა.
გუჯა
თუ არ გვახსენებენ იქნებ საერთოდ გამოვპარულიყავით? ნაკრების თამაშის ყურების ფობია მაქვს უკვე, არადა ვერც ვეშვები...
გიზო
როგორ არ ახსენა, აბა ვისზე თქვა ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთო?
გადასარევი გიორგი
ამას გონია საქართველო 10 წლის წინანდელი გუნდია, არადა ჩვენ გავიზარდეთ! უკვე 3 წლის წინანდელზე უფრო სხვანაირები ვართ, რაღაცნაირები :)))
c
კაია კაცო, რასერჩი გაგულავდებიან ბიჭები შვედ ლამაზმანებთან, ესპანეთში ზმანებს დაითრევენ, საბერძნეთში ახლობლებს, მეზობლებს, მოინახულებენ და ჩამოვლენ რა.. ხო, 1 ქულა ჩვენია! აქ კოსოვოს ავახევთ ქულას და ვიქნებით ბედნიერები. 12 ნოემბრის მერე ასე იუმორით უნდა მიუდგეს მთელი ქვეყანა ამათ!!! სამოყვარულო დონეზე ვართ და იქ ვართ სადაც ვართ! ესაა ჩემი კომენწწწარი) არდაბლოკოთ თორე გამიტყდება ბზსკ ვორდა)

და რამით დაიმსახურა საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო სამყაროს ან თუნდაც კონკრეტულად ლუის ენრიკეს ყურადღება?!სპეციალურად,ჩვენისთანა მაჩანჩალებისთვის შექმნეს ერთა ლიგის ფორმატი და მკვდრების ლიგიდანაც კი ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე!!!ამით ყველაფერი ნათქვამია და ამასთან,ეს გახლავთ შესანიშნავი ლუსტრაცია იმისა,თუ სად იმყოფება ქართული ფეხბურთი!!!
მეგრელი
როგორ არ ახსენა საქართველოს მრისხანე ნაკრები ამ თავხედმა? დაისჯები ლუჩო ))))
zaza
ნაკრებში უნდა ითამაშოს იმას ვინც იმსახურებს, ნუ ეხლა ვინც კარიერას ასრულებს იმაზე არაა ლაპარაკი. ფეხბურთელმა კლასი რომ აიმაღლოს ამისთვის უპირველეს ყოვლისა მთავარია კლუბი და არა ნაკრები. ახალი სისხლია საჭირო ნაკრებში და არა ახალგაზრდული ნაკრების გაკეთება სადაც კვარა და ჩაკვეს დავამატებთ, მწვრთნელმა გამოცდილი მოთამაშეები და ახალი სახეებით უნდა გააკეთოს ნაკრები ჩემი აზრით. რომელია ახალგაზრდული ნაკრებიდან რომელიც შეძლებს ეროვნული ნაკრების გაძლიერებას??? შეიძლება არიან მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტანი.
გიო
რას ელოდებით რა უნდა ეთქვა ? საქართველოს არ შევხვედრილიყავით და ნეტა გერმანია ყოფილიყო ჯგუფშიო ? იცით რა იქნება მგონი ყველამ იცით მაგრამ მაინც ვიტყვი კვარაცხელია ჩაკვეტაძე გაიბრწყინებენ რამოდენიმე მატჩში და შეიძლება ვინმე გამოჩნდეს კიდევ მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ჯგუფში ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქვს ისევე როგორც ესპანეთს პირველი ადგილი და ამაში გინდათ ფეხბურთის ფედერაციას დასდეთ ბრალი და გინდათ ბეხბურთელებს ფაქტი ერთია ჩვენი ფეხბურთი თუ რაც არის ე ყველაფერია ფეხბურთის გარდა არ იმსახურებს იქ ყოფნას სადაც ჩვენ გვინდა თავს ზემოთ ძალა არ არის ფარერებს რომ ვუყურებ მსიამოვნებს არ შეუძლიათ და თავ აკლავენ ეს ჩვენი გობნიკები ვითომ მაგარი როჟები ვითომ ფარერებზე მაგარი როჟები დასეირნობენ მოგებაზე და წაგებაზე არ არის საქმე ხალხო ხომ გესმით ესენი ვინ არიან ? გთხოვთ ვინმემ ამიხსენით კრიტიკა ადვილია მაგრამ რა ვთქვა ? ამათ გთხოვთ მითხარით თავმოყვარეობა აქვთ ? არ განვსჯი არავის არავის გაკრიტიკება არ მინდა მაინც ნერვებს ნუღა გვიშლით და მაგარი როჟებივით ნუ გამოდიხართ ჭ კლასი ხართ არა იმიტომ რომ ვერ იგებთ არამედ იმიტომ რომ არ იხარჯებით თავმოყვარეობა არა გაქვთ უპასუხისმგებლოები ხართ მარტო ფულს ჭამთ და აქ ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელი ჩემპიონატის დონე საქართველო ფინანსები არაფერ შუაშია ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი თქვენი ბრალია ფეხბურთელების მოშორდით საერთოდ აღარ ითამაშოთ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარდა იმ სასტავმა ვინც ჭამეთ და ჩაისვარეთ მაპატიეთ ყველამ ვისაც ვაწყენინე
გუსანი
არანაირი მნიშვნელობა ჯგუფს... ამ ქვეყნებში გასასეირნებად მაინც გამოიყენებენ ბიჭები, ჯობია ახალგაზრდებმა ითამაშონ მოტივაცია შეიძლება გაეზარდოთ...
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
Mundo Deportivo: ლუის ენრიკეს ენრიკეს პსჟ-ს დატოვება და ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში