საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია უგუნდოდ არიან.

როგორც იცით, ორივე მათგანი რამდენიმე დღის წინ წამოვიდა "სან ხოსედან" და ახლა თავისუფალი აგენტები არიან.

რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, სად განაგრძობენ ეს ფეხბურთელები კარიერას, რადგან ისინი ნაკრების წევრები არიან.

ჯერჯერობით რაიმე წინადადებაზე არც ქართულ და უცხოურ მედიაში არ დაწერილა. ამიტომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ეს ორი ფეხბურთელი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიდერლანდური კლუბებისთვისაა. ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ისინი ერედივიზიონს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ეს ცოტა გაჭირდება...

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაშიასთან და ყაზაიშვილთან თანამშრომლობა მათ ყოფილ გუნდს, "ვიტესს" მოუნდეს. რა თქმა უნდა, გურამი არნემული გუნდის ლეგენდაა, თუმცა "ვიტესი" გაახალგაზრდავებაზე ზრუნავს, თანაც მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა კაშია დაიბრუნოს.

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს... შესაძლოა, წინადადებები იყოს რუსეთიდანაც, რადგან იქ ქართველ ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობენ და ბევრი კლუბი ჩვენებურებით ინტერესდება...

საინტერესო იქნება ასევე, ქართული გუნდები თუ იფიქრებენ ამ ფეხბურთელების დამატებაზე. ასეთები კი ფინანსურად შედარებით გამართული "დინამო თბილისი" და ბათუმის "დინამო" არიან.

მოკლედ, ყველაფერი, წესით, უახლოეს მომავალში გაირკვევა და ალბათ, მალე ყაზაიშვილსაც და კაშიასაც ახალ გუნდში ვიხილავთ.

fani
ჩემი დაკვირვებით, ეგენი ოპოზიციონერები არიან. ასე რომ, პარლამენტში არ შევლენ
master
სად უნდა წავიდნენ,ამერიკიდან ფეხის გამდგმელები არ არიან ესენი.მოძებნიან ამერიკაში კლუბს,რომელიც ნორმალურად გადაუხდით.ესენი ფულის გამო წავიდნენ ამერიკაში.რა ერედივიზიონი.ყაზაიშვოლმა ძალით დაინგრია კარიერა,ფული დააყენა ფეხბურთზე წინ.არც ერთი აღარაა ნაკრებში გამოსაძახებელი.კაშია აშკარად დაბერდა.ყაზაიშვილს კი სირბილი ეზარება,გასუქებულია და მოძრაობა უჭირს.
Solo
თუ არაფერი არ გამოჩნდა, პარლამენტში გვაქვს თავისუფალი ადგილები
მამუკა
პენსიაზე!
Tom
სადმე ნორმალურ გუნდში წასასვლელი რომ ჰქონოდათ რომელიმეს კარიერის საუკეთესო წლებში ამერიკაში ფულის გამო არ წავიდოდნენ))) დიდი დიდი რუსეთის პრემიერ ლიგის დონე ითამაშონ აწი ამათმა და ფული აკეთონ ისევ
va
ყაზახეტი, რატო გამოგრჩათ?)
გიო
ძალიან შემეცნებითი სტატიააა
ტოტტი
ანართოსისის სუნი მცემს )))
კუ
შეიძლება პოლონურ ან ბელგიურ გუნდებში გადავიდნენ, მაგრამ არ მგონია ადვილი იყოს. ნაკლებ სავარაუდოა ავსტრიულ ან უკრაინულ გუნდებში გადასვლა. ასევე რთული იქნება გერმანული და ესპანური ვარიანტებიც. შეიძლება ხორვატები ან ინდოელები დაინტერესდნენ, მაგრამ ნაკლები შანსია, ასევე რთული იქნება უნგრულ ან მექსიკურ გუნდებში გადასვლა.
აზრი? ისევ ცენზურა?
ევროპაში და ამერიკაში იყვნენ უკვე ახლა ავსტრალია ან ახალი ზელანდია უკეთესი ნაკრებისთვის კი ანტარქტიდა იქნებოდა იქ ცივა და სულ ფორმაში იქნებიან ..!!!
სტალინი
რამე სხვა სპორტზე შევიდნენ
გია
ჩრდილოეთ მაკედონიაში წავიდნენ. დიდი დამსახურება აქვთ იმათ წინაშე.
იდალგო
და რა მნიშვნელობა აქვს?
თემო
ოღონდ რუსეთი არა( ისე მაგარი სტატიაა, ბევრი გიშრომიათ
სადაურსა სადწაიყვან
ბაჯაღლო სტატიააა!
ff.tt
უსერიოზულესი სტატიაა ნიჭიეროო!!!
გელა
თუ არ ვცდები, გურამ კაშია 34 წლისაა და ნაკლებ სავარაუდოა რომ მისი აყვანა ევროპულმა ან რუსულმა გუნდებმა მოინდომონ. აი ვაკოს კი აქვს მცირე შანსი, ტულაში, უფაში, ურალში ან როტორში ითამაშოს. შესაძლოა ყაზახურმა კუშტანაიმ ან მსგავსმა გუნდებმაც იაქტიურონ, ვნახოთ. მე პირადად ორივეს ქართულ გუნდში ვისურვებდი. კანკავასთან, ჯანოსთან და კვეკვესკირთან ერთად.
Chitovichi
ზოდიაქოთი როგორი წელი ექნებათ?
w
ყაზაიშვილის არ ვიცი და კაშიას ბაია ეპატიჟება პატარაია
fanatizmi
ამდენი ახალი ამბავი ერთ სტატიაში პირველად გავიგე))))
ziko
ყაზაიშვილმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს ამაერიკა და ევროპაში ითამაშოს სადმე,ფორმიდან ძალიან შორს იყო ნაკრების თამაშებზე, უნდა იშრომოს ფორმა აღიდგინოს,ის ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია,რაც შეეხება რუსეთის ვარიანტებს იქ ყაზაიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება თუ კრასნოდარში მოხვდება, ყველაზე ტექნიკური გუნდია ის რუსეთში და ერთერთი ძლიერიც.ყაზაიშვილი კი კარგად ჩაჯდებოდა კრასნოდარში.
სერიოზული სტატია კი გამოვიდა ძმაო
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!