მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 3 დღის წინ თავის გუნდ “ალ შამალს” ბოლო წამზე, შორეული ორქულიანით მოაგებინა, წარმატებულ თამაშს განაგრძობს. მორიგ ტურში ქართველმა ფორვარდმა 8 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ალშამალებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა.

ბერიშვილის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალ რაიანს" ხვდებოდა და მეტოქე 90:76 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 31 ქულა ჩააგდო. მიშამ ტრადიციულად შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 6-დან 2 ორქულიანი, 11-დან 8 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ამას გარდა კი, აქტივში 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა. მიშამ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ეს გამარჯვებულთა საუკეთესო მაჩვენებელი იყო. "ალ შამალი" 4 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 26 დეკემბერს "ალ ვაკრასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი