ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში "ლანჩხუთი" შვედეთის "როსენგარდთან" დამარცხდა (0:10, 0:7). გურულმა კლუბმა მარცხის მიზეზი თავის "ფეისბუქის" გვერდზე არგუმენტირებულად ახსნა:

"დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ ბრძოლის ჟინი და მონდომება არ არის საკმარისი. გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო თუ რა მეტოქესთან გვიწევდა ჭიდილი, გვინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ. სურათზე ასახულია ყველა იმ სპონსორის სახელი და ლოგო, რომელიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს ქალთა საფეხბურთო კლუბ "როსენგარდს". სპონსორების რაოდენობა თავად დათვალეთ, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები ქვემოთ არის მოყვანილი:

"როსენგარდის" წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს, შედარებისთვის ქსკ "ლანჩხუთის" წლიური ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 32 000 ევროს შეადგენს.

კლუბში გარდა შვედეთის ეროვნული ნაკრების 6 წევრისა, ასევე თამაშობს დანიის ნაკრების 4 ფეხბურთელი. ცნობისათვის, დანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

კლუბში მოასპარეზე სხვა ლეგიონერები ახალი ზელანდიის, ისლანდიის და სერბეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან.

კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მონაწილეა. ბრაზილიელი მარტა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად, 2017 წლამდე "როსენგარდის" ღირსებას იცავდა.

ყველასთვის ცხადია, რომ მეტოქე სპორტული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცალსახად აღემატებოდა ჩვენს კლუბს და შესაძლებლობებს. თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ზუსტად ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა სამომავლოდ არა მხოლოდ მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში, არამედ იქაც დავტოვოთ ჩვენი კვალი, ისევე როგორც ეს ყაზახურ და რუმინულ კლუბებთან გასვლითი შეხვედრების დროს მოვახერხეთ!

დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს!".

“ზუსტად ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ..” ჩემი აზრით ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ისე, თავი სამართლებელი ვფიქრობ რომ არ გაქვთ და შეეშვით გასამართლებელი მიზეზების ძიებას, მაინც მაგრები ხართ და პირადად მე მეამაყებით!))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა