ლონდონის „ჩელსი“ მზადაა ხორვატ გამთამაშებელ ლუკა მოდრიჩს კვირაში 130 ათასი ფუნტი დაუნიშნოს

„ჩელსი“ მზადაა ხორვატ გამთამაშებელ ლუკა მოდრიჩს კვირაში 130 ათასი ფუნტი დაუნიშნოს. რასაკვირველია, კვირაში 130 ათასი შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ეს რიცხვი უფრო მეტყველი გახდება თუ მას იმ ხელფასს შევადარებთ, რომელსაც 25 წლის ვარსკვლავი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ იღებს. დღეს, „უაით ჰართ ლეინზე“ მოდრიჩის გასამრჯელო კვირაში 50 ათასი ფუნტის ტოლია.

„ლურჯები“ იმედოვნებენ, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ფეხბურთელს, რომლის სატრანსფერი ღირებულებაც 15 მილიონი ფუნტის ტოლფასია, აიძულებს ლონდონის ერთი უბნიდან მეორეში გადავიდეს. მოდრიჩის დამატებით „ჩელსი“ იმ ნაკლს შეივსებს, რომელიც გასულ სეზონში ასე აშკარად გამოიკვეთა — გუნდს ნახევარდაცვაში შემოქმედებითი პოტენციალი აკლდა.

„დეზების“ ვარსკვლავი „ტოტენჰემთან“ ჯერ კიდევ სამი წლით არის შეკრული, მაგრამ „ლურჯებს“ ის მიზანში ჰყავთ ამოღებული. ამბობენ, რომ რომან აბრამოვიჩის ჯერჯერობით უმწვრთნელო გუნდს კიდევ ორი პოზიციაა აქვს გასაძლიერებელი: მარჯვენა მცველი და გარემარბი სჭირდებათ.

„ჩელსის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს გაანდო: „ის, რომ ჯერჯერობით მწვრთნელი არ გვყავს, არაფერს ცვლის. სატრანსფერო გეგმა შედგენილია და კლუბი მას მისდევს. სასურველი ფეხბურთელების სია ჩამოწერილია და მასში მოდრიჩს ზედა პოზიცია უკავია“.

გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი კი დარწმუნებულია, რომ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერების შემდეგ „ჩელსი“ სულ სხვანაირად ათამაშდება. ტერიმ თქვა:

„იანვარში ორი ფანტასტიკური ფეხბურთელი დავიმატეთ, ფერნანდო ტორესი და დავიდ ლუიზი. მათ ჩვენი თამაში აშკარად გაახალისეს. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში კიდევ შევიძენთ ახალ მოთამაშეებს რომლებიც ასევე დაატყობენ „ჩელსის“ თავიანთ დაღს“.

28 წლის განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი კი „რეალში“ არ გადავა და დასავლეთ ლონდონში დარჩება. ეს ესიენის აგენტმა ფაბიენ პივეტომ განაცხადა:

„ის და „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რეგულარულად ურეკავენ ერთმანეთს, რადგან საუცხოო ნაცნობობა აქვთ. ჟოზე ხომ „ჩელსის“ მწვრთნელი იყო და მათი მეგობრობაც სწორედ იმ დროიდან მოდის. რაც შეეხება ტრანსფერს, ამაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა, რადგან „რეალს“ ესიენის შესახებ „ჩელსისთვის“ არ მიუმართავს. თავად მიკაელსაც „სტემფორდ ბრიჯზე“ კონტრაქტის თანახმად კიდევ 4 წელიწადი აქვს გასატარებელი. ესიენი ლონდონში თავს საუცხოოდ გრძნობს. ის დიდებულ ქალაქშია და დიდებული გუნდის წევრია, რომლის შემადგენლობაშიც ყოველ კვირას საუცხოო მეტოქეებს ეთამაშება. რატომ უნდა წავიდეს სხვაგან?“

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა