“საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძესთან რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ კლუბის მიზნებსა და მომავალ გეგმებზე. დღევანდელ ჩვენს ინტერვიუში კი გვინდა ლევანი სულ სხვა ჭრილში წარმოგიდგინოთ. ვფიქრობთ, ეს ინტერვიუც მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

- ლევან, გილოცავთ პირველ რიგში ახალ წელს. წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ!

რამდენიმე უცხოურ კლუბში გითამაშიათ. ყველაზე წარმატებული წლები სად გაატარეთ?

- ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს ახალ წელსა და დამდეგ შობას მივულოცავ! მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში, წარმატებულ და ბედნიერ წელს ვუსურვებ ყველას!

რაც შეეხება კითხვას - ჩემი კარიერის დიდი ნაწილი და საკმაოდ წარმატებულიც რიგის “სკონტოში” გავატარე. კლუბში 6-ჯერ ჩემპიონი, ხოლო 4 შემთხვევაში თასის გამარჯვებული გავხდი. ვფიქრობ, ამ ციფრებიდან ყველაფერი ნათქვამია. ამავდროულად, ბევრი ინდივიდუალური პრიზი მაქვს მოპოვებული. ლატვიაში გატარებული დრო ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, ისევე, როგორც მოლდოვურ “დაჩიაში”. ამ კლუბში ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება შევძელი, ასევე გავხდი ნომინაცია “თვის საუკეთესო ადამიანი”, ხოლო 2010-11 წლების სეზონში - წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარსულია, განვლილ დროს არასოდეს დავივიწყებ და მუდამ დამრჩება საუკეთესო მოგონებად.

მოლდოვაში როდესაც ჩავდივარ, ხშირად ხუმრობენ ხოლმე - მოლდოვური ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიდაო. რუსეთში გამოვიდა წიგნი “ჩვენი ფეხბურთის ლეგენდები”, სადაც სხვა ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელებთან ერთად, რამდენიმე გვერდზე ჩემ შესახებაც წერია.

- ფეხბურთელობისას თუ ფიქრობდით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდებოდით?

- მწვრთნელობაზე კარგა ხნის წინ დავიწყე ფიქრი; ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საფეხბურთო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ბევრ წარმატებულ მწვრთნელთან მიმუშავია, სისტემატურად ვაკეთებდი ჩანაწერებს, რადგან ვფიქრობდი, რომ მომავალში აუცილებლად გამომადგებოდა. ამ კონსპექტებით ახლაც ვსარგებლობ. მიხარია, რომ ჩემს არქივში ბევრი საინტერესო ჩანაწერი ინახება.

ვფიქრობ, ჩემი სამწვრთნელო კარიერა უძლიერესთა რიგებში წარმატებით დაიწყო - კარგი სეზონი მქონდა “ლოკომოტივში”. ვეცდები, “საბურთალოში” კიდევ უფრო გავაუმჯობესო ეს შედეგი და გავაგრძელო პროგრესი.

- რა უფრო რთულია – ფეხბურთელობა თუ მწვრთნელობა?

- როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა, არც კი შევადარებ. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა - შენ არც კი იცი, რა საქმესთან მოგიწევს შეჭიდებაო. ახლა ვხვდები, რომ მწვრთნელობა ბევრად რთულია, თუმცა ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ. ზოგადად, ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ და არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით. შრომით, ბრძოლითა და მონდომებით, ვფიქრობ, მივაღწევ, რომ წარმატებული მწვრთნელი გავხდე.

- ცნობილ ფრაზას – მოგება და წაგება ძმები არიან, თუ ეთანხმებით?

- ვერ დავეთანხმები… მოგებული თამაშის შემდეგ სულ სხვა ემოციებში და განწყობაზე ვარ, წაგებული მატჩის შემდეგ კი - ბევრად გაბრაზებული. ასეთ დროს ვერავინ მეკარება, ძალიან განვიცდი მარცხს. თუმცა წაგების გარეშე გამარჯვების გემოს ვერ შეიგრძნობ. ერთ-ერთმა ბრაზილიელმა მწვრთნელმა თქვა და ვეთანხმები მოსაზრებას - თამაშამდე უნდა წაიკითხო და დაინახო ბევრი რამ, თორემ მატჩის დასრულების შემდეგ ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს…

- თამაშის შემდეგ მამა - ოთარ კორღალიძე თუ გაძლევთ რჩევებს?

- მოგებული თამაშების შემდეგ ისეთ ეიფორიაში ვარ და ემოციებში, რომ… ხოლო წაგებული შეხვედრების შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან გაბრაზებული და ვერავინ ბედავს ჩემთან ფეხბურთზე ლაპარაკს. ოჯახში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ფეხბურთზე. მამა ცდილობს, მომცეს რჩევები, თუმცა ფეხბურთზე ნაკლებად ვლაპარაკობთ.

- თქვენს შვილებზე გვითხარით – კორღალიძეების ოჯახს მომავალი ფეხბურთელი თუ ეზრდება?

- ორი შვილი მყავს, 20 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი. ნიკოლოზი დადის ფეხბურთზე, თუმცა ვნახოთ, მომავალში რა იქნება. დაძალებით არაფერს დავაძალებ. თუ სურვილი ექნება, გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს. მე ყველანაირად ხელს შევუწყობ და გამიხარდება.

“საბურთალოს” გულშემატკივრების დიდ არმიას ნიკოლოზიც შეემატა. გუნდის წაგებას ძალიან განიცდის. მარცხს ხანდახან ვუმალავთ ხოლმე, რადგან არ მინდა მომავალში უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე.

- ფეხბურთელობისას მრავალი ტიტული გაქვთ მოგებული. როდიდან უნდა ველოდოთ ჯილდოებს უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში?

- რა საქმესაც მოვკიდებ ხელს, მინდა მაქსიმალურად დავიხარჯო ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე მწვრთნელობა ახალი დაწყებული მაქვს. მგონია, რომ მთავარი მწვრთნელის ამპლუაშიც ტიტულები მალე იქნება, შეიძლება ეს ამ წელსაც იყოს. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ. შევეცდები, ფეხბურთელობის დროს მოპოვებულ ჯილდოებს გადავაჭარბო და მწვრთნელობისას უფრო მეტი ტიტული მოვიგო.

ვაღიარებ, რომ ფეხბურთელობისას რაღაცები დავაკელი, რაც გულში ხინჯად მაქვს. თუმცა, რაც მწვრთნელობა დავიწყე, ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და მართლა არაფერს ვაკლებ. ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული და ბევრს ვშრომობ. ჩინელი ფილოსოფოსი ამბობს - იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და არასოდეს მოგიწევს მუშაობაო.

- “საბურთალო” გასულ წელს თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე ვარჯიშობდა, სადაც საწვრთნელ პროცესს მართავდა საქართველოს ნაკრებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩამდე ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ვარჯიშამდე შეხვდით. საინტერესოა, რაზე ისაუბრეთ?

- მანამდე ვლადიმირ ვაისს არ ვიცნობდი, მაშინ გავიცანი ახლოს. გავცვალეთ აზრები, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ და ბუნებრივია, მოახლოებულ მატჩზე, წარმატებები ვუსურვე. რაშიც არ დავეთანხმე სლოვაკ სპეციალისტს, იყო ის, რომ მენტალიტეტის პრობლემა ახსენა. ვფიქრობ, უფრო ინდივიდუალური პრობლემები იყო, ვიდრე მენტალური.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

გი
მანჩო თქვენი ნომერი დაწერეთ რა თუ შეიძლება
data
ქალბატონო მანჩო რამაინტერესებს იცით ესეთ რაღაცას რო წერთ ადამიანზე იცნობთ პირადად? შეიძლება ფეგბურთში არ მოგცონდეთ და პირად შეურაწყოფას როაყენებთ რამ გაგაბოროტათ რამ დაგბოღმათ ესე ან ვინ გაწერიებს გაბოროტებულო საცოდავო ადამიანებო კლავიატურას ამოფარებული ვირთხები ხართ და თუ გნებავს პირადადაც გეტყვით გნახავთ
გუჯა კახაძე
კარგი მწვრთნელი ყოველთვის ფეხბურთელზე მეტს ვარჯიშობს!
zura
მენტალობის პრობლემა გამიგია და პრობლემის მენტალობა რა არის?))
Mancho
ორღობეში აქვს რაღაც მოგებული, საბურთალო იმედია მალე მიხვდება რო გასაშვებია, კაცობა აქვს დაკარგული და ვითომ თავი აქვს გადადებული ფეხბურთისთვის
შოთა
ოხ ეს მენტალიტეტიი...
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს