პოლმა გულშემატკივარს უამბო, როგორ ეხვეწებოდა სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დაენებებინა
პოლ სქოულზმა გულშემატკივარს უამბო, როგორ ეხვეწებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დაენებებინა და როგორ არ დაუჯერა მან. არადა, ფერგი თურმე არწმუნებდა, მომავალ სეზონში 20 თამაშს ისე ჩაატარებ, როგორც არაფერიო.

არაფერი გამოუვიდა დიდ შოტლანდიელს. სქოულზმა „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 676 შეხვედრა იკმარა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

„ფეხბურთთან და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბევრი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა ერთი დღე, როდესაც მე კარიერას დავასრულებდი და აი, ახლა ვიგრძენი, რომ ეს დღეც დადგა - თქვა 36 წლის ნახევარმცველმა - მწვრთნელი ფიქრობდა, რომ მომავალ სეზონში 20 თამაშს კიდევ შევძლებდი, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე და დავასრულე. ბოლოს და ბოლოს ოდესმე ყველაფერი მთავრდება“.

ალექს ფერგიუსონი ერთადერთი საკლუბო მწვრთნელი გახლდათ, ვისაც სქოულზი კარიერის განმავლობაში შეხვდა, მას ხომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა სხვა გუნდში არ უთამაშია, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მიჰყვა თავისი ცხოვრების მთავარი პედაგოგის რჩევას, რადგან... ვეტერანის დაღლილი ფეხები უკვე გაჩერებას სთხოვდნენ.

„ალექსისთვის უარი თქმა და მისი დარწმუნება იმიტომ არ გამიჭირდა, რომ ამქვეყნად ყველაზე კარგად მე ვიცი რა დღეშია ჩემი სხეული. სეზონის ბოლოს, ვარჯიშებზე თავს ცოცხლად უკვე ვეღარ ვგრძნობდი, ორგანიზმის დამორჩილება მიჭირდა. ვხედავდი, რომ უძლიერეს კლუბში, საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული იმას ვეღარ აკეთებდა, რასაც გონება უბრძანებდა. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ხარ, ვალდებული ხარ 90 წუთის განმავლობაში მკვირცხლად სირბილისთვის მზად იყო“.

პოლ სქოულზის გამოსათხოვარი შეხვედრა აგვისტოშია დანიშნული. „იუნაიტედი“ ნიუ იორკის „კოსმოსს“ შეხვდება, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სქოულზის ძველი თანაგუნდელი ერიკ კანტონაა.

„ვინ იცის, როგორ დამიმახსოვრებენ გულშემატკივრები. იქნებ ყველაზე მეტად ჩემი გოლები და უხეშობები დაამახსოვრდეთ. უხეშობა ხომ კარიერის მეგზურად მექცა. თავად ვერ ვხვდები რა ხდებოდა ჩემს თავს. მე ყოველთვის ბურთის წართმევას ვცდილობდი, მაგრამ რაღაც საშინელება გამომდიოდა. ბოლო წლებში, როდესაც ტრიბუნები დაინახავდნენ, რომ ვინმესთან ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდი, დიდი ღრიანცელი ტყდებოდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა