ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

• მწრთვნელი

ლოჩოშვილმა რა დააშვა შანსაც რომ არ აძლევთ დაცვაში!?

• გადასარევი გიორგი

ერთის დამატება მინდა, პირადად ვილი სანიოლს მინდა მივმართო - აუცილებლად, კარგად დააკვირდით ხარაიშვილს! ხშირად არ იძახებდა ვაისი, არადა ეგ ბიჭი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე შეიძლება გახდეს საქართველოს ნაკრების! საოცარი ფეხბურთელია. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, მგონია რომ ხასიათი აქვს მართალი კაცის, რაც დღეს გუნდში საჭიროა

• მშობელი1

ჩივაძე და კეტაშვილი დაკაგდებოდა გუნდი თორე როგორც იტყვიან "прахадной двор" და კიდე სად არი ის ყბადაღებული ვარი თუ რა ერქვამოკლედ ფეხბურთელების მოედანზე გაწეული სამუშაოს დამთვლელი ეხლა მაინც გამოაქვეყნეთ ნაკრების თამაშებზე თუმცა ჩემი აზრით გუნდი ერთი მიხნის გარშემო გაერთიანდება ერთ მუშტად შეიკრება ერთმანეთისთვის თავს არ დაზოგავენ იმუშავებენ მწვრთნელიც და თითეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება ოქროს ასოებით ჩაეწერებით ქვეყნის ისტორიაში დაპატღა ბიჭი კოლოფს რომ მოაგორებს ქუჩაში და უცხოელი ფეხბურთელების გვარებით წარმოსახავს თამაშს გამარჯვების შემთხვევაში იგი: კვირკველია ამოაქვს ცენტრამდე აწვდის კანკავას კანკავა ფლანგზე მოძებნა კვარაცხელია კვარაცხელიაცრუმოძრაობით გასცდა ერთს კედელი გაითამაშა კიტრიშვილთან დიდებული პასით საჯარიმოში რომ იტყვიან თავზე დაასვა ქვილითაის და მასაც რაღა დარჩენოდა ანგარიში გაიხსნა ესპანელები შოკშიბარიან

• niko

არა მგონია მწვრთნელი ერთ ფეხბურთელსაც რომ იცნობდეს.

ეს რა ხდება? თუ ფეხბურთელი "გაყიდული" არ არის, არ არის კარგი მოთამაშე და ღირსი არ არის საქართველოს ნაკრებში იყოს? ეს ახალი მწვრთნელიც დიდი ბედოვლათი ვინმე იქნება, არ ეს მოუტანს სიკეთეს ქართულ ფეხბურთს კოჭებზე ეტყობა!!!

• ზორბეგი

ილუზიებს თუ არ აყვებით არც იმედგაცრუება იქნება

• Master Sporta

xalxo datknardit Sanioli,rom naxavs federaziis mier gamozaxebul fexburtelebs sakmeshi egreve 3,4 kazs sanagveshi moisvris da sxvas mizems shemdeg tamshebshi monatileobis migebas!

• rezi

ნეტა ეს სია ვინ დაუწერა?არ იქნება ჩვენი საშველი რა...

• bs

ცენტრალური მცველების გარდა სხვა რგოლებზე გასაგებია აზრთა სხვადასხვაობა და არი გარკვეული ლოგიკაც, მაგრამ შვედებთან ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ცენტრ მცველები გვჭირდება, სასურველია კარგ სათამაშო კონდიციებში მყოფები, ვინ გვყავს ასეთები? ვინ და - კვერკველია რომელიც ათამაშდა და ცუდად არ გამოიყურებოდა ბოლო თამაშში და ავსტრიაში მუდამ ძირითადში მოთამაშე ლოჩოშვილი, ამ დროს კი ესენი არ გვეყოლება! აბა ვინ გვეყოლება? ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად საუკეთესო ფორმიდან შორს მყოფი კაშია და მოსუქებული გრიგალავა? მეშლება? იქნებ ვინმემ იცოდეთ რატოა ასე?

• Levani

Kverkvelia ar aris chamosaweri..makedoniastan dvali chacha ukan tore solomona pandevs ofsaidshi tovebda..solomona mgaria da formashic sheva male

• Lasha

ასე არ გამოვა რა, კვირკველია-ლოჩოშვილს ძირითადში ვფიქრობდი და ამან არცერთი არ გამოიძახა. კიტეიშვილი(ტრავმა)-ჯიღაური-პარუნაშვილის გამოძახებას ხარაიშვილი-ნინუა-გვილიას გამოძახება ათასჯერ არ სჯობდა? ეეჰ

• Gogita

წყალწაღებული ქვეყნის ნიაღვარწაღებული ნაკრები.

• ჯერ ვითამაშოთ

სასწაული ხალხი ვართ ქართველები))) ჯერ ვითამაშოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები. ზოგადად,თამაში დაწყებამდე არ უნდა წააგო და თავიდანვე ფრეზე ან დიდი ანგარიშით წაგებაზე არ უნდა კმაყოფილდებოდეთ. ის ბიჭებიც ქართველები არიან და ასე ფიქრობენ ალბათ,იმიტო გვაქვს შედეგი უზარმაზარი. მოედანზე უნდა გავიდეთ და მოგებაზე ვითამაშოთ,რას მიქვია ესპანეთი ან შვედეთი,როცა ფეხბურთელი ქვია. არ მითხრათ ეხლა რო რეალის,ბარსას და მილანის ფეხბურთელები არიანო,კიდევ 1000 სისულელე. აგერ რონალდუ ყავდა იუვეს,მარა პორტუმ ათრია,შარშან მფრინავი ლივერპული უოტფორდმა ათრია და რაღა შორს წავიდეთ,ხოჭოლოვას შახტარმა რეალი ათრია. თუ სწორად ვითამაშებთ და ვიბრძოლებთ,მოგებაც შეგვიძლია. გულშემატკივრის ვალი წუწუნი კი არა,გუნდში განწყობის ამაღლება და ბრძოლისკენ მომართვაა. ვინ ითამაშებს და ვინ არა ეგ მწვრთნელის საქმეა. უანაი სიმონათი და კოჭლი რამოსით მოთამაშე ესპანეთის თუ გეშინიათ,მაშინ პორტუგალიაზე ან საფრანგეთზე საერთოდ ჩააიმასაქნით

• ოთარი

რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ეს სია სფფ ეკუთვნის და გასაგებია, მაგრამ გაუგებარია თუ წინა ხაზს აახალგაზრდავებ, უკან სვლას არა ცართ თუ როგორ.

• las

მოკლედ თუ რამე შედეგი გვინდა, ეს ძველი უპერსპექტივო და უშანსო ხალხი უნდა მოვაშოროთ ნაკრებს. უთხრატ მადლობა და დაგვანებონ თავი. დასრულებულია კაშიას, კვერკველიას, ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერა. იმედია ვილი აუღებს მალევე ალღოს სიტუაციას. მთლიანად ახალაგზრდებზე უნდა დაშენდეს ნაკრები. ბევრი კრეატიული და მოაზროვნე მოთამაშე გვყავს. არც მთლად ეგრეა საქმე უიმედოდ :)

• romandro

რასგადაეკიდეთ ამ გრიგალავას? გამოძახებულ მცველებიდან ყველაზე სტაბილურად და ძირითად გუნდში მოთამაშე მხოლოდ გრიგალავა და ტაბიძეააა...

• ლუკა

გრიგალავას და კაშიას ადგილზე რომ ვიყო დავისვენებდი ნაკრებისგან. და სანიოლს ასე მგონია დაუწერეს ვინც უნდა ათამაშოს და კიდევ ერთი, არ მიწყინოთ მაგრამ მგონია რომ ფულს ათეთრებენ.

• ლევანი

ეს მწვრთნელი აქ საფრანგეტში არაფრის გამკეტებელი იყო და მაინც და მაინც ჩვენი ქვეყნის აკრების მწვრტნელუ გახდა.რომელმა ჭკვიანმა ჩამოიყვა ნეტავ

• ემზარ

ვკითხულობ კომენტარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რამდენი ძალით პროფესორი გულშემატკივრები გვყოლია...ეს რატომ არ გამოიძახა,ის რატომ არ გამოიძახა?გამოიძახა და უთამაშებელია?...ხიზანას სიაა,იაშკას სიააა...თქვე კაი ხალხო სანიოლს სად უნდა ენახა ამდენი ნაკრების კანდიტატების თამაში? დაფიქრდით რა ,ვაა დარწმუნებული ვარ სასწავლო რომ მოხდეს და ამ სამიდან ორი ფრე და ერთიც რომ მოვიგოთ,მაინც უკმაყოფილი იქნება ზოგიერთი....ის რომ გამოეძახებინა მეორესაც მოვიგებდითო.....სამწუხაროდ ყველას გამოძახება არ შეიძლება და მოედანძეც მარტო 11 შე შვება შეიძლება ერთდროულად....მე მაინც იმედიანად ვარ და ალბათ მეორე წრისათვის გამოჩნდეს უნდა თუ რა და როგორი ფორმაციის ნაკრები გვეყოლება.....ღმერთი ჩვენსკენ...

• ემიგრანტი

კაკაბაძე უთამაშებელია და რატომ ან კაშია რატომ . ლოჩოშვილ რატომ არა მაკარიძე რატომ არა . ისევ უთამაშებლები თუ ათამაშეს რა შედეგზე უნდა ილაპარაკო?.. წარმატებები ნაკრებს ნუ დაგვცინით გიპიანი ბიჭებით ახალგაზრდებს მიეცით იმის საშვალება რომ გამოცდილება მიიგონ შვედეთან ესპანეთან .... კვარა მაინც თავის სათქმელს იტყვის და გაგვახარებს

• გიო

გელა ნუგზარაშვილის გარეშე ამ ნაკრებს ამ შემადგენლობით პერსპექტივა არ აქვს

• gaguuu

კიტეიშვილს და ხოჭოლავას ტრამვები აქვთ და რატომ არიან გამოძახებულები.ან სანაია რატო არ გამოძახა და მერე იტყვიან სასტავს არ აარჩევენ სხვებიო კარგით რა ნამუსი იქონიეთ

• ა

ჩემი აზრით შვედეთთან ეს შემადგენლობა იქნება: ლორია, უშიკაშვილი, კაკაბაძე, ეძგვერაძე, დვალი, კანკავა, კვარაცხელია, შუბითიძე, ასპინძელაშვილი. მეორე ტაიმში შემოიყვანს მიქაუტაძეს და შათირიშვილს.

• ჰაიაბუსა

მაკარიძე კლუბმა არ გამოუშვა!!არიცით დალოცვილებო და რატომ აკრიტიკებთ? ინფორმაციას,თუ არ ფლობთ,კომენტარები მაინც წაიკითხეთ. კვირკველია და ლოჩოშვილი კიბატონო. უნდა იყვნენ სასტავში. რაც შეეხება ხოჭოლავას და თუნდაც ოქრის,ბევრი გვყავს ისეთი ფიზ.ძლიერი მცველი ვისაც უახლოეს წარსულში ჩ.ლიგა აქვს ნათამაშები? გრიგალავა აუთ. თანაც ახალი მწვრთნელია,პირველი თამაში აქვს,შეხედა კეპების რაოდენობას და დაუძახა გამოცდილებს. ხიზანას რო ტენით(ნანახიც არ მყავს..)ის 4 დებიუტანტი(ჩვენი ჩემპიდან)ზუსტად ხიზანას კადრი მგონია აბა სად მოასწრებდა ვილი ამათ საქმეში ნახვას. ესპანეთი,შვედეთი და ელადელები..... მდააა სანიოლის ადგილას ყოფნას არ ვინატრებდი

• ბაჩი

ჯიღაურს,ნავალოვსკის და კუპატაძეს აბა რომელი ლიგიდან იძახებდა ვაისი?

• ბაჩი

კარგით რა ბიჭო რა დროს კირკიტაა,კირკიტაა რომ გამოიძახო ვინ უნდა ამოაგდო,კიტე?კვარა?აბურჯანია?შენგელია თუ ლობჟანიძე?რომელზე მაღალ დგას?

• ბაჩი

კვერკვე არა კვირკვე.სულ არ მაინტერესებს რა აწერია მაისურზე და პასპორტში.ნუ ამახინჯებთ ჩემს გვარს

• Superman

სიაში გრიგალავას რო დაინახავ აზრი აღარ აქვს კითხვის გაგრძელებას. ხალხმა კიბო და ცე მოიშორა და ეს გრიგალავა რა გახდა

• ბაჩი

ოქრიზე გეთანხმები აფსოლუტურად.პირადად მე მხოლოდ იმის გათვალისწინებით არ გამოვიძახებდი რომ პატივისცემა არ გააჩნია ბომბარდირ თანაგუნდელის მიმართ რომელსაც პენლის დარტყმას არ ანებებს

• ბასკი

ვაისთან შედარებით ვილი მშიშარა არ არის! ეს ოთხ დებიუტანტზეც ეტყობა, რომლიდანაც სამი ვფიქრობ ძირითადში იქნება. უცებ ვერ შეცვლის ნაკრების ყველა ფეხბურთელს! რაც მთავარია გოლის გატანის იმედი ნამდვილად მაქვს! და ამ სამი თამაშიდან ყველას არ წავაგებთ!

• ვილი სანიოლი არა იხვის ტოლმა

თავდასხმა კატასტროფა, ზოგადად ფეხბურთელების დიდი რაოდენობა კატასტროფა შედეგიც შესაბამისად კატასტროფა იქნება. ფედერაცია მალადეც :(((

• შაკო

ჯერ შვედეთია გადასარევო

• buxrika

ოქრიაშვილი როდემდე უნდა გამოიძახოონ ნეტავ.ხო ხედავენ რო ნოლია და მეტი არაფერი

• ჟორა

ჭორი მომივიდა ახლახანს.მესის შეუთვლის კლუბის ხელმძღვანელობისთვის,თუ არ გამოშვებით ბარსადან,მოქალაქეობას შევიცვლიო და საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო.რომ ჰკითხეს მიზეზი,უპასუხია რომ საოცარი ქვეყანა არისო, უგუნდო ფუტბალისტებით და 40 წელს მიახლოებული ყოფილი ფეხბურთელებით, უგუნდო მწვრთნელით, აკოწინებენ ნაკრებს ფედერაციაში და ხალხს კიდე რაიმე რეზულტატის იმედი აქვსო.

• kaxi

მითქვამს და ვიმეორებ, მარტო ის ფაქტი რო "როტორ"-ში ხარ, უკვე უარყოფითად აისახება კარიერაზე. არი მაგაზე ქვევით კლუბები, მაგრამ იქ თამაში ისე დამღუპველი არაა, გირჩევთ "როტორს" თავი დააღწიოთ და სანამ ახალგაზრდები ხართ იმიჯს მიხედოთ. ეს იციან ევროპაში და თქვენ თანაზიარად აღიქმებით კორუფციული სქემებში.

• გოგა

სანიოლმა კი არა ხიზანიშვილმა გამოიძახა ეს ხალხი. სანიოლი ჯიღაურს და გრიგალავას ნაკრებში არ დაუძახებდა

• გოგას

ჯუღელს რო აყვება ამხელა კაცი.

• არაფერი იცვლება

მაგათ ერთი სურვილი და სიყვარულია. ეს არის ფულის სიყვარული!

• zurabi

გრიგალავას თამაში ნახა თუ გაბარიტების მიხედვით გამოიძახა?დანარჩენი კიდე ხო მარა კასია და ჯიღაური ეტყობა რარაც საიდუმლოს ფლობენ მოწინააღმდეგეზ.

• ლშა

ლოჩოშვილი მართლა კაი ბიჭია ოღონდ ჯერ ანკრები ადრეა, ტოტერნჰემთან რო იტამაშა რა 8-0 წააგეს, გიორბელიზე იმიტოა ნაკრებსი რო მარცხენა მცველუი პრობლემა გვაქ

• goga

ეჰ საბა კვირკველიაზე მწყდება გული .არ გამოძახებაზე კი არა ასე რო წავიდა მისი კარიერა პ. ს სამ თამაშში სამი წაგება ცუდია.

• ლშა

ჩემო მეგობარო , მარცხენა მცველი პრობლემა გვაქ და არა ცენტრალური მცველის , ვინები დარჩნენ ვერ ხედავ სიის გარეთ ? , კვირკველია თუნდაც შუა მცველი

• გადასარევი გიორგი

ძალიან მომეწონა!!! :)))) ძალიან! ყოჩაღ ვილის!!! დავითაშვილზე ძალიან მერიდება , რადგან მომწონს თვითონ ეს ბიჭი, ძალიან ნიჭიერია, ვადევნებ თვალს სულ, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ მაინც ადრეა ნაკრები, რადგან თავის ნიჭს ამ ეტაპზე ვერ იყენებს გუნდის სასარგებლოდ, ისე ეფექტურად. მგონია, რომ წნეხის ქვეაშაა და ალბათ ხვიჩას ფაქტორის გამოცაა რუსეთში, მეგობრები არიან და გინდა არ გინდა საკუთარ თავს თხოვ იგივე გააკეთო, არადა სრულიად სხვა ტიპის მოთამაშე მგონია, სრულიად. მე მას მაგალითად ვცდიდი და კლუბში ჩამშლელად გამოვიყენებდი ამ ეტაპზე, შრომობს მოედანზე და კარგად იწყებს შეტევას, აი ბოლოს თავისივე უპირატესობას ანიავებს, კარში ვერ ურტყამს კარგად და ამიტომ ორი ვარიანტია, ან უნდა ივარჯიშოს დარტყმებზე განსაკუთრებით, ან უბრალოდ პასებით გაიყვანოს სხვები, და აქ ჩამშლელის პოზიციაზე გუნდს შეტევით პოტენციალს მხოლოდ აუმაღლებდა. ამიტომ ამ ეტაპზე დავითაშვილი ნაკრებში კარგია რომ არ არის. დანარჩენებში კიდევ მომეწონა, რომ არ გაკეთდა სიახლე სიახლისთვის და რაღაც მოგონილი სისულელე არაა. კიტეიშვილის გამოძახებაც მომეწონა, სულ რომ არაფერი თვითონ მისი ყოფნაც გუნდში მგონია რომ კარგია. ყაზაიშვილიც რომ არაა ამ ეტაპზე ეგეც სწორი მგონია! კაცი რომ კორეაში წავა სათამაშოდ, იმან კორეაში უნდა ითამაშოს, რადგან ეს ნიშნავს რომ საფეხბურთო ამბიციებს ამჯობინა ზრუნვა მომავალზე, რაც სრულიად გასაგებიცაა და ვერ გაკიცხავ კაცს. მოკლედ წარმატებები ვილი :) ძალიან მომეწონა მიდგომა და რაც მთავარია ბუდუ ზივზივაძის , გიორგი მიქაუტაძის და ხვიჩას დიდი იმედი მაქვს! ამ სამ თამაშში!! ოქრიაშვილიც და ლობჟანიძეც რომაა მაგარია! აბა თქვენ იცით ბიჭებო!! ჯერ ესპანეთი დავდოთ , მერე შვედეთი, მაგათ არ იციან რა ნიჭთან აქვთ საქმე!!! მხოლოდ მოგება ყველასთან, წარმატებები!

• beqa

არანაირი ლოგიკაში ჯდება სია! ყაზაიშვილი კაგრია რომარაა გრიგალავას რაუნდა წავიდეს დაგვანებოს.ლოჩოშვილი იმსახურებდა გამოძახებას როგორც ხარაიშვილი! აქ არიან უთამაშებლებიც მაგალითად ხოჭოლავ,ა ამიტომ ნინუაც ღირსი იყო სიაში ყოფნის!

• vaxo

და ესენი იტყვიან მერე მერაბზე ან რეზიზე რამეს! დდ

• Dato

Ra Makaridze..... Kaci mesame ligashi tamashobs, ra dros nakrebia.... Magram ar mesmis rom Davitashvili ar daudzaxa, albat cud formashia, rotorshic tadarigshi iqo da ar gamovida.

• კახაკ

არამგონია მწვრთნელზე და სხვა ხელმძღვანელობზე მეტად ჩვენ გვინდოდეს, ჩვენი ნაკრების მოგება, რა მართლა ასე ფიქრობთ?.. ჯერ ვნახოთ რას ითამაშებენ და მერე ხო არ ვაკრიტიკოთ,იქნებ მაგათმა უკეთ იციან ა? :)

• დემნა

ეს სავიოლი ჯერ კიდევ კაი ხანი ვერ მოვა აზრზე, ეს ე.წ. ნაკრები 100% დააკომპლექტა იაშკამ, ხიზანამ და მუმუმ, იასნია კობი თემაშია.

• ჯაბა

მე ეგ კინო ნანახი მაქ, ბევრ თვენგანსაც, პრაქტიკა და ტრამვა იქით იყოს, მაგრამ გურამზე დამწყდა გული. ბოლო დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ჩვენი ლეგიონერი! რატო უნდა დაამთავროს დაცინვით და ნეგატივით? რა გაკლია? დაფასება თუ ფინანსები? თუ ტრამპლინი გჭირდება? წადი რა როცა დროა, ტაშით გაგაცილებს და არა სტვენით მაყურებელი.

• 1

ალბათ ხიზანივილის შემადგენლობაა.მაკარიძეს რას ერჩოდით? ან კვერკველიას?

• qomagi

sistrafe dakarguli kashias, jigaurs da grigalavas ra unda nakrebshi ver xvdebi,roza ar izaxi kverkvelias,gvilias da makaridzes.gulshematkivrebs ufro esmis fexburti vidre amat kvelas)))

• David

როგორც იქნა გვილია, ყაზაიშვილი და კაჭარავა არ გამოიძახეთ. მაგათ რომ ქვილითაიაც მიუმატოთ არ იქნება ურიგო. ნინუა გამოგეძახათ და მიგეცათ შანსი.

არავინაა ღვთისნიერი, რომ სანიოლს ურჩიოს, სანამ ხიზანა და მისი რაზმი არიან არაფერი გვეშველება

• hhh

კი მაგრამ ვოლფესბერგში მოთხოვნის გაგზავნის დროს გვარები ხომ არ აერიათ? მუდამ ძირითადში ლოჩოშვილია და ამათ გიორბელიძეს დაუძახეს.დდდდდდდ კიდე ბევრი შუტკები გველის ამათგან ვატყობ.დდდდდდდდ

• გიორგი-ბათუმი 97

იმის ფონზე,რომ შვედეთთან გუნდს ჭირდება ფიზიკურად ძლიერი და ტანმაღალი მცველები ძალიან გამიკვირდა ლოჩოშვილის და კვირკველიას არგამოძახება,მითუმეტეს იმის ფონზე,რომ უთამაშებელი ხოჭოლავა მოხდა განაცხადში,ხოჭოლავა რომელსაც თავად არ ახსოვს როდის ითამაშა ბოლოს შახტარში. ლოჩოშვილი ფიზიკურად ძლიერია,ვოლფსბერგერის ძირითადის მცველია,სათამაშო პრაქტიკა აქვს,პლუს კვირკველია,რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც ითამაშა როტორის სასტარტოში,თან კარგადაც ითამაშა.მათი არ გამოძახებით გამოდის ის რომ გრიგალავა-დვალის ტანდემი ითამაშებს შვედეთთან,ესპანეთთან და საბერძნეთთან. მარჯვნივ კაკაბაძე დადგება,ცენტრში გრიგალავა-დვალი და მარცხვნივ ტაბიძეს დააყენებენ დიდი ალბათობით. უსერიოზულესი დაცვის ხაზი იქნება....ნახევარდაცვას და შეტევას არაუშავს,მეტნაკლებად კარგადაა აქ საქმე,თუ არ ცავთვლით ლეხის სუპერსათადარიგო კვეკვესკირს და კიტეიშვილს,რომელიც როგორ მოხდა განაცხადში ვერ ვხდები.ახალ ტრამვა მოშუშული,უპრაქტიკო ეგრევე განაცხადში შეიყვანეს??რავიცი ... წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!

• jjj

დდდ აბა ჩვენ რა გვაქ კი მარა თამაში არ გვაქ? მართალია რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმა თამაში ნაკლებათ ქვია მარა მაინც.

• jjj

მაკარიძეს ძირითადში ველოდი და სულ არ გამოიძახა.დდდ

• დათო

შეეშვით რა. ტიპს ჯერ არ დაუწყია თამაში, უკვე რაღაცეებს უწუნებთ. იმინა საოცარი ქვეყანა ვართ.

• geo

ეს ჯიღაური ვერაფერს ვერ აკეთებს ნაკრებში და კიდე იძახებენ

• პელიდი

ჯიღაური საქართველოს ნაკრების ლუკას ვასკესია.

• დათო

ეგ ჯიღაური რა ჩაუძირავი ავიამზიდი გამოდგა, ყველა მწვრთნელი ნაკრებში რად უძახის, ეგეთი რა ტალანტი აქვს ამ ბიჭს ან იქნებ გამახსენოთ, რომელი თამაში ითამაშა გამორჩეულად კარგად. შემდეგი რაც მაინტერესებს სადაა კვირკველია, ლოჩოშვილი, ყაზაიშვილი?

• gio

საინტერესოა, სანიოლმა თუ ნახა გრიგალავას თამაშები და ისე მოეწონა, რომ ნაკრებში გამოიძახა? სხვებზე, რომ აღარ ვილაპარაკო.

• Bacho

Makaridzes tamashebi eqneba da magitom argamoizaxa mere sheidzleba adgili dakargos ziritadshi

• ისიდორე

მაკარიძეს რას ერჩიან ერთ ერთი სტაბილური მეკარეა.

• buxrika

კაია რო ყაზაიშვილი არაა.კაშიამ და კვირკველია უნდა წავიდნეენ.ხარაიშვილი და ლოჩოშვილი აკლია გუნდს.

• Levani

Es kashi ra iyo-gasagebia xizanam ro daicva gadacemashi,tu unda daicvas,aravin ar cems,magram nalrebshi ra unda..radgan is samklauri gaiketa axla baia pataraias shishit sul unda gamoudzaxon?

• master

იქნებ გაგვარკვიოთ რატომ არაა მაკარიძე?არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მისი არ გამოძახება.საქართველოს ნომერი 1 მეკარეა,მოქმედი ფეხბურთელებიდან ალბათ ყველაზე ამბიციურ გუნდში თამაშობს,ლა ლიგადან ერთ ნაბიჯშია და ესენი ნაკრებში არ იძახებენ.ეს ბიჭი ყოველთვის ლორიაზე უკეთეს გუნდშია და მასზე გაცილებით სტაბილური,მაგარამ აგერ უკვე 30-საა და ნორმალურად არ უთამაშია ნაკრებში.რატომ?რატომ არ ვიყენებთ საუკეთესო ქართველ კიპერს?ჟურნალისტებო თქვენ მაინც იკითხეთ და გაგვარკვიეთ რა ხდება ამ თემაზე....

• Dato

Gela nugzarashvili sadaa.. Etyoba Ar yavs patroni

• დევკალიონი

კაშია არა! გრიგალავა არა! დანარჩენი ნორმალურია , ისე წესით უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია მაკარიძეზე ,იმიტომ არაა ,რომ მის კლუბს სჭირდება.

• გიზოგ

ბოლო თამაშები კლუბშიც არ ითამაშა ტრამვირებულია.

• ვახო

სადაა მაკარიძე, ლოჩოშვილი, ყაზაიშვილი, კვირკველია, ხარაიშვილი და ა.შ.

• მოსეხონელი

კაშიადან განსხვავებით ბოლო თამში ითამაშა

ჯიღაურს რამდენ წლიანი კონტრაქტი აქვს საქართველოს ნაკრებთან ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?!

• gg

ქვილითაია რაზვალზე გაატარეთ და გაუსწორეთ პლზ

• Mose

მაინც რამოდენიმე უთამაშებელი ფეხბურთელია და კვირკველიას არ ყოფნა გასაკვირია ბოლო თამაში ითამაშა, თან თუ გიორბელიძეს გამოიძახებდა ლოჩოშვილო ძირითადის კაცია და ეგ რატო დაიგნორდა, კითხვები არის მაგრამ რაღაც უნდა შეცვლილიყო ახალი სახეები გვჭირდება და წარმატებები... მაკარიძეზეც მაინტერესებს

• ვილი სანიოლაძე

და მაკარიძე როგორაა ტრამვირებული, გუშინ ალმერიაში 90 წუთი ითამაშა და მორიგი მშრალი მატჩი ჰქონდა. ეს შემადგენლობა სანიოლს არ ჩამოუწერია(ვილი მორიგი ხელფასიანი პაიკია), ეს ზევით ჩამოწერეს სფფ_ში.

• R1valdo

კაშოს ეცოდინება სანიოლიმ დაასახელა თუ ფედერაციამ :D

• llcl

რაც მთავარია ბაბუცა პატარაია და მისი რაზმი მიესალმება ფორმაში არ მყოფი(ნუ ეხლა ფორმაში მყოფიც არ იყო საშა ჩივაძე) კაშიას გამოძახებას, ლოჩოშვილმა ევროტურნირებზე ყველაზე მეტი შეხვედრა კი ჩაატარა, მაგრამ ალბათ გლდანის დეპუტატთან და მის საახლობლოსთან ტაქტიკურ მონახაზზე ვერ შეთანხმდა

ოდესმე თუ დადგება ის დრო, როდესაც კაცს ნაკრებში გამოიძახებენ და თავისით როცა იტყვის, არ ვარ ნაკრების დონისოოოოოოოოოოოოოოო ?????????????????????????????????????????????

• არაფერი იცვლება

ნუ გვექნება იმის ილუზია რომ ვინი სანიოლის არჩეული ფეხბურთელებია. გამზადებული სია მისცეს და იმანაც თავი დაუქნია, თორე გრიგალავას თამაშს უყურა ტულაშიო და მერე გადაწყვიტა მისი გამოძახება ნაკრებში ამას ვინმე დაიჯერებს ?

• დ.დ.

ამხ. ი ა შ კ ა ! რა დაგიშავა ასეთი ხარაიშვილმა, როცა ის, ნახევარდაცვის ხაზში გამოძახებულებს, ყველას ერთად აღებულს ჯობია. სანამ შენ იქნები ნაკრების კურატორი, მათ არაფერი ეშველებათ, ისევე როგორც არასოდეს ეშველება დინამოს, სანამ იქ ამხ, ფიფია იქნება.

ბურთის გაჩერება და კარში ზუსტად დარტყმაც სანიოლმა უნდა ასწავლოს უმეტესობა საცოდავს ?

• დათო

სულ იმას გაიძახიან, ცაცია მცველი გვაკლიაო!!! აბა ლოჩოშვილი ვინაა თქვე ბრმებო

ვისაც სირბილი უ ტ ყ დ ე ბ ა და ეგრეხება , ეხლა მაინც მოაშორეთ ნაკრებიდან, ეხლაც არ დადგა მაგის დრო ??????????????????????????????????????????????

• დათო

მართალი ხარ! ხოჭოლავა განაცხადში კი ვეღარ ხვდება და ლოჩოშვილი სულ თამაშობს და თან ცაციაა, სისშრაფეც კარგი აქვს. ვნახოთ ერთი რის თავი აქვთ

• სტალინი

ძველი სასტავი იმედია დროებითია. ძველებიდან მხოლოდ ორი კაცია , ვინც ნაკრებში თამაშს იმსახურებს. ძალით ხალხის შეტენვას ნუ გააგრძელებთ ნაკრებში..............

• Levani

Kashia aris chveni nakrebis xvalindeli dge..meore suntqva gaexsneba 60 wlamde itamashebs

• სანდრო

კიტეიშვილიც ტრამვითაა და ხოჭოლავაც, კაკაბა უთამაშებელი, კაშია???კაი რა, მაშინ გრიგალავაც უნდა იყოს, კვერკვე და დაუშვილიც.

• Gio

მაკარიძე ტრანვირებულია და იმიტომ არა..ასევე ხარაიშვილი და წიტეიშვილი...მშვენიერი შემადგენლობაა..მარა ეს ჯიღაური რა ყველგან არის არადა არაფერი არაა.

• H

კლუბის თხოვნით გაათავისუფლეს, რადგან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ გადასასვლელი.

• ჯომი

ვინც არ არიან გამოძახებულები ჩემი აზრით არც იყვნენ გამოსაძახებლები ლოჩოშვილის გარდა რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ახლა ნინუა რომელიც უპრაქტიკოდა ჯერ კლუბში დალაგოს თავის მდგომარეობა და მერე იფიქროს ნაკრებზე ხარაიშვილი მანაც ახლა შეიცვალა კლუბი და არ უწევს თამაში ადაპტაცის დროს გადის დავითაშვილი ჩემი აზრით ამ ბიჭისთვის ჯერ ეროვნული ნაკრები ადრია კიდევ აქვს მოსამატებელი მის სტატისტიკას ჩავხედე როტორში 15 თამაში აქვს ამ სეზონში ჩატარებული და არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია და შემტევი ნახევარმცველისთვის ეს არაა კარგი შედეგი პაპუნაშვილი სკამზე ზის ყაზაიშვილი 4 თვეა უთამაშებელია და მაკარიძეს სეგუნდას თამაშები აქვს და ალბათ მაგიტომ არ არის და კვირკველიას არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ჩემი აზრით მშვენიერი შემადგენლობა ვინც არიან გამოძახებული 90% სათამაშო პრაქტიკა აქვს და გარკვეული გმაოცდილებაც.

• ლშა

აუუუფ მოინდომა :D , აგერ მაკარიძეს ისეთი მნიშვნელოვანი მატჩები აქვს ლა ლიგაში გადადის , რაის დათხოვნა , უნდა იჯდეს სკამზე რო ჩმააოსულიყო

• Zaza

კაშია სადაც არის იქ ვერ თამაშობს და ნაკრებში რა უნდა ხიზანიშვილს უთხარით ნაკრები არარის ფორმაში არმყოფი ფეხბურთელთა თავშესაფარი და ნაკრებში უთამაშებელი ფეხბურთელი რომელიც განაცხადშიც ვერ ხვდება არუნდა იყოს გამოძახებული რაც შეეხება კვირკველიას არ გამოძახებას ესარი სრულიად გაუგებარი ხოჭოლავას და კაშიას ფონზე ამგენთან შედარებით კვირკველია ბეკენბაუერია დდ მაკარიძეს რაც შეეხება მას პლეიოფები ელის და ამიტომ. არაა მაინც წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბედკრულ ნაკრებს რაცარუნდა იყოს შენი ცუდი შენ უნდა შეინახოო კარგადაა ნათქვამი.

• gio gio

საკითხავი ის არის თუ როგორ მოასწრებენ ტრამვირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელობას და ფორმის აღდგენას, პრესასთან თხოვნა იქნება მეტი და დამაზუსტებელი ინფორმაცია მოგვაწოდონ ტრამვირებულებთან დაკავშირებით.პრობლემა განსაკუთრებით დაცვაში ჩანს.წარმატებები ბიჭებს.

• გიო

მე როგორც ვიცი მაღალი დონის მწვრთნელები როცა ახალ ნაკრებში ან კლუბში იწყებენ მუშაობას პირველ რიგში აწყობენ დაცვას აქედან გამომდინარე მართლა არ მესმის რატომ არ გამოიძახეს ლოჩოშვილი მესმის ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვს მაგრამ ეს ბიჭი არის ჩვენი ნაკრების მომავალი გრიგალავა და კაშია ესენი უკვე ხვალ ან ზეგ წამსველები არიან და ჩვენ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვაკეთებთ ახალ გუნდს ახალ ფეხბურთელებსაც უნდა მივცეთ შანსი მითუმეტეს რომ ლოჩოშვილი თავის კლუბში სულ თამაშობს ევროპა ლიგაზეც ყველა თამაში ჩაატარა და ტოტენჰემთან ძირითადში იყო ახლა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ შვედეთ და საბერძნეთი ტოტენჰემზე უკეთესი გუნდები არიან მე ვფიქრობ რომ იმსახურებდა ნაკრებში შანს მითუმეტეს რომ დაცვაში ამ ეტაპზე ნაკრებში პრობლემები გვაქვს. დანარჩენი ვინც გამოიძახეს მე მომწონს ეს შემადგენლობა.

• kombato

imitom rom klubebs kidia sheni nakrebi da rocaa sanakrebo fankara mashin ushvebs.rad unda amdeni mazgachoba

• Ttt

ბოლო ტურში დაითხოვონ კი არა კლუბები ისე გათავხედდნენ, მაგალითად კლოპმა საერთოდ არ გავუშვათ ნაკრებში ფეხბურთელიო.დ

• გიორგი

მე მომწონს ეს შემადგენლობა მაქსიმალურად ის ბიჭები არიან გამოძახებულები ვისაც თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ და გადახალისებულია შემადგენლობა ვინც უნდა იყოს წესით მაგრამ არ არის ალბათ იმიტომ რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ კლუბებში ძალიან მომეწონა რომ ეროვნული ლიგიდან გამოიძახა ფეხბურთელები ეს სტიმულია აქ მოთამაშე ფეხბურთელებისთვის და არიან ისეთი ლეგიონერებიც გამოძახებულები ვისაც ვაისი აიგნორებდა გაუგებარი მიზეზებით წარმატებები ნაკრებს იმედი მაქვს მომავალ თამაშებში სხვებიც დაგვემატებიან ვისაც ახლა ტრამვა აქვს ან უპრატიკოთა ისინიც აღიდგენენ ფორმას ასევე დიდი იმედი მაქვს ამ პერიოდში იქნებ კიდევ ვიღაც ახალგაზრდა გამოჩნდეს როგორც კვარაცხელია და მიქაუტაძე გამოჩნდენ ერთი რაც ვერ გავიგე ისაა რომ ლოჩოშვილი რატომ არ გამოიძახეს იმიტომ რომ ბიჭმა ევროტურნირები ითამაშა და თავის კლუბში სულ ძირითადშია მგონი იმსახურებდა შანსს.

• ვითომ პროფესორები

ეს ზოგიერთი ყოვლისმცოდნე ქართველი გულშემატკივრები მართლა არაფრის ღირსია. ტიპმა მართლა ყველა გამოიძახა ვინც კი ბურთს აგორავებს და თქვენი მოსაწონს ვერავინ აკეთებს. უკვე მართლა სირცხვილია ასეთი საქციელი. ამაზე უკეთესი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ. მივესალმები ყაზაიშვილის არ გამოძახებას, ოქტიაშვილიც არაფერს აკეთებს ამ ბოლო დროს.

• ბექა

სადაც ამდენი, ნინუას ადგილი ვერ მოინახა?

• მეგრელი

მაკარიძე რეალში უნდა გადავიდეს რო გამოიძახონ?

• ოთარი

კირკიტაძეს მეგონა გამოიძახებდა ლოკომოტივიდან

• Just Supporter

რომელ ქვეყნის ფედერაციას აქვს იმის რესურსი, რომ სხვა ქვეყნის კლუბებს დადგენილზე ადრე გამოაშვებინოს ფეხბურთელი?

• ზაზა

მაკარიძის ალმერია ლალიგაში აღზევებისთვის იბრძვის და ზუსტად იმ დროს აქვთ თამაშები როცა ნაკრებს თან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ლეგანესთან და მალაგასთან და ალბათ ამიტომ არ არის ნაკრებში.

• გიონატ

და მაკარიძის არყფნაც გასაკვირია

• გიონატ

პრინციპში ყველაფერი ლოგიკურია, ერთის გარდა საკმაოდ დიდი ხნის უთამაშებელია ხოჭილავა, ამის ფონზე ლოჩოშვილის გამოძახება არ იქნებოდა ურიგო

• ზურა

22 მარტიდან შეკრება როცა 25 ში თამაშია ფაქტობრივად მწვრთნელს არაფრის დრო არ რჩება არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ ბოლო ტურებიდან დაითხოვონ ფეხბურთელები რომ ერთი კვირით ადრე დაიწყოს ნაკრებმა შეკრება სრულყოფილად მოემზადოს რატომ არ აქვს ფედერაციას ამის რესურსი მართლა ვერ ვხდები 2 დღე რომ გაქვს სულ ნაკრების მოსამზადებლად და მე 3 დღეს თამაშია რა უნდა მოასწროო

• ნიკა

მაკარიძე სადააა თქვე არასწორებო,კაცი დაფრინავს ალმერი თუ აღზევდა ესპანეთის პრიმერაში მაგ კაცის ამაუებაცაა თან უდიდესი!!!

• ლაშა

საინტერესოა ვიხილოთ ამათტგან ვის რა დრო აქვთ მოედანზე გატარებული, თუნდაც ბოლო რამოდენიმე მატჩში. ასე რომ არაა ამის საშველი, ჩვენი შეურაწყოფაა, ეს ქვეყნის 1 გუნდია! რას ღადაობთ?

• ზურა

ეროვნული ლიგიდან რომ გამოიძახა ფეხბურთელები ეგ მომეწონა რადგან სამწუხაროდ ვაისი არ აქცევდა ყურადღებას ეროვნულ ლიგას და ახლა აქ მოთამაშე ფეხბურთელებს მეტი სტიმული ექნებათ რომ თუ კარგად ითამაშებენ და თავს გამოიჩენენ მიიღებენ შანსს ნაკრებში.

• Just Supporter

საინტერესო შემადგენლობაა, 2-3 მოთამაშის გარდა, ყველაფერი ლოგიკური ჩანს. ალბათ მაკარიძე და ლოჩოშვილი იქნებოდა კუპატაძეზე და გრიგალავაზე საინტერესო. და სანაიას ნახვაც არ იქნებოდა ცუდი. ნებისმიერ შემთხვევაში - წარმატებები ნაკრებს!

• ჯიმა

წიტაიშვილი რა დროს დაგვემტვრა:( წარმატებები ბიჭებს... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო ო!!!

• ტოტტი

ვისაც პრაქტიკა რამოდენიმე თვე არ ქონიათ რაღას იძახებს. უპრაქტიკო ევროპის გუნდის ფეხბურთელს პრაქტიკიანი ეროვნული ლიგის ფეხბყრთელი ათამაშოს სჯობს

• Ttt

კიტე ვითომ შეძლებს? თუ ზრდილობის გულიზა ჩაწერეს?დდდ

• ოტელო

თუ კვირკველია არაა კაშიაც არაა გამოსაძეხებელი

• nika

გიორგი მაკარიძე?

• რატი

ეუფ! მალადეც! დასალევდ მიყავს თუ?

• beqa

ნინუამ და ხარაიშვილმა რა დააშავეს? კიტეიშვილს ტრავმა ააქ! პარუნაშვილს ხარაიშვილი ჯობია!

• ოპტიმისტი

რა უთამაშებელი კაშია ბიჭო, ან რას გრიგალავა, ღადაობთ??? ლოჩოშვილმა მთელი ავსტრია ითამაშა პლუს ევროპა ლიგა მიაწვდინეეთ ხმაა... იგივეე მოცემულობაა რაც იყო, ფედერაცია აკომპლექტებს შემადგენლობას თუ რა უბედურებაა???

• Lasha

ვა, როტორიდან არავინაა გამოძახებული. ჩაბრაძე ნაღდად იმსახურებდა გამოძახებას. ისე გიორბელიძესთან ერთად ლოჩოშვილიც გამოეძახა რა... ხარაიშვილიც არაა...

• გიორგიპირველი

მაკარიძეს ტრამვა აქვს?

• Master

ძალიან უცნაური სიაა.სადაა მაკარიძე?იმედია კლუბის თხოვნის გამო არ გამოიძახეს.გიორბელიძე გამოიძახო და ლოჩოშვილი არა,რას ნიშნავს?კაშიას და ხოჭოლავას თუ იძახებ კვირკველიას რატომ არა?5 საყრდენია გამოძახებული.დავითაშვილიც არაა,კრეატივზე საერთოდ უარს ვსამბობთ ანუ და ისევ მხოლოდ ხვიჩას იმედად ვართ.გვილია...რა სიურპრიზზე საუბრობდა ხიზანა?მხოლოდ ჩაბრაძეზე?იგივე შემადგენლობაა,რაც ბოლო 5 წელია.არაფერი იცვლება.ხვიჩაზე ვილოცოთ სჯობს.

• DAVE

მშვენიერი შემადგენლობაა, მაგრამ ორი კაცი მოვისაკლისე მაინც: მაკარიძე და სანაია

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია