fourfourtwo.com-მა წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ქინქლაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ "სიტისთვის" ნამდვილი გმირია. მას "ქალაქელთა" რიგებში 100-ზე მეტი თამაში ჯერ კიდევ მაშინ აქვს ჩატარებული, როდესაც "სიტის" კარგი დროება ნამდვილად არ ედგა და იქ თამაშიც არ იყო ისეთივე პრესტიჟული როგორც ახლა.

ის ზედიზედ ორი წელი იგებდა "სიტის" საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს. მან გმირის სტატუსი თავისი დიდებული დრიბლინგებისთვის დაიმსახურა, ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო დრიბლინგი მან 1996 წლის 16 მარტს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ შეასრულა.

ქინქლაძის გოლმა "სიტის" მაშინ პრემიერ ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩინა და ეს გოლი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გოლად რჩება. ქინქლაძემ ეს გოლი გაიხსენა.

"არც კი მჯერა რომ მას მერე 25 წელი გავიდა, ეს გოლი ნამდვილად დაუვიწყარია ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, ეს გოლი 6 ქულას უდრიდა "სიტისთვის".

ჩვენც და "საუთჰემპტონიც" პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოდით და ამ გოლის შემდეგ ჩვენ მათ 6 ქულით გავასწარით. მახსოვს "სიტის" პრეზიდენტის ფრენცის ლის სიტყვები, რომელმაც მითხრა რომ ის ათწლეულებია რაც ფეხბურთში მოღვაწეობს, მაგრამ არ ახსოვს ვინმეს ასეთი დიდხნიანი ოვაციები დაემსახურებინოს როგორც მაშინ მე დავიმსახურე", - ამბობს ქინქლაძე.

ქინქლაძეს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ გაიბრწყინა, ინგლისურის არცოდნა პრობლემა იყო, მაგრამ ეს მას არ აჩერებდა.

"თავიდან იყო პრობლემები, თუმცა სიმართლე რომ ითქვას ის რასაც ვაკეთებდი მოედანზე ბევრ საუბარს არ საჭიროებდა. პირველი სიტყვები რაც ვისწავლე იყო მომეცი პასი და მომეცი სივრცე და ჩემთვის ეს საკმარისი იყო".

მიუხედავად იმისა, რომ "სიტი" ჩემპიონშიპში გავარდა და ასევე ტოპ კლუბებს სურდა მისი გადაბირება ქინქლაძე მანჩესტერულ გუნდში დარჩა და იგი ამას არ ნანობს.

"ჩემს ცხოვრებაში ამას არასოდეს ვინანებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ათწლეულების წინ იყო და ამას უკვე ვერაფრით შევცვლი, მე შეიძლება ვერაფერი მოვიგე "სიტისთან" ერთად, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი როგორ ვუყვარდი ფანებს და რამდენს ვნიშნავდი მათთვის და მე არ შემეძლო მეღალატა ამ ნდობისთვის. მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც ჩაძირვის პროცესში მყოფი გემიდან გარბის.

25 წელი გავიდა და ფანებს მაინც ვახსოვარ, ჩემს საპატივსაცემოდ "სიტის" სტადიონზე მუდმივად არის საქართველოს დროშა და ჩემთვის მეტი პატივისცემა წარმოუდგენელია.

ინგლისელი ფანებისთვის როგორი ხარ პიროვნულად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი შესაძლებლობები მოედანზე.

როდესაც ფორმის პიკში ვიყავი ისინი მუდმივად ტაშს მიკრავდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც კარიერა დავამთავრე და იქ წლების შემდეგ დავბრუნდი და ფანებმა ისევ ოვაციები მომიწყვეს, ეს ისეთი რამ იყო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

იყო შემთხვევები როდესაც სიტის ფანებს ჩემი პოსტერები ეკავათ რომელზეც ქართულად ეწერა არ დაგვტოვო და ამის შემდეგ როგორ შემეძლო ამ გუნდიდან წასვლა?", - იხსენებს ქინქლაძე.

ჩვენი ბიჭია რა
უნცროსი თაობის საუბარს შევესწარი,როცა ისინი ფეხურთზე,მესიზე,რონალდუზე და რონალდინიოზე კამათობდნენ. არ გაგიკვრდებათ და ვერ შეთანხმდნენ. დავუძახე და ჩემს ტელეფონში უცვლელი ვიდეო ვანახე ჩვენი ბიჭის. გამოცებულები იყვნენ და ამბობდნენ,ეს ქართველი არისო. გაგონილი კი ქონდათ რო მაგარი იყო,მარა არ დაინტერესებულან ენახათ და შეეფასებინათ.დღეს ბავშვები მესებს და რონალდუებს ბაძავენ,ხოლო ჩვენ გოლს რო გავიტანდით ქინქლაძე არველაძეს ვყვიროდით. მიუხედავად იმისა,რომ იმის ნახევარიც ვერ ითამაშმა,რაც შეეძლო და ვერ ნახა თავისი თავი,მაინც ჩემი,ჩვენი ბიჭია და მაგარია.
არტ
უდიდესი ნიჭი წყალს ისე გაატანა, რომ საშუალო დონის ევროპულ გუნდშიც არ უთამაშია ფაქტიურად. ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ მიაღწია. მის უარყოფით მაგალითზე აზალგაზრდა ფეხბურთელებმა გააცნობიერონ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ფეხბურთში.
ფეხბურთი
წარსულზე წერას სანამ არ მოვუკლებთ, იქამდე მომავალი არ გვექნება.
fani
მაინც ვერ გპატიობ კარიერის დანგრევას გიო
სტალინი
გიო ყველაფერი კარგის ღირსი ხარ, ჩემთვის ნომერი პირველი ხარ დედამიწაზე, გაიხარე შენი ოჯახით და შვილებით, მომავალი ქინქი უნდა საქართველოს.................
giga
აიაქსის ფანებსაც ახსოვთ?
გადასარევი გიორგი
ჩემი აზრით, სუბიექტურით - ქინქიზე ნიჭიერი (ნიჭის თვალსაზრისით) არამარტო საქართველოს, შეიძლება მსოფლიო ფეხბურთს არ ჰყოლია არავინ. მისი თამაშის ყურება ასიათასჯერ უფრო საინტერესო იყო, თვითონ მისი დამახასიათებელ მანერის გამო, რომლითაც თამაშობდა, ვიდრე ეხლა მესის და რონალდოს ყურება. მახსოვს ფეხის ტერფის მოძრაობები, წინ რომ ორი მცველი ედგა და ორივე რომ იქით აქეთ იწეოდნენ და ეს იდგა ერთ ადგილას და მერე უცებ რომ მოწყდებოდა ის ორივე მცველი ვერ ხვდებოდა რა მოხდა :) სამწუხაროდ ქართულმა ხასიათის ამბავმა თავისი ქნა, მაგრამ მადლობა მას მაინც ბავშვობის პერიოდში იმ საოცარი წარმოდგენებისთვის
nk
კი, მაგრამ ქინქლაძის თითოეულ გოლს 10მაგი ფასი ჰქონდა, რადგან არ იყვნენ გოლებით და ზოგადად მოგებებით განებივრებულები, პირიქით. ქინქლაძის სახით კიდევ ჰყავდათ იმედი, რომ მაგათი დროც დაბრუნდებოდა. ზოგადად დასაფასებელია, თუმცა დღესდღეობით მინდა, რომ ქართველმა ნიჭიერმა და მშრომელმა პროფესიონალ ფეხბურთელებმა ამბიციები - საუკეთესოებში მოსახვედრად გამოავლინონ.
მივმართავ გოგიას
ნებისმიერ საქმიანობაში მთავარი არის ღირსება. სამწუხაროდ საზოგადოება სულ უფრო მეტად ხდება მერკანტილური, ამიტომ ქინქლაძის აღქმა თქვენთვის შეუძლებელია და ამგვარი ღვარძლიანი კომენტარებით ვერაფერსაც ვერ დააკლებთ. ყველაზე დიდი ღირებულება და ფასეული, რასაც ადამიანი სიცოცხლის შემდეგ დატოვებს, არის სახელი.
GOGI
Manchesteris istoriashi kinkladze aris 107 Adgilze, gatanili burtebis raodenobit Sashualo statistikaa 1 goli 10 tamashshi Tumca kargi dribliori iyo
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო