ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი საქმეს შეუდგა - ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა

სანიოლი საქმეს შეუდგა - ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული ნაკრების ლეგიონერები - გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავენ.

ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და მის ნაცვლად გუნდს ვაკო გვილია დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 მარტს თბილისში კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, მოგვიანებით კი სტოკჰოლმში ვილი სანიოლის გუნდი ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, ქონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

nakrebi.ge

• emigranti

ორი შესწორება, ლორიას ნაცვლად მამარდაშვილი და ხოჭოლავას ნაცვლად ტაბიძე:)

• vaxo

ხვიჩა დროდადრო ინდ.ტექნიკას აჩვენებს, მართალია რპლ-ში, მაგრამ იქაც "ზენიტი" და"ხიმკი" ჩავარდა. ტოპ-კლასის 2 გუნდთან ცოტა საეჭვოა იმის კეთება რაც " უფა"-სთან ან "ურალთან" გამოდის.

• ზაზა

ვაკე. სფფ-ის 1 სართული.

• შოკირებული გულშემატკივარი

ვასაც მოხუცი ზლატანი აჯობებს ნაკრებში ერთისგამოტოვებით გამოიძახეთ

• Levani

კოსოვოსთან წავაგეთ უკვე?ალბათ მაკედონია იგულისხმე. რადგან სიტყვამ მოიტანა-კოსოვოს თამაში ბევრს არ ექნება ნანახი..მე 2ჯერ ვნახე,ჯერ კიდევ ერთა ლიგის პლეიოფებამდე 2,5> გულისთვის ვუყურე. კოსოვო ტექნიკური გუნდია გაგორება და შეტევა უყვართ,დაცვა მაკედონიაზე სუსტი ყავთ...მაგრამ რაც უმთავრესია და მაგათ ახასიათებთ-პატარა ბავშვებივით ჟილკობენ-ხელის ჯიკაობა ყველა ჯარიმაზე,გაქაჩვა მეტოქის ფეხბურთელებზე(და არა მსაჯზე რაც საინტერესოა) მოკლედ მე რო მსაჯი ვყოფილიყავი 8-9ყვითელს და 1-2წითელსაც მივცემდი ისე იქცევიან,მეტოქეს ებლატავებიან. მოკლედ ფედერაციის ხალხი უნდა გაინძრეს ჩვენც ხო შეგვიძლია დიდი ბიჭების გამოყვანა ფიფადან?თუ დაგვიკიდა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე?

• დ.დ.

სურათზე ზურგით მდგომი, "სპეცნაწნავიანი" ფეხბურთელის "პარიკმახერის" მისამართი როგორ შეიძლება, რომ გავიგოთ ? ? ?

• დ.დ.

სურათზე ზურგით მდგომი, "სპეცნაწნავიანი" ფეხბურთელის "პარიკმახერის" მისამართი როგორ შეიძლება, რომ გავიგოთ ? ? ?

• me

კომენტების ტექსტები მაინც შეცვალეთ,კოსოვოს თამაშის წინაც ასე ბაქი ბუქობდით და 40 წლის ერთმა ფეხბურთელმა მოგვიგო,ეხლა რისი ან ვისი იმედი გაქვთ? კვარა ჯერ ჯერობით რა დონის მოთამაშეა რუბინის ბოლო თამაშზე გამოჩნდა,ხოლო ლორიას,კანკავას,კვეკე,კაშიას,ხოჭოს,გრიგალავას,ტაბიძეს და სხვებს რაც შეუძლიათ კი ვნახეთ ექვსი თვის წინ თბილისში.

• Haaland

pesimisti-ს. 20 წლამდელები არა, მაგრამ რამდენიმე ახალგაზრდისთვის შეიძლება შანსის მიცემა ხანდახან. მითუმეტეს, მაკედონიასთან თამაშნა დაგვარწმუნა რომ გუნდში მხოლოდ 20 წლის კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს შეძლებიათ თამაში. ლორიას პატივს ვცემ, მაგრამ სადაც ამდენ თამაშს თამაშობს სტაბილურად, რა დააშავა მამარდაშვილმა. ერთ შეხვედრაში შეიძლება უამრავმა ადამიანმა გაიცნოს (საქმე არ მოაკლდება არცერთ მეტოქესთან) თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საერთაშორისო დონის ტალანტი. ეგ რომ არა გრანადასთან დიდი ანგარიშით წავაგებდით. კიდევ ვამბობ, რომ ხანდახან უნდა მივცეთ ახალგაზრდებს შანსი და არა 20 წლამდე ბიჭები გავიყვანოთ მინდორზე

• ვათა

ჩვენი შემტევი ხაზის ბიჭების ეფექტური თამაში მეტწილად დამოკიდებულია საშ. ან დაბალი დონის გუნდების მცველთა სუსტი მონაცემებით და დონით. საეჭვოა შეძლებენ კი სერიოზული გუნდების წინააღმდეგ მსგავს თამაშს.

• კახაკ

ჯერ კიდევ სანიოლამდე დავწერე.. ეს ისეთი ჯგუფია ან ბოლოზე გავალთ ან პირველზეთქო.. რა თქმა უნდა უტრირებულია, მაგრამ ახლაც იგივე აზზრზე ვარ :)

• 123 321

სანიოლის მწვრთნელობის არვიცი, მაგრამ იმედი პირველად მომეცა. კვარაცხელია, ჩაკვეტაძე დაბრუნდა და იმედია საბოლოოდ. მიქაუტაძის იმედიც მაქვს მჯერა ამ ბიჭების. მარტო ჩაკვეტაძე რამდენს აკეთებდა ნაკრებში სანამ ტრავმები შეაწუხებდა ახლა კვარაც დაემატა. მგლებიიიიიიი.

• ქ. გ.

28 მარტს მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ.

• გადასარევი გიორგი

რაღაც იმედი არის და მას ხვიჩა, ჩაკვე, მიქაუტაძე და ცალკე ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰქვია, მაგრამ ამ ფოტოზე ხიზანიშვილის გამომეტყველებას რომ შეხედავ, ჩანს რა პერსპექტივა აქვს გუნდს მთლიანობაში. მაფიაა თუ რა უბედურებაა? აი რა უნდა ხიზანიშვილს ნაკრებში მწვრთნელად?? დააცალეთ თუ აიყვანეთ ეს სანიოლი

• Levani

კონტრშეტევაზე თამაშით შანსი 0 გვაქვს..ჩვენი დაცვა ქეცბას დროინდელი-ახალგაზრდა კვერკველია-კაშია ხო არ გგონიათ ისევ.. ჩვენი დაცვა მცირედ დაწოლასაც ვერ გაუძლებს..ამიტომ შვედეთში ბურთი უნდა დავიჭიროთ და ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონდეთ იმათ ბურთი-თორე გაგვარღვევენ. ეს ბურთის დაჭერა ადვილი არ არის,მაგრამ არიან ბიჭები-ხვიჩა,კიტე,აბუ,საბა,მიქაუტაძე,შენგელია..ასე იქნება რამე გამოვიდეს.. აბა იმათ ფლანგებიდან თუ დაგაზეს და გაუშვეს ჩაწოდებები თავიანთ მუტრუკებზე გრიგალავას,დვალის და კაშიას იმედად ყოფნა რას გვარგებს. ესპანეთთან ბურთს არ დაგვანახებენ,მაგრამ შვედეთში შეიძლება ვცადოთ და ბურთი გვეჭიროს.

• pesimisti

მაგ ლოგიკით საერთოდ 20 წლიანთა ნაკრები გამოვიყვანოთ.

• digela

ისევ გრიგალავა კაშია გვალია კვეკვესკირი---ამ ნაკრებსაც არაფერი ეშველება 4-1 წავაგებტ

• სულხან

სამწუხაროდ ამ შეხვედრებიდან სწორდ რომ გამოცდილებას მივიღებთ, სხვას ვერაფერს.

• ავთო მარგიანი

ხიზანას თავური ნანახი აქვს ვილის?

• bs

რა უბედურებაა ეს, ნაკრები თამაშამდე ვერცერთ(!) სრულფასოვან ვარჯიშს ვერ ატარებს. ან შემადგენლობა როგორ უნდა დააყენოს, რის საფუძველზე? გამოდის რომ პირველ თამაშში შანსი არ გვაქ, მერე ცოტა მოვალთ აზრზე და ვითამაშებთ, მარა ისე ვერა რომ ესპანეთთან რაიმე გამოგვივიდეს და ბოლო თამაშისთვის ასე თუ ისე მომზადებულები ვიქნებით და მწვრთნელსაც ეცოდინება ვინ რისი გამკეტებელია ამ ეტაპზე. ანუ საბერძნეთისათვის ვემზადებით და იმედია იქედან ქულით ან სულაც ქულებით დავბრუნდებით, მეტის იმედი მე არ მაქ.

• Haaland

მე მამარდაშვილს დავაყენებდი სამიდან ერთ შეხვედრაში მაინც. დღეს 20 წლის ბიჭები მსოფლიოს აზანზარებენ და კიდევ ერთ დიდ გამოცდილებას იმსახურებს ეს ბიჭი. ლოკოში მთელი წელი ვერ ექნება ეს ბედნიერება, რადგან კლუბი ევროტურნირებზე არაა გასული და ეგებ ნაკრებმა შეუწყოს ხელი მის კიდევ უფრო გაზრდას. მიქაუტაძისთვისაც უდიდესი საჩუქარი იქნება. კვარა ხო საერთოდ . უფრო ფართო დიდი მასა გაიცნობს

• las

დასაკარგი არაფერია. სწრაფი თამაში უნდა შევთავაზოთ. კონტრშეტევებზე. გვყავს სწრაფი შემტევები. შენგელია, კვარაცხელია, აბურჯანია. მიქაუტაძის იმედიც უნდა გვქონდეს. რადიკალურად უნდა შეიცვალოს ტაქტიკა. ვაისას უაზრო , უშინაარსო თამაში უნდა დავივიწყოთ

• საქართველო

მე 1993 წლიდან მოყოლებული ვგულშემატკივრობ ნაკრებს და იშვიათად თამაში გამეცდინოს სტადიონზე. შენგან განსხვავებით ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და თვითონაც ფეხბურთელი ყოველთვის მოსაგებად ვარ განწყობილი როდესაც სათამაშოდ გავივარ.სამწუხაროდ ისეთ დროში მოგვიწია ცხოვრება,რომ ქართველებს წაგებულის მენტალიტეტი გვაქვს ზოგადად,შენც მათ რიგებს მიეკუთვნები.ძალიან ცუდი თვისებაა ეს.თუ თავში გავიაზრებთ,არავისზე ნაკლები არ ვართ და შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა და თავაწეული მოედნის დატოვება.

• ისიდორე

არა რას ერჩით ხიზანას სახეზე არაუშავს გამოიყურება.

• ჯონი

ამ ჯგუფში იდეალურად გამოჩნდება ვის რა შეუძლია რეალურად ვინაა ნაკრების დონე და ვინ არაა. ვისზე შეიძლება რომ მომავალში გაკეთდეს აქცენტი სანიოლის როგორც მწვრთნელის მის შესაძლებლობებსაც დავინახავთ 21 საუკუნემ დამტკიცა რომ ყველასთან შეიძლება თამაში მთავარია სწორი ფეხბურთი ითამაშო და დაიხარჯო ბოლომდე ამ ბიჭების გარდა შემდეგ თამაშებში სხვებიც დაგვემატებიან ვისაც ან ტრამვა აქვს ან უპრაქტიკოდა ახლა. მე ვისურვებდი რომ სხვა უცხოეთში მოთამაშე ქართველებიც ჩამოეყვანათ ნაკრებში იგივე სანაია რომელიც კარგი მცველია საფრანგეთში თამაშობს და გამოცდილებაც აქვს საკმაოდ დიდი იგივე აკაკი გოგოია ბუნდესლიგის გუნდშია ახლა არ უწევს თამაში მაგრამ იმედი მაქვს მალე გამოსწორდება ეს სიტუაცია კიდევ არის სიჭინავა უკრაინაში ისიც კარგი ფორვარდია უკრაინის პრემიერ ლიგას თამაშობს თავის კლუბის ძირითადის ფეხბურთელია 5 გოლი აქვს უკვე გატანილი უკრაინა არაა დაბალი დონე იმსახურებს ჩემი აზრით შანს და კიდევ არიან სხვები ევროპაში რუსეთში საქართველოში ყველას უნდა მიეცეს შანსი ყველა უნდა გაისინჯოს. იგივე ტიტე ბრაზილის ნაკრების მწვრთნელი ყველას ვინც კი თავს გამოიჩენს სადმე ნაკრებში აძლევს შანსს მითუმეტეს რომ ნამდვილად არ უჭირს ბრაზილიას ფეხბურთელები და ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს.

• ზურა

ერთადერთი ფეხბურთელი გვყავს ტოპ ჩემპიონატში და ისიც დუბლებშია ქოჩორაშვილი რომელსაც 2 წელია 1-2 ათამაშეს ლალიგაში 2 წუთი ლევანტეში ესეც მაშინ როცა ბევრი ფეხბურთელი ჰყავდათ ტრამვირებული ობიექტურები ვიყოთ მაშინ მოვითხოვოთ პირველი და მე 2 ადგილი და ამ ჯგუფში თუნდაც მე 3 როცა ტოპ ჩემპიონატების კლუბებში არ ვამბობ გრანდებში ტოპ ლიგების კლუბებში 4-5 ფეხბურთელი მაინც გვეყოლება რომლებიც ითამაშებენ ძირითადში.

• გიო

ძაან არასასიამოვნო მომენტია ფაქტიურად გუნდი იკრიბება ხვალ და 2 დღეში უწევთ თამაში არანაირი დრო მოსამზადებლად პლიუს დაცვაში პრობლემები კვირკველია არაა კაშია ხოჩოლავა დვალი უთამაშებლები არიან გიორბელიძე სკამზე ზის კაკაბაძე სკამზე ზის ასეთი დაცვლით ეთამაშო შვედეთს და ესპანეთს ძაან რთული იქნება გრიგალავა ტაბიძის გარდა არცერთს არ აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და გრიგალა ტაბიძის ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია რუსეთის პრემიერ ლიგაში რაც დაცვის კარგ თამაშზე საერთოდ არ მეტყველებს. ჩაკვე არაა ოქრიც დაგვაკლდა თან როცა სამი თამაშია მიყოლებით ზედიზედ გჭირდება ფეხბურთელები უნდა გადანაწილოო ძალები სამივე თამაში გიწევს როტაცია ერთიდა იგივე ფეხბურთელებს ვერ დატვირთავ.

• ზურა

სამწუხაროდ ბევრ გულშემატკივარს იმაზე მაღალი წარმოდგენა აქვს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებზე ვიდრე ეს რეალურად არის რეალურად ძალიან დიდი სხვაობა კლასში ჩვენსა და შვედეთს შორის ესპანეთზე ლაპრაკიც არ არის გადახედეთ კლუბებს სად თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები რა დონის კლუბებში და რა დონის ჩემპიონატებში ბევრს იქაც არ უწევს თამაში და სკამზე ვის და შეხედეთ შვედეთის ესპანეთის და იგივე საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები რა ჩემპიონატებში და კლუბებში კი არიან ჩვენს ნაკრებში იმედის მომცემი ფეხბურთელები ვისაც შეუძლია მომავალში კაი დონეზე თამაში თუმცა ახლა არ არიან იმ დონეზე რომ შვედეთს და ესპანეთს ტოლსწორად ეთამაშონ რეალურად ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტად გამოიყურება ამ ჯგუფში იგივე კოსოვოსაც კი რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ტოპ ჩემპიონატებში ლიგა ერთი ბუნდესლიგა სერია ა ჩვენ არ უნდა გვქონდეს ზედმეტი მოლოდინები და არც უადგილო კრიტიკა და ლანძღვა არ უნდა დავუწყოთ მწვრთნელს ფეხბურთელებს რადგან არც აქვს მწვრთნელს ახალ მწვრთნელს მითუმეტეს დრო რომ მოამზადოს გუნდი და ასეთი სიტუაციაში როცა 3 თამაშია ზედიზედ საჭიროა მინიმუმ 1 კვირიანი შეკრება მომზადება გაცნობა ფეხბურთელების მე დარწმუნებული ვარ რომ ბიჭები დადებენ ყველაფერს და ბოლომდე ითამაშებენ მაგრამ გავითვალისწინოთ რა ნაკრებებს ვეთამაშებით და არასასრუველი შედეგების გამო ნუ გავლანძღავთ ბიჭებს ეს არ არის გულეშემატკიბრობა და ეს არ არის ნაკრების დაფასება.

• Saqartvelo

რატომ არ იძახებენ ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს რომლებიც უკეთეს ჩემპიონატებში მონაწილეობენ: ქოჩორაშვილი-ლევანტე, გოგია- ბერლინ უნიონი, კვირკველია, არაბიძე-როტორი, გიგაშვილი- ტამბოვი, მაკარიძე-ალმერია, ლოჩოშვილი-ვოლსფურგერი, მახარაძე ,- დნიპრო, სიჭინავა - ინგულეცი, ჩოგაძე ოლიმპიკი, არველაძე-კარაგურუმქი,ქავთარაძე-ნიჟნი ნოვგოროდი, სხირტლაძე- ვიბორგი. ესენი ნორმალური ჩემპიონატებში თამაშობენ. რა უნდა საქართველოს ჩემპიონატში და მისი მსგავსი ჩემპიონატებიდან ფეხბურთელებს ნაკრებში. მერე ამბობენ ფეხბურთელები არ გვყავსო. საქართველოს, უნგრეთის, პოლონეთის, კვიპროსის და მსგავსი ჩემპიონატებში მონაწილე ფეხბურთელებისგან ვერაფერს გახდები

• Gela

ყველაზე ცუდი რაც არის ეს არის კალენდარი, ფაქტობრუვად 6 დღეში სამი თამაში გვიწევს, რაც არის აბსოლუტური კოშმარი, თან ჩვენთვის როცა მეტნაკლებად ბალანსის პრობლემაა გუნდში. მოკლედ სანიოლს შავი დღე ელის წინ და ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

• gia jashi

სამწვრთნელო "სტაფი", როგორც ახლა უწოდებენ, რბილად რომ ვთქვათ, ბევრ კითხვებს ბადებს,მაგრამ თვითონ სანიოლის რატომღაც მეიმედება,თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. აი იწყება შესარჩევის მორიგი ციკლი და როგორც უმრავლესობა, ეს ხანდაზმული კაცი, ასე ვთქვათ წინა საფეხბურთო მღელვარებას განვიცდი!ფეხბურთი ჩემთვის მარტო თამაში არაა,იგი კცობრიობის ყოფის მინიმოდელია, თავისი ყველა სფეროთი!ფეხბურთი ხელოვნებაა!ფეხბურთი მეცნიერებაა!ფეხბურთი ომია! იგი ბოროტებაა და ამავ დროს დიდი სიკეთეა!ფეხბურთი ცრემლია,იგი ღიმილია, ხარხარია, სიგიჟეა,ავადმყოფობაა, სიკვდილია, ჯანმრთელობაა! სიცოცხლეა! იგი ჩვენი თანმდევი ცხოვრებაა და რაც ყველაზე მთავარია იგი ერთგულებაა და უსაზღვრო სიყვარულია!მე მიყვარს ფეხბურთი,მიყვარს ამ დიდებული სპორტის ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივარი! მჯერა ჩვენი ხალხის გენიის,რამეთუ ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით საფეხბურთო ოლიმპზე! წარმატებებს გისურვებთ ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ბიჭებს!

• joko

ჩემი პროგნოზი და თუნდაც ჩემი სუბიექტური მოსაზრება. ეს სამი თამაში იქნება კვარას ბენეფისი. გადაჭარბების გარეშე მისგან ველოდები საოცარ თამაშს. კვარა 'ათრიე რა რამოსი'. დაამტკიცე რა რომ რეალი მხოლოდ შენი ოცნება არ არის არამედ ის რომ იმსახურებ!!! შენ მართლა იმსახურებ ყველა კომპონენტით, ნიჭით, ინტელექტით და რაც მთავარია შენი შრომის მოყვარაებით და თავმდაბლობით. შენი ადგილი იქ არის იქ!!! მადრიდში არის შენი ადგილი და არა ყაზანში, თუმცა მადლობა ყაზანს, რუბინს და პირელ რიგში სლუცკის !!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს ! 4 ქულას ავიღებთ მინიმუმ , ესეც ჩემი პროგნოზი!

• გიგა

უცბად კრამიტები არ დალეწონ რა :)

• ზორბეგი

პროგრამა მინიმუმი 1 გოლის გატანაა, მაქსიმუმი 2. სამივე თამაშში რა თქმა უნდა. გაშვებულის თვლაზე ნუ დავიხარჯებით

• ჟორა გაბრიჭიძე

ამ სამი თამაშის შედეგი, ფედერაციის მოუქნელ მუშაობას დააბრალეთ.

• შოთა

მამარდაშვილი მეც არ მომეწონა სამტრედიასთან. იმედია მოუმატებს და დასტაბილურდება. ჯერ მართლაც არ სჩანს ნაკრებისთვის მზად.

• Levani

ისე რა უნდა იყოს 3თამაშში პროგრამა მინიმუმი?მე ვფიქრობ ამ სიტუაციაში 1 ქულა..2-3ან 4 ქულა უკვე მაგარი შედეგი იქნება და 6-7-9 ფანტაზიის სფეროა. რეალურად ასეა

• გულშემატკივარი

წარმატებები მინდა ვუსურვო ნაკრებს! რა შედეგი უნდა დავდოთ ამ სამ თამაშში, მაშინ როცა პირველ თამაშამდე ნაკრები ერთ სრულფასოვან ვარჯიშს ვერ ატარებს, თამაშიდან თამაშამდე სწორი დასკვნების გამოტანას და შეცდომების გამოსწორებას თუ შევძლებთ კარგი იქნება.სიმართლე გითხრათ ამ ფედერაციისა და მათი მიდგომების შემხედვარე კარგი შედეგის დადება გაგვიჭირდება.(ნაციონალი არ ვარ). ამ სამ თამაშს ერთი ქულით თუ დავამთავრებთ მადლობა უნდა ვუთხრათ სანიოლს!

• Levani

მამარდაშვილზე კაი წარმოდგენა მქონდა და გუშინწინ სამტრედიასთან სულ არ მომეწონა.არ არის სანაკრებო დონე სამწუხაროდ. კაშიას რა ჩემი ცისარტყელა უნდა მართლა რა.. ვერ ხვდება-ეროვნული ლიგის გარდა ტიპს შეთავაზება არ ჰქონია,ყაზახებს და უზბეკებსაც აღარ უნდათ და გაგვანებოს რა თავი..

• Vasili

ეს ვხვდები მაკარიძეზე არ გამოძახებაზე რატო ლაპარაკობენ. ათასჯერ ახსნეს მიზეზი და ხალხმა მაინც ვერ გაიგო

• ბაბუაწვერა

ხიზანას რომ ვხედავ ის პასი მახსენდება,უკან,თავით...

• gio gio

იმედი მაქვს ლობჯანიძეს აღარ გამოიძახებენ ნაკრებში, არაფერი მაქ პირადული მაგრამ ყაზახეთის ჭე-კლასის გუნდიდან საქართველოს ნაკრებში არ უნდა იძახებდნენ ფეხბურთელს რომელსაც არანაირი მონაცემები არ აქ ფორვარდის, დავიღალეთ ამ ნაცნობობით და კაი ბიჭობით მოხვედრილი ფეხბურთელების ყურებით ჩვენს ეროვნულ ნაკრებში

• beqa

6 ქულით არა 9 ჯობია .... პატარა ბავშვი ხარ გეტყობა რეალობა მარტივია 0 ქულა ამ სამ თამაში

• რა მაფიაა?

22-ში არასრული ვარჯიში, 23-ში ნახევარი გუნდი ნამგზავრი - ვარჯიში... 24-ში მთელი გუნდი ნამგზავრი - ვარჯიში და 25-ში თამაში... ლოლ

• ლევან მაღლაკელიძე

მშვენიერი სასტავია, განსაკუთრებით სიახლეები მომეწონა. ბერიძე და პარუნა, კაი ხანია ნაკრებს იმსახურებენ, მამარდაც კაი მეკარეა, გიორბელიძეც. აი ლოჩოშვილის და მაკარას არ გამოძახებას ვერ ვხსნი. ალბათ შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება და დაიხვეწება. წარმატებები ნაკრებს და სანიოლის, რომელიც ახალგაზრდაა და კარიერაზეც იფიქრებს

• c

ლორია-კაკაბა-ხოჭოლავა-დვალი-გიორბელიძე-კანკავა-აბურჯანი-კვარა-კიტე-შენგელია-მიქაუტაძე.... ეს 11-ეული მინდა ვილი

• საქართველო

ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ამ 3 თამაშში ან რაღაც სასწაულს ჩავიდენთ, ან.... სჯობს არ ვთქვა.იმედია სასწაული მოხდება და 6 ქულით გამოვალთ ამ სანაკრებო ბოქსინგდეისგან კი

• ვახო...

წარმატებები საქართველოს და ბიჭებს!

• სოსო

ხიზანას რო ვხედავ ნაკრებთან ერთად უიმედობის გრძნობა მეუფლება :)

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?