გუშინ, 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა.

სანიოლის შედეგი და უშედეგობა...

ვილი სანიოლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მატჩებამდე თუ ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას ის იყო, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც კარგი სათამაშო პრაქტიკითა და ფორმით არ გამოირჩევიან, მხოლოდ წარსული გამოცდილებით, ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრების ნაკლები შანსი აქვთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ გამონაკლისები არ დაშვებულა, მაგრამ ესეც ნორმალური პროცესია. ფრანგმა სპეციალისტმა სასტარტო დაპირისპირების წინ განაცხადა და შემადგენლობით დაადასტურა, რომ ახალი ეპოქა იწყებოდა. შესაბამისად, ფეხბურთელებს მიეცემოდათ შანსი, ისტორიაში საკუთარი ფურცელი დაეწერათ. ასეთ დროს გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება იოლი როდია და ზუსტად იმ რისკის შემცველია, რაზედაც სანიოლი საუბრობდა...

ქაოსის გარეშე

იმ ფონზე, როცა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთგვარად დაიწუწუნა, იბრაჰიმოვიჩისა და ისაკის სათანადო შეთამაშება ვერ მოხერხდაო, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებშიც შეიმჩნეოდა, რომ ვილი სანიოლს სათქმელის ბოლომდე გადმოცემა ჯერ ვერ მოეხერხებინა. სანაკრებო სპეციფიკა დებიუტანტ მწვრთნელს კიდევ უფრო მეტ სირთულეებთან აჯახებს. ასეა თუ ისეა, ჩვენი თამაში გააზრებულს ჰგავდა, არ ყოფილა ქაოსი, შეტევაცა და თავის დაცვაც გარკვეულ სქემას ექვემდებარებოდა. ერთია ფურცელზე დაწერა და მეორეა მისი ხორცშესხმა, თუმცა რაც კარგია, ისაა, რომ ჩვენი მხრიდან უაზროდ და უმისამართოდ მოგერიებულ ბურთს რთულად ვიხსენებ...

შესრულდა თუ არა დანაპირები?!

როცა მინიმალური ანგარიშით აგებ, მაინც რთულია უკანასკნელ ათწუთეულამდე მოიშიშვლო ზურგი. ბოლოს გვქონდა კიდეც მომენტი, როცა გათანაბრება შეიძლებოდა. ამიტომაა, გარისკვაზე სანიოლის ბოლომდე დამუნათება რომ შეიძლება გაგიჭირდეს. ფრანგი ჯერჯერობით გემის ის კაპიტანია, რომელსაც კიდევ ბევრი რამ აქვს დასალაგებელი. უიმედობა ნამდვილად არ მაქვს, მათ შორის, არც უახლოეს შეხვედრებში...

დამაინც, გამოცდილება...

კიდევ ერთხელ გამოჩნდა,რომ დგება მომენტები, როცა გამოცდილების მქონე მოთამაშეებს დიდი ფასი ადევთ. აქ საუბარი შეცდომის დაშვება-არდაშვებაზე არაა. გურამ კაშია მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა, ნაკრებს თავისი მაღალი სათამაშო კლასი მაქსიმალურად გამოსდგომოდა.

შემადგენლობის გაცნობის შემდეგ კარგად წავიკითხავდით სანიოლის, როგორც ფეხბურთელის ამპლუას. ვვარაუდობდი კიდეც, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, როლშეცვლილ ფეხბურთელებს დაცვის ფლანგზე არ დააყენებდა. ვერ ვიტყვით, რომ სანიოლს დებიუტანტმა მცველებმა თამაში ჩაუგდეს, უფრო პირიქით. ეგაა, სასტარტო მღელვარების შემდეგღა წარმოაჩინეს უკეთ თავი...

სად მოგვეთხოვებოდა მეტი?!

თუკი სადმე ველოდით უფრო მეტს ჩვენი გუნდისგან, ეს მინდვრის ცენტრი იყო. სამწუხაროდ, პრაქტიკის ნაკლებობამ თუ ტრავმით გამოწვეულმა იძულებითმა პაუზამ ფეხბურთელებს დაღი დაასვა. ნახსენები პრობლემები ნაკლებად აწუხებს, მაგალითად, გიორგი აბურჯანიას. მან მშვენივრად უპასა ლევან შენგელიას, რომელსაც გატანა მართებდა. "აბუს" არც მონდომება აკლდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ასაკობრივი ნაკრებებიდან მისგან სხვა ტიპის სამუშაოებს ვართ ჩვეულნი და მისი პოზიცია "10 ნომერი" ნამდვილად არ არის.

სადაც პროგრესი აშკარაა...

არ მინდა შევადარო, მაგრამ ყველას გვახსოვს ვლადიმირ ვაისის მიერ გაკეთებული შეცვლების ნაკლებეფექტიანობის შესახებ, გუშინ კი აბსოლუტურად განსხვავებული რამ ვნახეთ. მოსაწონი იყო გიორგი ბერიძის მუხტი და და სწრაფვა. შენგელიასაც სულ ცოტა დააკლდა შეხვედრის გადარჩენამდე. ახალი მოთამაშეების შემოყვანის ერთ-ერთი მთავარი არსი ხომ თამაშის გამწვავება, მისი სცენარის შეცვლის მცდელობაა და ეს ვნახეთ.

გოლით და მის გარეშე...

როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებ, თუკი არ გაამართლებს, კრიტიკას ვერ გაექცევი. თამაშის დაწყებიდან მალევე იყო მომენტი, როცა გიორგი ქვილითაიამ კარგი პოზიციიდან დაარტყა. საჯარიმოში მყოფმა ფორვარდმა კარისკენ რომ გაიხედა, ეს ცუდი ვერაფრით იქნება, მაგრამ მშვენიერ პოზიციაში მყოფი პარტნიორი შეუმჩნეველი რომ დარჩა, ესაა ხარვეზი. ქვილითაიას პასი რომ გაეკეთებინა და მომენტი საჩვენოდ ვერ დასრულებულიყო, ალბათ, ვიტყოდით, რომ ასეთი დისტანციიდან სხვანაირი მოქმედება იყო საჭირო. ფორვარდი გოლით ფასდებაო, თუმცა მხოლოდ ამ მომენტით გიორგის თამაშს ვერ შევაფასებთ, ის მოედანზე თავის მაქსიმუმს აკეთებდა და სანიოლმაც ბრძოლაში დიდხანს დატოვა, იმის მიუხედავად, რომ სათადარიგო სკამზე შემტევები საკმაოდ ჰყავდა.

ტაბლოს მნიშვნელობა...

ვილი სანიოლმა დაგვანახა, რომ მისი სურვილია ნაკრებმა თანამედროვე, შემტევი და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშოს. კონკურენციაც იგრძნობა, თანაც ისეთ პოზიციებზეც, მანამდე რომ ნაკლებად წარმოგვედგინა, მაგალითად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ამ ყველაფერს რაც აკლდა, ეს შედეგით (მინიმუმ ფრე) დაწყება იყო. ეს რწმენასა და სულისკვეეთებას, რა თქმა უნდა, გააძლიერებდა. ფრანგი მთავარი მწვრთნელის დებიუტის დადებით შინაარსს შედეგი აკლდა, რომლის შეცვლა უახლოეს დღეებშია შესაძლებელი...

თაზო
ქვილითაია არ არის ნაკრების ფეხბურთელი,ჩემი აზრით გასაშვებია,ცდილობს რაღაცას ვითომ,მაგრამ არ არის გუნდური მოთამაშე,პასის გაცემა არ იცის,ეგოისტია ძალიან ამ ამბავში.
ნუ ბლოკავ!!
მილანის სკაუტებიც ეგრე ფიქრობენ,კვარას დასაკვირვებლად რომ ჩამოდიან?)))
გურჯი
თქვენ 2თან მაგრა ბნელა,ჯერესერთი ხიზანიშვილი იმიტომაა ერთერთი დამხმარე,რომ ქართველი საჭიროა სტაფში,კომუნიკაციისთვის ბოლობოლო. ყველგან კლუბშიც და ნაკრებშიც,როცა უცხოელი მწვრთნელი ინიშნება ერთი ადგილობრივი კადრია სტაფში და მეორე:ხო აბა ვილის "აჩმორებს" ფედერაცია და ქართველს ვერ გაუბედავენო))) ტუფტა ნაცური ბაზარი!! მესამე:როგორ გგონიათ "პროფესორებო"იმ წაგებული 3 თამაშის მერე,სანიოლს რომ გაუშვებენ და ხიზანას ნიშნავენ,კონტრაქტში შესაბამისი პუნქტი არ ექნება?თუ "პირისგასამტეხლო" არ ეწერება მანდ?? არაა ფეხბურთი თქვენი საქმე და მახათს გაჩუქებთ ორივეს
Semi
ფაქტია რომ როცა ნახევარდაცვაში, ფორმაში მყოფი ყაზაიშვილი და ანანიძეა უფრო გააზრებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, მალე ფორმაში შესვლა ვუსურვოთ ამ ბიჭებს. ისევე როგორც მჭედლოს, ჩაკვეტაძეს, პარუნაშვილს, ოქრის და სხვებს. წარმატება ბიჭებო მთავარია ხელები არ ჩამოვუშვათ და მეტი შემართებით ვიბრძოლოთ.
hhh
საბერძნეთ როდის მერე გახდა შვედეთზე ძლიერი?დდდდდდდდდდდდდდდდ
roma bejanidze
კვარაცხელიას შეცვლა გამიკვირდა ძალიან და მთელი დღეა ვფიქრობ რატომ გააკეთა სანიოლმა ეს. ერთადერთი ფეხბურთელია კვარაცხელია რომელსაც შეუძლია მთელი თამაში არაფერი გააკეთოს და ერთხელ ისე ითამაშოს თამაშიც კი მოიგო, კვარა ხომ არაპროგნოზირებადი და ძალაინ მაგარი ფეხბურთელია. ალბად სანიოლმა ამით ყველა დანარჩენ ფეხბურთელებს აჩვენა რომ შეუცვლელი არავინაა თუნდაც კვარაცხელია. თან კვარაცხელიას მეტი ამბიცია გაუჩნდება რომ მომავალში აღარ შეცვალონ და უფრო მოინდომებს.
nk
ხო არ მოვიგეთ ეს თამაში ისე ? ))))
ისიდორე
კი არ კომენტატორები ჭორაობენ
ვახო
100% გეთანხმები , ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ვინც ვერ დაინახა რომ გუნდში ხიზანა მართავს სიტუაციას და არა სანიოლი ! ამიტომაც არ აწყობდათ ქართველი მწვრთნელი ის არ გააბედინებდა ! არაფერი გვეშველება !
გრიგოლი1408
შვედებმა რა ითამაშეს რამე?მაგ თამაშით მაგათ ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდი მოუგებს.
ლაშა
ამ თამაშის ყურებამ ხო დამგრუზა, მაგრამ,ამ კომენტატორებმა ხო საერთოდ. რას ლაპარაკობენ ან როგორ?
გიო
ელგუჯ შე ძველო
გიორგი
მე მესმის, რომ მოგებას არაფერი სჯობს. მაგრამ სულ ჩასაფრებული და კრიტიკულიც ნუ ვიქნებით! ერთხელ მადლობა ვუთხრათ ამ ბიჭებს. გუშინ არც ერთს თავი არ დაუზოგია. რა, მოგება არ უნდათ თვითონ?! ვინ თამაშობს წასაგებად? ამ ბიჭების ტალანტს და მონდომებას მწვრთნელი სწორად თუ გამოიყენებს, კარგი ნაკრები გვეყოლება. და ეს უნდა იყოს სტიმული ნაკრებში მოხვედრის მსურველი სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებისთვისაც. მაგალითისვთვის ავიღოთ კალათბურთის ნაკრები. ისინიც თავის დროზე ქვევით იყვნენ და დღეს ეხლა თავში ვერავინ რომ ვერ “წამოგვკრავს” ხომ ფაქტია. ნუ ვითხოვთ ისეთ შედეგებს, თითქოს გერმანიაში ან საფრანგეთში ვცხოვრობდეთ. მადლობა!!!
ლშა
ვის უგებ ვის ? ხო არ დაგავიწყდა რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ და ვის ეთამაშებოდი?
Master
თუ გახსოვთ ვაისმა თქვა ჩემს შემდეგ ბევრს არ გამოიძახებენ ამ გუნდიდანო,მგონი დაწყებულია ეს პროცესი.მთავარი განსხვავება ამათ შორის მგონი ისაა რომ ვაისს არ უყვარდა როტაცია და პირველ ჩვენებას აწვებოდა.ვილი კი პირიქით ჩანს ამ თამაშიდან გამომდინარე,სულ ძიებაშია,არ არსებობს მისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი.ვაისის გუნდში კი ასეთი შეუცვლელი ფეხბურთელი 7-8 კაცი იყო.ჩემი აზრით სანიოლი შედეგს თუ დადებს ეს შემოდგომის თამაშებზე იქნება.იქ გამოჩნდება ამის ავი და კარგი.ეს სამი თამაში კი წინასწარვე ვიცოდით ყველამ რომ გაცნობითი ხასიათის იქნებოდა და ამ თამაშებში წინასწარ განწირულები ვიყავით სამწუხაროდ...
როკო
მეგობრებო, ყველამ ვიცით რა მოხდება შემდეგში, პირველ სამ თამაშს წააგებს სანიოლი მოყლიფავს ფულს და წავა, ხოლო მთავარ მწვრთნელად ამათი საძმოს წევრ ხიზანიშვილს დანიშნავენ, ამიტომ დაუნიშნა ფედერაციამ სანიოლს დამხმარე მწვრთნელად (თვითონ სანიოლს არ ამოირჩია). განტევების ვაცს ეძებდნენ ვინც პირველ სამ თამაშს წააგებს და წავა. პირდაპირ ხიზანიშვილს ვერ დანიშნავდნენ რადგან ყველამ ვიცით რა დაატყდებოდა ხიზანიშვილს პირველი სამი თამაშის მერე, ესე კი იტყვიან სანიოლის ბრალიაო.
ელგუჯა
სადღეგრძელოებში შეგვეჯიბრონ.
lm
რამდენი თამაშია გოლის გატანას ვერ ვახერხებთ, მაგრად მიკვირს რას ვეძახით კარგ თამაშს. სიმართლეს თვალებში უდნა ჩავხედოთ მაგრამ არც ეს გვინდა.
ირაკლი
მსაჯებზე მინდა ყურადღება გავამახვილო და ვთქვა, რომ ასე ობიექტურად ალბათ არცერთ ჩვენს სანაკრებო მატჩზე არ უმუშავიათ არბიტრებს.
Nukri
ნორმალურად ითამაშეს ბიჭებმა, რაც შეეძლოთ ის, კაშიას ეტყობოდა რომ გამოცდილია, კარგად ითამაშა, კვარაცხელიასგან მეტს ველოდი, შეიძლება მეორე ტაიმში უკეთ ეთამაშა, მაგრამ ვერ გავიგე რატომ შეცვალეს
Baduri
ბერიძეს ეტყობოდა კარგად დაღვინებულა, ბურთან ერთად კარგად მოძრაობს მოტყუება, პასი აშკარაა რომ კლასნია. მომდევნო თამაშები ასე უშიშრად უნდა ვითამაშოთ, გნებავთ ესპანეთთან მეორე ნომრად ფლანგების სწრაფი შეტევებით შეგვიძლია გოლების გატანა.
jani
გადაახვიეთ და ნახეთ ქვილითაიას გარბენა საჯარიმომდე, მერე ისე უაზროდ დარტყმული, არ ვამტყუნებ ამ დარტყმაზე ყველას შეიძლება მოუვიდეს მაგრამ მაგის სახე ნახეთ ქანცი ჰქონდა გაწყვეტილი, მასტი იმენა დაღლილი იყო სანამ ჩაირბინა
სააკაძე
ვაისის უსახურ ნაკრებს აშკარად სჯობდა გუშინდელი ნაკრების თამაში. ფილთაქვა ქვილითაია მოაცილეთ ნაკრებს.
Ლშა-ს
შენი კომენტარი წავიკითხე და ცოტა ეჭვი შემეპარა-ხომ არ მოვიგეთ და მე ხომ არ მეშლება რამე მეთქი.
Gio
ხვიჩა გამოცვალეს შეცდომით ამ იდიოტებმა, გაუგებრობის გამო, ენობრივი ბარიერი იყო, ვერ გაიგეს და შეცვლაზე უხმეს. იდიოტები ვართო ხომ არ იტყვიან და ვითომ ტრავმას დააბრალეს...
ლევანი
შენგელია არ იმსახურებს, რომ ამ ნაკრებში სათადარიგო იყოს, მაგრამ სანიოლიც ასე ხედავს როგორც ჩანს და... ნეტა რამდენი გვყავს მისი კლასის ამ ნაკრებში?
გია
ამ თამაშში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახე.
*გიორგი
კვარაცხელიამ თავი შეინახა ესპანეთისთვის,შვედებთან კი არაფერი გამოუვიდა
არავითარი.
არა. იმიტომ რომ თუ რამე დასანახი იყო ეგ ცხადაძის გაგდების მერე და ამის ჩამოთრევამდე უნდა დაენახათ.
გიო
დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია თავიდანვე ასეთქვა რომ მოდიოდა დიციპლინით და შრომით მივაღწევთ წარმატებასოო და გამოაჩინა კიდეც თავის ხასიათი ეტყობა ადამიანს რომ ბაიერნში თამაშობდა და მუშაობდა ცუდი პირველი ტაიმი ქონდა კვარაცხელიას და შეცვალა არცერთი ქართველი მწვრთნელი არ შეცვლიდა კვარაცხელიას მაგრამ ვაღიაროთ ერთი ქვილითაიაზე პასი ქონდა მარტო დანარჩენი აშკარად ჩაუვარდა იგივე კანკავას შეცვლაც დაანახა ყველას სანიოლმა რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს ვერც ვერ ითამაშებს ყველას შეცვლის და სხვას მისცემს შანსს და აშკარაა იყო რომ მეორე ტაიმი უკეთესი გვქონდა მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის რაც გვაკლია უკვე წლებია კლასი შვედეთმა მიიღო რამდენიმე მომენტი და გამოიყენა ჩვენც მივიღეთ მომენტი მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და მე რაც დავინახე ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტად აკლია ბურთის გამანაწილებელი ფეხბურთელი ვისაც კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა პასის გაკეთება განაწილება ასეთი ბოლო წლებში ჯანო ანანიძე გვყვავდა მაგრამ სამწუხაროდ ახლა აღარ გყვავს კიტეიშვილს შეუძლია ამ ფუნქცის აღება მაგრამ ახლა არ არის კარგ ფორმაში.
ზურა
ვინც პირველ რიგში უნდა გამოეცვალა იმათ ტოვებდა და ამ რისკზე თუ საუბრობთ?
ლევანი
ჯერ ვერაფერს იტყვი. ნუ განადიდებთ ახლა ამ სანიოლის. პრინციპში დიდი არც არაფერი გაურისკავს. ხელშეუხებელი იყო კანკავა-კვეკვესკირის დუეტი, თავდასხმაში ისევ ქვილითაია იდგა. კი ცვლილებებს მიმართა, მაგრამ აქაც სარისკო რა იყო? ერთ პოზიციაზე გაყავდა ერთი დ შემოყავდა მეორე. რა ტაქტიკური გადაადგილებები ნახეთ? მეორეცაა რესურსიც არაა, მაგრამ შესაქები ნაინც რა დაინახეთ? მითუმეტეს ცხოვრებას ის უადვილებს სანიოლის, რომ დიდად არც არავინ არაფერს არ სთხოვს და ვერც მოთხოვს, ამ სიტუაციაში კი მის გამბედაობაზე საუბარი სასაცილოა...
ჯონი
მე ისეთი შთაბეჭიდილება დამრჩა რომ სანიოლი ცდილობს ყველა ფეხბურთელი ნახოს საქმეში და ჩამოყალიბდეს ვისზე შეიძლება მომავალში აქცენტი გააკეთოს დარწმუნებული ვარ ესპანეთთან ბერვი ცვილებები იქნება მეც დავინახე რამდენიმე სუსტი რგოლი ჩვენს ნაკრებში მე მჯერა რომ ეს ადამიანი ბევრ რამეს შეცვლის დადებითისკენ მისთვის არ არსებობს ავტორიტეტები და არც იმის ეშინია რომ დებიუტანტებს მისცეს შანსი წარმატებები ნაკრებს.
las
ვნახოთ. იმედია დაალაგებს ვილი. ჯერ ბოლომდე ვერც იქნება გარკვეული. ვის რა სესაძლებლობები აქვს.
buxrika
11 ქვილითაია ესპანეთს .
Zura
დაგვანახვა და არა დაგვანახა
haha
ესპანეთი ბევრად ძლიერია ვიდრე შვეცია. საბერძნეთს კარებში არ დაურტყია, ნაჩუქარ პენალს თუ არ ჩავთვლით. შვეციამ ცუდად ითამაშა, თუ არ მოუმატა, კოსოვო ჩახდის. ამას გულდაწყვეტილი ვამბობ, ძალიან ცუდი კალენდარი გვაქვს და იღბალიც ჩვენსკენ არ არის. პ.ს. ნახევარდაცვას რა ეშველება? იქნებ დაწეროთ.
jordan beli
რა დაგვანახა და პირველ რიგში მწვრთნელი რომელიც შიშისაგან დღეში სამჯერ არ კვდება.შეცვლები,უზომოდ გამიხარდა რო შეცვლები ვნახე როგორც იქნა. დაგვანახა რო ქვილითაია არ არი სასტარტოს ფეხბურთელი.ბერიძე კარგი ბიჭი გვყოლია.ჩაბრაძე და გიორგბელიძე დაგვანახა.კვეკვესკირმა რო უნდა მოუმატოს და აბურჯანიამ-თუ არა და დავაი იდი გულიაი დასვიდანია.გვილია დავაი დასვიდანია. და ჩემი აზრით გუნდს სჭირდება კ ა პ ი ტ ა ნ ი!!! კაპიტანი მაჩაიძეს ნაირი ან ჩივაძეს ნაირი. და არა უემოციო,ჩუმი,ნე რიბა ნე მიასო კაცი. კაცი რომელიც გუნდ შემოუძახებს და ცოტას მსაჯსაც(ზოგადად,ამ მატჩში მსაჯთან არაფერი იყო საპრეტენზიო). და კიდევ ნინუამ უნდა მონახოს გუნდი სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა,ნინუა აუცილებლად სჭირდება გუნდს! მე მგონია სანიოლი უფრო მეტს გარისკავს და გვათამაშებს ქართულ(შემტევ)ფეხბურთს! ვნახოთ,იქნებ სანიოლი ზუროსივით ზედ გამოჭრილი მწვრთნელი გამოდგეს. მე დიდი იმედი მაქ.ყოველ შემთხვევაში ვაისის შეშინებულ სახეს რო ვეღავ ვხედავ უკვე რამეა. P.S. იყო ლაპარაკი რო პანდემიის გამო ფეხბურთელებს გადანერწყვება აეკრძალებოდათ. რა უბედურებაა? ახლოდან ფეხბურთელი ვერ უჩვენებიათ რო არ გადანერწყვოს,რა საყურებელია? გვილია რო გვაჩვენე პირველად იმხელა გადაანერწყვა რო რავიცი რა...თუ კალათბურთში იკავებენ თავს,ჭიდაობაში აქ რა არი ამისთანა მოუთმენელი?
ლშა
ეს ჩემი შეფასება ლორია - მშვენიერი სეივები ქონდა ერთხელ ცუდი პასი გააკეთა მარა გადავრჩით ჩაბრაძე - დასაწყისში ნერვიულობა ეტყობოდა გოლის დროს პოზზიციაც დაკარგული ქონდა , შემდეგ გაიხსსნა და ნორმალურად ითამაშა კაშია - ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ქონდა დვალი - რო ვთქვათ რო რამე გააფუჭა არა, ცუდი არ იყო გიორბელიძძე - ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენ გუნდში , სასიამოვნოდ გაგვაოცა თავისი დებიუტით და მგონი მაგ პოზზიციაზე ცოტა არ იყოს ამოვისუნთქვათ კვარა - პირველ ტაიმში კარგი იყო კარგად მიქონდა ბურთი , გოლსაც გაიტანდა რო არა ლუსტიგის გამოყოფილი ფეხი ჯანდაბიდან , ერთი ორი პასი არ გამოუვიდა შეტევაში . კანკავა - ართმევაზე არ იყო ცუდი ,პირიქთ ჩვეულად იბრძოდა და გამოსდიოდა კვეკვე - კვეკვე უკეთესიც გვინახავს , მაგრამ არც ეხლა იყო ურიგო მშვენივრად გადაქონდა ფლანგზე ბურთი გრძელი პასებით , უბრალოდ ცოტა ტემპი აკლდა. აბურჯანია - პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის დასაწყისი ჩააგდო , შემდეგ გამოცოცხლდა და საგოლე პასთანაც ახლოს იყო ლობჟანიძე - საბა აქტიურობდა , ამწვავებდა მაგრამ კლუბში რო არის ისეთი საბა მაინც ვერ არის ნაკრებში , თუმცა ცუდად ნამდვილად არ უთამაშია , ცოტა დააკლდა და კვარას გაატანინებდა ქვილითაია - იბრძოდა , იგებდა ბურთებს ამხელა მცველებში , ცუდად არ უთამაშია უბრალოდ ისეთი მომენტი გააფუჭა რო ყველაფერი წყალში ჩაიყარა (sad) შენგელია - კარგად შემოვიდა , აეწყო ეგრევე თამაში , გოლის გატანაც შეეძლო მაგრამ მეკარემ თავი გაიგიჟა , ოდნავ კუთხე და აუცილებლად გავიდოდა კიტეიშვილი - ვერ იყო ის ოთარი რაც მისგან ვართ მიჩვეული , ახალი მოშუშებული რო აქვს ნატკენი ფეხი ეტყობოდა მიანც ბერიძე - კარგად შემოვიდა , ამწვავებდა ფლანგიდან მშვენივრად , კიდე უნდა მივცეთ ამ ბიჭს შანსი მიქაუტაძე - ჟორჟი ცდილობდა გაემწვავებინა , მონდომება ეტყობოდა და ისიც რო მეტი შეუძლია , უბრალოდ თან ცოტა დრო ქონდა . გვილია - ვაკო ჩემი აზრით ცუდად შემოვიდა , რამდნიმე მომენტში კარგად იმოქმედა მაგრამ ბევრი წუნი ქონდა პასებში
Tom
1 ტაიმში გამოჩნდა,რომ კვარაცხელია არაა მთლად ისეთი დონის როგორიც გვგონია,რუსეთში კარგი თამაშები არ ნიშნავს რომ ევროპულ ფეხბურთში რამეს იტყვის თუნდაც არასტაბილურ შვედებთან. 1 დრიბლინგი ვერ გააკეთა და კაცი ვერ მოატყუა, აი შვედი ისააკი არის ტალანტი,რომელმაც დაამტკიცა ევროპულ ფეხბურთშიც მისი შესაძლებლობები და რეალური ძალა
შოკირებული გულშემატკივარი
ნორმალურთან მიახლოვებული ანალიზია და იმედიც გაჩნდებოდა ესპანეთი და საბერძნეთი შვედეთზე უფრო ძლიერები რომ არ იყვნენ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა