საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. შვედეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბათუმის დინამოს მცველი მამუკა კობახიძე შეუერთდა.

შვედეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და ფეხბურთელი მომდევნო ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შვედეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა ჯანმრთელადაა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრები 27 მარტს, ესპანეთთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

დინამო არენაზე დაგეგმილ პრესკონფერენციასა და ვარჯიშს მხოლოდ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. რეგულაციების გამო, შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

27 მარტის განრიგი - დინამო არენა

17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

19:45 | ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

20:30 | ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის თამაში, საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

KOSTAKURTA
მორჩა კანკავას, კვეკვესკირის, გვილიას დრო.ფეხები უკანკალებთ და ბურთს ვერ აკონტროლებენ,შეტევას ვერ ამწვავებენ,ერთმანეთს ვერ აზვევენ....
aburjga
გვილია??!! შვედეთან თამაშს არ უყურე?! თუ ნათესავია?
თემა
დგება დრო, როდესაც საფრთხე ექმნება, ე.წ.ბირთვს, "ხელშეუხებელ" ნაწილს ნაკრებისას. ეს საბათი დაიწყო და ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს, თუნდაც კანკავა, ეს აგრძნობინეს. ამ თაობას საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფთან,გულშემატკივარსაც კი ვერ წარმოუდგენია მათ გარეშე მოედანი, რაღათქმა უნდა ე.წ. ახალწვეულებს მთელი რიგი წინააღმდეგობა შეხვდებათ. ზოგი გაუძლებს, ზოგი ვერ და საბოლოოდ ქართულ-ჯიგრულ პონტში, "კაი ბიჭებს" და "არ გახსოვს რა იყო"- ვუტოვებთ ეროვნული სიამაყის-ფეხბურთის სადავეებს.
რობი
რასაც მაგას ურტყამენ ფეხებში რუსეთის ჩემპიონატში კიდევ კარგადაა!
beqa
სანამ ეს ფედერაცია იქნება მანამ წინ ვერ წავიწევით!! ნეპოტიზმის და კორუფციის ბუდეა
კოსტა პაპა
ერთ დღეს ტრამვა აქვს, მეორე დღეს ჯანმრთელია))) ხვიჩა კი არა, ფიგარო გვყოლია))))))))
ბესო
ტრამვა არა ლაგოდეხის კიტრი და ალჟირული სინდრომი კიდევ. ახალგაზრდა ბიჭია, ეტყობა წააკადრა რამე რომელიმე მწვრთნელს და გაუშვეს სახლში. ესენი ხომ უთამაშებლობის მიზეზს უცებ უპოვნიან კარგ მოთამაშეს: კოვიდი, ტრამვა და ა.შ. ჭკუათამყოპელი მწვრთნელი ხვიჩას გამოცვლიდა?
QT
კოჭი გადაუტრიალდა და ტრავმა მიიღო, რა შუაშია ფსიქოლოგია. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
გოჩას მეზობელი
ხიზან, ესპანეთთან მიქაუტაძის ნაცვლად გოჩა ძუძუგოჭიაშვილი ათამაშე, არ ინანებ. ))
ვიკტორ
ტრამვა, ვფიქრობ ფსიქოლოგიური და მორალური უნდა იყოს, მენტალობაა სრულიად განსხვავებული. ჩვენ თვითონ შევქმენით ილუზია სუპერ-გმირის, რომელსაც მყისვე არ მიეცა თვითრეალიზაციის საშუალება და გატყდა ფსიქოლოგიურად. ძალიან ახლოს ვართ ანალოგიასთან, მუ-2 ნახევარში შეცვლა არის აღქმული ეროვნულ ტრაგედიად და ქვეყნის ღალატად. ჩვენ თვითონ ვქმნით კერპებს და ოდნავი ბზარიც კი უკვე პიროვნებაში ტრაგედიად ისახება. ემოცია კარგია, რეალობა ხშირად ფანტაზიებს არ ემთხვევა და სახეზეა კონფლიქტი, უმეტესად საკუთარ თავთან.
x.x
მიქაუტაძე, საფრანგეთში დაბადებულ გაზრდილია და აზროვნებს სხვანაირად. ევროპულად, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ასეთი პანდემიის დროს ჩამოვიდა და უნდა ნაკრებს გვერდში დაუდგეს, 6 წუთი ნამდვილად არაფერია, მაგრამ, რომ ეთქვათ ესპანეთთან დაგაყენებთო არსად არ წავიდოდა. ნაკრების მწრთვნელთა შტაბში არ უნდა იყოს არც ერთი ქართველი. ორ-სამ დღეში გამოჩნდება ყველაფერი. წარმატებას ვუსურვებ გიორგი მიქაუტაძეს.
ზაზა
100% იანი ხარ მეორე ტაიმში ღრიჭოები გაჩნდა შვედების დაცვაში და კვარა იქ იაქტიურებდა. ესპანეთი რამდენად მოგცემს შანს რომ შეუტიო ამაშია პრობლემა. ფაქტიურად ბურთი მაგათი იქნება ამას უნდა შევეგუოთ და შანსები კვარას უფრო ნაკლები რომ ექნება ეს ასიანია.
vaska
30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, წინ ვერაფრით წავედით,ამათზე უკეთესი ნაკრებიც გვყავდა და ამაზე უარესიც.ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს საფეხბურთო ინტელექტი მსუბუქად რომ ვთქვა არასაკმარი აქვთ.სისწრაფეში და ფიზიკურ მომზადებაშიც გვარიანად მოიკოჭლებენ,ქვილითაიაზე ჩაციკლული არ ვარ ,მაგრამ არ დამავიწყდება მისი სახე პირველი სახიფათო მომენტის შემდეგ ,არადა 15 წუთის დაწყებული იყო თამაში.ალბათ ახალგაზრდებს მეტი შანსი და დრო უნდა მიეცეთ თამაშისა.
gio
ნაკრების მწვრთნელს საერთოდ არ აინტერესებს სკაუტები, თავისი ნაკრების შედეგზე ფიქრობს. მასე სტოკჰოლმშიც ბევრი სკაუტები არიანო იწერებოდა
ავოე
მიქაუტაძე გორის დილაში! ბითაძე და შერმადინი ათამაშოს სანიოლმა. მარკოიშვილი პერიმეტრიდან. გაბელია კარებში. უუხ ესპანეთო!!!!
კახა ქ.
რა არუს იცით, მე ვფიქრობ რომ,არაფერ შუაში არ არის რო 6წუთი ათამაშეს.ეს ბიჭი იქაა დაბადებული და სხვა მენტალიტეტი აქვს.როგორც მწვრთნელი გადაწყვიტავს,იმას დაემორჩილება.3 თამაშია 9 დღეში და ყვეკას მოუწევს თამაში ვინც ღირსია.ეს შემადგენლობა არის ფედერაციის.აი შემდეგი კი იქნება სანიოლის.დარწმუნებული ვარ,გვილია შანსი არ არის ხიზანამ ურჩია,თორე მეეჭვება სანიოლის შეეყვანა.ტიპი უთამაშებელია და ეტყობა კიდეც, ერთი პასი ვერ გააკეთა. არ გინდათ ამ ჭორების გავრცელება, უგულშემატკივრეთ ნაკრებს და ნუ იჭორავებთ თუ ღმერთი გწამთ.წარმატებები ბიჭებს.
შ. ჭ.
იქნებ ზოგჯერ სხვა ადამიანებს უბრალოდ ვენდოთ და დავუჯეროთ.... სხვის საქმეში კაცი ბრძენიაო.
ქ. გ.
კვირას მიქაუტაძის გუნდი RFC Seraing ეთამაშება პირველ ადგილზე მყოფ გუნდს. თუ ითამაშებს ამ შეხვედრაში, მაშინ ტრავმა არა აქვს, ცხადია.
1234
გუშინწინ თამაში, ხვალ თამაში და ნერე ისევ 3 დღეში გასვლა საბერძნეთში, ძან რთულია. მე რომვიყო მწვრთნელი დაცვის ხაზს სრულად დავასვენებდი და დავაყენებდი კაკაბაძეს კობახიძეს ტაბიძეს გრიგალავას. ეხლა ისევ იგივე ხალხი რომ დააყენოს მერე ბერძნებთან ვეღარ ითამაშებენ ისინი ფიზიკურად
1-0
ვფიქრობ მთლიანი აქცენტი უნდა გავაკეთოთ საბერძნეთთან თამაშსზე. ეს იმას არნიშნავს რომ ესპანეთს რამე დავუთმოთ მაგრამ ვფიქრობ ფეხბურთელები უნდა დავასვენოთ მე ესეთ გუნდს დავაყენებდი. ლორია კაკაბაძე კობახიძე ტაბიძე გრიგალავა პარუნაშვილი გვილია აბურჯანია კვარა შენგელია ზივზივაძე. ეხლა შეიძლება ბევრმა დაწეროს რა გვილია და აბურჯანიაო მაგრამ ცივი გონებით თუ შევხედავთ საბერძნეთზე უნდა გვქონდეს გათვლა. ამ თერთმეტეულის დაყენების შემთხვევაში დაისვენებენ კაშია, ჩაბრაძე, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე. 7-8 კაცი დაისვენებს ნუ რათქმუნდა მეორე ტაიმში შემოვლენ. წარმოიდგინეთ 8 კაცს დავასვენებთ და საბერძნეთს შევაკვდებით.
მ.ტ.
თუკი რომელიმე კომენტარი უნდა იბლოკებოდეს, სწორედ ისეთი, როგორებიც მიქაუტაძეზე ქვეყნდება, რომ უკვე სხვა ნაკრებში ვეღარ ითამაშებს და ა.შ... ჯერ ერთი, რაც ასეთ აზროვნებას ჰქვია, რომ დავწერო, ზუსტად მაგას დაბლოკავთ და იქნებ, ყველა დავფიქრდეთ, რომ კიდევ არსებობენ ქართული ფესვების მქონე ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც არჩევანი ჯერ არ გაუკეთებიათ...
ქართველი
არუნდა აგვერიოს მონასტერი არავითარ შემხვევაში

ხანდახან მგონია რომ კითხვა არიცის ზოგზოგიერთმა, ტკივილი ქონდა თავში და თაბრუსხვევებიო და რატო შეცვალაო გამაგიჟებთ თქვენრაა
რა მაფიაა?
იმედია მიქაუტაძეზე რამე სისულელე ჭორები არ გავრცელდება... მთავარია ოფიციალურ შეხვედრაში მთავარ ნაკრებში ითამაშა... "ვეღარ გაგვექცევა" ))) წარმატებები ჩვენ ნაკრებს
Gio
ბევრი დაიწერა კომფლიქტზე მე პირადად მიმაჩნია რომ არაფერი საფუძველი არ არსებობდა კომფლიქტის კი მცირე დრო მიიღო მიქაუტაძემ შვედეთან მაგრამ ობიქტურები რომ ვიყოთ კი არ წაუვიდა ქვილითაიას თამაში მაგრამ კარგი სეზონი აქვს თავის კლუბში ბომბაედირია თან მაღალ ბურთებზე უფრო ეფექტურია და სავსებით გასაგები იყო მისი ძირითადში დაყენება და როცა ბელგის მე 2 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში გიწვევენ და 8-9 წუთს გაძლევენ თავიდან ეს არ არის უკვე მიჰწევა და აქ გასაპროტესტებელი არაფერია მითუმეტეს რომ ჩვენს ნაკრებში ხალხი თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში ძირითადის ფეხბურთელები არიან და ისინი ვერ ხვდებიან ნაკრებში იგივე კობახიძე ლიდერია ბათუმის დინამოსი იგივე ზვივზვივაძე 4 წელია ელოდები ნაკრებში თამაშის შანს ანალოგიურად ლაშა პარუნაშვილი 4 წელია დანიაში თამაშობს გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელიაა და კიდე სხვები ვერ ხვდებიან ძირითადში და ახლა ბელგის მე 2 ლოგიდან მოდიხარ ნაკრებში არ გათამაშეს იმდენი რამდენიც გინდოდა გეწყინა და წახვედი ეს სიმართლე რო იყოს ეგეთი ფეხბურთელი არც უნდა გაკარო ნაკრებს
ემიგრანტი
ღმერთმა სულ ჯამრთელი გვინყოფოს ყველა . მინდა რომ ძაან კარგად წაგივიდეთ ესპანეთან თამაში წარმატებები ბიჭებს ❤❤❤
giabar
რა შეთქმულების თეორიების დაიდო, მგონი მეტი საქმე არ გვაქვს ხალხს... კვარაცხელიას მეტოქის ხელი მოხვდა თავშიო, შესვენების დროს თავბრუსხვევას გრძნობდა და აღარ გარისკეს გამოყვანაო. ისე იქნება მიქაუტაძეც.
ზაზა
ფაქტია რომ მიქაუტაძე გამოგვაკლდა მიზეზი არ ვიცი და რაღაც რაღაცები არის საეჭვო ყველაზე ცუდი ის არის რომ ნდობა დაიკრაგა ფედერაცის მიმართ ამბობენ რომ ფეხბურთელმა მიიღო ტრავმაა და მეორე დღეს ფეხბურთელი გამოდის და თამაშობს მერე ვიგებთ სიმართლეს თურმე ფორმაში არ იყო და ითხოვა განთავისუფლება სანაკრებო თამაშებიდან ახლა არავინ იცის მიქაუტაძემ მართლა ტრავა მიიღო თუ სხვა რამე მოხდა არავინ იცის კვარაცხელიას მართლა პრობლემა ქონდა თუ დასვენეს ისიც არავინ იცის ოქრიაშვილმა რეალურად ტრავაა მიიღო თუ არ ჩამოვიდა ნაკრებში ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება რასაც გვიმალავენ ბოდიში და ეს ნაკრები ყველასია გულშემატკივარს უფლება აქვს იცოდეს სიმართლე ეს ნაკრები არც ფედერაცისაა არც მწვრთნელის და არც ფეხბურთელების ეს ნაკრები ყველასია და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებთ გულშემატკივრებთან უფლება მოსილ პირებს.
გიორგი
ხალხო ნუ გამაგიჟეთ რა შეთქმულებებზე ლააპრაკობთ რეების გჯერათ ან რეებს ფიქრობთ ხო აი სანიოლი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხიზანას ჩმორად ჩამოვიდა აქ მაგარი ლოგიკაა ბიჭოოს ამ ხალხს სულ ცუდის.დანახვა რატო უნდა არ მესმის გეგონება პირველი.შემთხვევაა რო ნაკრებში ვიღაცა ტრამვას პირველად იღებს ერთი ესპანელებს ჩავუტარებდეთ ამ.ხალხის ჯინაზე რა
pirto777
ხიზანიშვილი თვითონ არასდროს ყოფილა კარგი ფეხბურთელი...
მ.ტ.
პირადად მე, დაღლილი და ქანცგაწყვეტილი კანკავა რაღაც არ მახსენდება... ამისდა მიუხედავად, თუ მის შეცვლას რაღაც ახსნა მაინც მოეძებნება, კვარაცხელიას შეცვლა და თანაც შესვენებაზე, პირდაპირ კაპიტულაციის ჰგავდა. სხვა რა უნდა დაარქვა, როდესაც ერთადერთ შემოქმედ ფეხბურთელს ცვლი... კაცს, რომელიც თავადვე იქმნის მომენტებს უნიათოდ მოთამაშე თანაგუნდელების ფონზე... ვერანაირი ესპანელი სკაუტების კოჰორტა ამას ვერ გაამართლებს, შეკითხვა ნაკრებისა და კონკრეტული მოთამაშის ინტერესების პრიორიტეტულობის თაობაზე არც უნდა არსებობდეს ( იმედია, ამას არც ხვიჩა იკადრებს) და ნამდვილად არც ის მგონია, რომ ესპანელები შვედებზე უფრო მეტ სივრცეებს დაუტოვებენ მას და თავის გამოჩენის უფრო მეტ საშუალებას მისცემენ ( თუ შევცდი, სამი დღის შემდეგ სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს). შვედეთის ნაკრები როგორმე ანდორა-გიბრალტარებზე მეტი დონეა და მის წინააღმდეგ წარმატებული თამაში თუ რომელიმე სკაუტს გამოეპარა, ეგეც ხვიჩამ იდარდოს?!... ამ ყველაფრის ფონზე რომ აბურჯანიას ბოლომდე დატანჯავ მოედანზე ( ტიპმა ბოლოს შვედების გასაყვანი დრო გაიყვანა, დაეცა და სულაც უმცირესობაში დაგვტოვა), შეკითხვა არ უნდა გაგვიჩნდეს?!... მესმის, შესაძლოა, იმაზე მეტს ვითხოვთ, ვინემ ვიმსახურებთ, მაგრამ ასეთი შეკითხვების იგნორირება უფრო მეტ არაჯანსაღ ეჭვს ბადებს და მათზე პასუხის მოთხოვნა ჩვენი უფლებაც არის და თუ მაღალფარდოვნებაში არ ჩამითვლით - მოვალეობაც...
თოშე
შეეჯახა ხაზთან მცველს, კუთხურს რომ ჰგავდა ალბათ მაშინ
hhh
კაით რა ნუ წაგვჭამეთ ტვინი ამ შეთქმულების თეორიებით რა, თუ 6 წუთის თამაში არ მოეწონა საერთოდ არ გამოვიდოდა მინდორზე და ეგ იქნებოდა ახლა იმ 6 წუთის გამო სხვა ნაკრებში მაინც ვერ ითამაშებს.
aburjga
მიქაუტაძემ ტრავმა სად მიიღო, თამაშის დროს მსგავსი არაფერი შემინიშნავს?! თვითმფრინავში ტრაპზე წაქცევას თუ გულისხმობთ, ის მიქაუტაძე არ ყოფილა! ნაღდად ვიცი ბაიდენმა წაიფორხილა! )))
სიმართლე
ქომაგები არ ვართ სულელები, რომ ასეთი ფეიქ-ნიუსით მოვტყუვდეთ! საქმე ძალიან მარტივადაა: მიქაუტაძე ელოდა რომ თუ ძირითადში არ დაიწყებდა, მინიმუმ 20-25 წუთს ითამაშებდა მეორე ტაიმში (იმსახურებდა კიდეც). ჩამოვიდა ნაკრებში და შეეტაკა მწარე რეალობას - ხიზანა-ფედერაცია თავისი ფავორიტი ფეხბურთელებით და სანიოლიც გადაბირებული მათ მხარეს. რადგან ბუნებით და აზროვნებით ის ევროპელია, ჟორჟმა ვერ აიტანა ეს ნეპოტისტური მოპყრობა და სავარაუდოდ ხელი დაუქნია ამ "მაფიოზებს".
რა მაფიაა?
იმედია მიქაუტაძეზე რამე სისულელე ჭორები არ გავრცელდება... მთავარია ოფიციალურ შეხვედრაში მთავარ ნაკრებში ითამაშა... "ვეღარ გაგვექცევა" ))) წარმატებები ჩვენ ნაკრებს
ნაპოლეონი
ძალიან ცუდი სუნი რომ დგას უკვე ეგ ნაღდია და წყალი არ გაუვა. . . მიქაუტაძემ ტრამვა მიიღო თურმე. . . სად?თვითმფრინავში?. . . შესაძლოა აბაზანაში მიუღიაფ და მსოფლიო გამოუტოვებიათ მაგრამ . . . რატომ იმალება მაშინ. . . გაუმარჯოს მამია ორახელაშვილს !!!. . . გაუმარჯოს მსოფლიო რევოლუციას. . . დედაააც მოვკლავ მამაააც დასაც ძმასაც და შვილსაც თუ კი პარტია მიბრძანებს ამას. . . სუ მკიდია ნაკრები თუ ჩემს პალაჟენია საფრთხე შეექმნება. . . ხოდა ეს პრინციპი არის ამოსავალი წერტილი ჩვენი ფედერაციის მუშაობისა ნოდარ ახალკაცის(უფროსის) დროუდან. . . .ესაა სიმართლე. . .ქარგული ფეხბურთის განადგურება დაიწყო ფარსადანოვიჩმა და ამას წყალი არ გაუვა. . . ამაში ყველა თანხმდება უბრალოდ ცმამაფლა ვერ ამბობენ
ზაზა
შეიძლება მართაც მოხდა რაღაც კომფლიქტი არ არის გამორიცხული მე იმის არ მჯერა რომ მიქაუტაძემ ტრამვაა მიიღო და არც იმის მჯერა რომ კვა იყო შესაცვლელი იმაშიც დარწმუნებული ვარ ეს ჩემი სუბიექტური აზრია რომ რეალური მწვრთნელი ხიზანა და არაა სანიოლი ამ ნაკრების და ამ ბიჭს დაპირდნენ რო ათამაშებდნენ მეც ველოდი რომ შვედეთან ძირითადში იქნებოდა ყველას გვაინტერესებდა გულშემატკივრებს ეს ფეხბურთელი ბოლოს შემოიყვანეს არ ვიცი ფაქტია რომ საფრანგეთში დაბადებული გაზდილი ბიჭია აქაური არ არის არ აქვს ქართული მენტალიტეტი და შეიძლება რაღაც უსიამოვნება მოუვიდა ან ფეხბურთელებთან ან მწვრთნელებთან წაგებული თამაშის მერე და წავიდა და შემოგვასაღეს ვითომ ტრამვა მიიღო მე დარწმუნებული ვარ რომ 2-3 წელიწადში მიქაუტაძე მაღალი დონის ფეხბურთელი გახდება ყველა მონაცემი აქვს ამ ბიჭსს ამისთვის და ჩემი აზრით როცა ადამიანს მოქალაქეობას მიაღებინებ დაპირდები რო ათამაშებ და გულშემატკივარიც რომ ელის მითუმეტეს თუ ახალ ნაკრებს აკეთებ უნდა ათამაშო მინიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა მიეცათ როცა ყველა ვხედავდით რომ ქვილითაიას არ წაუვიდა თამაში და არ ვიცი მომავალში რა იქნება მარა ცუდად მენიშნაა მე ახლა ეს ამბავი.
Levani
ანუ თბილისის ტყვიით გაჟღენთილი ჰაერი შეისუნთქა და "ყენია" დაემართა? ჰაერის ბრალი ყოფილა და ჩვენ ფიზიკურ მომზადებას ვაბრალებდით-ყენია,ჩაკვე,მჭედლიძე და ა.შ.
გიო
ამ ბიჭს 1 წელი დაზდევდნენ მიაღებინეს მოქალაქეობა დაპირდნენ გათამაშებთო და 8 წუთი ათამაშეს სულ შეიძება რაღაც პრეტენზია გამოთქვა მცირე სათამაშო დროზე ამის შედეგად მოხდა რაღაც არ ვიცი მარა იმის არ მჯერა რომ ტრამვა მიიღო სისულელეა
გადასარევი გიორგი
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ტრავმა კი არა მოიშორეს გუნდიდან. სამარცხვინოები ხართ ყველა! სულ ყველა ერთად! კიდევ უამრავი მიზეზის გამო! რამე იმედი რომ ჩნდება იმას ეცემით ეგრევე! ტფუი მიდი დაბლოკეთ ესეც, ხომ გეხერხებათ. შევარცხვინე მთელი ქართული ფეხბურთი და ყველა ჩინოვნიკი თავის ფეხბურთელებიანად და მენტალობიანად!
zaza
რატო გამოცვალეს კვარაცხელია არის რამდენიმე ვარიანტი: 1. ესპანეთთან სკაუტები ჩამოდიან და უნდოდათ კვარაცხელია ზედმეტად არ დაეტვირთათ 2. სანიოლს შეიძლება არ მოწონს ზედმეტად რომ იღებს თავის თავზე თამაშს კვარა და ამის გამო შეცვალა და დაანახა რომ შეუცვლელი არავინ არის, მაგრამ მაგ ლოგიკითი სხვები უფრო გასაყვანი იყვნენ პირველ ტაიმში ვიდრე იგივე კვარა (ნაკლებ სავარაუდოა) 3. მართლა მცირე ტრავმა მიღო და არ გარისკეს მიქაუტაძეზე ბუნდოვანია ყველაფერი, არაფერი ეტყობოდა რომ ტრავმა მიიღო თან რაღაც ჩვენი ნაკრების როგორ ემზადება არანაირი ფოტო არ დევს ფეისბუქზე. მანამდე რავიცი ყველაფერი იდო დაწყებული პირველი ვარჯიშიდან მერე აეროპორტის კადრები და ა.შ.
გოჩა
"რუხი კარდინალი" ხიზანა გუნდში "პალაჟენიას" აყენებს
beqa
საერთოდ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო ამოვიდა ყელში ეს კორუფციონერები.ფედერაცია აშკარად ცუდათ მუშაობს ყველა გაგებით საერთოდ რომელი სამინისტრო მუსაობს კარგად?!
ა
რას ბჟუტურებ რა ეწყინა. თუ ეწყინა სველი ტილო აგერაა
კარგით რაააააა!
ხო აბა შვედებს ხომ დაახია ბურთი თავზე და თბილისში რას უზავს ესპანელედს ხომ წარმოგიდგენიათ.კიდევ, 200 სკაუტი რომ ჩამოდის სპეციალურად კვარას თამაშის სანახავად იმას რატომ არ წერთ.
სანდრო
რაღაც არეულია ნაკრებში მონასტერი. რატომ გამოცვალეს კვარაცხელია, მალავენ. მიქაუტაძეს არავითარი ტრავმა არ მიუღია. ტყუილია. ნაკრებში თამაშის იმედით მიაღებინეს მოქალაქეობა და რომ არ ათამაშეს 6 წუთზე მეტი, მერე ალბათ რაღაცა მოხდა. სადამდე დამალავს ამ ამბავს ფედერაცია?
გიო
მე მეშინია რამე კომფლიქტი ხომ არ მოხდა შიგნით წაგებული თამაშის მერე და სულ არ ინანა მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა მაინც უცხო ქვეყანაშია გაზდილი ეგ ბიჭი სხვანეირად აზროვნებს და რამე ხოარ მოხდა ხოარ აწყენინეს რამე და უბრალოდ წავიდა მე არ გამიგია ფეხბურთელი ტრამვას ავტობუსში ან თვითდრინავში იღებდეს მასე დაწერეს ჩაკვეტაძეზეც ტრამვა აქვსო და გამოვიდა იმ დღეს და ითამაშეს
roma bejanidze
მიქაუტაძეს ველოდი ესპანეთთან ძირითადში. წარმატებები გიოს და მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ.

ზოგჯერ ვფიქრობ რომ ვიღაც ან რაღაც გვთარსავს. არასოდეს არ დაემთხვა ისე რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად გვყავდეს.გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო ესეა ჩვენი საქმე
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..