ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი? ეს არ იყო ის რისკიანი თამაში..." - მერაბ მეტრეველი შვედეთი - საქართველოს მატჩზე სტატუსს ავრცელებს

"რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი? ეს არ იყო ის რისკიანი თამაში..." - მერაბ მეტრეველი შვედეთი - საქართველოს მატჩზე სტატუსს ავრცელებს

საქართველოსა და შვედეთის თამაშის შემდეგ ვილი სანიოლის სადებიუტო შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პალიტრანიუსის ჟურნალისტმა, მერაბ მეტრეველმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირა:

"ახლა ცოტა ვრცლად დავწერ, რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი და რატომ მგონია, რომ ეს არ იყო ის რისკიანი თამაში, რასაც დაგვპირდა.

პორველ რიგში შემადგენლობის გამო. რისკიანად აპირებ თამაშს თუ არა, ეს სწორედ შემოდგენლონიდან ჩანს.

როცა სკამზე სვამ კიტეიშვილს და საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ბერიძეს და ათამაშებ ჯაბა კანკავას და კვეკვესკირს, რომლებსაც დაცვიდან შეტევაში ბურთიც კი ვერ გადააქვთ, რაზეა ლაპარაკი?

საერთოდ, ეს კანკავა რატომ ითვლლება ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად ვერ ვხვდები. კარგი ჩამშლელია და კარგად იბრძვისო. თანამედროვე ფეხბურთში ეს საყრდენისთვის საქმის მხოლოდ ნახევარია. დღეს ყველა გუნდი პრესინგს გეთამაშება, შესაბამისად დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა საკმაოდ გართულებულია. ამ დროს საყრდენი უნდა ახერხებდეს გახსნას, ბურთის მიღებას და შეტევის წამოწყებას. კანკავა კი პასების ალბათ 80 პროცენტს უკან აკეთებს. კვეკვესკირს კი ერთადერთი, რაც კარგად გამოსდის, არის ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა. მეტი სარგებელი მაგისგან არაა.

ან რატომ თამაშობს სულ საქართველოს ნაკრები 4-3-3 ტაქტიკით, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც შვედებივით კლასიკური 4-4-2 სქემით გვეთამაშა, რაც საშუალებას მოგვცემდა ორი ფორვარდი დაგვეყენებინა. ქვილითაია და ზივზვაძე, ან ზივზივაძე და მიქაუტაძე. ხოლო ნახევარდაცვა ასეთი ყოფილიყო (ერთ ხაზზე განლაგებული მარცხნიდან მარჯვნივ): კავარაცხელია-კიტეიშვილი- აბურჯანია-ლობჟანიძე. ან კიდევ უფრო რისკიანი: კავარაცხელია-კიტეიშვილი-ლონჟანიძე-ბერიძე.

აი, ეს იქნებოდა შემტევი და რისკიანი ტაქტიკა. აი, ოქრიაშვილი რომ დაბრუნდება, ცენტრში იდეალური იქნება ოქრიაშვილი-კიტეიშვილის წყვილი. თან ოქრიაშვილს აქვს საყრდენად თამაშის გამოცდილება. მე როგორც მახსოვს, თავიდან ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიამ რომ გამოიძახა, საყრდენი იყო.

რადგან ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ კანკავამ 90 წუთი არ ითამაშა და შეცვალეს, მაიმედებს, რომ სანიოლი მიხვდა, მასზე მეტი სარგებლის მოტანა სხვას შეუძლია. იმედია, ესპანეთთან შემადგენლობაც და ტაქტიკაც სხვა იქნება" - წერს მერაბი

• გურამი

კანკავაზე ძვირის თქმა არასწორად მიმაჩნია

• გურამი

დასანანი მარცხი, არა და თითქმის ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებთ, ეს არის შიში მოწინააღმდეგის. მეტი სითამამეა საჭირო მეტი

• მერაბ გ.

მსჯელობაზე გეტყობა ფეხბურთის აზრზე არა ხარ! რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ეკოლოგიაც, გეოუსაფრთხოებაც კარგად იცით და თქვენი აზრი აუცილებლად უნდა გამოთქვათ? ფეხბურთი ბენზინის ჩასხმა არაა!

• ზესტა

კანკავაზე რამე გაბედოს არავინ, ბიჭი ბოლო წვეთამდე იბრძვის, უამრავ შეტევას შლის,სტატისტიკა მაინც ნახე და რახან დრიბლინგებს არ ასრულებს მაგიტიმ იწუნებ? იმ ტაქტიკაში როცა პირველ ნომერს ვერ ვთამაშობთ,კანკავა შეუცვლელი ფიგურაა დღეს და ფეხბურთის უცოდინრობაა ჯაბაზე რამის ბოდვა.

• Laaha

Jurnalistikashi xo brdgvni exla saniols aswavle fexburts...

• Levani

მამარდაშვილი სამტრედიასთან როცა არ გაუშვებს 3 გოლს მერე იფიქროს ნაკრებზე..ლორია ჯერ კიდევ კარგია და მაკარიძე გვყავს კიდე უკეთესი.

• Levani

კარგი იქნებოდა,მაგრამ მე მარადიშვილზე უფრო ადვილი აფხაზეთის დაბრუნება მგონია..

• ვანჩოპე

ბარემ დაამატე რომ ესპანეთს გააკრავ ბეჭზე

• მაროკო

მეკარე მაკარიძე ან მამარდაშვილი. მცველები კაკაბაძე ლოჩოშვილი დვალი(ან ტაბიძე) გიორბელიძე. ნახევარდაცვა კიტეიშვილი ნინუა აბურჯანია ( ან მარადიშვილი თუ დათანხმდა ჩვენ ნაკრებში თამაშს) შეიძლება წიტაიშვილის დაყენებაც ცენტრში მიუხედავად იმისა რომ ძირითადად ფლანგზე თამაშობს. ფლანგებზე კვარაცხელია ( შემცვლელი ბერიძე) შენგელია ( ან ლობჟანიძე) თავდამსხმელი ზივზივაძე ან მიქაუტაძე. ასევე შეიძლება სათადარიგოები. კვერკველია ხოჭოლავა გრიგალავა ჩაბრაძე მალი ეს დაცვა. ნახევარდაცვა ჯიღაური ხარაიშვილი გვილია. დავითაშვილი ჩემი აზრით ალთუნაშვილმა და სამურკასოვმაც უნდა მიიღონ შანსი და ქოჩორაშვილმაც . თავდამსხმელები თუ მაღალი თავდამსხმელი გვინდა ლობჯანიძე და სიხარულიძეც შეიძლება, მიქელთაძე და რაც ყველაზე მთავარია მცვრთნელი მე უნდა ვიყო ( ეს ბოლო რა თქმა უნდა ხუმრობით,

• ზურა

ვერ გავიგე ვაისის მიერ მოძულებული ფეხბურთელები, შენგელია და ტაბიძე ისევ ღრმა სათადარიგოები არიან და ეს ინერციაა? რომელი არ არის ერთი ძირითადის დონის? სადღაც სეგუნდაში ხანდახან მოთამაშე აბურჯანია, რომელიც ჰოლანდიაში იყო, მწვრთნელმა დასცინა და ისე გამოუშვეს ნაკრების დონეა და ესენი არა? აქ ძმაბიჭობის პონტია ისევ და ეს ღუპავს ქართულ ფეხბურთს...

• 912

საზოგადოების წევრია და ლოგიკურ კითხვებს სვამს...

• კახა

გიორგი 50-ს. ბატონო გიორგი, ბოდიშის მოხდა არ მეთაკილება, მაგრამ კოსოვოსთან მოგება რა შუაშია, ვერ მივხვდი. :) არც მეტრეველთან მაქვს პრეტენზია, კაცმა საკუთარ გვერდზე თავისი აზრი გამოთქვა. უბრალოდ, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო სულ 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს და ნახევარდაცვაში კვარაცხელია-კიტეიშვილი-ლობჟანიძე-ბერიძე უნდა დაგვეყენებინა, ფეხბურთისაგან შორს არის. თქვენ თუ ჟურნალისტ მეტრეველის ანტი-პიარს ეწევით, სხვა საქმეა, მაგრამ მისი არაკომპეტენტური მოსაზრების ტირაჟირება ვერც მას და ვერც თქვენ საიტს ავტორიტეტს ვერ შემატებს. სანიოლის დამცველი არ გეგონოთ. სხვათა შორის, მე უფრო მეტად ვაკრიტიკებ და მერწმუნეთ, ბევრად უფრო საფუძვლიანად, მაგრამ აზრადაც არ მომივა, საზოგადოებას ჩემი ბჟუტური თავს მოვახვიო. საუკეთესო სურვილებით.

• სამწუხაროდ

პოსტი ამ თამაშის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა ფეისბუქზე და რით დაიმსახურა ბატონმა მერაბმა,რომ მისი პოსტი გაგვაცანით? სპორტული ჟურნალისტია,ვეტერანი ფეხბურთელია, საფეხბურთო ექსპერტია თუ ვინ არის? ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივარია,რომელსაც გააჩნია თავის აზრი,რომელიც მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია და მთლად ახლოსაც ვერ არის თანამედროვე ფეხბურთთან.

• გიორგი 50

ბატონო, კახა, თუ კოსოვოს მაინც მოვუგებთ, აქ ბოდიშს მოვიხდი ,,ბჟუტურისათვის ''და სხვისი აზრის გავრცელებისათვის... თუ არადა, მაშინ თქვენ მოიხადეთ ბოდიში.... ოკ?

• არჩი

საქართველოს ნაკრებს და სანიოლსაც ხარვეზები ქონდათ, მაგრამ ეტყობა, რომ ბატონი მერაბი ფეხბურთში მაინც და მაინც ვერ ერკვევა

• KA

რისკი მე იქ დავინახე ჩაბრაძე და გიორბელიძე რომ დააყენა ძირითადში, მე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ და იმედს ვხედავ სანიოლისთან ერთად. რაც შეეხება ამ პოსტს თითქმის ვეთანხმები. შუა სულ დაკარგული გვაქვს და ფლანგებიდან ან კონტრშეტევებზე ვცდილობთ მხოლოდ თამაშს. კანკავა და კვეკვესკირის დრო წავიდა ალბათ სჯობს ახალ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ აქცენტი და გუნდის გაახალგაზრდავებაზე ვიფიქროთ. კონსტანტინ მარადიშვილი არის პერსპექტიული ფეხბურთელი კანკავას შესაცვლელად გამოგვადგებოდა ცსკას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. კანკავას უდიდესი პატივისცემა მაგრამ უკვე ასაკშიცაა და დროა მის შეცვლაზე ვიფიქროთ დაცვაში კარგია მაგრამ შეტევაში ვერ ეხმარება გუნდს. და ზოგადად ამ ციკლში რომ გასასვლელად შანსი არ გვაქვს ყველა ვხვდებით ალბათ,ამიტომ ეს პერიოდი დროა გუნდის გაახალგაზრდავებას დავუთმოთ. აქიდანვე უნდა მივცეთ შანსი ძირითადში მამარდაშვილს,ტაბიძეს,ლოჩოშვილს,გიორბელიძეს,წიტაიშვილს,დავითაშვილს,მიქაუტაძეს და ასეთ ხალხს ვინც რამდენიმე წელში ძირითადის ხალხი უნდა გახდეს. უკვე წავიდა ყაზაიშვილის ოქრიაშვილის კანკავას და ძველი ფეხბურთელების დრო.

• მოსეხონელი

დავამტებ 4 4 2 ახლა მარტო მგონი ინგლისში თამშონენ და ძანმოძველდა ეგ სქემა მეტრეველს უნდა ესმოდეს ამდენი:)რო ამ სქემითროცა თამშობ თავზე მოთამაშე მაგარი ფორვარდები უნდა გყავდეს.

• გადასარევი გიორგი

შვეიცარია არა ოღონდ, უგანდა :)

• 100%

კომენტარები წავიკითხე და ერთს ვიტყვი, ყველას გვინდა გამარჯვება, მაგრამ ფეხბურთი იცვლება და პროფესიონალიზმი გვაკლია. ჩვენი სამშობლოს თანამედროვე გმირი, გიორგია ანწუხელიძე, ნათელში გვიმყოფოს ღმერთმა! მოედანზე მე პირადად, თანამედროვე აზროვნების ფეხბურთელი მინდა ვნახო. ვიღაცეების დრო დამთავრდა. კრიტიკოსებისთვის ვიტყვი: გამოცდილება აუცილებელია მაგალითისთვის და სწავლისთვის, თორემ ნიუტონზე ბევრი, უკვე ბევრმა იცის.

• სტატუს ქუო

უკან ბურთის დაბრუნება არის ფარჩაკობა, მითუმეტეს, როცა აგებ.

• გადასარევი გიორგი

ამ პატივცემულმა კაცმა უყურა ბერიძის თამაშს ალბათ ბავშვობიდან, თორე იმის გამო კი არ დაწერდა, რომ შეცვლამ გაამართლა. კანკავაც ობიექტურად გააკრიტიკა და კვეკვესკირიც იმიტომ კი არა, რომ შეცვლა გაკეთდა... მოკლედ ამის მერე შევწყვიტე კითხვა და მივხვდი, რომ ბნ მეტრეველა ფეხბურთი ისევე ესმის, როგორც სანიოლს საცივის კეთება

• 100%

ფეოლა, როგორც მახსოვს ჟურნალისტი იყო. )

• დათო

რატო გონია რომ სანიოლზე მეტი იცის?? კანკავას წინ მხოლოდ სულაქველიძის დაყენება შეიძლება მას პასუხი შეეძლო!!!

• გოგა

აქ ამბავი ატყდა, მტრისას) ყველას აქვს აზრის გამოთმის უფლებაო და დაუშალა ვინმემ? გამოთქვა და სასაცილოდაც აიგდო თავი. კაცს რომ 4-4-2 შემტევი ფეხბურთი გონია და 4-3-3 ერთი ფორვარდით თამაში, აღარც ვეკაიფოთ? სერიოზულად აღვიქვათ მისი შეკითხვა -"ან რატომ თამაშობს სულ საქართველოს ნაკრები 4-3-3"-ო? პ.ს მერაბ, შენს მიერ დაწუნებული 4-3-3 განლაგება ერთადერთია რასაც ქვია შემტევი ფეხბურთი და საქართველოს ნაკრებს ასეთი სქემით არასოდეს უთამაშია. ბოლოს ასეთი ფეხბურთი (კლასიკური 4-3-3) თბილისის "დინამომ" ითამაშა 1979წ. გერმანიის "ჰამბურგთან".

• dsag

ზივზივაძეს ლობჟანიძეს და სამ გოლ რეკრუტოლოგა პოლუკროვკებს რომ ვერ ეშვება..... თან უნიჭოებს.

• გიზოგ

გააჩნია განსხვავებულ აზრს და დროს. სხვისი გიკვირთ და თვითონ კომენტარში გამოთქმული აზრი ვერ აგიტანიათ. გიფიქრიათ ამაზე?

• Hoda

ერთში არ გეთანხმები. ლორიას მაგივრად იაგოს დავაყენებდი, ხვიჩიას.

• tngh

ეს კაცი მე სტადიონზე არ მინახია... არასდროს. რადგან მეტრეველია, ამიტომ უნდა ვუსმინოთ. სლავა ხომ არ არის, ერთი ჩვეულებრივი ჭორიკანა ჟურნალისტია.

• მანუჩარი

კრიტიკა დასაშვებია მაგრამ ხომ აქვს საზღვარი ყველაფერს. აკეთე ჟურნალისტური საქმე ბატონო მერაბ ხოლო მწვრთნელს დააცადეთ ჯერ გამარჯობა თქვას ნორმალურად. ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ და არა მწვრთნელმა. თითქმის ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და ეხლა ვფიქრობ უკეთესად დაინახა ქართველების შესაძლებლობები. ვნახოთ დანარჩენი სამი შეხვედრა რას მოიტანს. კრიტიკას სულ მოვასწრებთ. წარმატებები საქართველოს ნაკრებს...

• ჯუბა

კანკავასთან დაკავშირებით ვეთანხმები მერაბს.გარდა მუდმივად უკან პასისა(95%} მისი ხისტი{უხეშობის ზღვარზე) თამაში ჩვენს საჯარიმოსთან ძალიან ხშირად უქმნის ხიფათს ჩვენს კარს(ჯარიმის სახით).ხოლო თუ საუბარია ბრძოლასა და პატეიოტიზმზე, მაშინ კონტრაქტორად წავიდეს ავღანეთში.

• კახა

რატომ ავრცელებთ ვიღაცის ბჟუტურს?

• გიორგი-50

საქართველოში განსხვავებული ან კრიტიკული აზრი თუ აქვს ,,ზნაჩიტ'' მტერია.... აჩვენონ ხალხს სანიოლის ოფიციალური კონტრაქტი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვიხდით და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება... თუმცა, ვეჭვობ... ჩემი მხარდაჭერა მერაბს... განათლებული კაცია...

• თემო

ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზე და ცუდი რა არი??

• ირაკლი

კიდევ ერთი პროფესორი გამოჩნდა. რამდენი მომენტი შექმნეს და ერთი მაინც რომ გაეტანათ ამას აღარ დაწერდი დარწმუნებული ვარ. ან კანკავაზე რეებს ბოდიალობ ჩამშლელი რატო ქვია? მთავარი დავალება მაგისი შეტევის ჩაშლაა და უკეთესი ჩამშლელი ვინ გყავს? მაშინ მოვხსნათ ყველა დაცვითი სტილის მოთამაშე და მარტო შემტევები გამოვიყვანოთ. მეკარეც არ გვინდა. რამე აზრიანი თქვით ხოლმე ამ ჟურნალისტებმა მარტო განსხვავებულის დაწერას ნუ ცდილობთ

• ბიჭოს!

შენ რომ გლანძღონ და ამას განსხვავებული აზრი დაარქვან, მოგეწონება? ინკვიზიცია საქართველოში არც ყოფილა, რომ იცოდე!

• ზუკა

არა მარტო ბატონი მერაბი, ბევრია კანდიდატი და ეს ჩვენი ფედერაცია რას ნახულობს მაგ უცხოეთში, მიეცი ამათ ორი მანეთი ან კოკა კოლა ფენოვანი და დაწერენ პასტას ვერ გააგდებინებ ხელიდან და მერე პასუხი იქნება მე კი ვუთხარი მაგრამ ვერ ქნესო

• ზუკა

კრიტიკასაც გააჩნია უნდა იყოს საფუძვლიანი, კაცი ორი დღის ჩამოსულია და რა უნდა ექნა, შვედეთში მომინდომეთ უცებ მოგება, რავა გრძელი ენები გაქვთ, აცადეთ კაცს , ქართული არ იცის თორე ქეცბაიაზე ნაკლებს არ გეტყოდათ, მაგრამ თავის ენაზე გეტყვით მაინც, თქვენ გინდა თქვენნი ილაპარაკოთ ჟურნალისტებო, მაგრამ ეგრე არაა, აცადეთ კაცს, გარისკა იმით რომ ისეთი ხალხი დააყენა ვინც პირველად თამაშობდა, დავალებას შესრულება უნდა, გასახდელში იყავი შენ? მოუსმინე რა დავალება მისცა? ასე რომ აცადეთ კაცს, ქეცბაიას ნერვოხი დამართეთ უაზრო კითხვებით.

• ფეხბურთი

ხან მგონია, რომ ამ ხალხს ნება რომ მისცე შეუძლიათ განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანი დაწვან. ინკვიზიციის ხანაში ცხოვრობს საქართველო ჯერ კიდევ.

• gio

სრული სიმართლეა!

• gio

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "საქართველოში ფეხბურთში ყველა ერკვევა"... ალბათ მწვრთნელების გარდა. ბატონო მერაბ, ხომ არ იმუშავებდით ეროვნული ნაკრების მწვრთნელად? ან ასისტენტად მაინც? ეს ისე, მწარე ხუმრობით...

• lasha

ჩემი აზრით იმ შემადგენლობით რაც ყავს სანიოლს ძალიან კარგად ვითამაშეთ.

• სიმართლე

ამ ნაკრბის და მისი მწვრთნელის საქმე გადაწყდება 2 წელიწადში. მანამდე მწვრთნელს არავინ მოხსნის ან კონტრაქტის ფული უნდა გადაუხადონ 2 წლის. ასე რო გამოსავალზე ვილაპარიკოთ. ბავშვობიდან ფიზ მომზადება და ტაქტიკურ კომბინაციური ვარჯიშები. იგვე დიდ გუნდებში. უმაღლესი ლიგის გუნდებს არ ყოლიათ ფიზ მომზადების ტრინერი. ევროპიდან ჩამოიყვანო სამი ოთხი კაცი ბავშვების დიდების ტრინერები და მთელმა საქართველო ბაშთა და დიდმა გუნდების ტრინერებმა იმათი ვარჯიშებით მოამზადონ გუნდები. აი მერე იქნება შედეგი. ფული არ არიო რომ იდზახიან. ფულიც მერე მოვა. ასე ვარჯიშობენ ევროპაში.

• Tazo

ეს საერთოდ რატომ ექსპერტობს ერთი თამაშით რატომ საუბრობენ ზლატანმა ერთი პასუთ ჩვენი კაშია რომ დააძინა ამაზე არავინ საუბრობს საჯარიმოში რომ დატოვა მარტო, კარგიც თქვით მაგალითად ორივე ფლანგის მხველებმა კარგად ითამაშეს ბერიძეც კარგი ჩანს ეს ბიჭები ნაკრებში არავის გვინახავს

• გიორგი

შენ რაიცი ვის როგორ მოიხსენიებენ უნგრეთში, ჩეხეთში,გერმანიაში ან იტალიაში?აღარაფერს ვამბობ საფრანგეთზს

• თემო

ეს ის მომენტია როცა გაჩუმება სჯობს რამის დაწერას

• ვახო

რა იცი რო არ ესმის?

• ზაზა

მეც 100%-ით გეთანხმებით...

• ლევანი

და რატო?ეროვნული ნაკრებია და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება.

• Just Supporter

ამას ჰქვია ადამიანი ექსპერტობას იბრალებსო... პირველ რიგში სქემა - ატლეტიკო 4-4-2-ს თამაშობს, ლივერპული 4-3-3, ითვლება, თუ არა ატლეტიკო უფრო შემტევ გუნდად?! სქემა არაა მთავარი, მთავარია რა დავალებას აძლევ ფეხბურთელებს.. კიტეიშვილზე შეეძლო ენახა, რომ ტრავმის მერე ჯერ არ უთამაშია და 90 წუთუ თამაში გაუჭირდებოდა. კანკავა კიდე ალბათ ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველია, ვინც ფორმაშიც არის, პრაქტიკაც აქვს და ამავე დროს, მინუსების მიუხედავად, უამრავი პლიუსი გააჩნია - ბრძოლისუნარიანობა, გამოცდილება, დარტყმა და მისი ყოფნა კი არ არის პრობლემა, აბურჯანიას და კვეკვესკირის თამაში იყო პრობლემა, რომელთაც უნდა ეზრუნათ ბურთის დაჭერაზე და ამოტანაზე, მაგრამ უამრავი შეცდომა დაუშვეს. ეგეთი ჟურნალისტები, რომ გვყავს, მაგიტომაც არის, რომ არავინ უსვამს საჭირო ხალხს საჭირო კითხვებს, რაც ნორმალურ ქვეყნებში პროგრესის საწინდარია..

• Sxalteli

კანკავა რა შუაშია, რამდენჯერ ვიყავით შვედების მოედანზე და შეტევის ნაცვლად უკან ვაკეთებთ პასებს, ამ დროს კი მოწინააღმდეგე ასწრებს უკეთ გადააგდეს...

• Gia

Ra gindat,acalet kacs saqmis keteba.sxvis saqmeshi yvela profesoria.sanioli daalagebs yvelafers da dawyebuli aq ukve.gaaqcevt am kacsac.

• Musenbezi

ამას აქუბარდიას მეტი არავინ მოსწონს, საგანი მაინც ესმოდეს... ვინც კი რამეს დაჯღაბნის ფეისბუქზე ყველაფერი კი არ უნდა დაბეჭდოთ!!!

• vili

მაგარი უაზრო ლაპარაკი და უცოდინარი ჟურნალისტი ხარ

• vaxo

მამულო მართალია განსხვავებული აზრი არაა საქ-ში მიღებული. აქ არი პრობლემა არა მარტო ჯაბასთან, მისი თაობის ყველა ფეხბურთელი არც კი უშვებს ნაკრებს მათ გარეშე, მაგალითისთვის კაშიაც საკმარისია. ოდესღაც ჩვენ დონეზე "კარგი" ფეხბურთელები როფესაც ფინიშს აგვიანებენ სასაცილოდ და საცოდავად გამოიყურებიან. ღირსეული წასვლა რჩეულთა ხვედრია. "კაი კაცი" ხელშეუხებლობის გარანტია არ უნდა იყოს და კრიტერიუმად წარსული მიღწევები. ნაკრებში დღეს და ეხლა მინდა ფეხბურთელი რომელიც აწმყოთი და მომავლით ცხოვრობს და არა გარდასულ დღეთა სიტკბოშია.

• პნდ

არა მე უკეთესს გეტყვით ასე დავაყენოთ: ლორია - ქვილითაია, კაჭარავა, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - ზივზივაძე, ტატანაშვილი, ჯაბა დვალი, არაბული - ლობჯანიძე, მიქაუტაძე.

• klimenti

შავი პიარის კლასიკური მაგალითი. დაკვეთაა კანკავას კაპიტნობიდან ჩამოლაბორანტობის და მეტრეველს მალე ბევრი ვუი-ჟურნალისტი გამოუჩნდება მიმდევარი. რომელი შემტევი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრები ჩვენ კი გვყავს, რომ სუფთა ჩამშლელ საყრდენზე ვთქვათ უარი?

• იაგო

კანკავა მართლაც აღარ არის ის როცა ნაკრების ხერხემალი იყო. სესაბამისი შეფასებებიც აქვთ ყველას ტრანფერმარკეტზე და აქედანაც ჩანს ვინ რას წარმოადგენს დღეს. კანკავა აშკარად ამუხრუჭებს ნაკრების სწრაფად გადასვლას შეტევაში. ასევე კვეკვესკირიც საკმაოდ დამძიმებულია. ამიტომაც ვერ ხვდება ლეხის ძორითადში. ერთი პოზიტიური დავინახე ის რპმ ორივე გამოცვალა სანიოლმა მეორე ტაიმში. ანუ ვაისისგან განსხვავებით მიხვდა რომ არ არიან შეუცვლელები. ცერც გავამტყუნებთ ჯერ სანიოლს რადგან ამხანაგური თამაშოც არ ქონია რომ საქმეში გამოეცადა ყველა. მგონი დასანახს დაინახავდა ვინ როგორ ფორმაშია. მისი პროფესიონალური ხედვა აღსანიშნავია იმ კუთხით რომ დაინახა გიორბელიძე და ჩაბრაძე ამოიცნო და ძირითადიც ანდო. პირველი თამაშის კვალობაზე ზალიან მაგრად იტამაშა ორივემ. მე იმედი მაქვს რომ დაალაგებს სანიოლი ნაკრების თამაშს და წარმატებები გცექნება.

• გოგა

ზუსტად ის ვარანტია, რომ იტყვიან უძაღლო ქვეყანაში კატა აყეფდაო...

• ზორბეგი

ნამდვილად არ ვიცნობ ამ კაცს და შეიძლება თამაში მოგეწონოს ან არ მოგეწონოს მაგრამ ამას თუ ფეხბურთი ესმოდეს რავიცი, საიდან? რატო?

• mamulo

მერაბს ვეთანხმები და საერთოდაც აქ ზოგიერთებმა ისწავლეთ განსხვავებული აზრის პატივისცემა. ჩემ აზრს კი ნუ აკრიტიკებ და არიცი ფეხბურთიო კი ნუ მიძახი და ნუ შეურაცმყოფ.( იქნებ შენ არ იცი ფეხბურთი ,მე რას ვწერ რომ ვერ გებულობ)არამედ თამაში ან ცალკეული ფეხბურთელი შეაფასე თუ გინდა.მე ჩემი აზრი გამოვთქვი,შენ შენი. კანკავაზე უკეთესი საყრდენი რომ არ ეყოლება გუნდს და შეუცვლელი იქნება, ამ გუნდის დონე გარკვეულია და ისეთია როგორიც არის-89-ე მსოფლიო რეიტინგში. საშუალო ევროპულ ნაკრებებში კანკავას დონის ფეხბურთელს საერთოდ არ ათამაშებდნენ-ფეხბურთელს, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთიც კი ვერ გადააქვს, რაზეა ლაპარაკი.ამიტომაცაა კანკავას მთელი თავისი კარიერის მანძილზე საშუალო ევროპულ გუნდში არც უთამაშია. არა მე კანკავას წინააღმდეგ პიროვნულად არაფერი მაქვს.ამბობენ ჯიგარი კაციაო,მაგრამ ქვეყნის ნაკრებისთვის ეს ბეევრს არაფერს ნიშნავს. ასე რომ მერაბ 100% ით გეთანხმები.ჩვენს ნაკრებში და ქვეყანაში ბეევრი რაიიმე და ვინმე უნდა შეიცვალოს ჩემი აზრით ,სწორ გზაზე რომ დავდგეთ და აღმასვლა დსავიწყოთ.

• სოსო

ეს კანკავაო,რომ მოიხსენიებს,მანდ მთავრდება ყველაფერი.მართლაც არ ესმის, ვინ არის კანკავა,საქართველოს ნაკრებისათვის და არც ფეხბურთისა გაეგება რაიმე.არც მაგის ჟურნალისტობას ვაფასებ,დიდად და არც კაიკაცობას,მაგრამ არ ვყვირი,მოაშორეთ ეს კაცი,მედიასო.მისგან განსხვავებით.

• ისიდორე

ფეოლას ტაქტიკა ფეოლას

• niko

შენი ექსპერტობა არ გაიშვა

• ნოდარ ღაჭავა

წადი, ბიძია და პოლიტიკაზე წერე! არცერთ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის კაპიტანს ასეთ ნეგატიურ კონტექსტში არ მოიხსენიებენ. გგონიათ, რამე მართებს ჩვენი? გგონიათ ვალანსიენი და ტობოლი არ მიიწვევდა თუ ნაკრებში არ ითამაშებდა? ვიდრე ენას აყრანტალებთ, დაფიქრდით, რა მისცა ნაკრებმა ჯაბას (არაფერი!) და რა მისცა ჯაბამ ნაკრებს (ყველაფერი, რაც კი შეეძლო!). მეც მინდა უკეთესი ფეხბურთელი ნაკრებში, მაგრამ არ გვყავს. ასაკს რაც შეეხება, ყველა ნაკრებში თამაშობს ლეგენდა, რომელიც ახალი თაობისთვის მაგალითია პროფესიონალიზმისა და ქვეყნისთვის თავდადების. ამ მხრივ კი კანკავას არავინ შეედრება! და ბოლოს, ერთი რამეც - ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო სანიოლის, ახლა პირველად ხედავს საქმეში „მასალას“, რომლისგანაც საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიით მომავალი წარმატების ბირთვი უნდა შეკრას და იქნებ ვაცალოთ ადამიანს მუშაობა. თვითონ მეტრეველი რას იტყოდა ნეტა, მისი სადებიუტო სტატიის ფილოლოგიური კრიტიკით რომელსამე საფეხბურთო მწვრთნელს (ამ სფეროში უსათუოდ დილეტანტს) რომ გამოედო თავი?

• Vasili

აი დილეტანტიზმის მწვერვალი! კაცი გუშინ ჩამოვიდა , ჯერ გამარჯობაც არ უთქვია წესიერად და ამან ჭკუის დარიგება და ასე ჯობია და ისე ჯობდა დაიწყო, თან ვის მიმართ ადამიანს ყველანაირი საფეხბურთო ტიტული აქ მოგებული./

• hhh

სად ააქ ოქრიაშვილის საყრდენის ფიზიკა?

• კრაზანა

ოქრიაშვილი საყრდენადო :) როგორი მომენტია იცი? აი სად დაგენძრა :)

• დ.ქ.

ეს რა ძაან ექსპერტი ყოფილა :)) იქიდან გამომდინარე, რომ სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ჩაატარა პირველი თამაში, თან შვეიცარიის მაკრებთან გასვლაზე, განსაკუთრებულ რისკზე ვერ წავიდოდა სანიოლი! ისე, ჩაბრაძე და გიორბელი ძირითადში, რომ დააყენა ნამდვილად გარისკა ;)

• სიმართლე

პიროვნება კაია, მაგრამ ფეხბურთი არ ესმის. მერაბ მე ფეხბუტის თამაში კარგად ვიცი. მაგრამ შენ თუ ფიზ მომზადებაში მაჯობებ მომიგებ. რა გამოდის მე კარგად ვითამაშე და შენ მომიგე. ასეა ნაკრებიც ტეხნიკა აქვთ მაგრამ რობოტოტებივით მომზადებულ ევროპის გუნდებს ფიზიკურად ვერ ჯაბნიან. კანკავაზე ბურტის წამრტმევი ფეხბურტელები არ გყავან. ჩვენ საჯარიმოში თავისუფლად დასეირნობენ ჩვენ გვიჭირს იმათ საჯარიმოში შესვლა. ბავშვებიდან 5 წლიდან უნდა დავიწყოთ ფიზ მომზადება და დიდობაში მაგდენი ტრამვები აღარ იქნება.

• სიმართლე

პიროვნება კაია, მაგრამ ფეხბურთი არ ესმის. მერაბ მე ფეხბუტის თამაში კარგად ვიცი. მაგრამ შენ თუ ფიზ მომზადებაში მაჯობებ მომიგებ. რა გამოდის მე კარგად ვითამაშე და შენ მომიგე. ასეა ნაკრებიც ტეხნიკა აქვთ მაგრამ რობოტოტებივით მომზადებულ ევროპის გუნდებს ფიზიკურად ვერ ჯაბნიან. კანკავაზე ბურტის წამრტმევი ფეხბურტელები არ გყავან. ჩვენ საჯარიმოში თავისუფლად დასეირნობენ ჩვენ გვიჭირს იმათ საჯარიმოში შესვლა. ბავშვებიდან 5 წლიდან უნდა დავიწყოთ ფიზ მომზადება და დიდობაში მაგდენი ტრამვები აღარ იქნება.

• რა მაფიაა?

კანკავა რომ გამთამაშებელი და ტექნიკური არაა, გასაგებია, მარა მის გარეშე დიდი შანსია გადაგვჯეგონ და თან ძალიან დიდი მუხტი შეაქვს გუნდში და ამიტომ ჭირდება კიტეიშვილი მეორე საყრდენად, რომელიც შეტევის წამიწყებაშიც და გამთამაშებლადაც ძაან კაია და ჩამჭრელადაც

• გიორგი

მე მწვრთელის საქმეში არ ვერევი როგორც გულშემატკივარი ვქომაგობ ჩემს ნაკრებს მწვრთნელი მოყვანეს მისცეს დრო დაუსახეს შედეგი და მისი შედეგებიდან გამომდინარე პროფესიონალები გადაწყვეტენ მის მომავალს ყველა დალაგებულ ქვეყანაში ასე ხდება და ზოგადად შეფასება მწვრთნელის ხდება იმის შემდეგ როცა რაღაც პერიოდი გაივლის ადამიანს უნდა აცადო მუშაობაა და აქ ყველა როგორ "პროფესორობს" ყველა პოლიტიკოსი ზოგიერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი როგორ არის საქართველოში ახალი გვარდიოლა მოურინიო და კაპელო მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს და ამ კაცს აცალონ მუშაობა და თავის საქმის კეთება

აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებებს, უბრალოდ ერთიცაა, სანიოლს ნამდვილად ცოტა დრო ჰქონდა და ამიტომ ჯერჯერობით მისი კრიტიკა ნაადრევია. იმედი მაქვს, რომ სწორ დასკვნებს გამოიტანს და თუნდაც ბერიძის მსგავს ფეხბურთელებს ხშირად მისცემს სათამაშო დროს. იგივეს ვფიქრობ ზივზივაძეზეც და სხვებზე.

• Levani

ოხ..მოვიდა ბიჭი მადაზე.. და ვინმე იყო აღფრგოვანებული შედეგით ან თამაშით? სამარცხვინო თამაში არ ყოფილა,იყო პოზიგიური მომენტები..იგივე მარცხენა მცველის გამოჩენა ბოლოს და ბოლოს. კანკავა-კვეკვესკირის რაც შეეხება არის ამაში სიმართლე..გატუზო-პირლოს რიმეიქია ოღონდ მაგათ წინ კაკა,ზეედორფი,შევჩენკო და კრესპო ყავდათ. ან სანიოლის რა ბრალია- კაცს ჯერ მუშაობა არც დაუწყია,2ვარჯიში ჩაატარა და ახლა იცნობს გუნდს

• Semi

ბაიერნის ფეხბურთელი, 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს ასე მგონია. კანკავას და კვეკვესკირის შეფასებაში ვეთანხმები, რად გვინდა ორი ჩამშლელი რომლებიც მარტო უკან აკეთებენ პასს. ყველაზე კარგი მაგ პოზიციაზე ნაკრებში იყო ჯანო, როდესაც ვაისმა დააყენა პირველად მაგ პოზიციაზე. იმედია ჯანო დაბრუნდება მალე.

• არ ესმის ფეხბურთი

4-4-2 არის ძალიან რთულად სათამაშო სქემა. მაგ დროს ცენტრში გჭირდება ორი ძალიან მაგარი ნახევარმცველი. ინგლისიც კი შეეშვა მაგ სქემოთ თამაშს, რადგან აღარ ჰყავს აღარც სქოულზ-ჯერარდ-ლალპარდ-ინსი ცენტრში და აღარც მაგარი ფლანგელები. ცენტრში ორი ნახევარმცველით რთულია კარგად გადაკეტო შენსკენ მომავალი შეტევები და ამავე დროს სრულყოფილად წახვდე წინ. საფრანგეთს მაგალითად კანტე და პოგბა/რაბიო ჰყავს, მაგრამ მაგათ წინ გრიზმანს აყენებენ გამთამაშებლად რადგან იციან მხოლოდ ეს ორი ბურთს ვერ ამოიტანას. მოკლედ მერაბ, ფეხბურთი არ არის შენი საქმე

• დათო

რატო გონია რომ სანიოლზე მეტი იცის?? კანკავას წინ მხოლოდ სულაქველიძის დაყენება შეიძლება მას პასუხი შეეძლო!!!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა