საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ "ტუმბა არენაზე" გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა:

"ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იმავე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე, საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.

ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელმაც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს".

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის "ტუმბა არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

pesimisti
შედეგი ყველამ წინასწარ ვიცით, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.
დემური
ამასთან რა შუაშია მაგრამ ეს მარადიშვილი როა ცსკას ნახევარმცველი ნეტავ რისი იმედი აქვს, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატშიც არ შეიყვანეს განაცხადში რუსებმა. ისე კი, თუ არ უნდა ვინ აძალებს, მაგრამ არ ჭირდებათ. არადა არაა ურიგო მოთამაშე
შოკირებული გულშემატკივარი
დღეისთვის ეს საუკეთესო შედეგი იქნება მარა წინსვლის იმედი მაინც მაქვს
შოკირებული გულშემატკივარი
თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და ეს გვახარებს მარა ვარსკვლავების მოწყვეტას თავდაუზოგავი და მრავალწლიანი შრომა ჭირდება
შოკირებული გულშემატკივარი
მადლობა ასეთი მცირე ანგარიშისთვის რადგან ჩვენი ნაკრების ყველა პრობლემა დღეს გამოჩნდება
123
ერთი დადებითი შედეგი არ გაქვთ ბერძნებთან და მოგებაზე იქაჩებით?
555
თქვენი ენაა მტერი თქვენი, წინასწარ რას გაიძახით მოვიგებთ მოვიგებთო, ანგარიში გაინტერესებთ? 2-0 ბერძნების სასარგებლოდ და თქვენ დააბრალებთ ისინი წინა ტურში ისვენებდნენო
კიჭი
მოსაგები თამაშია დღეს უეჭველი ჰანდიკაპითაც შეილება მოვიგოთ არ არის გამორიცხული თან ბევრი გოლი გავიდა ამ ბოლო თამაშებში ასერომ წარმატებები ქართველებს.
las
ჩემს სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ. ეს კვეკვესკირი არ მიმაჩნია ნაკრების დონის მოთამაშეთ. არც ნიჭი აქვს და არც იმპროვიზაციის უნარი. ჯიღაური და აბურჯანია უკეთესი იქნება მის მოზციაზე. ისე კი მიქაუტაძის, ჩაკვეს და წიტაიშვილის დიდი იმაედი მაქვს. ესენი ტუ დაგვემატა დარწმუნებული ვარ ყველა გრანდს ტოლ სწორად ვეთამაშებით.
sirbanjo-s
ქვილითაია ნაკრებიდან გასაგდებია
naxalivkeli mudreca
გამაგრდი აჩი - ძმაო, განა ჩვენც მასე არ ვართ...მე ვხედავ, რომ ვიგებთ. შეგიძლია არც უყურო თამაშს...ანგარიში 0:2... გოლები - ქვილითაია და კვარაცხელია.
ბაჩი
აზაროვი და კობოური ამ დილას რომ არ გაგეგო არც გაგახსენდებოდა მათი არსებობა,ასე არ არის? მალი გახსოვს?
გია
1tv.ge ქვის ხანაშია! იმის მაგივრად, რომ "სურათი" მსოფლიოში რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას მიაწოდოს, მარტო შიდა აუდიტორიას აწვდის. გვარცხვენენ და აფერხებენ ქართულ ფეხბურთის პოპულიარიზაციას. მიხედეთ ამ არხს, მარტო პოლიტიკურ ჭორებში რომაა გახვეული!...
ემიგრანტი
მინუსი ბაია პატარაიამ დამიწერა უეჭველი
gia jashi
ხვალ ბერძნებს ბეჭებზე დავდებთ!
ემიგრანტი
ერთა ლიგისთვის ბომბა ნაკრები შეიკვრება ძალიან იმედის მომცემი თაობა მოდის . მამარდაშვილი. ლოჩოშვილი. გიორბელიძე ნინუა წიტაიშვიკი კიტეიშვილი აზაროვი კვარაცხელია მიქაუტაძე კობოური კოხრეიძე ჩაკვეტაძე და სხვა ბევრი.დანარჩენი თქვენ დაამატეთ იმედია ყველა ჯამრთელად იქნება და ერთხელ და სამუდამოდ გავალთ ევროპაზე და შემდეგ მსოფლიოზე ერთა ლიგებიდან დიდი შანსები გვაქვს . მეთი ახალგაზრდა ნაკრებში რომ მეტი გამოცდილება მიიღონ. წარმატებები
გურამი
ბაია, გამოდი, გიცანით
აჩი***
ხვალ რომ ვერ მოვიგოთ სისხლი გამეყინება გულში უკვე ვერ გავქაჩავ.:)) ძალიან მიყვარს ჩვენი ნაკრები წარმატებები ბიჭებო დროა გავიზარდოთ
დასკვნა
მე პირადად ვთვლი რომ ესპანეთთან ფრე ვითამაშეთ. მათი გუნდის "ზამენები" სადაც თამაშობენ, ჩვენი ძირითადი ბირთვი იქ მაინც რომ თამაშობდნენ, სამი ბურთის სხვაობით მოვიგებდით. რა მასალაც გაგვაჩნია, უმაღლესზე უმაღლესი მიღწევაა. დიიიიდი იმედი მაქვს მომავლის..........................................
912
გუნდი სახელად "ლუზერი"
912
ვიცით ვილი ადვილი თამაში არ იქნება ყველაფერს დადებთ ბოლომდე იბრძოლებენ ბიჭები და 2-1 წააგებთ...
ბერდო
98-ე მდე თუ ჩავიდნენ კი დასაფასებელია ნამდვილად.
Gia
მთავარია ყველა დაგვაფასებს აწი. ეს სანიოლის დამსახურებაა.ასე რო ევროპა გვიფრთხილდით.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ