საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გუნდში, რათა ის მცირედი ხარვეზები, რაც თამაშის დროს ჩნდება, აღმოიფხვრას?

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

ამბოკარი
ვფიქრობ სწორი ბზა აქვს არჩეული ახალ მწვრთნელს, სავარაუდოდ ის ადგილობრივ ჩემპიონატში მოძებნის ძირითად რესურსს და ლეგიონერებიდან დაიმატებს იმათ, ვინც იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება. ასეთი მიდგომა ორმხრივ სასარგებლო იქნება, ადგილობრივ კადრებსაც მისცემს მოტივაციას და აუცილებლად აამაღლებს ეროვნული ლიგის დონეს, ასევე უფრო მოტივირებული გახდის ლეგიონერებს და შედეგად მივიღებთ მაღალი კონკურენტუნარიანი დონის ფეხბურთელებს, რაც თავის მხრივ ნაკრების თამაშის ხარისხზე აისახება.
ემზარ
სრულიად მართალია! დანარჩენმა ფეხბურთელებმა ამ დროს რაც შეიძლება მეტი უნდა იმოძრაონ,იცდილონ გახსნა და დისონანსი შეიტანონ იმ მომენტისტვის მოწინააღმდეგის დაცვაში ,თითო ფეხბურთელს თითო მცველი ხომ გაყვება და ეგაა რა...კორიდორი გაუკეთონ .... 1984 წლის თებერვალში ვნახე პირველად ბათუმში ლეგენდარული დინამოს თამაში სტადიონზე...მანამდე აბა ტელევიზორში ხომ ვერ დავინახავდი უბურთოდ რამდენს დარბოდა რამაზ შენგელია(
ემზარ
ბექა ალბათ მარადიშვილი იგულისხმე ხომ?
ემზარ
ქვილოზე გეთანხმები ,მარა ლორიასთან რაღა გინდა?თუ ესპანეთთან ცოტა წინ რომ იდგა და გაუშვა მაგაზე ამბობ?ისე სხვათაშორის ნოიერიც უშვებს ხანდეხან მასეთ ლაპსუსებს ,მაგრამ მის შეცვლას არავინ არ ითხოვს ...ლორია კარგად დგას დღესდღეობით და მამარდა იქნება მისი შემცვლელი ...
თაზო
ძირითადი ბირთვი უნდა მომზადდეს ადგილზე.უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებიდან ინტენსიურ რეჟიმში
დათო
თუ ყველა თამაშზე ესე იბრძოლებენ ფორტუნა ზურგს აღარ შეაქცევს
რომა
კი ნინუა უეჭველი მაგრამ ჯერ პაოკში უნდა ქონდეს სისტემატიურად სათამაშო პრაქტიკა... მასავით უნაკლოდ საჯარიმოს ვერცერთი ქართველი ვერ ასრულებს.....
oto
მეტი მოძრაობა
დავით
სტატისტიკურად ბოლო წუთებზე გვიტანენ მე ვფიქრობ რომ მთელი ყურადღება ბოლო წუთებზე უნდა გადავიტანოთ რომ შეცდომა არ დაუშვათ დაცვაში.
semi
ნაკრებში არაფერი უნდა შეიცვალოს, მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბს უნდა მიეცეს მუშაობის უფლება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ვაიის რასაც უკეთებდნენ ჟურნალისტები და ქომაგები ბუდუ ზიბზიბაზის გამო, ეგ იყო სამარცხვინო. თუ ვერ დადებს სანიოლი შედეგს უნდა გაათავისუფლო მაგრამ შენ აქიდან ტაქტიკა უგეგმო და დემეონსტარაციულად პრენსკოფერენცია ჩაშალო იმის გამო რომ ვიღაცა გამოიძახა და ვიღაცა არა, არაა სწორი. აი ფედერაციაში კი ბევრი რამეა შესაცვლელი, კარგი ფეხბურთელობა კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს, ფედერაციაში მომუშავეებს ბევრად მეტი ცოდნა მოეთხოვება მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსების მართვაში, პროექტების მართვაში ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელის კარიერაა.
ფეოლა
გუნდში სასწრაფოდ შესაცვლელია ლორია და ქვილითაია. ჩაანაცვლეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მოგვარდება ძირითადათ პრობლემა...ჰო კიდე, აუტის მოწოდება ისწავლეთ!
ქართველი
კარგი გამტამაშებელი გვინდა და ცენტრფორვადი ხო გვინდა და გვინდა. დანარჩენი მეტ ნაკლებად ნორმალურია. ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი და მიქაუტაძე რო იქნებიან ფორმაში აი მერე უნდა ვაჩვენოთ მართლა ჩვენი ძალა ყველას. ნაკრებს 3 თამაშში ასე მოემატებინოს და გასვლაზე 9 კუთხური ასეთი რამ არ გვახსოვს არავის. ჯერ ჯერობით ბრავო სანიოლს 7 დღეში გარდაქმნა გუნდი.
ტორპედოელი
კარგი ცენტრ ფორვარდი გვინდა... ქვილითაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან ნელია და ძაან მძიმედ მოძრაობს...
ბაჩი
ქვეყნის მართვაც არ იციან და მოვიყვანოთ ჟაკ შირაკი
ბაჩი
კაშიას ცოტა დააკლდა ესპანეთთან კუთხურიდან
ბაჩი
დანარჩენების რა გითხრა მარა ნინუა არა?
გურია
სახელმწიფოს 5 000 000 წლიური ინვესტიციასა და კერძო სექტორის 5 000 000 იან ინვესტიციას შორის რა სხვაობაა, ერთი და იგივე სუბიექტის დაფინანსებაში (განვითარების კუთხით) ამიხსენი მეგობარო და გეთანხმები?.. ეს ისე რიტორიკულად.. ჩემი აზრით განვითარებისთვის საჭიროა საქმისადმი გულწრფელი და კვალიფიცური მიდგომა (ცუდ მოცეკვავესო ქვედაწელში რაღაც ორგანო უშლიდაო..) ჰოლანდიაში აგრო კულტურას სტარტზე სახელმწიფო აფინანსებს, შემდეგ ტენდერის სახით 50%-ს ჰყიდის, ასევეა მცირე ბიზნესში.. მორალი: სახელმწიფოს ხელშეწყობის და პირდაპირი ფინანსური ინტერვენციის გარეშე ძნელია რომ რამე განვითარდეს, ხოლო შემდგომ, კრეატიულ ბიზნესმენს აძლევს საშუალებას დარგი თავისი შეხედულებით წარმართოს და განავითაროს და თვითონ რჩება მყარ გარანტორად 50% ით.. შენს აზრს ვაფასებ მეგობარო, მაგრამ ძალიან ხშირად მუსირებს მსგავსი ვერსია და მგონია რომ გააზრებული არა აქვს ბევრს და ისე ამჯობინებს ამ ვერსიას, მეჩვენება რომ ეს ყველაფერი ფეხის ხმას აყოლას ჰგავს.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარია საქმისადმი პატიოსნება და ერთგულრბა!!!
ჩორნა
მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ! არააქვს მნიშვნელობა კოსოვოა თუ ბრაზილია ფინალია თუ ამხანაგური, სპორცმენი უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს! დროა მეკარე ვიპოვოთ ახალგაზდა ვინც თამაშში იქნება ჩართული და მოკლე პასის გაკეთება შეეძლება, ლორიას სეივს აზრი არააქვს ბურთი ვერ ამოაქვს და ამიტომაც ბოლო წუთებში დანარჩენი 10 ფეხბურთელი გახეულია შუაზე უაზროდ ატანის გამო, ამას მარტო მე ვაჩნევ???? და გვიკვირს ბოლო წუთებში არ გვიმართებსო!
Bevri.
ძალიან ბევრი რამე. ყველაფერი. ეხლა აზრი არა აქვს ლაპარაკს ჯერ კიდე უნდა იტეხოთ კისერი
რომა
პირველ რიგში ტრამვები არუნდა ქონდეთ ბიჭებს და სათამაშო პრაქტიკა ვუსურვოთ... ამის მერე კი ლოჩოშვილის უგულველყოფა არ შეიძლება... კოხრეიძე კირკიტაძე არაბიძე დავითაშვილი ხარაიშვილი ივნისში უნდა გამოიძახონ და ნახოს ვილიმ საქმეში როგორ ითამაშებენ.... ასევე იმედი მაქვს მიქაუტაძე რომ გაამართლებს იმედებს.. წიტას ველოდები ივნისის თამაშებზე... და ლორია უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტში თუ ახალ გუნდს ვაკეთებთ დააყენონ და შეაჩვიონ ნაკრებს მამარდაშვილი. ხოჭოლავაც უფრო სოლიდურს გახდის უკანა ხაზს
feola
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ და ფეხბურთიც რაგბიში არ მერევა, მაგრამ აუტებზე ნამდვილად უნდა იმუშაოს ჩვენმა ნაკრებმა, აუტის მოწოდების დროს აზრზე არ არიან რა უნდა ქნან :( 99%-ს ჩვენ აუტებიდან მეტოქეს ვაბარებთ ბურთს :( არაა, ეს უმნიშვნელო დეტალი!
ნონა
ჩემი აზრით ბიჭებმმა უნდა გამოასწორონ, ფსიქოლოგიური მიდგომა, როცა ძლიერ მეტოქეს უპირისპირდებიან, ასეთი წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ. მითუმეტეს თამაშიდან თამაშამდე, აშკარად აუმჯობესებენ სათამაშო ხარისხს. ბიჭებო, თუ მოინდომებთ, არავისზე ნაკლებები არ ხართ!
გრიგოლი1408
ფეხბურთისადმი მიდგომა.
ოტტო
პირველი და ყველაზე მთავარი- ლუზერის ფსიქოლოგია არის მოსაშორებელი.ყველა მატჩში- მხოლოდ გამარჯვება. მიზანი უნდა იყოს ყველაზე მაღალი(ჯგუფიდან გასვლა). ვინც არ ეთანხმება, წავიდეს ნაკრებიდან. ფრეზე რომ ფეხბურთელი კმაყოფილი ხარ, ეს არის არაპროფესიონალიზმი და მარაზმი. ვერ მიაღწევ მიზანს? მოდი იმაზე კი არ იფიქრო, რომ აი რთული ჯგუფი იყო და ა.შ. არა იმაზე იფიქრე, რომ სად მჭირდება გაძლიერება, რომ ამ რთული ჯგუფიდან გავიდე? სად რა დავაკელი რომ შედეგი ვერ დავდე? და კიდევ ერთი- სანამ ხალხი კმაყოფილი იქნება წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთი- არაფერი შეიცვლება. სულ იქნება მომავლის გუნდის შენება და ეს მომავალი კი არასოდეს დადგება.
ჯონდო
ვა უკვე დაიწყეთ? აცალეთ იმ პატიოსან კაცს ცოტა
მიხეილი
როგორც იქნა ნაკრებში კარგი ცენტრალური მცველები გვყავს. საიმედოები და ძლიერები. შეტევის განლაგებას ჭირდება დამუშავება. ის რა განლაგებაც გვაქვს დაცვაში, აუცილებელი არ არის იყოს შეტევის დროს. ცენტრალური მცველები იმიტომ ვახსენე, რომ თავისუფლად შუძლიათ პოზიციური შეტევის დროს ორი კაცით დარჩნენ უკან. ამის ნიჭიც აქვთ და გამოცდილებაც. გვილია,აბურჯანია, კვეკვესკირი და სხვა ცენტრალური ნახ.მცველები წინ მეტად გაბედულად უნდა მიდიოდნენ. ასე სიტყვიერად ვერ ავხსნი პლუს არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში მაგრამ ვუყურებ რამოსის მოქმედებებს დაცვის უკანა ხაზიდან შეტევაში, ვუყურებ ბუსკეცს, როგორ და სად დგას, ვაკვირდები დეიონგს, როგორ რჩება უკან და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს აზრი. ბურთს ყველა იჭერს უკანა ხაზში, დანარჩენი წინ ყველა მოძრაობს გასახსნელად. აღარ არსებობს მოედნის ცენტრი დღეს. ბურთი ან უკანა ხაზშია ან მეტოქის საჯარიმოში.
გელა
ესპანელებთან მატჩის შემდეგ გამიჩნდა იდეა: საქართველოს ნაკრებმა ვარჟიშები ჩაატაროს 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებთან, რომელთა რაოდენობა მოედანზე (მეკარის გარდა) იქნება 15. შეხვედრები ნაკრებმა ყოველ ჯერზე ჩაატარონ ახალ გუნდებთან
სულო
პირველ რიგში ფიზ მომზადება, სისწრაფეზე ორიენტაცია,მეტი ამხანაგურები და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის გასინჯვა და შანსის მიცემა..
beqa
თანახმა ვარ მაგრამ ამათმა მამარდაშვილი ვერ დაითანხმეს და ბრაზილიელს საერთოდ რას დაელაპარაკებიან!!!
fff
ერთი ნორმალური ცენტრფორვარდი გვინდა რა კაი ჯანდაბას ნუ იქნება ბორია პაიჭაძის, შენგელიას, ან შოთას დონის მარა იყოს ჩელეს დონის.დდდ
hhh
გეთანხმები მარა აქ ხასიათშია პრობლემა თორემ ტალანთით და ნაჭით არც არაბიძე და ოქრიაშვილი ჩამოუვარდება ხვიჩას და ჩაკვეს, მარა საფეხბურთო ხასიათი დისციპლინა და შრომისმოყვარეობა არ უვარგათ.
თემო
უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ნაკრებს და ფეხბურთელებს, მოტივაცია უნდა გაძლიერდეს ნაკრებში, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფინანსური, ცოტა ძნელია ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით თქვა და გააკეთო, მაგრამ მუშაობა უნდა დაიწყოს ფედერაციამ და მთავრობამ, როგორც ნაკრების ფეხბურთელებთან ,ასევე ნაკრების კანდიდატებთანაც, ფეხბურთელებთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები და რჩეული სკაუტები(რომ ზუსტად შეურჩიონ ფეხბურთელებს გუნდები და გარემო) უნდა ხელი შეეწყოს ფეხბურთელების სწორ განვითარებას.
გოგა
მე დარწმუნებული ვარ, რო რამოდენიმე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია კიდევა საქართველოში, ოღონდ ვერ ხედავენ ჯერ ან არ ხედავენ. უფრო უნდა გახალგაზრდავდეს ნაკრები, ხარაბაძე ნინუა და კიდევ არიან ბიჭები.. ამ ეტაპზე ვინც გვყავს თავდამსხმაზე, არცერთია ნაკრების დონე, იმედია მიქუტაძე ან წიტეიშვილი გამოასწორებენ ამ პრობლემას. სანიოლმა უნდა ეძებოს ეძებოს და ძალიან ნიჭიერ ბიჭებს იპოვის და რაც ძალიან სასიხარულოა უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა
გლახუნა
-გაცილებით მეტი ფიზიკური მომზადება, -აბსოლუტურად ყ ვ ე ლ ა ნაკრებთან მ ო გ ე ბ ა ზ ე თამაში, - მუდმივი აგრესიული თამაში ბურთის მუდმივი კონტროლისთვის, -გაცილებით მეტი უბურთოდ მოძრაობა, მით მუდამ ძებნა მეტოქის სისუსტეები, -ბ ო ლ ო მ დ ე თამაში.
hhh
როცა ასეთი დეფიციტია ცენტრ ფორვარდის რას იტყვით ჯოვინო ფლამარიონის ნატურალიზებაზე?
hhh
რა უნდა შეიცვალოს და ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი უნდა განიკურნოს, უთამაშებლები ვინცაა გვილია, კვეკვესკირი, გიორბელიძე, შენგელია უნდა მიეცეთ სათამაშო დრო თავიანთ გუნდებში ეგაა და ეგ.
გადასარევი გიორგი
"რაც არა გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევს წადილთა ნებასა" - აი ეს იტყვები თუ მიიღო ფედერაციამ სამოქმედო გეგმად, ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ რაღაცა გამოვა. თან კარგი საქმე და თან ახლობლების დასაქმება, რომლებსაც სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნიათ და პირადი ინტერესი კი - იწვევს მხოლოდ მოკლევადიან წარმატებებს, ჯამში კი სულ განწირულები ვართ მარცხისთვის, რადგან გუნდში შიგნითვე სხვადასხვა ინტერესები იქნება. ამიტომ პირველ რიგში მთავარია ირიბად და არასპორტული კუთხით დაინტერესებული ხალხი ჩამოშორდეს ნაკრებს. პრიორიტეტი უნდა გახდეს : ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, მიქაუტაძის, კიტეიშვილის და ასე.შ ბირთვის გაძლიერებისთვის ყველაფრის გაკეთება, რომ მარტო მოედანზე კი არ გადაწყდეს ყოველ თამაში რამე, არამედ ბევრად ადრე ქვეყნის მიერ ფეხბურთელებისადმი მიდგომებში. და აჰა თქვენ სამი კონკრეტული რჩევა ჩემგან, ძალიან გააზრებულად გეუბნებით, ეს არაა სიტყვების ბრახა -ბრუხი: 1. მიეხმარეთ ჩაკვეტაძეს! სჭირდება იმ კაცს დახმარება აშკარად. ყურადღება. 2. აუცილებელი რამ, რომ აღორძინება დაიწყოს, ეს არის - კომენტატორი!!! არ გვივარგა კომენტატორები. უნდა იყოს ვინმე იუმორის მქონე, განათლებული პიროვნება, რომელსაც უბრალოდ უყვარს ფეხბურთი, მარტივად, პირდაპირ საუბრობს, იცის ქართული ენა , შეუძლია დროულად იცვალოს წინასწარ განწყობილი აზრი ტამაშის დროს , არ იყოს დაშინებული ფეხბურტელების და მწვრთნელის კრიტიკისთვის. ეს დამიჯერეთ არც თუ რთულია, უბრალოდ უნდა ნება, კონკურსი სჭირდება ამას, ვთქვათ აიტვირთოს სადმე საიტზე და გულშემატკივართა ხმების მიხედვით იქნას არჩეული. ეს საქმე უდიდეს ბიძგს მისცემს ფეხბურთის განვითარებას! დამიჯერეთ. 3. დინამო თბილისის აღორძინება უნდა დაიწყოს, ამ გზით მხოლოდ განვითარდება ჩემპიონატი. შესაბამისად ვიღაც ვიღაცა უნამუსო ხალხი წასასვლელია ამ კლუბიდან, გულშემაკტივრებმა რომ გამოისყიდონ დინამო ეგეც შეიძლება, რომ მერე ვინმე კეთილსინდისიერ ინვესტორმა, ან პატრიოტმა ბიზნესმენმა შექმნას საოცნებო გუნდი, ასე დაიწყება წინსვლა. წარმატებებს გისურვებთ
შოთა
ფედერაცია!
dsag
ნავალოვსკიზმი უნდა აღმოიფხვრას, ანუ თამაშების გაყიდვა.
გიორგი 50
ვულოცავ საქართველოს საბერძნეთში კარგ თამაშს.... მადლობა ყველას... ახლა საყვედური, ბოდიშის მოხდით: 1.ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მეორე სართულზე თამაში. 7 ჩვენი კუთხური მოვაწოდეთ,რაც სასიამოვნო იშვიათობააა, მაგრამ ვერცერთს თავი ვერ დავარტყით. იქნებ, სახტუნაოები ვაჩუქოთ ბიჭებს?
გიორგი 50
ვულოცავ საქართველოს საბერძნეთში კარგ თამაშს.... მადლობა ყველას... ახლა საყვედური, ბოდიშის მოხდით: 1.ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მეორე სართულზე თამაში. 7 ჩვენი კუთხური მოვაწოდეთ,რაც სასიამოვნო იშვიათობააა, მაგრამ ვერცერთს თავი ვერ დავარტყით. იქნებ, სახტუნაოები ვაჩუქოთ ბიჭებს?
გიორგი 50
ვულოცავ საქართველოს საბერძნეთში კარგ თამაშს.... მადლობა ყველას... ახლა საყვედური, ბოდიშის მოხდით: 1.ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მეორე სართულზე თამაში. 7 ჩვენი კუთხური მოვაწოდეთ,რაც სასიამოვნო იშვიათობააა, მაგრამ ვერცერთს თავი ვერ დავარტყით. იქნებ, სახტუნაოები ვაჩუქოთ ბიჭებს?
დიტო
ფეხბურთი რაც შეიძლება მეტად უნდა გახდეს ბიზნესი, შესაბამისად რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა უნდა იყოს სახელმწიფოსგან. მთავარი გასაღებია ფეხბურთში ფული უნდა იშოვებოდეს, ბიუჯეტის ფული არა, რეალური ფული. ეს შექმნის დაინტერესებას ბიზნესის და ფეხბურთელების მხრიდან, გაიზრდება კონკურენცია და მხოლოდ ტალანტების იმედად არ ვიქნებით. სხვანაირად სულ ასე ვიქნებით.
კახა
ზუსტად მაგაშია მწვრთნელის დონე რომ არსებული რესურსით მიაღწიოს წარმატებას. 2004წ საბერძნეთი,აგერ სომხეთი,ლატვიამ ევროპა ითამაშა,ისლანდია. უამრავი მაგალითებია როცა საშუალო კომპლექტაციის გუნდებმა მიაღწიეს წარმატებას. კარგია რომ ახალი ბიჭები გამოსცადა სანიოლმა. აგერ გიირბელიძე გამოჩნდა,ბერიძე,კიტეს შანსი მიეცა. ადრე სულ ერთ ხალხს ენდობოდნენ და არ იყო სწორი,ხომ გამოჩნდა. კიდევ ბევრს უნდა მიეცეს შანსი. ფორვარდზე და დაცვაში არ გვაქვს დიდი არჩევანი და არსებულით მოგვიწევს თამაში და მწვრთნელზეა ბეცრი დამოკიდებული როგორ აღამაშებს მათ. რეალობა ესაა.
lechxumeli
ფედერაციაში უნდა შეიცვალონ პრეზიდენტი და მისი მოადგილეები, მე პირადად გელა კეტაშვილს ავირჩევდი პრეზიდენტად ან უხოელს მოვიწვევდი პრეზიდენტად თავისივე გუნდით, ამას იმიტომ ვამბობ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერც მსოფლიოზე გავედით, ვერც ევროპაზე და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე, ამით იმის თქმა მინდა რომ ქართველებმა არ იციან როგორ გაავითარონ ფეხბურთი ამ ქვეყანაში
beqa
არვიცი აქთუარა მნიშვნელობა კომენტარს მაგრამ.ვთვლი რომ მეტოქის საჯარიმოსთან საჭიროა მეტი კრიატიულობა სწრაფად გადაადგილება ბურთის და ბევრი მოძრაობა ცარიელ სივრცებში ბოლო გადაცემის აყვანა მაგალ დონეზე.ასევე მეტი ნაგლობა სითამამე! კიტეიშვილის საყრდენათ კანკავას გვერდით
gulshematkivari
დიდად ვერც ვერაფერს შეცვლი. ერთადერთი უნდა ვილოცოთ ვინმე ცენტრფორვარდი გამოჩნდეს.სრულად ადექვატურია ჩვენი შედეგი იმ კლასთან რაც გვაქვს. გამართლების ხარჯზე შეიძლებოდა კიდევ ერთი ქულა გვქონოდა.საერთოდ რაც წნეხს შევუმცირებთ ფეხბურთელებს და მწვრვთნელს უკეთესი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს შედეგი არ მოვითხოვოთ . უბრალოდ ცოტა მეტი უნდა მოვითმინოთ.შენება კი ფუნდამენტიდან უნდა დავიწყოთ
ზურა
10 მდე კუთხური ჩავაწოდეთ და მცირედი საფრთხეც კი არ მოჰყოლია... ასევე ჯარიმებსაც... აუცილებელია კომბინაციების დამუშავება, ამდენი შესაძლებლობის უაზროდ გაფლანგვით ვერ განვითარდებით. კიდევ ერთ დეტალს მივაქციე ყურადღება, ხვიჩა როდესაც იღებს საჯარიმოსთან ბურთს, ან უახლოვდება საჯარიმოს ბურთით, შეტევაში მყოფი ყველა ჩვენი ფეხბურთელი გადადიან მაყურებლის როლში და დგნანა და ელოდებიან რას იზამს ხვიჩა... და საერთოდაც კომბინაციების დაუმუშავებლობა არის ჩვენი აქილევსის ქუსლი ჩემი აზრით
ლაშა
ყველაფერი კარგისკენ მიდის ეხლა რაც გვჭირდენა მეტი ფეხბურთელი ჯამრთელად და მეტი დრო მათ ტავიანთ კლუბებში პრაკტიკისათვის. საცოდაობაა გიორგბელიძეს და კაკაბაძეს ნაკლები დრო რო აქვთ საკუთარ კლუბებში.
რემბობრატისლავა
ნეპოტიზმი
gio
გულიაშვილი სცადეთ!!
კახა
საფეხბურთო სკოლები გახადეთ უფასო,ეს გახდის ფეხბურთს მასობრივს.ეს კი მოიტანს დიდ კონკურენციას ყველა პოზიციაზე.200ლ ბევრი ტალანტის მშობელს არ აქვს და ბევრი დაკარგულა ამიტომ.როგორც ვიცი დინამო,საბურთალოს მხოლოდ პირველი გუნდებია უფასო.ყველა პატარა დამწყები სკოლა ფასიანია.მეორე პრობლემაა-წნეხი ბავშვობიდანვე რაც ფანტაზიის ჩაკვდომას იწვევს და საიდან გვეყოლება კარგი ფირვარდები,როცა მწვრთნელები უკრძალავენ მოტყუებას 6 წლიდან.მათი კვალიფიკაცია და ბავშვის ფსიქოლოგიის არ ცოდნა უდიდესი პრობლემაა.მესამე პრობლემა-ნაცნობ-ახლობლობით საქმის კეთება. გამოასწორეთ ეს 3 ამბავი და უდიდეს შედეგს ვნახავთ. 30წელი დავკარგეთ,მაგრამ კიდევ არ არის გვიან.
ჯონი
მე ვფიქრობ რომ ის პრობლემა რომელიც ამ ნაკრებს გააჩნია ცენტფორვარდის სახით დიდი პრობლემაა არა და გეტყვით რატომ .... პროსტო ახალგაზრდებს უნდა მივცეთ დავის გამოვლინება ქართულ ლიგაში და ასეთიც მოიძებნება აუცილებლად ! არ უნდა ახალგაზრდებს რწმენა დაუკარგოთ , ხვიჩას მაგალითიც სახეზეა როცა დინამომ ასეთი ფეხბურთელი დაკარგა ( ალბათ ამით ხვიჩას მაგრად გაუმართლა თორემ საქართველოში მაგის ტალანტი დაიღუპებოდა სამძუხაროთ).
QOROGLI
რა არგენტიელი, რა ბრაზილიელი, საქართველოს ნაკრებზეა ლაპარაკი...არც კაჭარავაა ცუდი და არც ქვილითაია. თავის სათქმელს ისინი აუცილებლად იტყვიან...
irakli
ნატურალიზირებული ფეხბურთელების მოწვევა და მეტი სპარინგები ძლიერ ნაკრებებთან
gori
ფეხბურთელები უნდა გვყავდეს ჯერ, მოსაძიებელია, უამრავი ვაკანსიაა, სად არიან და თუ არიან, გამოჩნდნენ.......
აჩი**
ყველა ფეხბურთელი რომ იქნება სრულად მიქაუტაძე ჩანკვეტაძე, მათ მოიტანენ შედეგს დარწმუნებული ვარ ამ სრული რესურსით ძაან ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს სანიოლი, მე მჯერა, მთავარია არავინ ჩაერიოს მის შეხედულებებში
QT
1. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა გადავიდეს ევროპულ კლუბებში და იქ ქონდეთ სათამაშონპრაქტიკა, რათა მწვრთნელს ქონდეს არჩევანი და ნაკრებში იუოს კონკურენცია. 2. ასევე უნდა ამაღლდეს ეროვნული ლიგის დონე, ამასთან გუნდებში უნდანიყოს ძალიან ბევრი U21 ასაკის ფეხბურთელები, რადგან ძირითადად ხვდებიან ასაკობრივ ნაკრებებში ელიგიდან ხვდებიან. ამასთან მათი კარგი შედეგი პირდაპირპროპორციულია მათი ევროპაში გამგზავრებაზე.
ტოტტი
ლორია უნდა შეიცვალოს მამარდაშვილით და ქვილითაია და ზივზივაძე მიქაუტაძით. თავიანთ კლუბებში 90 წუთს უნდა თამაშობდეს ყველა და ეგაარის
დავით 67
ფედერაციიდან უნდა დაიწყოს შეცვლა. მერე ეშველება ნაკრებს
Lasha
მეტი თამაში გამოცდილ გუნდებთან +ფიზიკური კონდიციები
ჯუჯი
შედეგი რომ მივიღოთ ისეთივე ტემპით, ენთუზიაზმით და სილაღით უნდა ვითამაშოთ,როგორც სომხები თამაშობენ. ზოგიერთები მიწყენენ რა სომხეთი მოგვიყვანე სამაგალითოთო, მაგრამ ნახეთ მათი თამაშების ტექმონაცემები, რამდენჯერ ურტყამენ კარებში, რა სისწრაფით დარბიან და ნახავთ. ესპანელი მწვრთნელიც საოცრად კვალიფიციური და მოტივირებულია.გუნდიც საოცრად აათამაშა.ამიტომაა რომ არც ისე ადვილ ჯგუფს ცხრა ქულით ლიდერობს.სხვათა შორის ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებსაც კარგად იყენებს.
ILIA
გვჭირდება ცენტრფორვარდი!!! ბუდუ და ქვილითაია ნაკრების დონის არ არიან; როცა მოკლე პასებით და მატაობით მოედნის შუაგულამდეც კი ვერ აღწევ (არაერთხელ, უამრავჯერ!), მეკარემ, ძლიერი დარტყმით, უნდა ჩააწოდოს ბურთი მეტოქის ნახევარზე; და - მეტი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება.
zaz197
ნაკრებში ძალიან პრობლემატურია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია, ზივზივაძე, ქვილითაია და კაჭარავა ვერ ახერხებენ იმ დონის თამაშს, რომელიც აუცილებელია. საჭიროა რაღაც გამოსავალი -ტაქტიკური ცვლილება-რთული გამოსავალია, თუმცა მჯერა, რომ სანიოლი ცდის ამ ვარიანტსაც -ეროვნულ ლიგაში ძებნა-შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩანს ვინმე ღირსეული კანდიდატი -ნატურალიზირება-მრავალმა ნაკრებმა სცადა ეს, ბევრმა წარმატებითაც, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია, მრავალი ნორმალური ახალგაზრდა ბრაზილიელი, არგენტინელი და სხვა ქვეყნების ფეხბურთელია, რომლებიც თავიანთ ტოპ გუნდში ვერ ხვდებიან და პერსპექტივაშიც ვერ მოხვდებიან უდიდესი კონკურენციის გამო
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..