ირაკლი სირბილაძეს, რომელიც ამჟამად ფინეთის ქვედა ლიგის კლუბ "ლეპა-77"-ის მოთამაშე-მწვრთნელია, თბილისში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. შეხვედრა მაშინაც დასანანად წავაგეთ, მაგრამ ახლა განსხვავებული ემოციები სუფევდა, სახელოვან მეტოქეს არაერთი თავსატეხი გავუჩინეთ.

38 წლის ქართველ ფორვარდს, რომელიც ხანგძლივ საფეხბურთო კარიერას ისევ აგრძელებს, ფინეთში დავუკავშირდით. ის ყველაზე წარმატებული ამ ქვეყნის "ინტერ ტურკუშში" იყო, სადაც 74 მატჩში 35 გოლი გაიტანა. საუბარი საინტერესო გამოვიდა...

მეტი ხიფათი შევქმენით...

თუკი ვილი სანიოლის ნაკრებს ადრინდელ პერიოდს შევადარებთ, დაცვაშიც მეტი დამაჯერებლობით გამოვირჩეოდით და შეტევაშიც. შესაძლოა, წინა ხაზში რეალიზების პრობლემები იყო, მაგრამ საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. სასიამოვნო იყო, რომ თამამად ვამწვავებდით თამაშს.

ერთიანობაში, ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთი კარგი ფაქტიორი ის იყო, რომ სანიოლმა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს სანაკრებო გზა გაუხსნა...

ორი ფორვარდი მეტად გამოგვადგება...

ფრანგმა სპეციალისტმა შემტევი ტაქტიკა აირჩია, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებისთვის ორი ფორვარდით თამაში უფრო პროდუქტიული იქნება. ე.წ, "ტანმაღალ" თავდამსხმელთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს მოძრავი შემტევი, რომელიც თავისუფალ ზონებს აითვისებს და მეტოქის მცველების ზურგს უკან გადაგდებულ ბურთებზე წარმატებით ითამაშებს... რა თქმა უნდა, ასეთ დროს ნახევარდაცვაში მოთამაშეთა რაოდენობა მცირდება და ეს სხვა ტიპის პრობლემებს ქმნის, მაგრამ რაღაცის დათმობა მოგვიწევს...

ქვილითაია და ზივზივაძე

ჩვენმა ფორვარდებმა მოინდომეს, თამაშის გასამწვავებლად ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ როცა ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ვთამაშობთ, მაშინ ფლანგებიდან მეტი დახმარებაა საჭირო, პირველ რიგში, საჯარიმოში ხშირ ჩაწოდებას ვგულისხმობ. დროთა განმავლობაში, ეს მეტად დაიხვეწება და შედეგიც მოვა. ქვილითაიასა და და ზივზივაძეს კლუბში გოლები გააქვთ, მაგრამ ნაკრები მაინც სხვა სპეციფიკაა, აქ ფეხბურთელები მცირე ხნით არიან ერთად და შეთამაშებაც უფრო რთულია.

სად უნდა წავიდეს ხვიჩა?!

დარწმუნებული ვარ, საკუთარ კარიერას ხვიჩა კვარაცხელია სწორად წარმართავ, თუმცა მიმაჩნია, მისი დონის ასამაღლებლად უკეთესი იქნება, მაქსიმუმ ერთ წელიწადში "რუბინიდან" გადაბარგდეს. არ ვამბობ რომ რუსეთის პრემიერლიგა სუსტია, ბევრს მოსწონს თუ არა, საკმაოდ მაღალი დონისაა. მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია გადავიდეს ისეთ ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში, სადაც 90 წუთი თამაშის შესაძლებლობა ექნება!

ელიტარული ჩემპიონატის ფასი

ჩვენი ნაკრების წარმატება უფრო რეალური გახდება, თუკი ფეხბურთელები ბევრად უკეთეს კლუბებში გადაბარგდებიან და მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. ფიზიკური გამძლეობა, რასაც მათგან ვითხოვთ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი... გიორგი მიქაუტაძის შესახებ რაც ვიცით, სასიამოვნოა, რომ ამ დონის ფორვარდით გავძლიერდით, თანაც მას უახლოეს პერიოდში შეუძლია თავი დაიმკვიდროს საფრანგეთის ელიტურ ჩემპიონატში...

რატომ წავაგეთ?

როცა ფეხბურთელი შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებში, აქ დაღლილობა დიდ როლს თამაშობს. კლუბში სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ფიზიკური კონდინციების კომპენსირებას ვერავინ შეძლებს. სანაკრებო შეკრებაზე დრო მინიმალურია, შესაბამისად ყველაფერს ვერ მიექცევა სათანადო ყურადღება... რთულია დაბეჯითებით თქმა, ესპანეთთან ანგარიშის შესანარჩუნებლად, ბოლო წუთებში, რომელი ტაქტიკა აჯობებდა. ლუის ენრიკეს გუნდს დიდი რესურსი აქვს და ყოველთვის შეუძლია, შენგან საპირისპირო შემოგთავაზოს.

მაშინაც ამას ვამბობდი...

როცა 2012 ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მივიღე მონაწილეობა, მაშინაც ვამბობდი, რომ ფეხბურთის თამაში ყველასთანაა შესაძლებელი! მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რათა გულშემატკივრებმა დაინახო, რომ თავს არ ზოგავ. ასე რომ, ნებისმიერ ნაკრებთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

უთამაშებელ ფეხბურთელს არავინ იწვევს!

შესაძლოა, გამონაკლისებიც არსებობდეს, მაგრამ თუ გადახედავთ სხვა ნაკრებების შემადგენლობებს, იშვიათად წააწყდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომელსაც კლუბში სტაბილური პრაქტიკა არ აქვთ. ჩვენს შემთხვევაშიც არიან მოთამაშეები, რომლებიც მაღალი კლასით გამოირჩევიან და კარგი სანაკრებო წარსულითაც, თუმცა თამაშისათვის ეს საკმარისი ვერ უნდა იყოს, თუნდაც სუსტი კონკურენციის პირობებში...

საკუთარ თავზე მუშაობა!

მნიშვნელოვანია, ფეხბურთელმა ზუსტად იცოდეს, რა აქვს გამოსასწორებელი. კლუბში საერთო ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელის დახმარებით ან ინდივიდუალურად ვარჯიშით, საკუთარ თამაშში დახვეწოს ის კომპონენტები, რომელშიც შედარებით სუსტია...

ქართველები ფინეთში

კოვიდდ-რეგულაციების გამო, გარკვეულ აქტივობებში შეზღუდულები ვართ, თორემ შესაძლებელი იყო ფინეთში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზეც ფიქრი. ამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ძალიან გამართულია, არის როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის მოედნები. ფინური კლუბები თავს ევროსარბიელზეც არ ირცხვენენ...

Lasha ozurgecki
ქვილითაია და ზივზივაძე მოაშორეთ ნაკრებს და გვეშველება 270 წუთში თავდამსხმელი კაცს რომ ვერ გაცდებაა რაღაუნდა ელაპარაკო... რატო იწვევენ საერთოდ ზივზივაძე ბურთს რომ მოღეებდა საკუთარი კარისკენ გარბოდა...:):) ქვილითაია კვიპროსსში ბომბარდირია 13 გოლიაქვს გატანილი სეზონში და აქედან 9 პენალით... მოშორდენ აქედან ბერიძე ჯობია ორივეს მეტოქის კარისკენ მაინც გარბის:):):)
ზურა
რომელიმე ნახევარმცველი ასწიონ წინ და იქნება თავდამსხმელი :) თუნდაც გიორბელიძე
hhh
ბიჯო ერთი ნორმალური ფორვარდი ვერ გვიპოვია და ეს ორს იძახის.დდდდდ
dsag
ნუ ფრუტუნებ რაღაცეებს ერთი ნაგავი არ ყოფნის ორი დააყენო არა?
buba
ცოტა დიდი ხნით და სხვა თამაშებში, საინტერესო იქნებოდა მიქაუტაძის თამაშის ნახვა, ტრამვა, რომ არ ჰქონოდა... იმ ერთ თამაშში რაც შევატყვე, ბურთს რომ იღებს, ყოველთვის ცდილობს, რომ კარში დაარტყა და ასე თუ ისე გამოსდის კარის მიმართულებით დარტყმა.
დემე
ორი ფორვარდით კი არა უფორვარდოდ უნდა ვითამაშოთ
Levani
ის კი არა ჯობდა არცერთი არ დაეყენებინა..ერთი კაცით ნაკლები ვიყავით..მაგრამ შემტევი ნახევარმცელიც არ ყავდა რეზერვში
ucxo
amdeni xani riti ver xvdebian rom ar varganan es tavdamsxmelebi visac tavs vaklavt ukve clebia shearchion erovnuli chempionatidan bichebi ramdenime tamashshi gaicrtvnebian da iqneb egeni ufro gamogvadgnen vidre es cyalcagebulebi.
foodboll
კარში დარტყმა უნდა ვისწავლოთ, შორიდან და საშვალო სიშორიდან. უაზროდ კი არ უნდა დავარტყათ, მიზანი უნდა დავარეგულიროთ, აბა წითელ ხალიჩას არავინ დაგვიფენს კარის წინ.
სად გვყავს ორი თავდამსხმელი :)
ერთ “ხეირიან” თავდამსხმელს ვერ ვპოულობთ, კარში დარტყმა რომ იცოდეს და ამან ორი თავდამსხმელით ვითამაშოთო :)) ერთი ქვილითაია ან ზივზივაძე არ გვეყოფა ნერვიულობისთვის მოედანზე, ეხლა ორივე ერთად? :)))))
სირბილა ირაკლიძე
ნოლს. რომ ნოლი მივუმატოთ, იქნება ნოლი
მწრთვნელი
საბერძნეთთან მეორე ტაიმში ქვილითაია და ზივზივაძე ერთად რომ ყოფილიყვნენ მოვიგებდით მაგ თამაშს!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი