8 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ტრვმების გამო ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარენ, დაძაბული პირველი ტაიმი 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თალესმა ფრანგებს გოლი შესვენებაზე გასვლამდე 6 წამით ადრე გაუტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ სამჯერ გაარტყა ბურთი კუპატაძის კარის ძელს, ერთხელ ბრუნომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, შემდეგ ჩვენმა გუნდმა შეუტია სახიფათოდ და ოთხი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს (რონინიოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა). მერე კუპატაძემ ორჯერ გვიხსნა, საპასუხო სახიფათო მომენტი ელისანდრუს ჰქონდა, რომელსაც მეკარემ არ დაანება გატანა. საფინალო სასტვენამდე 4.12 წუთით ადრე მოწინააღმდეგე ვა-ბანკზე წავიდა, გოლკიპერი წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა და დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. ბოლო წუთზე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მეტოქის ცარიელ კარში შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა და გავიმარჯვეთ.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და კონტინენტის პირველობის საგზური ფაქტიურად მოიპოვა, რომელიც მომავალ წელს ნიდერლანდებში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი."ოლიმპიური სასახლე"

საქართველო - საფრანგეთი 3:2

გოლები: 0:1 ნ’გალა (3), 1:1 თალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)

giorgi
ჩვენი მესამე გოლი სად არიიიი?
tngh
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას!!!
Gabo
AR uxaria gvaramias,melazes,grigolias, mat romeltac negatiuri ambebi awyobt.
Gabo
AR uxaria gvaramias,melazes,grigolias, mat romeltac negatiuri ambebi awyobt.
გლახუნას
ეს დიდი წარმატებაა! გუშინ გაგვახარეს ამ ბიჭებმა,ასევე პლესნოიმ და ბასილაშვილმა, ესაა შედეგი იმ დიდი ყურადღების რასაც მთავრობა იჩენს სპორტის მიმართ! ვუსამძიმრებ გვარამიას,გრიგოლიას მელაძეს ვინ მხოლოდ ნეგატიურს ხედავენ ჩვენში!
ბეგო
დიდი მადლობა გუნდის ყველა წევრს,თქვენ დიდი სიხარული მოგვანიჭეთ.თან ეს ყველაფერი ჩვენთვის ტრაგიკულ და თან დიდებულ დღეს დაემთხვა, 9 აპრილს! სპორტული დღე თქვენ დაიწყეთ გამარჯვებით(კაი ფეხის ყოფილხართ),ნიკოლოზმა გააგრძელა და ანტონმა დააგვირგვინა მოსკოვში!დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის ბიჭებო!ევროპაც მოგეგოთ!!
გიორგი
საქართველო უკვე გასულია ევროპის ჩემპიონატზე უეფას საიტია ოფიციალურად დაადასტურა. გილოცავთ!
დათო
... თქვენი ............ ვისაც ქართველების და საქართველოს წარმატება არ გიხარიათ!!!
დათო
... ჯიგრები ხართ!!!! მადლობა ბიჭებო!!!
Biannkoneri
გენაცვალეეეთ, მადლობა ბიჭებო! რონი ნამდვილი ქართველია სხვათაშორის და ყველა ვისაც საქართველოს ფორმა აცვია!
წკაპანაშვილი ჯიმი
მალადეც ,მაგრამ ქართველებმა რაღა ქნეს აბა, ჩვენ ვართ ნამდვილად?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ევრო 2026. ხორვატია - საქართველო. "ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ასათიანი და ღავთაძე მომავალი მატჩის შესახებ
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა