"საბურთალოს" ახალი მწვრთნელი ხვიჩა შუბითიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"უახლოეს დღეებში დედაქალაქურ „საბურთალოს“ 46 წლის ხვიჩა შუბითიძე ჩაიბარებს. მართალია, კონტრაქტზე ხელი ჯერ არაა მოწერილი, თუმცა მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება შუბითიძესთან მისი სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ გაფორმდება. ცნობისათვის გეტყვით, რომ „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი 26 წელია გერმანიაში წარმატებით მოღვაწეობს - ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან უკვე მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა. შუბითიძე საქართველოში ხვალ ჩამოვა და „სამტრედიასთან“ მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.

შუბითიძის პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1991 წლიდან იწყება. საქართველოში, სადაც რამდენიმე სხვადასხვა კლუბში უთამაშია, 117 მატჩი ჩაატარა და 87 გოლი გაიტანა. საქართველოში შუბითიძის ბოლო კლუბი „შევარდენი 1906“ იყო – 22 თამაში და რვა გატანილი ბურთი. ამავდროულად, იყო 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი. ამის შემდეგ იგი გერმანიაში გაემგზავრა და იქ განაგრძო საფეხბურთო კარიერა. ევროპაში რამდენიმე კლუბში იასპარეზა, მათ შორის იყო პირველი ბუნდესლიგის „ზანქტ პაული“ (4 გოლი) და „აუე“ (17 გოლი). გერმანიაში 1995 წლიდან 2011 წლამდე 401 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 78-ჯერ აიღო.

ხვიჩა შუბითიძემ 2013 წლიდან უკვე მწვრთნელობას მიჰყო ხელი – სამწვრთნელო კარიერა LVB „ლაიპციგში“ დაიწყო, ბოლოს კი გერმანიის „ჰელეშერის“ 19-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. სწორედ შუბითიძის თავკაცობით, “ჰელეშერი” 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში გადავიდა.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხვიჩა შუბითიძეს გერმანიაში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- გილოცავთ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელობას. რამდენად მოულოდნელი იყო შეთავაზება?

- მადლობა მოლოცვისთვის. იმედი მაქვს, „საბურთალოსთან“ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ შედეგი გვქონდეს და სასურველი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

რაც შეეხება შეთავაზებას - სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია მინდა საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე. ახლა, როდესაც „საბურთალოს“ ხელმძღვანელებისგან შეთავაზება მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი. მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ძალიან მოტივირებული ვარ.

- ორ ათეულ წელზე მეტია, რაც გერმანიაში ცხოვრობთ. რამდენად ხშირად ადევნებდით თვალს ქართულ ფეხბურთსა და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას“?

- 26 წელია გერმანიაში ვცხოვრობ. საქართველოში ჩამოვდივარ ხოლმე, თუმცა მცირე ხნით. ქართულ ფეხბურთზე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, სისტემატურად ვადევნებ თვალს. თუმცა, რატომღაც წლეულს განსაკუთრებით ყურადღებით ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატების თამაშებს. ძალიან ბევრ მატჩს მივადევნე თვალი.

ქართული ფეხბურთი მრავალფეროვანია, შეინიშნება სასიკეთო ძვრები. შრომობენ, რომ კიდევ უფრო უკეთესობა იყოს. ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, მთავარი სურვილი და მონდომებაა.

ყველამ ვიცით, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით არის პრობლემები, თუმცა მჯერა, გამოსწორდება.

- რას იტყვით „საბურთალოზე“?

- „საბურთალო“ წამყვან როლს თამაშობს ქართულ ფეხბურთში. ამ კლუბის დიდი პლუსია, რომ თავისი აკადემია აქვს. ამავდროულად, ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ მრავლად ფეხბურთელები. ის შედეგები, რასაც კლუბმა მიაღწია, ჰაერიდან არ მოსულა. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. „საბურთალო“ იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის. სხვანაირად გამორიცხულია.

- როგორც ვიცით, წლეულს PRO-ლიცენზიაზეც სწავლობთ. ამ ფაქტორმა, ალბათ, დამატებითი მოტივაციაც მოგცათ…

- დიახ, შესაბამისი ლიცენზიის სწავლებამ გააღვივა ჩემი მოტივაციაც. იმედია, ქართულ-გერმანული საფეხბურთო ხედვის შერწყმა საინტერესო და წარმატების მომტანი იქნება.

- გვითხარით, როგორია თქვენი საფეხბურთო გემოვნება?

- მიყვარს შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში; ის სტილი, რასაც „საბურთალო“ თამაშობს.

– განსაკუთრებულ ყურადღებას რას აქცევთ?

– დისციპლინის გარეშე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ეს კომპონენტი რომ მოწესრიგებული და დალაგებულია, შემდეგ უკვე ყველაფერზე ფიქრი შეიძლება.

ნუკრი
ამ ტიპზე პირველად რამდენიმე დღის წინ გავიგე. გერმანელმა მეგობარმა მომწერა საქართველო ესპანეთის თამაშის დროს, ქართულ ფეხბურთზე მარტო ის ვიციო რომ ჩემი საყვარელი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ქართველმა გაიტანაო. აუე ამის გოლმა გადაიყვანა მესამედან მეორე ბუნდესლიგაში. მართლა რა თაობა გვყავდა, რომ ეს შეუმჩნეველი დაგვრჩა მაშინ.
master
კარგად დაიწყო ხეჩიკამ ძალიან.მშვენიერი ფეხბურთელები დაზარდა და კლუბიც სტაბილურად გამოიყურებოდა,მაგრამ ჭიაბრიშვილის მერე სულ აერია და დაექცა ყველაფერი.არცერთმა მწვრთნელმა არ გაუმართლა და თვითონაც ვითომ გვერდზე გადგა,მაგრამ არ ეთმობა ბოლომდე გუნდი და აუცილებლად დაბრუნდება.ქართველმა მწვრთნელმა არ გაამართლა ამ კლუბში და ვინმე უცხოელი ეცადა...
Levani
ტიპი პირველ და ძირითადად მეორე ბუნდესლიგაში გოლაობდა და ნაკრების კანდიდატად არც განიხილებოდა...რა დრო იყო...შოთა,აჩი,ჯანაშია,აშვეთია,იაშვილი,დემეტრაძე..
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"საბურთალო" შუბითიძეს დაემშვიდობა და გუნდი კორღალიძეს ჩააბარა
ხვიჩა შუბითიძე: დროთა განმავლობაში უკეთესად ვითამაშებთ
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს