ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის, "იუვენტუსი" აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

"მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არიან მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: "იუვენტუსმა", "მანჩესტერ სიტიმ","ბარსელონამ" და სხვა კლუბებმა საქართველოში აკადემიები დააარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა, ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბდებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის "დინამოა". მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამას ბევრი ხედავს. ის იტალიაში გასულ წელს "იუვენტუსმა" შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ "ბიანკონერის" და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს".

კალაძე იტალიაში მარტო შმოტკებისთვის ჩადის. ეს ისე, ხუმრობით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ქართველს უპროტეჟო, თან ნაცნობ გარემოში. ალბათ ამიტომ იკავებს თავს. მე ასე ვფიქრობ.
Facti
ალბანელმა ტარემ კარიერა დაასრულა დარჩა იტალიაში და უამრავი ალბანელი ფეხბურთელი ჩაიყვანა იტალიაში. შედეგი - ალბანეთის ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. კალაძემაც იტალიაში დაასრულა კარიერა მარა ჩამოვიდა საქართველოში და გახდა "ღუბერნატორი."
Kii
საიმანოვი წააჩაქჩაქებს მერე მანქანით ევროპაში
zaza
უკვე ეს სასაცილოც აღარ არის რა!!! ეხლა გამოჩნდა დინამოში, ჩანს რომ იმედისმომცემი ფეხბურთელია, არც კლუბში და არც ნაკრებში დიდი ღირებული ჯერ არ შეუქმნია და უცბად იტალიელები აკვირდებიან. ვაცალოთ განვითარება. იმედია განვითარდება და ამ მისი სახით ეროვნულ ნაკრები გაძლიერდება. ნინუას რაც დაემართა ძალიან ცუდია, რომ დინამოში რომ დარჩენილიყო ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებდნენ და მეტი პერსპექტივა ექნებოდა.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ჯემალიე რო ლამარას აკვირდებოდა, პრესი არ უვარგა და პერედოკი აქვს დავარდნილიო. ესეა ესეც.
Mosexoneli
რა ივენტუსი რუბინს მიეცით სანამ სლუცკი იქააა ფიზიკურადთ გაზრდიან და 2 წლის მერე ხვიჩასავით იქნება თუ იშრომებს:)სკმაზე ფეხბურთელი არ ვითარდება გაიგეთ ბოლობოლო.
ექსპერტი
ასეთ სტატია უარყოფითად რატომ უნდა შეაფასო? რამე ფეიკი ხომ არ მოუგონიათ?. ამ ჟურნალისტმა ბევრი რამე იცის ხოლმე წინასწარ მათშორის კრიშტიანოს გადასვლა იუვეში და პოგბას წასვლა მანჩესტერში.
Vasili
გეხვეწებით ვინმემ დამიმესიჯეთ მისამართი სადა იუვენტუსის, ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის აკადემიები? მართლა მაინტერესებს./ ფიფია საგინებელია აბა რა არი? თბილისის დინამო არის დღეს შკოლა და არა გუნდი! სანამ ეგ კაცი მანდ იქნება არანარი მომავალი არა აქ მაგ გუნდს! ერთდადერთი რაც იქნება გააგრძელებენ 19-20 წლის ბიჭების გაყიდვას მზესუმზირის ფასებში! დინამო წესით ლიგაზე თუ ვერა ევროპაზე მაინც უნდა თამაშობდეს ყოველ სეზონზე, 30 წელი გავიდა და ქვეყანას წარმომადგენელი არ ყოლია არსად , არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე. / ვინმე გამოჩნდეს ისეთი კაცი რომელიც ამ ქართულ საქმეს გააკეთებს და ერთი ქართული გუნდი მაინც რომ მოხვდეს ჯგუფურში ძალიან მაგარი იქნებიდა.
Gengeza
რონალდუს შემცვლელი უპოვიათ))
გენა
საგარეჯოს გარეჯი აკვირდება
buba
გესიზმრებათ ხოლმე ეგეთი ინფორმაციები?!... ბარსელონას, ბაიერნს და რეალს არ უნდათ?...
კახა
იქნებ ლინკი დადოთ სად წერს? მე ვერ ვიპოვე
მახო
სადაა ეს აკადემიები თუ საიდუმლო არაა.
თომას
ალბათ ფეხბურთში ვერ ერკვევით თორემ გეცოდინებოდათ ვინ არის ეგ თქვენი ბანძი იტალიელი ჯანლუკა დი მარციო და რამხელა ავტორიტეტი აქვს
გელა
გაგნიძე მომწონს ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მისთვის გრანდების შერჩევა,ხოლო თუ დუბლებზეა საუბარი და არის ამის შესაძლებლობა, რომ ივენტუსის დუბლებში გადავიდეს ეს შესაძლებლობა ვფიქრობ უნდა გამოიყენოს, რადგან ამ ასაკში ივენტუსის დუბლებში თამაში ქართველი ახალგაზრდისთვის უკვე მიჰწევაა იქ 1-2 წელი და მერე შეიძლება მთავარ გუნდშიც მოქცენ შანსი თუ დაიმსახურებ იშრომებ და მწვრთნელებს თავს მოაწონებ. გარდა მაგისა იქ გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელები არიან, როგორც ტაქტიკური ფიზიკური მომზადების კუთხით და ექნება განვითარების მეტი პერსპექტივა თუ ივენტუსში ძირითად გუნდში არ მოგეცაა შანსი სხვა კლუბი დაგინახავს და წაგიყვანს ასე, რომ თუ არის ინტერესი უნდა წავიდეს მთავარია ნიჭი რაც აქვს პლიუს შრომა თავდაუზოგავი შრომა.
შოკირებული გულშემატკივარი
ფიზიკურად მოაძლიერეთ ტრამვებმა რო არ გატანჯოს და კიდე ერთი ნიჭიერი არ დავკარგოთ
ჯონი
ტვინი ნუ წაიღეთ უაზრო ნიუსებით
თომა
მაგაშია საქმე ციღაც ბანძი იტალიელის სისულელეებს რო წერენ ესენი მერე და ეს ვავშვებიც მერე ირევიან და ზოგს მართლა მაგარი გონია თავი, ზოგს თვალი ეცემა, ზოგს ტრაკი ატკივდება და ა.შ. ვისაც გჯერათ ამ სისულელეების ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იუვეში
მინდია
დინამოს თამაშის 10 წუთი მაინც თუ გინახავს შეუძლებელია ეს ბიჭი თვალში არ მოგხვდეს... ფიფიას რაც არ უნდა ვაგინოთ ერთ კარგ საქმეს მაინც აკეთებს - აკადემია მუშაობს. ჩაკვე ნინუა ხვიჩა... ეხლა ეს... ყველაზე კარგი კი დამოკიდებულება და აზრია დიმარციოსი. რომ პროგრესს განვიცდით და კარგი თაობა გვყავს. ეს დაგვეხმარება ევროპული ბაზრის გახსნაში
dsag
აბა სადაა მაგათი აკადემიები.
hhh
შანსი არაა რაის იუვე, ფიფიას სიტყვა აქ მიცემული გენტში პირდაპირ.DDDDDDDD
hhh
შანსი არაა რაის იუვე, ფიფიას სიტყვა აქ მიცემული გენტში პირდაპირ.DDDDDDDD
გენა
არ გააკაროთ რუსეთს!!!
beqa
იუვეს ამბავი ეხლა გავიგე ისე რომა და ატალანტა აკვირდება. ესპანეთიდანაც!
არიქა!
ჯუღელს დაუძახეთ, დროზე რუსეთში! საიმანოვი ჩაიყვანს მერე მანქანით მილანში
ნოდო
ჯერ ხვიჩაზე არ იყო საკმარისი კიდე ერთი საბაბი მიეცათ ჭორაობის ჯერ იმაზემოიხადეთ ბოდიში პორტო პორტო და თურმე არც კი დაინტერესებულან პორტოში :)
ალექსანდრე
აბა, არ დაწერონ და არ გაგვაგებინონ? დაგვიმალონ? გამკვირვებია ამ ხალხის.
თომა
გაგნიძე საინტერესო ბიჭი ჩანს მარა ძაან შორს არის ჯერ ამ დონისთვის და ნუ დათარსავთ ეხლა ამასაც დაანებეთ თავი მიხედოს საქმეს და ითამაშოს ჯერ რამე დაამტკიცოს
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
დი მარციო: კონტეს "მილანის" გაწვრთნა სურს
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
4 წლის შემდეგ - ლუკა გაგნიძე სავარაუდოდ, მოსკოვის "დინამოს" დატოვებს
კლაუდიო რანიერი "რომას" მწვრთნელი უკვე მესამედ გახდება
ნდობა ალეგრის - "იუვენტუსს" მისი გაშვებისთვის დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა
ცნობილ ჟურნალისტს ხვიჩას ხილვა სერია A-ს გრანდში სურს
"კვარაზე გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება ოსიმენს..." - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და ვიქტორზე ისაუბრა
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
"ევროპა, მოვდივარ" - ჯანლუკა დი მარციო მამარდაშვილზე წერს