საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ლოკომოტივსა" და "დინამოს" შორის გამართული თბილისური დერბი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

შეხვედრის პირველი ნახევარი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ იყო, მაგრამ გოლის გატანა შეიძლებოდა. კარგი შანსები პირობით სტუმრებს, "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენეს.

შესვენების შემდეგ კარგა ხანი ტემპი საკმაოდ დაბალი იყო. მწვრთნელებმა მატჩის სცენარის შეცვლა ახალი მოთამაშეებით სცადეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ლიდერებს თამაში არ წაუვიდათ და მწვრთნელმაც ირაკლი სიხარულიძე და ომარ იმრანი თამაშიდან ერთდროულად მოხსნა...

გიორგი ნემსაძის ცვლილებები კი მეტად ეფექტიანი გამოდგა და პირველი გოლი სწორედ ახლად შემოსულმა მოთამაშეებმა შექმნეს. 74-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა მშვენიერი საგოლე პასი უბოძა ანზორ მექვაბიშვილს - 0:1.

მე-80 წუთზე "დინამოს" სერბმა ლეგიონერმა ზორან მარუშიჩმა მეკარე რევაზ თევდორაძის შეცდომა გამოიყენა - 0:2.

84-ე წუთზე კი დავით კობოურის ფლანგური გადაცემის შემდეგ, ისევ მარუშიჩი ცდილობდა გატანას, საბოლოოდ კი ქველაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 0:3.

მალევე გურამ კაშიამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:3.

თბილისი, 16 აპრილი, "დინამო არენა"

ლოკომოტივი - დინამო თბ 1:3

გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (74), 0-2 მარუშიჩი (80), 0-3 ქველაძე (ა.გ. 82), 1:3 კაშია (85)

"დინამო" ამ ტურის შემდეგაც პირველი იქნება, "ლოკომოტივი" კი კვლავ მეხუთე ადგილს შეინარჩუნებს. მომდევნო ტურში ჭიაბრიშვილის გუნდს ისევ თბილისური დაპირისპირება ელის - " საბურთალოსთან", დინამოელები კი ქობულეთის "შუქურას" ესტუმრებიან...

გიორგი
ლოკომოტივის გარდა კაშიას 30 გოლი აქვს გატანილი კარიერაში. მჭედლიძეს რამდენი აქვს ხომ არ იცით ვინნემ?)))
beqa
ბებერი კაშია ბომბარდირათ ლიგამ ჩამოაყალიბა, იმდენად დაბალი დონისაა! უბრალოდ ფიზ მომზადებული თუხარ გოლს იტან
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "დინამოში" 2021 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" სერბი თავდამსხმელი დაიმატა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა