ევროპული ფეხბურთი ამერიკულ სოკერად გადაიქცევა?

ევროპის 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგის შექმნა გამოაცხადა. ესენი არიან: "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "იუვენტუსი", "ინტერი" და"მილანი".

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა "რეალის" და "იუვენტუსის" პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი გააკრიტიკა, ამ უკანასკნელს მატყუარა უწოდა და თქვა, რომ სახლში გველები ჰყოლიათ.

უეფას განცხადებით, ის ფეხბურთელები, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

დანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა იესპერ მიულერმა თქვა, რომ პარასკევს ჩემპიონთა ლიგიდან "ჩელსის", "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მოკვეთის გადაწვეტილებას მიიღებენ და ისინი ნახევარფინალში ვერ იასპარეზებენ.

სუპერლიგაში "ლივერპულის" გაერთიანებას მისმა გულშემატკივრებმა მხარი არ დაუჭირეს და "ენფილდზე" საპროტესტო ბანერები გამოფინეს.

ტურნირს ამერიკული ბანკი JP Morgan Chase დააფინანსებს და უკვე ამბობენ, რომ ევროპული ფეხბურთი ამერიკულ სოკერად გადაიქცევა.

"ბაიერნის" მმართველი საბჭოს დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ სუპერლიგის წინააღმდეგ გაილაშქრა და უეფას მიერ ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას მიესალმა.

"პორტუს" პრეზიდენტმა ჟორჟე პინტუ და კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირი NBA-ს მსგავს დახურულ ტურნირს არ დაუშვებს.

მოკლედ, ისეთი ამბები ხდება, ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს და ევროპული ფეხბურთი შეიძლება ორ ნაწილად გაიხლიჩოს.

levan
ჩემი აზრით ეგ სუპერლიგა ამ გრანდებისვე იქნება ცუდი,ალბათ თავისთავსვე დაასამარებენ,პირველ ეტაპზე იქნება მათთვის მომგებიანი,მაგრამ წლების მერე მომაბეზრებელ ტურნირად გადაიქცევა.ყოველ წელს ერთიდაიგივე გუნდების,ერთიდაიგივე ფეხბურთელების თამაში,ხან ერთ გუნდში და ხან მეორე გუნდში უბრალოდ მართლა მომაბეზრებელი იქნება.ვინც ამ გუნდებში ითამაშებს ნაკრებში ვეღარ ვიხილავთ ალბათ და სხვა რა გზა ექნებათ უნდა გადავიდნენ მარტო სუპერლიგის გუნდებში.უეფას და ფიფას ბევრი ბერკეტები გააჩნიათ და გარკვეულ სანქციებსაც გაატარებენ,თუ რამეს დაუთმობენ სავარაუდოთ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიც ასე პრივილეგირებული ნაკრებებით ჩატარდება.
123
პსჟ_ზე ამბობენ ფულით შექმნილი გუნდიაო და 350 მილიონად ფეხბურთი გაყიდეს ე.წ. დიდმა კლუბებმა. პსჟ ს ფეხბურთი არ გაუყიდია. ფეხბურთი შეცვალა და შეცვლის მომავალშიც.
321
კიდე გჯერათ რო პერესის იდეა იყო? პერესი გამხმოვანებელია. დიდი ქვეყნები და მაგნატები დგანან უკან. ევროპული ფეხბურთს ბოლო მოეღება.
რაულ გონსალეს ბლანკო
ტრანსლაციის უფლება უკვე ეკუთვნის არაბებს

არც მე ვეთანხმები ამ ტურნირს, რადგან ფეხბურთი ყველასია და არა მდიდარი შეიხების, ოლიგარქების და ნავთობმაგნატების! ისეთი სასწაულები აღარ იქნება როგორც იყო მაგალითად პორტოს ჩემპიონობა ლიგაზე, ლესტერის ჩემპიონობა, ატალანტასნაირი შემტევი და სასიამოვნო ფეხბურთის მოყვარული გუნდი ვერასდროს გამოჩნდებოდა, წელს საოცარი ვესტ ჰემი თუნდაც - მასაც არასდროს ექნებოდა შანსი ლიგაზე თამაშის... კიდევ ბევრი, რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს და შეილება ყველა არც გამახსენდეს... იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ უნდა მოიხსნან იქ მონაწილე გუნდები ჩემპიონთა ლიგიდან და დარჩეს სიტი მაგალითად ლიგის გარეშე (თუმცა პსჟ - ს მაინც ვერ გაცდება ჩემი აზრით) და უნდა ჩანაცვლდნენ მანამდე გამოვარდნილი არამონაწილე გუნდებით... პ.ს. ასე ფეხბურთი ვერასდროს განვითარდება და საყოველთაო ნამდვილად აღარ იქნება, ყველაზე გულდასაწყვეტი ეს არის... რაგბს შევადარებდი სადაც მაფიოზური 6 ერი იკრიბება და ჩვენნაირ ქვეყნებს არ აქვთ განვითარების შესაძლებლობა!
ლევანი
ეგ უნდათ მაგათაც, რომ დისტანცირდნენ ეროვნული ჩემპიონატებიდან და ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვება აღარ მოუწიოთ. უეფა და ფიფა სრულიად უუნარო იქნება და ვერაფრითაც ვერ დააოკებს ამათ თუ სასურველი რაოდენობის კლუბები მოაგროვეს. ჯერ მხოლოდ 12 არიან და იქაც ტოტენჰემის შეტენვა მოუწიათ. ბაიერნმა, რომ უარი თქვა -ეს კარგია. მდიდარი პსჟ-ც გაემიჯნა. იმედია სხვას ვეღარ მიიმხრობენ, თორემ რაღაში ჭირდევათ მერე უეფა?
ტოლსენი
ისე საინტერესო ტურნირი ჩანს დაველოდოთ მოვლენების განვითარებას
ლუკა
სადაც NBA გაახსენდა ბარემ საკალათბურთო ე როლიგა ან ექვსი ერიც გაეხსენებინა. წიპიჩნი ევროპელები ერთმანეთის გადაგდება და ამერიკელების ზიზღი თითქოს თვითონ იგივე არ ექნათ.
S.O.S. Football !!!
მართლა ვერ ძღება რა ამათი მუცელი!!! რაგბის ექვსი ერის პრინციპია ფაქტიურად ჩადებული სუპერ ლიგის შინაარსში რა ცირუთადად აგებულია კომერციაზე და მეტი ფილის შოვნაზე და არ სპორტულ პრინციპებზე!!! ძალიან საინტერესო იქნება, უშუალოდ ამ სუპერ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების პოზიცია, მაგრამ დიდი ხელფასების სანაცვლოდ ალბათ მათი უმრავლესობა უარს იტყვის ნაკრებში თამაშზე!!!
შეტევა
სულ იმას ვამბობდი რაგბი როდის მიბაძავს ფეხბურთს და დაბალი დონის გუნდებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს თქო და... სეპარატისტი კლუბების გულშემატკივრებმა უნდა ამოიღონ ხმა, სხვა გამოსავალი ალბათ არაა.
gio gio
არაფერი არ გაიხლიჩება, საბოლოოდ არ გადავა ფეხბურთელი იქ სადაც სანქციები დაედება და ნაკრებში ვერ ითამაშებს, თუ ეს სუპერლიგა მაინც შედგა ჩვენ მივიგჰებთ ვეტერანი და ღიპიანი ფეხბურთელებისგან კლუბებს
მოსეხონელი
უბრალოდ არ იყიდონ ტრანსლიაცია სხვა ქვეყნებმა არიყიდონ გულშემატკივრებმა ფორმები არ მივიდნენ სტადიონებზე და გინდა დახურო და გინდა გააღონ მერე შემოსავლს ვინ მისცემს მაინტერესებს
ისიდორე
კარი კალათა არაა არ ივარგებს ეგ საქმე
ფეხბურთის გულშემატკივარი
აღნიშნული პროექტის ამუშავების შემთხვევაში უბრალოდ არ უნდა ვუყურეთ ამ სუპერლიგას და კრახისთვის გაიწირება ეს პროექტი ძალიან მარტივად. არ უნდა დავუშვათ ბობოლა მატრაკვეცების თავის გემოზე შემოკერვა ჩვენთვის სათაყვანებელი სპორტის სახეობის.
ემიგრანტი
yvela tituli unda chamoartvan da diskvalipikacia unda miscen shida chempionatebshic da itamashon fulianebis gundebma da romeli fexburteli gacherdeba maset klubebshi vnaxot fexburti biznesad aqcies totalizatorebis gasamdidreblad . yvelas maikaze bet bet bet aceria yvelgan magati reklamebia stadionebze maikebze
სიმართლე
უმეტესობა ეწინააღმდეგება სუპერლიგის იდეას, ბევრი რაღაც მეც არ მომწონს და ბოლომდეც ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ რეალი-ჩელსის ნახევარფინალის წინ ხეტაფე,კადისი და ბრაიტონი,ვესტჰემი რომ გჩეხავს, ძალას გაცლის და ნახევარ გუნდს გტოვებს, ამას დასვენებული, ფორმაში მყოფი ვარსკვლავების ყურება ნაღდად მირჩევნია. ჩვენ თუ ჩვენსას ვდარდობთ თავის მოტყუება გადაგვიწყვეტია და ეგაა, ვინც რჩება უსუპერლიგოდ ისინიც ძალიან, ძალიან წინ რომ არიან, ეგ მგონი ყველამ ვიცით.
დევკალიონი
არ გაძღა მილიარდერების მუცელი !
buxrika-ს
მე დავამატებდი რომ საერთოდ უნდა მოიკვეთონ ფეხბურთიდან 5 წლით და მერე დაბრუნდნენ უდაბლეს ლიგაში თუ კიდევ ექნებათ სურვილი
buxrika
ყველა ხელმომწერი გუნდი უნდა დაისაჯოს.და მინიმუმ უნდა დაქვეითდნენ ყველაზე დაბალ დივიზონში საკუთარ ჩემპიონატებში.
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კონტრრევოლუცია იწყება - "რეალსა" და "იუვენტუსს" მკაცრად დასჯას უპირებენ
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
გაუმაძღრების სულელური რევოლუციის კრახი და რეფორმების აუცილებლობა
"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?
"ამიტომაც, არ მომწონს იდეა..." - შოთა არველაძე სუპერ ლიგის დამტკიცებას ეხმაურება
Bild: "ბაიერნი", "დორტმუნდი" და პორტუ" მოკვეთილების ნაცვლად ნახევარფინალში?