25 აპრილს თბილისში სარეიტინგო ბრძოლები ბრუნდება!

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing group promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი მოკრივეები მიიღებენ.

პროფესიონალურ რინგზე სადებიუტო ბრძოლას გამართავს 23 წლის გორელი მებრძოლი გიორგი დოლიაშვილი, რომელსაც სამოყვარულო კრივში საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ბრძოლების წინ მან მეტად საინტერესოდ ისაუბრა Boxing group promotion-ის ოფიციალურ გვერდთან:

"სამოყვარულო კრივში, 2010 წლიდან მოყოლებული, ყველა ასაკობრივი ნაკრები მაქვს გამოვლილი. 3-ჯერ ვიყავი ეროვნული ჩემპიონი, პატარა ასაკში 2-ჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული კონტინენტურ პირველობაზე, უფროს ასაკში ვარ "ა" კლასის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ფინალისტი და პრიზიორი, 2015 წლიდან 2020 წლამდე ვიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

ღრმა ბავშვობიდან ვარ დაკავებული ამ სპორტით. მის გარეშე წარმოუდგენელია ვიყო ის, ვინც ვარ. დილით გაღვიძებასავითაა ჩემთვის კრივის დარბაზში მისვლა და ვარჯიში. მოკრივე, რომელიც ჩემთვის სამაგალითოა და ვის გამოც კრივს კიდევ უფრო ვაფასებ, არის მუჰამედ ალი.

4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად კრივის ორთაბრძოლებს ვარიანში, გიორგი კანდელაკის დარბაზში ვუყურე. მაშინვე მოვიხიბლე და შემდეგ მალევე, ჩემივე ინიციატივით და სურვილით, შემიყვანეს სპორტის ამ სახეობაზე.

ჩემი აღმზრდელი, ვინც მასწავლა კრივის ანბანი, ბრძოლა, ჩამინერგა გამარჯვების სურვილი, ამიხსნა და კიდევ უფრო შემაყვარა ეს სპორტი, არის ბადრი ყულუმბეგაშვილი. შემდეგ უკვე უფროს ასაკში ჩემ აღზრდასა და პროფესიონალურ განვითარებას ზურა გუნიამ მიჰყო ხელი. ორივე მწვრთნელთან საკმაო წარმატებებისთვის მაქვს მიღწეული და ორივეს დიდი შრომა აქვს ჩემში ჩადებული, რის გამოც ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.

დღემდე კრივი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ესაა ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებ და რისი კეთებაც მომწონს.

სპორტსმენობის გარდა, ვარ სტუდენტი, კერძოდ, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი. ასევე, უკვე მიღებული მაქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა სწავლის და მოკრივის ცხოვრების შეთავსება, რადგან ორივე ძალიან დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ როგორღაც შევძელი, რომ ორივესთვის დამეთმო საკმარისი დრო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სხვა ყველაფერზე უარის თქმა მომიწია.

სამოყვარულოსა და პროფესიულ კრივს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - დაწყებული წონის ჩაბარებით და გაგრძელებული ბრძოლის მიმდინარეობითა თუ სხვა ნიუანსებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოყვარულო კრივში დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება, პროფესიონალურ ასპარეზზე მარტივად მოვიკიდო ფეხი.

მაქვს მოლოდინი, რომ პროფესიონალურ კრივში დაფასდება ის შრომა, რაც უკვე გავიღე და რასაც მუდმივად ვაგრძელებ, წინსვლის საიდუმლო ხომ სწორი ვარჯიში და შრომაა. ამიტომაც მჯერა საკუთარი თავის და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ წარმატებას მივაღწევ ამ სპორტში."

წყარო: Boxing group promotion

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
ღვაწლი დაუფასდებათ: გორში კრივის ახალი დარბაზი აიგება
საინტერესო ბრძოლები - თბილისში კრივის მორიგი დღეები გაიმართა
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
საქართველოში პროფესიონალური კრივი 1-წლიანი კოვიდპაუზის შემდეგ დაბრუნდა
კრივის გამორჩეული ბრძოლები თბილისში - გუჩმაზოვი VS სუთიძე
დავით წიკლაური: ვიმედოვნებთ, რომ რიოს ოლიმპიადა უჩვენოდ არ ჩაივლის
პროფესიონალური კრივის კიდევ ერთი ღონისძიება თბილისში!