საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სპორტსმენებს უმასპინძლა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება პირადად მიულოცა.

მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) აჩვენა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა ათლეტმა თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა და ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო კონგრესი, რომელზეც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის პოზიციაზე ქართულ ძალოსნობას წარმომადგენელი პირველად ჰყავს, რაც ქართული ძალოსნობის და ზოგადად, ქართული სპორტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. ამავე ჩემპიონატის მთავარი ექიმი გახლდათ საქართველოს ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობას და სამინისტროს პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძალოსნობა საქართველოსთვის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული სახეობაა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ძალოსნების, განსაკუთრებით კი, ლაშა ტალახაძის წარმატებებმა, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სამჯერ დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი ძალოსნობის ფედერაციამ სწორად გამოიყენოს და ძალოსნობაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდის, მათ შორის, გოგონების ჩართულობა უზრუნველყოს.

შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..