საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელია. ოთხთა ფინალის დასკვნით, სატიტულო მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა დაძაბულ, სანახაობრივ ბრძოლაში 83:81 დაამარცხა “ოლიმპი” და ქვეყნის თასი, არსებობის ისტორიაში, მეოთხედ მოიგო.

ტიტულის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა. თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო და ტაბლოზე ფრე – 81:81 ფიქსირდებოდა, როცა ქუთაისელთა პორტუგალიელი ფორვარდის, ჟოელ ალმეიდას ნასროლი ოლიმპელთა კალათში ჩაეშვა. ალმეიდამ თანაგუნდელის, დეჟუან რაითის აცილებული მოხსნა და საფინალო დროის ამოწურვამდე სროლა მოასწრო. საშუალო მანძილიდან, თუმცა მახვილი კუთხიდან ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და რარიგ მსაჯმა ბურთის წესების დაცვით ჩაგდება დააფიქსირა, მოედანზე სიხარულისგან აჟიტირებული ქუთაისელები გამოცვივდნენ და ჯერ მისალოცად ალმეიდას გამოეკიდნენ, შემდეგ კი თასის მოგებას ერთად ზეიმობდნენ.

არამხოლოდ გამარჯვების ბურთის გამო – ჟოელ ალმეიდა დამსახურებულად გახდა მატჩის და შესაბამისად, თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე. MVP-ის ტიტული მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა. საუკეთესო მოთამაშისთვის 1000-ლარიანი პრიზი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ დააწესა, რომელიც ქუთაისელთა პორტუგალიელ ლეგიონერს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა.

ქუთაისელი კალათბურთელები, მწვრთნელები და გუნდის სხვა წევრები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ სპეციალური მედლებით დააჯილდოვა. ქუთაისელთა იუბილარ კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს, რომელიც დღეს 32 წლის გახდა, საქართველოს თასით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

სატიტულო მატჩი ისეთი გამოდგა, ფინალს რომ შეეფერება - ძალიან დაძაბული, თანაბარი, ემოციებით გაჯერებული. "ოლიმპს" სადავო გდებისას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დევანტე ფოსტერი დაუშავდა, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ის მოედანზე მეორე ნახევარში დაბრუნდა. დანაკლისის მიუხედავად, დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი პერიოდი, რომელიც 22:15 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა შეძლეს თამაშის გამოსწორება და ანგარიშიც გაათანაბრეს. ეს ჟოელ ალმეიდას, ლევან გრძელიძისა და გიორგი ბარბაქაძის შორი სროლების წყალობით მოხდა, რის შემდეგაც თანაბარი თამაში გაგრძელდა.

დიდი შესვენებისთვის უკვე ქუთაისელები იგებდნენ – 43:40. "ოლიმპი" მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ დროებით. ბოლო პერიოდში თავისი საფირმო შორი სროლები წამოიწყო ოლიმპელთა ცენტრმა დონოვან სმიტმა, ვისმა შედეგიანობამაც შედეგი გამოიღო. ოლიმპელები დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა ლიდერი ხშირად იცვლებოდა, თანაბარი ანგარიშიც არაერთხელ დაფიქსირდა და ბოლო წუთზეც თანაბრობა იყო.

"ოლიმპს" მოგების კარგი შანსი ჰქონდა, რადგან 81:81-ზე შეტევის უფლებას ფლობდა და ახალგაზრდა ლევან ქვარცხავამ შორი ორქულიანი არაზუსტად ესროლა. ქუთაისელებს შესატევად 15 წამი დარჩათ და გადამწყვეტი სროლა საკუთარ თავზე დეჟუან რაითმა აიღო, რომელმაც საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე შორი ორქულიანი ესროლა. ბურთი ოლიმპელთა კალათს ოდნავ შეეხო და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა ალმეიდამ პირით ხაზთან ბურთი მოიხელთა, მყისიერად ესროლა და…

GBF.GE

კუ კობსონი
ვა გაინჩუალინჩაა
emigranti
ვულოცავ ქუთაისს!...ერთი ვიდეო როგორ ვერ გაახერხეთ:)
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა