ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ახალ „ბათუმი არენაზე“ ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

ლიდერთა შეხვედრა ისედაც საინტერესო იყო და მით უმეტეს ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. პირველ ტაიმში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს გულშემატკივრები, სისტემტურად უტევდნენ და 42-ე წუთზე ჯიღაურმა თავისი გუნდი დააწინაურა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეხუთე გოლია. რაც შეეხება სტუმრებს, ძალიან პასიურად გამოიყურებოდნენ და მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და კვასხვაძემ მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ პირველი მომენტი დედაქალაქელებმა შექმნეს, მაგრამ კუპატაძემ მარუშიჩს არ დაანება გოლის გატანა. 63-ე წუთზე თბილისელთა გუნდში ქარდავას ნაცვლად შეცვლაზე ანანიძე შევიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. თუმცა, ჯანომ თავისი გუნდის შეტევების გამწვავება ვერ შეძლო და ზღვისპირელებმა გიმარჯვეს.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" 25-25 ქულა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გეგუჩაძის შეგირდები გალიდერდნენ.

12 მაისს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „სამტრედიას“ შეხვდება, თბილისის „დიმამო“ კი იმავე დღეს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:0

გოლი: ჯიღაური (42)

დინამო (ბთ) (4-5-1): კუპატაძე, ნავალოვსკი (მანჯგალაძე 67), აზაცკი (კ), კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 76), გროზურეკი (აზაროვი 58), ფანცულაია (შინდაგორიძე 66)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (3-5-2): კვასხვაძე, კობოური, მონხილი, სპორკსლედე, ხვადაგიანი, ქარდავა (ანანიძე 63), რადინი, პაპავა (კ), მექვაბიშვილი (კუცია 71), გაბედავა (ახვლედიანი 59), მარუშიჩი (კეიტა 63)

მწვრთნელი: ნემსაძე

ზუკა
ფოთი დაბრუნდება
koka
ტალღისებურ ფორმებს, ვითომ დიზაინერულ "გადაწყვეტას" შეწირული მინიმუმ 5000 ადგილი სტადიონზე,სამწუხაროა და არაპრაგრმატული, იმავე ფასში ჩაეტეოდა,არც მხატვდრული სახე დაეკარგებოდა და არც სიდიადე, სიცარიელის ეფექტსაც არ შეჰქმნიდა არასრული დასწრების დროს. რაც შეეხება თბილისს, იქ ხალხი არასოდეს ივლის ეროვნული ლიგის მატჩებზე,2012 წლის მერე იქ არასოდეს ყოფილა 2000 ზე მეტი ადამიანი ჩეპიონატის მატჩზე. ამ ქალაქის ცხოვრება არაა ფეხბურთი, ის კულტურულად გადაჯიშდა ფეხბურთისაგან და ამაში პირველ რიგში უდიდესი წვლილი თვით თბილისის დინამოს მიუძღვის.
ბადური
თამაში გულშემატკივრებმა მოვიგეთ, ხარისხით დიდი გადამრიე თამაში არ იყო მაგრამ იმდენად დიდი ემოციები იყო ფეხბურთელებიც ნერვიულობდენ აშკარად. ბათუმის დინამო ჩემპიონ ....
c
ვულოცავ ბათუმს! სირცხვილია სამეგრელოს ერთი გუნდიც კი აღარ ყავს უმაღლესში, კუთხე რომელიც არის სამჭედლო ფეხბურთელების..
ზუკა
იმედია ბათუმის ქომაგების მაგალითი იქნება თბილისელი ქომაგებისა, რომ მივიდნენ სტადიონზე, უნდა გაკეთდეს სტადიონები სხვა რეგიონებშიც და ლამაზი ჩემპიონატი გვექნება, ასე იქნება თბილისშიც სტიმულს ერთი მისცემს მეორეს.
მამუკა
ნემსაძის მწვრთნელობა არ გაიშვას
თორნიკე
ესეთი ატმოსფერო რომ იყოს სულ, ყველა ეროვნული ლიგის ყველა თამაშს ვნახავდი. მართლა მატჩზე მეტი იყო ეს
akademia
ეს ფიფია ვერ ხედავს დინამოს დაღუპავს ნემსაძე,დამხმარე მისი ვინმე ჭელიძე უკვე ბიჭებთან კონფლიქტშია,თუ არ უნდა დინამოს ჩემპიონობა ფიფიას ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ნემსაძე და კუთვნილი მეორე ან მესამე ადგილი
100%
არასრულად ვუყურე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თეთრები იდგნენ.
გია
გეგუჩაძემ პირწმინდად მოუგო ნემსაძეს და გამოჩნდა რომ ამ უკანასკნელს არც ტამაშის დაგეგმვა და მით უმეტეს გადაწყობის უნარიც არ აქვს. დინამოსთვის ძალიან დაბალი ხარისხის მწვრთნელია და იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს რომ რამე რესურსი აქვს
roma bejanidze
გილოცავთ ჩემო ბათუმელებოოოოოო. მხოლოდ დინამო მხოლოდ ბათუმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა