ივლისის ტესტებზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ მატჩს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს:

"სპრინბოქსს" 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ ბრიტანელ და ირლანდიელ "ლომებთან" სამმატჩიანი სერია ელით, მანამდე კი, 3 და 10 ივლისს, "ბორჯღალოსნებს" მასპინძლობენ.

აფრიკიდან შინ დაბრუნებული საქართველო 17 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს და ჯამში, ზაფხულში, ტიერ1-ის გუნდებთან სამი ტესტ-მატჩი გამოგვივა, რისი მსგავსიც აქამდე ზაფხულის ტესტებზე არასდროს ყოფილა.

„სერიოზული გამოცდა და გამოწვევა გველის. მსოფლიოს ჩემპიონთან ორი მატჩი და ტიერ1-ის გუნდის მასპინძლობა, სიხარულთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ორივე დიდი გუნდია და გვსურს, მათთან კარგი თამაშით ჩვენც გავიხაროთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშებში ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება.

ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება სამხრეთ აფრიკის პირველ თამაშს და როდესაც ქომაგი განსაკუთრებულის მოლოდინშია, სპორტსმენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს. აფრიკელები მოტივირებულნი დაგვხვდებიან, ეცდებიან გულშემატკივარი გაახარონ და სერიოზულ ბრძოლას შემოგვთავაზებენ“.

საქართველოს ამ დონის ტესტ-მატჩები აქამდე არასდროს ჰქონია. სასიხარულოა, რომ შოტლანდიამ კიდევ ერთხელ ისურვა ჩვენთან სტუმრობა და აფრიკელებმა, ბრიტანელ და ირლანდიელ "ლომებთან" შეხვედრების წინ, საქართველოსთან თამაში პროდუქტიულად მიიჩნია. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს“.

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე "ბორჯღალოსნები" 26 ივნისს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავს და შინ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს (მატჩი 29 მაისს გაიმართება) მიიღებს.

წყარო: Rugby.ge

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს