პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებულ მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად "მანჩესტერი" 4:2 დაამარცხა.

ეს მატჩი 2 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ "იუნაიტედის" ევროპის სუპერლიგაში გაერთიანების გამო მისი გულშემატკივრები "ოლდ ტრაფორდზე" შეცვივდნენ და კლუბის მფლობელ გლეიზერების გადადგომას მოითხოვდნენ, რის გამოც შეხვედრა გადაიტანეს.

დღესაც გაგრძელდა "ოლდ ტრაფორდთან" ფანების პროტესტი, სტუმარ გუნდს კი გზა ავტომობილებით გადაუხერგეს, მაგრამ საბოლოოდ მათ მაინც მიაღწიეს არენამდე. სხვათა შორის, "მანჩესტერმა" თადარიგი დაიჭირა და სტადიონზე 6 საათით ადრე მივიდა, სადაც ფეხბურთელებს მოსასვენებლად სახელდახელოდ საწოლებიც მოუმზადეს.

მატჩიც ისეთივე დაძაბული გამოდგა, როგორიც სიტუაცია იყო: ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა მასპინძლები დააწინაურა, რომელმაც სეზონში 28-ე გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ნახევარმცველებს შორის ლამპარდის რეკორდი დაამხო. შემდეგ დიოგო ჟოტამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ფირმინომ დუბლით "წითლები" წინ გაიყვანა. მას წელს 21 მატჩში აქამდე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. რეშფორდმა 68-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა და თითქოს სოლსკიაერის გუნდი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 90-ე წუთზე სალაჰმა დალაშქრა ჰენდერსონის კარი და "ლივერპულმა" გაიმარჯვა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "მანჩესტერი" მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ლესტერს" 4 ქულით უსწრებს; "ლივერპული" კი მეხუთე პოზიციაზე გადავიდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ლივერპული" 16 მაისს გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდება, ხოლო 18 მაისს "მანჩესტერი" "ფულჰემს" უმასპინძლებს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"

მანჩესტერი - ლივერპული 2:4

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (10), 1:1 დიოგო ჟოტა (34), 1:2 ფირმინო (45+3), 1:3 ფირმინო (47), 2:3 რეშფორდი (68), 2:4 სალაჰი (90)

გულშემატკივარი
5 ადგილიდან მხოლოდ ჩელსის შეუძლია გავიდეს იმ შემთხვევაში თუ ლიგას მოიგებს სხვა ყველა შემთხვევაში 5-ადგილი ევროპალიგაა
კიკო-ს
სიტი ან ჩელსი ლიგას იგებსო, მაგის თქმა უნდოდა ალბათ...
კიკო
რანაირად გავა
მამუკა
ლივერპული 5-ე ადგილიდანაც გავა ლიგაზე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა