რუსთავის საკალათბურთო გუნდი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. სერია სამ მოგებამდე გრძელდება და რუსთაველებს კარგი შანსი აქვთ, 11 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორონ, როცა ბოლოჯერ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები.

თავის მხრივ, მიუხედავად 0:2 ჩამორჩენისა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი "ცხუმ-აფხაზეთიც" იმედიანად შეჰყურებს შემდეგ მატჩებს და იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს. ამის მიზეზი ის მატჩებია, რომლებიც ცხუმელებმა რუსთავში ჩაატარეს. განსაკუთრებით დღეს გამართული მეორე შეხვედრაა აღსანიშნავი, რომელშიც თბილისური გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო.

ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს გაცილებით უკეთესად ითამაშა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში რუსთაველებმა მეტი მობილიზება გამოიჩინეს. ანატოლი ბოისას გუნდს იღბალმაც წააშველა ხელი და შეხვედრაც მასპინძელთა გამარჯვებით – 74:71 (სტატისტიკა) დასრულდა.

ბოლო წამზე ნოდარ გოგოძემ გამათანაბრებელი სამქულიანი ესროლა, რომელიც კალათში არ ჩაეშვა. თუმცა სათქმელია, რომ ცხუმელებს მანამდეც ჰქონდათ გათანაბრებისა და დაწინაურების შანსები. ალექსანდრე ფევაძემ ბოლოსწინა და ბოლო წუთზე ორჯერ გაუშვა ხელიდან ცხუმელთა დაწინაურების შანსი. ეროვნული ნაკრების მოთამაშის სროლები მიზანს ასცდა, თუმცა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ცხუმელებს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ.

პირველი პერიოდის შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდი 12 ქულით იგებდა, შემდეგ უპირატესობა 14 ქულამდეც გაზარდა, თუმცა, წინა მატჩის მსგავსად, მესამე პერიოდიდან მასპინძლები ამოქმედდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევია მალიქ უაითის შედეგიანობა, რომლის წინამძღოლობითაც რუსთაველებმა ჩამორჩენა გააბათილეს და დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ცხუმ-აფხაზეთი აღმოჩნდა მდევრის როლში. რუსთაველთა ცენტრის – გეგი ბაქრაძის მოედნიდან გავარდნის შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდმა საკმაოდ დიდი ბონუსი მიიღო. თუმცა "ცხუმ-აფხაზეთმა" ეს ფარქვეშა უპირატესობა ვერ გამოიყენა და პერიმეტრიდან თამაშში ისევ რუსთაველებმა იხეირეს.

ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი – 69:69 იყო, თუმცა, როგორც გითხარით, ცხუმელებმა რამდენიმე შეტევა გააცუდეს, რუსთაველებმა კი – ჩააგდეს და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ. 27 ქულით ქვემოქართლელებს მალიქ უაითმა ულიდერა. 15 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა მიითვალა, მაიკლ დევისის ანგარიშზე კი 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" 15-15 ქულითა და 6-6 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე და რაჰიმ ჯონსონი გამოირჩნენ. 12 ქულა და 11 პასი ჯოშ მაკფოლის ანგარიშზე დაგროვდა.

ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს მოუგო" და მეცხრედ გახდა ლიგის თასის გამარჯვებული
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ქუთაისმა" შეავსო
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება