საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრების პარალელურად, გიორგი მაკარიძეს "ალმერიაში" უმნიშვნელოვანესი საკლუბო მატჩები აქვს - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უკანასკნელი ტური უნდა გაიმართოს, რასაც პლეი-ოფები მოჰყვება.

ალმერიულ კლუბს სეზონის დასკვნითი ნაწილი აშკარად ჩაუვარდა, რის გამოც გუნდმა ლა ლიგაში პირდაპირ აღზევება ვერ შეძლო, თუმცა უპირატესობა იმდენად კომფორტული იყო, მათი საპლეიოფო მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ახლა გიორგი მაკარიძის გუნდის მთავარი მიზანი პლეი-ოფში მესამე ადგილით მონაწილეობაა, ეს კი მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. "ლეგანსესსაც" იმდენივე ქულა აქვს, როგორც "ალმერიას", მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მაკარიძის გუნდი მეოთხე ადგილს იკავებს.

ალმერიულ კლუბს ბოლო ტურში მოტივირებული მეტოქე ჰყავს - "ხიხონს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, მოწინავე ექვსეულში შევიდეს და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს. თავის მხრივ, ისინიც არ არიან მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულნი.

შეგახსენებთ, სეგუნდა დივიზიონიდან პირდაპირი გზით ორი კლუბი ("ესპანიოლი" და "მალიორკა") დაწინაურდა, მომდევნო ოთხი კი პლეი-ოფის გზით საუკეთესოს გაარკვევს. გიორგი მაკარიძესა და მის გუნდს საკმაოდ კარგი შანსები აქვთ, მომავალ წელს

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში იასპარეზონ.

31 წლის ქართველი კიპერი სტაბილური და წარმატებული სეზონით გამოირჩა. გიორგიმ 32 მატჩი ჩაატარა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში პორტუგალიური "სეტუბალის" რიგებში მას ზუსტად ანალოგიური მაჩვენებლები ჰქონდა.

"ხიხონისა" და "ალმერიას" მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ემზარდი
რატომ დაკარგავს? ალმერიასი არ არის?
სიმართლე
ალმერია ბოლო ტურებში ზალიან სუსტად გამოიყურება!ისევე როგორც მაკარიძე და შანსები ძალიან შეიმცირეს,თუ მოხდა სასწაული და გადავიდა ლალიგაში კლუბი,მაკარიძე სავარაუდოდ დაკარგავს ძირითადში ადგილს! ჩვენია მაგრამ სიმართლე სიმართლეა!
დემე
უდავოდ იმსახურებს ლა ლიგას. კარგი ქნა რომელიმე გრანდის მეორე ან მესამე მეკარე რომ არ გახდა. ეგრე ტიტულები ვის რათ უნდა თუ ვიღაცის დუბლიორი იქნები. ყველაფერი წინ გაქვს მაკარ! მყარად იდექი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"ბარსელონამ" ფერმინის დუბლით "ალმერიას" მოუგო
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
"სპორტინგი" დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
მამარდაშვილის კარგი მატჩი - "ვალენსიამ" მძიმე თამაში მოიგო [VIDEO]