30 მაისს თბილისში კრივის დღეა!

Boxing Group Promotion-ისა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ ორგანებულ სარეიტინგო ბრძოლებში გამორჩეული ქართველი მებრძოლები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან.

ქართული კრივის ქომაგთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საშუალო წონაში გასამართი დაპირისპირება გურჯაანელ შალვა გუჩმაზოვსა და ქუთაისელ ამბროსი სუთიძეს შორის. ორივე მებრძოლი გამორჩეულ ფორმაშია და რინგზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის.

საკუთარი სისწრაფისა და ფიზიკური ფორმის იმედი აქვს შალვა გუჩმაზოვს, რომელიც მზადების ბოლო ეტაპზეა მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ:

- "მზადების დასკვნით ეტაპზე ვარ, კლუბ "მემეტეში" ვემზადები ედიშერ გოგიასთან. ბრძოლისთვის მზადების პროცესმა მშვენივრად ჩაიარა. გავიარე ფიზიკური და ტექნიკური ვარჯიშების ციკლი. ახლა ბოლო ეტაპია დარჩენილი - წონის კლება. საერთო ჯამში ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ.

„ვუყურე ჩემი მეტოქის ბრძოლებს. ნამდვილად ძალიან კარგი, გამოცდილი მოკრივეა. არაერთი საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლა აქვს ჩატარებული ძალიან ძლიერ მეტოქეებთან. თუმცა მე ჩემი ფიზიკური სიძლიერის და სისწრაფის იმედი მაქვს. ჩემი ბოლო სარეიტინგო ბრძოლა საზღვარგარეთ 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩავატარე და იქაც გამოჩნდა ჩემი სიძლიერე, შესაბამისად საშუალო წონაში ასპარეზობა გაცილებით გამიადვილდება.“

„გულშემატკივარს ლამაზ და სანახაობრივ ბრძოლას ვპირდები. მე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვი. 2020 წლის მერე დიდი პროგრესი განვიცადე, პროფესიულად გავიზარდე და განვვითარდი. უახლოესი მიზანი რაც შეიძლება ბევრი ბრძოლის ჩატარებაა და მერე ვნახოთ როგორ წარიმართება ჩემი კარიერა." - აცხადებს გუჩმაზოვი.

რინგზე არაფრის დათმობას არ აპირებს ამბროსი სუთიძეც, რომლის თქმით ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და სრულიად არის მზად 30 მაისს გასამართი ბრძოლისათვის:

„- პანდემიის გამო 2019 წლის შემდეგ არ გავსულვარ რინგზე, მაგრამ გამუდმებით ვემზადებოდი. ამ ხნის განმავლობაში ჩემს მწვრთნელ ტოლიკა ცქიფურიშვილთან ერთად ფაქტიურად დღე არ ჩამიგდია ვარჯიშის გარეშე. ასე რომ ახლა ერთი სული მაქვს როდის დადგება ბრძოლის დღე.

ჩემს მეტოქეს დიდად არ ვიცნობ, თუმცა მსმენია მის შესახებ. ვიცი, რომ კარგი მებრძოლი და ძლიერი სპორტსმენია, მაგრამ მე ისეთ ფორმაში ვარ და ისე ვემზადებოდი რომ დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში და მჯერა გავიმარჯვებ!

მინდა მადლობა გადავუხადო პროფესიონალური კრივის კავშირს, ქუთაისის სპორტ-სკოლის ადმინისტრაციას, სადაც ვემზადები, ჩემს მწვრთნელს და ჩემს ძმას რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ასეთ კარგ ფორმაში ვარ. ასევე მადლობას ვეტყვი გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ და მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩემი მიზანი ამ და ყველა მომდევნო ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვებაა!"

ღონისძიებაზე სულ 11 სარეიტინგო ორთაბრძოლა შედგება, სადაც მოკრივეები მაქსიმალური მონდომებით ეცდებიან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურებას:

64 კგ 4 რაუნდი

მამუკა აბულაძე (ვარიანი) - შოთა ჯვარიძე (ახალციხე)

60 კგ 4 რაუნდი

ირაკლი შარიაშვილი (რუსთავი) - დავით ბიძინაშვილი (გორი)

66 კგ 4 რაუნდი

საბა მაჭარაშვილი (რუსთავი) - ლუკა ჭილაური (თბილისი)

59 კგ 4 რაუნდი

მიხეილ გაბინაშვილი (გორი) - აკაკი კაკრიაშვილი (რუსთავი)

66 კგ 4 რაუნდი

რატი მიგრიაული (ახალციხე) - გიორგი გაბოძე (თბილისი)

73 კგ 4 რაუნდი

ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) - ვალერი გოჯიაშვილი (გურჯაანი)

76 კგ 4 რაუნდი

გიორგი უმეკაშვილი (თბილისი) - ნიკა ბუქური (დუშეთი)

79 კგ 4 რაუნდი

ბექა ადუაშვილი (თბილისი) - ბადრი გოგიჩაშვილი (გორი)

76 კგ 4 რაუნდი

იაგო კიზირია (ფოთი) - გიორგი ზალიკალიანი (თბილისი)

57 კგ 6 რაუნდი

ედგარ სარქისიანი (თბილისი) - ხვიჩა გიგოლაშვილი (ახალციხე)

30 მაისს, გლდანი-ნაძალადევის სპორტულ ცენტრში დაგეგმილი პროფესიონალური კრივის ორთაბრძოლები 12 საათზე დაიწყება. ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი გულშემატკივრებს Boxing Group Promotion-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა