ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“

ნიდერლანდები - საქართველო

გოლი: დეპაი (10, პენ)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი, დე ვრი, ბლინდი, ვეინდალი, დე რონი, ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვეგჰორსტი, დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, გვილია, აბურჯანია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ზივზივაძე

გიგა
გვილია სხვაზე მეტს დარბის უაზროდ და ამიტომ.ერთხელ დავწერე,მძლეოსნები შევაგროვოთ,ფეხბურთელები რად გვინდა.კვარას გარეშე გუნდი არ არის.გუნდში უნდა დარჩნენ:კვარა,მიქაუტაძე.კაშია,ჩაბრაძე,ლორია,გიორბელიძე,კიტეიშვილი (ერთი ტაიმი),აბურჯანია (ერთი ტაიმი),.აზაროვი,ლობჟანიძე,ჯიღაური,ქვილითაია და დვალიშვილი (ერთი ტაიმი),ხოჭოლავა და დვალი პოზიციურად ხშირად შეცდომებს უშვებენ (?),კაკაბაძე არასტაბილურია და ძნელია ენდო (?).ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ:ზივზივაძე,დავითაშვილი,კვირკველია,ოქრიაშვილი. ე.ი.ძირითადის 6 ფეხბურთელი გვყავს (ვინმე გამომრჩა?) ანუ გუნდი არ გვყავს.მარტო კვარა თუ მოიგებს თამაშებს და დანარჩენებს თუ აიყოლიებს ეს არის და ეს. ნაკრები 4-3-3 უფრო თამაშობს,ექსპერიმენტები საჭირო აღარ არის.გუშინ ნახევარდაცვა არ იყო,კაშია ასრულებდა ამ ფუნქციას.დაცვა ბურთს უაზროდ აგორებს,საშიშროებას დაბნეულ მეკარესაც უქმნიან.ფლანგის მცველები საჯარიმოს სიღრმეში არ უნდა შედიოდნენ,ეს ფლანგებზე მოშიშვლებას იწვევს და მეტოქეები დასეირნობენ.ბურთი დაცვამ არ უნდა დაიჭიროს,არ ეხერხებათ და ამიტომ.ყველა შემთხვევაში წინ უნდა აწვდიდნენ პასებს,მაინც კარგავენ და ამიტომ.ასე რომ მე მოლოდინები აღარ მაქვს.
ნინი მართალი ხარ.
ლორიასაც უგემოვნო ფორმა ეცვა, გეგონებოდა ვინმემ ათხოვა. ერთი წესიერი ევროპული დონის სპონსორი ჭირდებათ ბიჭებს.
ზურა0207
ეს გვილია ლამისაა სახში წაიყვანოს სანიოლმა ბოლო წუთამდე არ შეცვალა.და რატო იძახებს საერთოდ ვინმემ იციის???
მამუკა
საინტერესოა გვილია რა დამსახურებით არის მუდმივად ძირითადში? ტიპი ბურთს ვერ ურტყავს და ყველა მწვრთნელი ჯიუტად აყენებს ძირითადში
ირაკლი
სათამაშო კომპონენტი არაა რაშიც ნიდერლანდებმა არ გადაგვიარეს. შეიძლება ითქვას სარკეში ჩაგვახედეს და ის კოლოსალური უფსკრული დაგვანახეს რაც ჩვენს საფეხბურთო კლასსა და ევროპულ დონეს შორის არის.
შოთა
კიდევერთი ბუდუ აკლია ნაკრებს, ეს ერთი ძალიან ცოტაა. სასაცილოა სატირალი რომ არიყოს
gurulo
ტრიბუნებზე ბევრ ჰოლანდიელ ბავშვს ვხედავ და მიხარია,ჩვენები ისე თამაშობენ, ფეხბურთს შეაზარებენ და შეიძლება შემდეგი ფორმაციის ჰოლანდიის ნაკრებს მოვუგოთ,ფეხბურთელებს ვერ შეაგროვებენ:))
Tazo
გვილია ძველი გვილიას აჩრდილიღაა,გიორბელიძე და კაკაბაძე პასიურობენ,ბუდუ ისევ დაბნეულია,ისევ უკან მეკარისთვის უაზრო დაგორებები,მოკლედ 40 წთ ის მერე გადავრთე,
ნინი
როგორ მინდა ჩვენმა ბიჭებმმა მოიგონ! ერთი სურვილი მაქვს კიდევ, რა იქნება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს, კარგი ნორმალური ფორმები ჩააცვან, ნუთუ ასეთი ძნელია? ეს თეთრი ფორმები არ უხდებათ, ვისაც გევალებათ ეგება გაითვალისწინოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიზუალს.
Tazo
რა უბედურებაა,ამათ მარტო მამა ღმერთი თუ უშველის,სანიოლი კი არა...
vvvvv
ზოგიერთებს არ უნდოდა ლორია კარებში , თუ არა ლორია პირველი ტაიმის შემდეგ 5-0 იქნებოდა .
L.J.
საბას კარში დაეტყმის რატო ეშინია სულ რაღაცას იგონებს რაა:(( ნუ ბუდუზე აღარ ვლაპარაკობ
ბიძინეი
არა რა ეს ბუდუ არაა ვაბშე გამოსაძახებელიც კიიიი!!!! უკლასობასთან ერთად საფეხბურთო აზროვნებაც არ აქვს! გვილია სასტავის კაცი არაა ძაან დამძიმებულია ნახევარდაცვა აბურჟანია კაია მაგრამ უძაანელესია ძინავს რო დადის. ამ გუნდს მიახმარე ეხლა ჩაკვე კვარა წიტა და კანკავა უჰ უჰ რა თამაში გახურდებააააა. ესპანეთან ასე ვითამაშებთ ალბათ და იასნია ეს ლომებიც იქნებიან რაც ჩამოვთვალე
გიორგიპირველი
სამი ცენტრალური მცველით თამაში არასოდეს გამოგვსვლია და არც ამჯერად გამოგვდის. მეორე ტაიმი უკეთესი იქნება. წარმატებები ბიჭებს!!!
ნუკრი
გვილია არა,ზივზივაძე არა,კაკაბაძე ისე რა.დანარჩენებს არა უშავს.ლორია საუკეთესოა.
ლშა
კიტე ძაან კლასნი ხარ , კაშო და გიორბელა კარგები ხართ , ლორია მფრინავი. დავაი მოუმატეთ კიდე და შეგიძლიათ წინააღმდეგობის გაწევა .
Irakli
კაკბაძე ურევს, გვილიას უჭირს, ზივზივაძე რატომ მოწონს სანიოლს ვერ ვხვდები. 5 მცველი ვერ ამართლებს, ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში ძალიან გვიჭირს!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]
საკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ