ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“

ნიდერლანდები - საქართველო 3:0

გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

• S.O.S.

გვილია შეუდარებელი ლიდერია !!! ყველა დროის საუკეთესოა და მასზე საუკეთესო არასოდეს არავინ იქნება მომავალშიც!!! ან რა დრიბლინგი აქვს, ან რა პასი, ან რა სისწრაფე, ან რა სიძლიერის და სიზუსტის დარტყმა ან რომ გააფუჭებს მომენტს რა მხატვრულად იკიდებს თავზე ხელებს ?! ბრავო, ბრავო !!! ჰოლივუდში საერთოდ ვერ არჩევენ მსახიობებს თორემ გვილიას აქ რა უნდა იქ უნდა იყოს !!! ან იქაც და აქაც, მაგის გარეშე ნაკრებს რა ეშველება პასის და გოლის გამტანი აღარავინ არის სხვა!!!

• jango

ხომ ვიგემეთ ისევ ლეგიონერ ქართველთა დონე და სუპერ ხარისხი? ისევ დაადიზლაიქეთ ახლა მონდომებით :) არამგონია რომ ელიგაში მოთამაშეებმა ამათზე მეტად შეგვარცხვინონ, ჰოდა რა აზრი აქვს ამათ გამოძახებას?ელიგაში ქემაინც ერთმანეთს იცნობენ და ერთ სტილში თამაშობენ, ხშირად ხვდბეიან ერთმანეთს. თუ ვინმეს ამათგან მაგრად უნდა ნაკრებში, ელიგიდან მივიდეს და ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს, იქ აჩვენოს თუ აქვს კლასი და მასთან ერთად გაიზრდებიან სხვებიც.

• Hoda

დამთავრდა ახალი ცოცხის ზღაპარი??? ან რუმინეთთან რა ითამაშეს. რადგამ მოვიგეთ, ამიტომ? მოკლედ ტრენერი არ გვიშველის. სანამ ტრაბახს თავს არ დავანებებთ, არაფერში არ გვეშველება. უნდა მივხვდეთ- ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. ასე გვეთამაშა ჰოლანდია, მაგრამ ვინმე იტყვის რომ ტექნიკით 2-3-ჯერ არ გვჯობდნენ? ჩვენ კიდევ ფეხბურთელს ვაფასებთ ჯერ დრიბლინგის უნარით. და გვყავს უამრავი მღოღავი, ბრმა, ცალფეხა, უტვინო, ეგოისტი ვითომ ფეხბურთელი.

• ავჭალიდან

რას აზვიადებ რომ შენი სიტყვა გაიყვანო? ანჩელოტი რეალში 18 მილიონს აიღებს 60 მილიონი არც ერთი მწვრთნელისათვის არ გადაუხდიათ.აქვე მეორე პასუხიც რომელი დანია და ნოევებია შენატრის ჩვენარ თაობას დედას გარიცებთ ვის ედრებით,ჭაობიდან ვმესიჯობ იმენა

• ერიჰაა

და ნახევარს თუ არ გამოძახებს, მაშინ მოედანზე ვის გაიყვანს? აა, მინი ფეხბურთს ითამაშებს? ხალხო, ნახევარ გუნდს სანიოლი კი არა, ესპანეთის, ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის ტრენერი ვერ შეცვლის. ეგეთი რამე შრეიძლება მარტო ჩრდილოეთ კორეაში მოხდეს. ვინც გვყავს ყველა მოედანზეა, მორჩა კინო.

• ჟორა

ანჩელოტი 10 მილიონად? ხუმრობ? ჯერ ერთი რომ არც ჩამოვა და მე მეორეც,სეზონში 60 მილიონზე ნაკლებად არ მუშაობს.

• რომა

ტაქტიკაც ცუდი იყო ვაღიაროთ მაგრამ ძაან დამძიმებული იყო ჩვენი ნახევარდაცვა და ამასთან ერთად მსოფლიო ფინალი იყო? ასე დაცვაში ჩაჯდომა რა საჭირო იყო? ბუდუ ვითომ მაღალ ბურთების მოსაგებად გამოიყვანა და ერთიც არ მოუგია სიმაღლე აქვს და ახტომა არ იცის.. აღარ ჩამოვთვლი სხვა უაზრო ფეხბურთელებს. ვილიმ უნდა გაცხრილოს ნაკრები თან ძაან. ბუდუ დადის.. აბურჯანია დახოხავს გვილია სულ ცაში იყურება.. დვალს კი კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ჰოლანდიასთან როცა ლობჟანიძის და კიტეს იმედზე ხარ იასნია ვერ შექმნი ბევრ მომენტს ამ ბიჭებს ჭირდებათ მიყოლა და გვერდით დგომა... ამათ უნდა ჩაურთო ჩელსის კონტრ ატაკები და 2 დღე და ღამე უნდა აყურებინო...... ტიპები კონტრზე მთელი გუნდით გარბიან და მეტოქის საჯარიმოში 7-3ზე იჩითებიან ხოლმე მაგრამ ამათ სირბილი ეზარებათ და მე ხოარ ვირბენ?!

• ლუკა

არც შემცვლელი გვივარგა არც ძირითადი და იბნევიან მწვრთნელები რა ქნან არ იციან, დიდხანს აკვირდებიან ეგებ გაუგონ რამე ჩვენ ფეხბურთელებს. უცხოელებიდან აქამდე მარტო ბოსხკამპმა გაგვიგო.

• დაT

90-იან წლებში გვყავდა სუპერთაობა, რომლებიც თავიანთ კლუბებში იყვნენ გუნდის ლიდერები და ის თაობა ევროზე, ან მსოფლიოზე რომ ვერ გავიდა ეს იყო იმ დროის მწვრთნელების ჩივაძის, ყიფიანის, ძოძუშვილის და გუცაევის ბრალი, რომლებიც არა თუ დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები, არამედ 0 კვალიფიკაცის მწვრთნელები იყვნენ. იმის შემდეგი თაობა იყო კატასტროფა, მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი გვყავდა მაღალი დონის და მაღალი დონის მწვრთნელიც კი ვერ დადებდა შედეგს. დღეს უკვე შეგვიძლია იმის თქმა რომ გვყავს კარგი გუნდი, რა თქმა უნდა ისეთი არა გვყავს როგორც 90-იანების დროს გვყავდა, მაგრამ ამ გუნდით შეიძლება უკეთესი შედეგების დადება. უკვე შეიძლება ცუდი შედეგების მწვრთნელზე გადაბრალება. თუ სანიოლს უნდა ექსპერიმენტების ჩატარება მაშინ სუსტი გუნდები უნდა ავირჩიოთ სპარინგად. ნიდერლანდები ის მეტოქეა, რომელთანაც ძირითადი ბირთვით უნდა ითამაშო და ჩემი აზრით სანიოლი უკვე უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული თუ ვინ არის ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელი.

• ლუკა

ბურთი დაგვიმალეს.. მრცცვენია მათი გუშინდელი თამაშის შემდგომ

• სოსო

თამაშს ვუყურეთ და ცხადი იყო,რომ კლასში უზარმაზარი სხვაობაა.ასევე ფიზიკურ ფორმაშიც.ისინი ევროპირველობისათვის არიან მზად,ჩვენ კი,მხოლოდ ამხანაგურებისათვის შევიკრიბეთ.ამ მატჩის მთავარი მიზანი,პირველ ყოვლისა,მწვრთნელის მიერ ფეხბურთელების უკეთ გაცნობა და მათი შესაძლებლობების ნახვა იყო და არა მგონია აღტაცებული დარჩენილიყოს,თუმცა ახლა უკვე ზუსტად იცის,რამდენიმე კაცის შესაძლებლობები მაინც.აშკარად გამოჩნდა,რომ დღევანდელი ფორმით,ზივზივაძე და დავითაშვილი,სანაკრებოდ მზად არ არიან.საჰოლანდიოდ კი,საერთოდაც, მთელი ნაკრები არ არის მზად.აქ ძალიან ბევრი ცუდად აკრიტიკებს ვაკო გვილიას.დიახ მართლაც სუსტი იყო,მაგრამ სამი ნაღდი მომენტი ჰქონდა და აზროვნება რომ არ ჰქონდეს,საჭირო დროს,საჭირო ადგილზე ვერ აღმოჩნდებოდა.სათამაშო ფორმის აღდგენა კი,შესაძლებელია.ის კიდევ გამოგვადგება.დარწმუნებული ვარ.ამ ორ თამაშში,სანიოლმა მეტ ნაკლებად ყველა კანდიდატი გამოსცადა და ვფიქრობ საკმაოდ ბევრიც გაიგო მათ შესახებ.ახლა უკვე ანალიზის და საშემოდგომოდ გუნდის მოსამზადებელი გეგმის შედგენაზე მუშაობის დროა.ისე,ლობჟანიძის გვერდით მიქაუტაძე რომ მდგარიყო,მის ჩაწოდებებზე გაიხსნებოდა და საგრძნობლად საშიში იქნებოდა ჩვენი შეტევები,თუმცა სანიოლს ეს ვარიანტიც უნდა გამოეცადა.ანგარიში მართლაც ძალიან არასასიამოვნოა,მაგრამ სამაგიეროდ ობიექტური სურათი დაიდო და ილუზიები აღარავის გვექნება იმაზე,ვინ რას წარმოადგენს.

• semi

ტვინია წაღებული ამ ბავშვთა ფეხბურთით, ტყუილია არაა ეგ მიზეზი, უფრო ღრმა ანალიზია საჭირო. მიზეზი უამრავია მათ შორის ქვეყნის სიღარიბე. ბავშვები ძალიან კარგად თამაშობენ რომ იზრდებიან მერე იწყება პრობლემები თორემ აიღე ნებისმიერი ბავშვთა ტურნირები და საქართველოს შედეგები, დანია და ნორვეგია ინატრებენ ეგეთ შედეგებს.

• ავჭალიდან

ყველა კომეტარს გადავხედე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ადრეც ვთქვი და ეხლაც ვამბობ მწვრთნელი ისეთ დღეში ვართ დღეს და ისეთ დღეშია ქართული ფეხბურთი რომ არაფერ შუაშია ჩვენი ფორმაციის ნაკრებში. აქ მიზეზი ორია: პირველი არ გვაქვს ბავშვთა სკოლები და აკადემიები და მეორე ვინც გვყავს სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ აი ძირეული ორი პრობლემა დანარჩენი სხვა ამ შემთხვევაში ვიმეორებ აპრიორია ეს სახელების დაგვარების ხსენება რა ვქნათ არ გვყავს გვილიას და კაშიას შემცვლელი ყველა მწვრთნელს მათთან უწევს მუშაობა აგერ ანჩელოტი მოიყვანე მიეცი 10 მილიონი გაფიცებთ ძმობას რას გვიშველის?! კაროჩე ძაღლი იყეფს და ქარავანი ივლის მანამ სანამ ბავშვათა ფეხბურთს და ჩემპიონატს არ მივხედავთ!!!

• სოსო

გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან მოყოლებული,რაც ტოტალური ფეხბურთი შეიქმნა,საქართველოს არც ერთი ნაკრები არ იყო და არის,ჰოლანდიის ნაკრების დამმარცხებელი.ის დიდი დინამოც კი,ფეინოორდს რომ აჯობა,არ იყო ჰოლანდიის ნაკრების მომგები.ნახეთ სად თამაშობენ ჰოლანდიელები და სად ჩვენები...,მათთან ბრძოლა შეიძლება,მაგრამ კლასში ძალიან ჩამოვრჩებით და ახლა ისინი,თითქმის ფორმის ზენიტში რომ არიან,ჩვენებმა კი,ჩემპიონატები დაამთავრეს,ეს საერთოდ შეუძლებელი ჩანდა.მთავარია,რომ მწვრთნელმა დაათვალიერა რეზერვი და გაიგო,ვინ რად ღირს.რამდენიმე კაცი,მგონი დიდი ხნით ჩამოშორდება ნაკრებს.მანამდე,სანამ სტაბილურად არ დაიწყებენ თამაშს და გოლების გატანას(თავდამსხმელებზე ვამბობ)

• 123 321

კარგით რა, უკვე აღარ მაქ იმედი რო რამე გვეშველება. არადა შეგვიძლია.

• ირაკლი

იცით რას ვფიქრობ? საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს, და ფედერაციის პრეზიდენტი უცხოელი. როდემდე უნდა ვიტრიალოთ ასე წრეზე, ესეც ხომ არჩევნები არ არის, გაუშვებენ ძველ მწვრთნელს, მოიყვანენ ახალს, თითქოს ის ახალი რამეს ჩეცვლიდეს. ყველა ვარიანტში მწვრთნელი აქაური უნდა იყოს, ოღონდ არ უნდა იყოს კობიაშვილის და არველაძეების კლანის წარმომადგენელი, ცხადაძეს არ აცადა კობიაშვილმა მუშაობა, ჩვენს საფეხბურთო პრინციპებში არ ჯდებაო, შეიძლება არველაძეც არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ კლანის წარმომადგენელია

• მ.მ

ლობჟანიძეს სანიოლის ხელში არ უთამაშია ფეხბურთი.. დანარჩენებზე არაფერს ვამბობ ისედაც გამოჩნდა.

• კალდუნა

აბა რა ვქნათ, ვთქვათ რომ არაფერი შეგვიძლია, ჩამოვყაროთ ყურები და ან ვიქნებით ქართველი ერი ან არა. ასე რიმ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, ჩვენი ხსენებაც არ იქნებიდა დღეს. დიახაც, ნიჭიერი ხალხი ვართ და ყველაფერიც შეგვიძლია.

• semi

მთავარია გულშემატკივარმა და ჯურნალისტებმა მიაღწიეთ საწადელს და ზიბზიბაძე ნაკრებშია, ვაისი კი გავაგდეთ.

• ko74

ერთი წლის წინ მთელი ერი ითხოვდა ჯაბას, კაშიას და ლორიას ნაკრებიდან გაშვებას. რომ არა ეს გამოცდილი ფეხბურთელები მინიმუმ 5:0 წავაგებდით. სამწუხარო ის არის, რომ მეკარის გარდა, ამ ორი მოთამაშის ღირსეული შემცვლელი ახალგაზრდებში არ ჩანს. დანარჩენ პოზიციებზე მაქვს მომავლის იმედი და ნიდერლანდებს არა მაგრამ საშუალო დონის ნაკრებებს შეიძლება რამე ვაწყენინოთ.

• ko74

აბსოლიტურად გეთანხმები. ნიდერლანდების ნაკრები მაქსიმალურად მოტივირებული იყო და დაგვანახა ევროპაზე გასვლის შემთხვევაში რა დღეში ჩავარდებოდით. ცალკეული ფეხბურთლების კრიტიკას და ყურების ჩამოყრას აზრი არ აქვს. ნიდერლანდები ჩვენი საზომი არ არის.

• მერაბი

ასე მანდრაჟით თამაში რა იყო,თავმოყვარეობაც ხომ უნდა ქონდეთ?! კლასი მარტო კიტეიშვილს, კაშიასა და ლორიას ეტყობოდა. გასაგებია - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე არ თამაშობენ, მაგრამ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთის გატანა სხვებმაც უნდა შეძლონ! საბა ლობჟანიძემ მესის ტრიუკი მოინდომა, თავზე გადაგდება, გვილიამ ცარიელ კარში გამაზა. ზივზივაძე ბუტაფორიაა. მოკლედ გამოჩნდა ვინ არის ნაკრებიდან გასარიცხი!

• roma bejanidze

თითქმის დარწმუნებული ვარ სანიოლი ამ გუნდიდან თითქმის ნახევარს აღარ გამოიძახებს. სად იყო ბრძოლა და შემართება? ბიჭები ბოლომდე აღარ იხარჯებიან და ზოგიც მზად არაა სანაკრებო წნეხისთვის.

• სერგო

იქ ქოფი-შოფში ხო არ შეიარეს? მარტო ბუდუ და გვილია? ლორიას გარდა ყველანი რას გვანდნენ.

• Bs

დადასტურდა საბოლოოდ, რომ დავითაშვილი და ზივზივაძე არ არიან ნაკრების დონე, ასევე გვილიაც ვეღარ ქაჩავს, ადრე კიდევ არაუშავდა მაგრამ ფაქტია რომ ბოლო პერიოდში არ არი სანაკრებო ფეხბურთელი, სხვებიც ვერ წყვეტდნენ გუშინ ვარსკვლავებს, მაგრამ ითამაშებენ ასე თუ ისე. მოკლედ ნიდერლანდებთან წაგება არ არი პრობლემა, ბევრი რამე გამოჩნდა სანიოლისთვის, მხოლოდ ერთი არ მომეწონა მისგან: ნუ ელოდება ვაისივით მე 60 ან 70ე წუთს, შესახვლელი დროულად უნდა შეიცვალოს

• las

სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს არ აქვს რესურსი, რაც გუშინ ვნახე ეს იყო სრული მარაზმი. აბსოლიტურად სხვა განზომილებაშია ჰოლანდიის შემდგენლობა. არ მესმის, შესაძლოა კლასი არ გქონდეს, მაგრამ ფიზ მომზადება ხომ უნდა გაგაჩნდეს, სადღაც ხო თამასობს ეს ხალხი და ხელფასს ხომ უხდიან, რაში უხდიან, დგომაში? მოკლეს თუ ჩვენს ნაკრებს აკლია 2-3 ძირითადის მოთამაშე , მათი შემცველი უბრალოდ არ არის გუნდი არის აბსოლიტურად უუნარო.

• zura

გვილია!აწი თუ გამოგიძახეს,უთხარი ცუდად ვარ,ვერ ვითამაშებთქო.ცოტა შენც ისინდისე ძმა.

• aburjga

გვილია და ზივზივაძე მეტი აღარ გამოიყვანოთ ფეხბურთის სათამაშოდ! მესმი კარგი ბიჭები არიან, ალბათ კაგი ადამიანებიც, მაგრამ აღარ გვინდა რა...?!

• ძმა

არა გვყავს ფეხბურთელები მწვრთნელად სანიოლი კიარა ვინც გინდათ ის ჩამოიყვანეთ შედეგი ამ უსუსტესი ნაკრებით არასოდეს არ გვექნება, სავსია მაღალი დონის ფეხბურთელებით ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და ნატურალიზებულ ფეხბურთელებზე დროა ვიფიქროთ, როგორც კალადბურთში გვყავს მაგალითად

• Toma

სამწუხაროდ 33 წლის კაშიას და 35 წლის ჯაბას შემცვლელი არ გვყავს დღეს.

• ჯონდო

ამხანაგური თამაშები ექსპერიმენტებისთვისაა. აბა სად უნდა გამოსცადოს ახალი ტაქტიკა და მოთამაშეები გენიოსებო?

• ზურა

უი 2 დღე რუმინეთში გადაუღებლად იწვიმა და ამ მინდორზე როგორ ვითამაშებთო (ევროპის ვარსკვლავებმა) ფედერაციაში გადმორეკეს... იქნებ ეზოს მოედანზეა ნახევარი გუნდის ადგილი? ხალიჩიანზე არა ასფალტიანზე!!!

• ქ. გ.

ინგლისს რუმინეთის დამარცხება გაუჭირდა სახლში (1-0 პენალტიდან გატანილი გოლით). ჩვენ გასვლაზე დავამარცხეთ რუმინეთი. არც ისე ცუდად არის საქმე. დაბრუნდებიან ნაკრებში კვარა და ჩაკვე, და უფრო კარგად ვითამაშებთ.

• David

რა გვილიას დაბულინგება? ჩვენ არ გვაბულინგებენ მის ფართხალს რომ გვაყურებინებენ? სულ ვამბობდი ეგ ბიჭი არის საფეხბურთო ინტელექტის არმქონე, ფათაფუთა მოთამაშე.

• ილია

ლობჟანიძეს რომ გაეტანა დასაწყისში ის ბურთი სხვა შინაარსის თამაში იქნებოდა.მცველები უნდა კითხულობდნენუ კეთესად თამაშს გადაახვიეთ და ნახეთ სად მოისუსტეს.

• შოთა

ვაი ეს კომენტატორებიი. განსაკუთრებით თვალაბეიშვილი...

• რობერტინიო

ძალიან დაგვაკლა ხვიჩა და კანკავა. ჩაკვემ ტრამვის ფონზე ნორმალურად ითამაშა. ფორვარდის პოზიციაზე დვალიშვილის შემდეგ სულ პრობლემაა, ისევე როგორც მარჯვენა მცველის პოზიციაზე, უჩას შემდეგ!

• კახა ქ.

გვილიას წაყვანა უნდაო ქეცბას და რად უნდა ნეტა,ხომ არ იცით.მიუხედავად ცუდი თამაშისა გუნდის,34 წლის კაშია ჯობდა კიდე სხვას--ფიზიკურადაც და საერთოდ.გვილია რად უნდა ქეცბას ხომ არ იცით.გიორბელიძე ძალიან სუსტი იყო დღეს როგორც დვალი,კაკაბაძე და ხოჭოლავა ასე თუ იყვნენ სექტემბერში დავიღუპებით.არადა კიტე,კანკავა,ჩაკვე,კვარა,წინ წიტაიშ ვილი მიქაუტაძე,რაღაც იმედი გაჩნდა მაგრამ დაცვას რაუყოთ.მოკლედ წარმატებები ბიჭებს.პ.ს.მოკლედ ერთი პოზიტივი მაინც იყო დღეს.ძალიან მაგრა იმსაჯა დღეს ფინალი ევროპის ჩემპიონატის 21წლამდელთა შორის ქართველთა მსაჯთა ბრიგადამ.ბრავო,აღფრთოვანებულიდავრჩი მეც და ამერიკაში არის მექსიკური სპორტული არხი--კონტაქტო და პორტივო,იმის კომენტატორი, რომელიც აწარმოებდა პირდაპირ ტრანსლიაციას ამ მატჩის.ბრავო /

არ ცდები. დღეს ვნახე ეგ მაისური და არ მომეწონა.თამაშს რაც შეეხება, ეგ არის როტორის, ფერენცვაროშის და ანართოზისის ფეხბურთელების განსხვავება ბარსელონას, ლიონის და ლივერპულის მოთამაშეებს შორის. მეტს ვერ მოვთხოვთ, ჯერჯერობით მაკედონიის დონეს უნდა ვებრძოლოთ

• დუდუ

გვილიას უკან პასების სტატისტიკა იქნება საინტერესო!!!

• აბაშა

ზივზივაძეს სავარაუდოდ აღარ გამოიძახებს, დღეს გამოჩნდა რომ ძირითად 11 კაცში მხოლოდ ორს ქონდა კლასი ესიყო კაშია და კიტეიშვილი. სანიოლი ერთი ერთზე გატანას ვერასწავლის აი რაც ლობჟანიძემ გააკეთა მაგალითად თამაშის დასაწყისში ერთიერთზე გავიდა და თქვზე გადაგდება მოინდომა და ბურთი მისცა პროსტა მეკარეს, გვილიაც ერთიერთზე იყო თითქმის მეორე ტაიმში და ფეხი აუკანკალდა ესეთ რაღაცეებს სანიოლი ვერასწავლის გამჯდარი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს რაც ამათ არააქვთ

• BOSS

ამხ თამაში იყო და იმედია ბოლოჯერ ვნახეთ ექსპერიმენტები შემადგენლობაში.თუ 4-4-2 ვითამაშებთ კვარა-აბურჯა-ჯაბა-წიტაიშვილი წინ ჩაკვე-მიქაუტაძე.მცველები ტაბიძე-ხოჭოლავა-კაშია-კაკაბაძე. კიტე აზაროვი ოქრი გიორბ შეცვლაზე

• ბაჩი

რა მალე გადაუსმევენ ეს ურა პაროტები ხაზს ყველაფერს

• შაკო

კარგი და სასარგებლო ალიყური იყო

• გუსანი

ნეტა არიან მორწმუნენი? არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.

• giorgi janikashvili

,,უშანსოდ დავმარცხდით'' გუნდთან,რომელიც ტოპ-10ულისაა,მისი ფეხბურთელები უმაღლესი დონის გრანდ-გუნდებში თამაშობენ,უკვე ერთი წელია ევროპის ჩემპიონატისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა და ფაქტობრივად სრულ მზადყოფნაშია.თუ ეხლაც დაიწყებთ ამბიციური პრეტენზიების წაყენებას-არ გამოვრიცხავ იმასაც,რომ თქვენმა უსაფუძვლო ამბიციებმა მწვრთნელთანაც და ფეხბურთელებთანაც საქმე უფრო გაართულოს ვიდრე უშველოს.

• fan1

გვილია, დავითაშვილი, ზივზივაძე, გვილია, კვირკველია ამათ ნაკრებში ჯერჯერობით არაფერი ესაქმებათ. ამას ყველა ამჩნევს. აღარაა საჭირო ამდენი ექსპერიმენტები.

• zviads

სამწუხაროდ არამარტო სპორტსმენებს, არამედ მთელ ქვეყანას კომპლექსი აქვს რომ მას რაღაც შეუძლია.. ამ კომპლექსის ჩვენთვის შესაძენად ძალიან იღწვიან მავანნი და მავანნი ძაილან დიდი ხანია, არაერთი საუკუნეც კი, და პრინციპში მიზანსაც აღწევენ.. თუმცა იმედი მაქვს ბოლომდე ვერა და ქართველიც ირწმუნებს თანაც ძალიან.მალე რომ მას მართლაც რაღაც შეუძლია!!!

• დევკალიონი

დვალი ,გვილია ზივზივაძე -ჟანგიანი ზომბები ,მაგათგან ნიდერლანდების დამმარცხებელი არ გამოვა )) კიტეიშვილი , კვარაცხელია, მიქაუტაძე ლობჟანიძე აბურჯანია - ნაკრების ბირთვი, დაცვაში მარტო კაშია და ხოჭოლავა .

• ბოკინიო

იმათ უნდა რომ ოფიციალურებში ჩვენ და ჟურნალოსტებმა ტვინი არ წავუღოთ ბუდუს შანს რატო არ აძლევო.

• Beqa

Fizikas mixedet

• მიგელ

ზივზივაძეს გულშემატკივრები ითხოვდნენ დიდი ხანი, ხოდა დაინახეს ახლა რომ ჯერ მზად არ არის ამისთვის, სატესტო მატჩი იყო და მაინც მისცა შანსი ვილიმ

• ქომაგი

ვკითხულობ კომენტარებს და ვერ გავიგე რამ დაგაკარგვინათ ობიექტურობის შეგრძნება? ჯერ ნახეთ სად თამაშობენ ისინი და მერე ჩვენები? კვარაცხელიაო, რომ გაიძახით და მასზე აგებთ ოცნების კოშკებს, რამდენი კვარაცხელიაზე აღმატებული ფეხბურთელი ყავდა დღევანდელ მეტოქეს? შეეგუეთ იმ აზრს, რომ ამათ დონეზე თამაშს წლები ჭირდება და არა რუბინ-როტორ-სამგურალის სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები! მეც მიჭირს ამ სიმართლის მოსმენა, მაგრამ ესაა ობიექტური რეალობა.

• 100%

არ ვიცი რა დავწერო. ბავშობაში არჩევან არადანზე, ბოლოდ რომ ვირჩევდით, მაგ ფეხბურთს თამაშობს ზოგიერთი.

მარტო გვილია და ზივზივაძე არა, ნახევარზე მეტი სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებს. რუმინეთთანაც ძალიან ცუდად ვითამაშეთ. სანიოლს ვერაფერს დავაბრალებთ, როტორის და მსგავსი დონის გუნდების მოთამაშეებით მეტს ტყუილად ველით. ლოგიკური შედეგია

• საქართველო

სად არის ის ხალხი ვაისს რომ აკრიტიკებდნენ და არც ისე ცოტა, ზივზივაძეს რომ არ იძახებდა ნაკრებში. არ აქვს ამ ბიჭს კლასი,წავიდეს იჭრიჭინოს თავისთვის უნგრეთის ჩემპიონატში. გვილია ძალიან სუსტად,მე აღარ გამოვიძახებდი,დავითაშვილი არ არის მზად ნაკრებისთვის ამ ეტაპზე. ხარაიშვილი გამოსაძახებელია აუცილებლად როგორც კი ფორმაში ჩადგება,დარწმუნებული ვარ სწორ ანალიზს გაუკეთებს სანიოლი ამ თამაშებს და ბევრს გვასწავლის ესეთი ცუდად ჩატარებული თამაში. ყველაფერი დალაგდება დარწმუნებული ვარ და შესარჩევს კარგად გავაგრძელებთ.წარმატებები საქართველოს

• პაატა

:)))))) "ბედნიერია" ის ნაკრები ვისაც მოადანზე გვილია ყავს და სამწვრთნელო შტაბში სკამზე ხიზანა:)))))

• gizo

კლასში სხვაობა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, 2-3 ნაბიჯით სულ წინ იყვნენ, ამის დაკომპენსირება მხოლოდ სწრაფი გადაადგილებით და მოედნის შესაბამის ნაწილში მეტობის შექმნით შეიძლება, რაც ვერ მოხერხდა (ან არც იყო ასეთი დავალება). ჩვენი მომენტების გამოუყენებლობის მიზეზი დაბალი დონის პირველობებზე ასპარეზობაა და ოპტიმალური ფორმის არქონა

• დავიდ რევაზოვიჩი

მიკერძოეუბულად არის თამაშ გაშუქებული!! პირველ ტაიმშ ორი ნაღდი მომენტი გვქონდა პირველივე წუთებზე საბა ლობჟანიძეს ერთი ერთზე თავზე რომ უგდებდა და მეორე გვლიას მპომენტი მიმოხილვაში საბას ეფრთი ერთზე გასვლა არ არის შეტანილი!! რატომ? ამას გარდა რამოდენიმეჯერ კონტრშეტევის კარგი შანსი გვქონდა. ჩვენი ყველა მომენტი აშკარად გააზრებული იყო და იცოდნენ ფეხბურტელებმა სად უნდა მდგარიყვნენ. ძალიან ბევრ გრანდს არაქვს ჰოლანდიაში ორი ნაღდი მომენტი!! არ არის საჭირო ნაცრის თავზე ყრა!!! გიბრალტარის სრუტე მომენტებს რომ გვიქმნიდა და 1:0 ძლივს ვუგებდით მაგ დროს სპორტალის გააფთრებული და კრიტიკული სტაიები არ გვახსოვს ამიტომ დავწყნარდეთ და მომავალზე ვიფიქროთ!!!!!! თამაში რა თქმა უნდა სუსტი იყო ბიჭები შეშინებულები გავიდნენ მოედანზე ეს აღარ უნდა განმეორდეს!!!!!!!!!!! სპორტალლ წინა კომენტარი ზუსტად ასეთი შინაარსის იყო და დაბლოკეთ მოვითხოვ კომენტარი გაუშვათ!!!!!!!!!! ფეიქბუქზე თქვენს გვერდზე დავწერ იგივეს და სხვა აქცენტებსაც გავაკეთებ :)))))))))))

თვითონ ვერ იჯერებენ ნაკრებში რომ ათამაშებენ და ამ სანიოლს რა დაემართა, აძალებს ეტყობა სასტავი

• achareli

კუხიანიძის შემოყვანა მინიმუმ 20 წუთით ადრეც შეიძლებოდა ვნახავდით საქმეში

• Maximus

ამ შეხვედრაში გამოჩნდა თუ ვისზე შეიძლება გააკეთოს აქცენტი სანიოლმა გვილია, ზივზივაძე,დავითაშვილი არ არიან ნაკრებში გამოსაძახებლები... და საერთოდ ნაკრებს თუ ყავს მწვრთნელი ფიზ. მომზადებაში? გასაგებია რომ ჰოლანდიას ვეთამაშეთ მაგრამ ეს ხომ კრუიფის ან ვან ბასტენის ჰოლანდია არაა დიდი ხანია.მოკლედ იქ ვართ სადაც ვიყავით და აქედან ამოსვლა არ გამოგვდის თუ გინდა გვარდიოლა მოუყვანე ამათ.ხვიჩას და ჩაკვეტაძეს გვერდით თუ არ ეყოლა ნორმალური პარტნიორები არაფერი არ გამოუვათ ჩვენდა სამწუხაროდ...

რატომ გავიწყდებათ, რომ ეს არის ამხანაგური თამაში, რომელსაც მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს, მოსინჯო ახლი სახეები, სსრკ ს ნაკრები საერთოდ არ აგებდა ამხანაგურებს და ასე ეძახდნენ: ამხანაგური თამაშების მსოფლიო ჩემპიონი, ეს არის ფაქტიურად ჩვენი სარეზერვო გუნდი, ყველაფერი დალაგდება, კაშია, კიტეიშილი, კაკაბაძე, გიორბელიძე, მეტი მე იქ ძირითადის ხალხი ვერ დავინახე.

• სრული სიმართლე

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველას, თავად უკვირთ, ნაკრებში რომ ათამაშებენ ყველას თუ არა. რად უნდა აბსოლუტურ უვარგისს გამოცდა, ჩვენს ჩემპიონატში ამათნაირი კონა აბაზია

• გია

ყველამ ვნახეთ რა დიდი სხვაობა იყო კუნთურ მასაში ჰოლანდიელებსა და ჩვენს შორის. ივარჯიშეთ ტრენაჟორებზე და კუნთური მასა დაიყენეთ ფიზიკურად ძალიან სუსტები ხართ

• Napoleoni

გვილია კელი დეგნანის ბლატებითაა თუ შარლ მიშელის ვეღარ გავიგე. . . ათი პასიდან თხუთმეტს მოწინააღმდეგეს აძლევს. . . ისაც კი მოახერხა და იმათ კარში ჩადგა. . .ტიპი დივერსანტია მაგრამ. . .საცოდაობაა ამ ბანდაში ხვიჩა კვარაცხელია რა. . . მაგარი საცოდაობაა. . .

• Irakli

ბევრია გასაკრიტიკებელი, გვილიამ საშინლად ითამაშა და ეს მარტო ვერ გატანას არ ეხება, თუმცა კარგი თამაშებიც ჰქონია და იმედია დაიბრუნებს ფორმას. ბევრმა სხვამაც ვერ ითამაშა, კაკაბაძესაც საშინელი თამაში ჰქონდა, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში თუ შევლენ გამოადგებიან ნაკრებს. ბევრი გამოსცადა სანიოლმა და ესაა რაც არის. მაგრამ ზივზივაძის ამდენი ნდობა რაღაც არ მესმის!

უვარგისები ასჯერ რომ არ გამოეცადა და პირდაპირ ახალ კადრებზე გადასულიყო სანიოლი, ვინმე უჩივლებდა თუ ან ხალხმა არ იცის, რომ ფეხბურთელის გარდა ყველაფერია უმეტესობა. უმეტესობას საკუთარი გუნდები არ ათამაშებენ ან საერთოდ იშორებენ ეს რა ნაგავი ვიყიდეთო, ყველაფერში საცდელი კურდღლები როგორ ვართ ???? პირველ რიგში ფიზიკურად არცერთი ვარგა სიმაღლეზე აღარაფერს ვამბობ............. ჰანდიკაპზე დადეს ეტყობა თვითონ

• მ.მ

ლობჟანიძე სუსტია სანიოლის ხელში, გვილია და ზივზივი ვერ ქაჩავენ, წინსრაფვა არცერთს არ აქვთ და საკვანძო მომენტებში ყველა არასწორგადაწყვეტილებას იღებს.

• დავითი

არ არის საჭირო პანიკა ძმებო! ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, გაბრაზებული და საბრძოლო შემადგენლობით მყოფი ჰოლანდიის ნაკრები... ჩვენი ექსპერიმენტული შემადგენლობისთვის ზედმეტად ძლიერია! არ ღირს ყურების ჩამოყრა, გასაგებია სასიამოვნო არაა, მაგრამ რეალობა ესაა. არ შეიძლება სარკეს გაუბრაზდე როცა ის გიჩვენებს რომ პირი დასაბანი გაქვს და თმა შეჭრილი

• soso

ბოდიში, დისლაიკზე დამეჭირა :)

• გივი-გია

საინტერესოა, სხვა შედეგს ელოდა ვინმე? ჩემპიონატი ბანძი,ფედერაცია უვარგისი, ხელისუფლება თახსირი... აქედან გამომდინარე ფეხბურთელები არ გვყავს სათანადო დონის.სანიოლი კი არა 5-5 გვარდიოლა-კლოპი ვერ დადებს შედეგს.

• mmm-s

დავითაშვილის ახლობლები ხართ უეჭველი,უნდა იცოდე სამარცხვინოა და უღირსი გულშემატკივრებს პატივს არ ცემს,არ განძრეულა დღეს საერთოდ,ეს არის უპატივცემლობა..ზივზივაძეზე რა უნდა ვთქვა ბუდუ რომ ქვია ის ეყოფა მაგ გაჭირვებულს..

კაცო, როცა ისედაც იცი, რომ უვარგისია, ეს ამდენი გამოცდა რა უბედურებაა, დავიჯერო ეს სანიოლის ამბებია თუ ისევ ისე ეჩრებიან უვარგისები ???????????

• ზურა

ზივზივაძის გამოძახება ნაკრებში სანიოლმა თავანში წააგო თუ რა ხდება ან თუნდაც გვილია.

• დათო

ესენი ჯერ ბრტყელტერფიანობაზე შეამოწმეთ, აბა ფეხბურთელს სირბილი ეგრე უჭირდეს ჯერ არ მინახავს.

• vvvvv

საერთოდ ნიდერლანდების ნაკრები არ მომეწონა , უფრო მეტს ველოდებოდი , საქართველოს ნაკრები ჭ კლასია........

• zaz197

ნუ, ეხლა ნიდერლანდთან მოგებას ამათ არავინ სთხოვდა, მაგრამ...... ისევ ამ დაწყევლილ წრეზე მივდივართ სანიოლმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს თამაში კატასტროფა იყო........რა დაკვირვება უნდა ამდენი გვილიას და ზივზივაძეს, რომ არაა ძმაო ეს ხალხი ნაკრების დონე...მე რა მესმის მწვრთნელობის, მაგრამ როგორც ესენი დავინახე სასტარტოში, გინება დავიწყე.. დღეს რატომღაც 4-5 კაცის მეტი სხვა არ მოძრაობდა, ჩასვრილი თამაში სხვებისგან. არ გვინდა უკან წრეზე დაბრუნება, ეხლა ფედერაციამაც და ხალხმაც უნდა დაუსვას ვილის შეკითხვები-საკმარისია ბალასტი ხალხის გამოძახება ნაკრებში

• mmm

მაგათ მაგივრად ვის აირჩევდი

ამ დავითაშვილს რუბინშიც კი არ ათამაშებენ, ეს ზივზივაძე უნდა გაიხედნოს ბოლოს თუ რა ხდება საერთოდ. მოკლედ არც ძირითადი გვივარგა თუ გვყავს ესეთი საერთოდ და არც შემცვლელები, რა საჭიროა უაზროდ ამდენი მოსინჯვა, ეხლა თამაშს ვერავის ასწავლი ვილი ბატონოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

• სტალინი

ჩვენების თამაშებს რომ ვუყურებ, მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ კარში დარტყმაზე საერთოდ არ ვარჯიშობენ

• mmm

ფანდურის ამბავია. უმეტესობა არც გამოცდას იმსახურებდა, ჩვენს ჩემპიონატზეა მასაძიებელი პირველ რიგში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები, დღეს ეტყობა დაბოლილები იყვნენ........

• ზურა

ვუყურე ჰოლანდიელ ფეხბურთელებს და მივხვდი რა დონის პროფესიონალები არიან,ფიზიკურად რა ძლიერები არიან,მოედნის გარდა დარბაზის ვარჯიშიც რა მნიშვნელოვანია მათთვის ტანზეც ეტყობოდათ. ჩვენ X6 ბიჭებს ხომ ყველაფერი ეზარებათ კონტრაქტის მერე. მე-9 კლასელი ბავშვებივით დასდევდნენ,ერთიბეწოები.... კვირაში 2 დღე მაინც დაუთმეთ ტრენაჟორებს, რას გევხართ!!! ნაკრების ფორმა კიდევ მხოლოდ მე მგონია დაბალი დონის დიზაინის?

• არაუშავს, ყველაფერი კარგადაა

არაფერია, ჰოლანდიასთან წავაგეთ და არა ალბანეთთან ან ლიტვასთან. ჩემთვის მთავარია რომ სანიოლმა კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი ნახა საქმეში და ტაქტიკაც მოსინჯა განსხვავებული. მატჩის კომენტატორებს არ დავეთანხმები. ეს ჰოლანდია არა აირად არ არის ესპანეთზე ნაკლები თუ მეტი არა და ბევრად ჯობია შვედეთს. სად ჰყაბს შვედეთს ამდენი ტექნიკური და შემსრულებელი ფეხბურთელი, უბრალოდ ფიზიკურად ძლიერები არიან. დაბრუნდებიან ძირითადის სხვა ფეხბურთელებიც და ყველაფერი კარგად იქნება. კოსოვის ორივეს მოვუგებთ. საბერძნეთს სახლში დიდი იმედი მაქვს მოვუგებთ. ესპანეთთან თუნდაც წავაგოთ გასვლა, მთავარია ბოლოს შვედეთს მოვუგოთ სახლში.

• 1

მგონი დაიბრუნა ნაკრებმა ტრადიციული "ფორმა".

უკვე მაგრად მეეჭვება ამ უნიჭოებისგან გუნდი როგორ უნდა დააყენოს ამ კაცმა. საიმედო არცერთია, ხან გამოსდის რაღაც და ხან მენახირე გეგონება საერთოდ. ფიზიკურად შახმატისტებზე ცუდად არიან, არაფერი გვეშველება სამწუხაროდ

• hhh

გვილია აღარ დამანახოთ რა, ისე არც ასე დაბულინგებაა სწორი, ისევე როგორც ცაში აყვანა არ იყო სწორი წინა თამაშებში.

• აჩი**

ბანალური სკეპტიკოსი არ ვარ მაგრამ ვფიქრობ სანიოლმა ისე ითამაშააწინდელ შეხვედრაში ვინც იქნება მერე პრეტენზია არ გგქონდეთ ის და ეს რატო არ გამოიძახეთო

• გენა

გამოჩნდა, რომ ზივზივაძე უმაღლესი კლასის მუზიკანტია.

• კოტე ბრეგვაძე

ვაცალოთ ამ კაცს, 2-3 წელი ატაროს ექსპერიმენტები და მერე, მორიგ მწვრთნელთან და უცვლელ ფედერაციასთან ერთად, იმედით შევხვდეთ მორიგ შესარჩევ ციკლს

• dato

7 კაცი 100 %-ით შესაცვლელია, პირველ რიგში ფიზიკურად არიან მოსამზადებლები, ერთი თვის ნაშიმშილარებს გვანან, ფიზ-მწვრთნელი ჰყავთ საერთოდ, დაბოლილებივით დაბორიალობენ და არც იციან რას აკეთებენ, უვარგისების ამდენი გამოცდა არც გამეგო აქამდე

• რომა

პირველი ორი გოლი დვალის კისერზეა აუტს რატო აწვდი შვილო გიორბელიძე რას მიკეთებს მიხედე საქმეს რა.. იმედია ტაბიძეს გამოცდის ამის მერე...ბუდუ ალვის ხეები ოქრია კვეკვე დაუშვილი გვილია ნაკრებს აღარასდროს არუნდა გააკარო. დავითაშვილიც სადღაც ძაან გაღმაა.. ბერიძეს რატომ არ მისცა შანსი? ძაან გასაცხრილია ნაკრები და სექტემბერში იმედია იმათ აღარ ვნახავ ვინც ჩამოვთვალე. იმენა მეთოხეები არიან ფეხბურთელები კიარა

უვარგისს გამოცდა რად უნდა, რა გადაგვაყოლეს ამდენი ხლამით. სულ ახალი ხალხია საჭირო ირბენენ მაინც. ბალეტმეისტერი თამაშს ვერასოდეს მოიგებს..........

• ზორბეგი

ექსპერიმენტებს იმიტომ აკეთებს სანიოლი რომ ძირითადი ბირთვი ნახოს ვინ იქნება, აბა ამხანაგურების იდეა ხხვა რა არის

• llcl

მეკარეები: ეგაა რაც გვყავს ამჟამად. ცენტრალური მცველები: სამწუხაროდ ვინც იყო საუკეთესოები არიან, არც ერთმა არ იცის ბურთის ამოტანა და პირველი პასი, თანამედროვე ფეხბურთში რაც აუცილებელია. განაპირა მცველები: თანამედროვე ფეხბურთში უდიდეს სამუშაოს ასრულებენ დაცვაშიც და შეტევაშიც, ჩვენებს არც ერთი გამოსდით და არც მეორე, მით უმეტეს ცოტა თუ ტემპი იმატებს ხომ საერთოდ, არა და სამწუხაროდ დღეს ვინც იდგენ, საუკეთესოები არიან. საყრდენ ზონაში კანკავა შეუცვლელია, არა და უკვე ასაკშია და ხშირად ვეღარ ასწრებს ზონების დაკეტვას. ნხევარდაცვაში კიტეს და აბურჯანიას არაუშავს, ფლანგის შემტევებზე გვიჭირს, კვარა, წიტაიშვილი და ჯანმრთელი ჩაკვე იმედია კრეატივს შეიტანენ. ფორვარდებში გვიჭირს, მაგრამ მიქაუტაძის მეიმედება. ოქრიაშვილი, გვილია, დაუშვილი, ჯიღაური, ზივზივაძე, ქვილითაია, ყაზაიშვილი, კაჭარავა-დროა დავემშვიდობოთ, ამათი განვითარების შანსი და სარგებელი არის 0. საერთოდ ნუ ვაბრალებთ ქვეყნის არაევროკავშირის წევრობას, ობიექტურად ყველა ისეთ კლუბში თამაშობს სადაც იმსახურებენ. სანიოლი ადეკვატური პიროვნება სჩანს და ჩემის აზრით მომავალ შესარჩევშიც უნდა მიეცეს შანსი, არ ჰგავს ვაი-სს, რომელთანაც ერთად 5 წელი დავკარგეთ რასაც ჰქვია. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ 30 წელია არც ერთ ფედერაციის ხელმძღვანელობას არ ჰქონია და არ აქვს ფეხბურთის, განსაკუთრებიტ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გეგმა

• azri

რეალურად უნდა შევხედოთ სურათს, საქართველოს ნაკრები კვარას და ჯაბას გარეშე საშუალოზე ძლიერ ნაკრებთან ფეხბურთის თამაში უჭირს. ამათ მომავალში თუ დაემატება ჩაკვე და წიტაიშვილი, მერე შეიძლება რაიმეზე ფიქრი. რამდენიც მოუმატეს ეგრევე მომენტებს ქმნიდნენ ჰოლანდიელები! ვილი იმედია ბევრს გაუშვებს ნაკრებიდან, გამოჩნდა რომ არ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს. დაცვაში დღეს მალტის და ფარერების დონეზე ვითამაშეთ, წინ პირველ ტაიმში ასე თუ ისე რაღაცაც ვქმნიდით! მთლიანობაში ძალიან დაბალ დონეზე ვითამაშეთ და რომ მოენდომებინა ჰოლანდიას მინიმუმ კიდევ ერთი ამდენ გოლს გაგვიტანდა.

• gio

ამათ ღირსებას არა აქვთ, თამაში როცა არ შეგიძლია, აღარც უნდა გაეკვეხო რომც გამოგიძახონ. ბალეტში გამოდგებიან , რადგანაც ფიზმომზადება მინუსებში აქვთ

• სტალინი

ფიზიკა ნული აქვს ყველას. უვარგისების გამოცდა კიდევ ამდენჯერ , არ გამიგია. ფეხბურთელს ვერ პოულობს ნორმალურს ეს კაცი და რა ქნას. საერთოდ ახალი გუნდია ასაწყობი, 90% შესაცვლელია..........

• domenti

საერთო ჯამში, ამხანაგურებიც მაგიტომ არის. ბევრმა კი ისედაც ვიცოდით, მარა ახლა ხომ აშკარაა, რომ მინიმუმ სამმა კაცმა გვარებს (არ დავწერ) ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს

• 1

საქართველოს ნაკრებს არაფერი ეშველება, ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში, სანამ ტოტალიზატორი იარსებებს!!!

• მდაა

სამწუხაროდ ამ მომენტისთვის, მინიმუმ გვილია და ბუდუ ნაკრების ფეხბურთელები არ არიან. ვერ ვხვდები მეორე ტაიმი რატომ მიეცათ

• ზუკა

ჯერ თქვენ პოსტის გამოქვეყნება ისწავლეთ და მერე ისაუბრეთ და ასწავლეთ სანიოლს ჭკუა, წააგო ნაკრება და ჰაიდა დავიწყეთ ისევ ის როგორც ვიცოდით, ყველა თამაშს ხომ ვერ მოვიგებთ? აბა როგორ ჩამოაყალიბოს ამ კაცმა ნაკრები? როგორ გაიგოს ვინ ვინაა? ასე უცებ სად ხდება? რომ გკითხონ სპორტული ჟურნალისტები ხართ, როგორმე ცუდი თქვათ, ქეცბაიას არ იყოს ჩასაფრებულები ხართ.

• foodboll

ესეც ჩვენი სანიოლი.

• რომა

ამ 532 ტაქტიკას გუნდი დიდი ხანი რო თამაშობს და ამიღამებს უფრო და უფრო შენც კიარუნდა აყვე მაგაში? რაც რეალმა დაიჭირა ჩელსთან ის დავიჭირეთ ჩვენც... 442 ან 451 ტაქტიკით მაინც ეთამაშათ უფრო გაამართლებდა. ერთი პლიუსი უკვე დავინახე ოქრიაშვილი აღარ გააკარა გუნდს... იმედია მიყვება გვილია კვეკვე ბუდუ. დაუშვილი... ეს დავითაშვილიც აჩრდილიღა დარჩა.

• დათო

დასასრული მომეწონა. აქამდე მეგონა ამხანაგური თამაშები სწორედ რომ ექსპერიმენტებისთვის იყო.

• gori

ვინც ისედაც იცი რომ არ ვარგა, იმათ რა გამოცდა უნდათ ?????????

• xuta

ჰაა, ჰააააა!

• შოთა

ბუდუუუუუუუუს რატო არ ათამაშებს ვაისიო რო გაჰკიოდით, ბუდუუუუუუუსო. უუუუო რო იძახოდით. საქართველოს ნაკრებია სავარჯიშო ბაზა ხო არ არი? ქვილითაიას და ზივზივაძეს ერთად რამდენი თამაში აქვთ უკვე ნათამაშევი საქართველოს ნაკრებში და რამდენი გოლი ან საგოლე პასი აქვთ გაკეთებული გაქვს ვინმეს სტატისტიკა? ამდენი წარუმატებელი თამაშის შემდეგ ნამუსიანი ფორვარდი საერთოდ აღარ ითამაშებდა ნაკრებში. შერცხვებოდა. და გვილიას პინპონკი ხო ამოგვივიდა უკვე ყელში რეებს აკეთებდა?

• ლაშა

ჰოლანდიელებიდან გვილია საუკეთესო იყო...

• დეპაი

ზივზივაძე დავითაშვილი დაუშვილი გვილია ხოჭოლავა კვეკვესკირი არ არიან სანაკრებო ხალხი!

კარში სწორად დარტყმა, ერთი ერთზე რომ გახვალ და ვერ გაიტან, ახლო მანძილიდან შენი კარისკენ რომ დაარტყავ ან ესეთებს რა გამოცდა უნდა ან ეგეც ვილიმ უნდა ასწავლოს?

• Mazoxizm.

მეტის ღირსები ხართ.

• Master

ეს აშკარად სხვა კალიბრის მეტოქე იყო.ასეთებისთვის მზად ნამდვილად არ ვართ,

მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებს, რომ იცი რომ უვარგისი მოთამაშეა, იმას გამოცდა რად უნდა ?????????????????????????

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

საკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი

"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი