ეროვნული ლიგის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „თელავი“ 3:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მთელი გუნდით უტევდნენ, რეალური მომენტი კი პირველი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, როდესაც საჯარიმოს გარედან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯიღაურმა მანჯგალაძის გადაცემული ბურთი ჩამოიღო და ჩოჩიშვილის კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ საჯარიმოს წინ ფანცულაია ფაცაციამ წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. საჯარიმო ფანცულაიამ შეასრულა და „თელავი“ ისევ ძელმა იხსნა. მერე შეცვლაზე შესულმა ნიქაბაძემ და ზარიამ დაამწუხრეს სტუმრები და აჭარულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის „დინამო“ 34 ქულით გალიდერდა და უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 2 ქულით ჩამოიტოვა. რაც შეეხება „თელავს“, 8 ქულით ისევ აუტსაიდერია.

14 ივნისს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „სამგურალს“, ხოლო „თელავი“ „დილას“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) - თელავი 3:0

გოლები: 1:0 ჯიღაური (50), 2:0 ნიქაბაძე (76), 3:0 ზარია (86)

გაძევება: ფაცაცია (56)

დინამო (ბთ) (3-4-3): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 89), კობახიძე (კ), გაგოშიძე (მარგველაშვილი 89), ტეიდი, ჯიღაური, მანჯგალაძე (ზარია 80), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფანცულაია (გროზურეკი 66), სანოგო (ნიქაბაძე 66)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

თელავი (3-4-3): ჩოჩიშვილი, თევზაძე, მარაქველიძე, ჯიქია (შეყილაძე 55), ფაცაცია, ძოწენიძე, შერგელაშვილი, ბაშელეიშვილი (კ), ჯანელიძე (ხაბულიანი 82), არდაზიშვილი (კანდელაკი 82), კოხრეიძე (ციცქიშვილი 68)

მწვრთნელი: მიქაძე

kako
მსაჯებმა მაინც ვერ შეიკავეს თავი და მაისური შემოიხიეს ტანზე რომ დინამოს მოგება დაეკნინებინათ თავიანთი იდიოტური დახმარებით,როდესაც უწყინარ სიტუაცაიში თელაველი გააგდეს. როდის დამთავრდება მათ მიერ ასეთი უნამუსო მცდელობები?
dato
ეს საქართველოა ?
ლშა
მართლა ბრავო , ბათუმი ძალიან მაგარი გუნდია წელს , ევროპისკენ გაიწევენ , აზაროვმა რეები გააკეთა , ტყუილად არ მოხვედრილა ნაკრებში , რა მაგარი ბიჭია . სტადიონი რა მაგრად მოუხდა და მაყურებელიი , ყოჩაღ ბათუმი ძაან მაგარია .თბილისიდან გბალეშიკობთ .
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...