ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, С ჯგუფში, ნიდერლანდებმა უკრაინა 3:2 დაამარცხა.

ამხანაგურ მატჩში საქართველოს დამარცხების შემდეგ ნიდერლანდელთა მწვრთნელმა დე ბურმა თქვა, რომ უკრაინას უთუოდ მოუგებდნენ და ანგარიშიც კი დაასახელა - 3:1. უკრაინელთა თავკაცმა შევჩენკომ კი აღნიშნა, რომ ეტყობა, დე ბურმა რაღაც ისეთი იცის, რაც მე არ ვიციო. სლავებს ათლეტურად ძლიერი გუნდი ჰყავთ და საინტერესო იყო, მატჩი როგორ წარიმართებოდა.

დებიუტი მასპინძლებისა გახლდათ და მეკარე ბუშანმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ორმხრივი შეტევებით, სტუმრები ცდილობდნენ ტრადიციულად მაღალი პრესინგი შეეთავაზებინათ მეტოქისთვის. უპირატესობას ნიდერლანდები ფლობდა, ხოლო უკრაინა სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. 39-ე წუთზე ბუშანმა ვეინალდუმს არ დაანება გაატანა, ცოტა ხანში კი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა დუმფრისმა ახლო მანძილიდან თავით ააცილა ბურთი კარს და მსაჯმა ბრიხმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, ნარინჯისფერთა შეტევებით დაიწყო და ვეინალდუმისა და ვეგჰორსტის გოლებით დაგვირგვინდა. თამაში დე ბურის შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა და უკრაინა თითქოს უშანსოდ იმყოფებოდა, მაგრამ იარმოლენკომ ჯერ შორიდან ანგარიშის სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი თავურით იარემჩუკმა გაათანაბრა. თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - დუმფრისმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“

ნიდერლანდები - უკრაინა 3:2

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (52), 2:0 ვეგჰორსტი (58), 2:1 იარმოლენკო (75), 2:2 იარემჩუკი (80), 3:2 დუმფრისი (85)

. სტეკელენბურგმა ვან დერ სარის რეკორდი დაამხო და ნიდერლანდელთა ყველაზე ასაკოვანი მეკარე გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე ითამაშა - ის 38 წლის და 264 დღისაა.

. პირველად ტურნირის ისტორიაში, ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმში 5 გოლი გავიდა.

. უკრაინამ ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩი წააგო და იუგოსლავიის ანტირეკორდი გაიმეორა.

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუმფრისი აღიარეს.

aburjga
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს ეს არის რუსეთის, რუსი ხალხის სირცხვილი!!! მაგათ ევროპის ჩემპიონატზე რა უნდათ? ის კი არა აზიის ჩემპიონატზეც ვერ გავიდოდნენ ჯგუფიდან! სად მონახეს ეს სირისტიანები, ვინ არიან საერთოდ?! არა, არა... პელემ რომ თქვა ზუსტად ისეა! ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, რუსეთის (სსრკ-ს) ნაკრები როდის გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთშიო?! რაზეც პელემ მიუგო, როცა ბრაზილიის ნაკრები გახდება ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონი, ალბათ მაშინო! იმ დროს სსრკ ასე თუ ისე კიდევ თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ ახლა რომაა ამას ცუდ სიზმარში თუ ნახავს რუსი ადამიანი! ისე ვერ გავიგე რუბინელი დენის მაკაროვი რატომ არ ჰყავთ?! ვინც ყავთ იმათ აღარ სჯობია??საწაულია პირდაპირ!!! ან ტრენერი რას გას გავს! გამიყვანო უნდა და პანღურის ცემით არბენინო "სადოვოე კოლცოზე"!!
aburjga
ვან ბასტენს ვერ ვპატიობ მაშინ შტანგას რომ მოარტყა და ვერ გაიტანა! ეს ხუმრობით! უდიდესი იყო რა თქმა უნდა! სულ ჰოლადიის გულშემატკივარი ვარ, მას შემდეგ რაც აიაქსმა და კრუიფამ ახალი ფეხბურთი გამიგონა!
დავით 67
უი,აქაც ყოფილან კანდელაკები!
მინდია
ვისაც უკრაინის თამაში არ მოგეწონათ, ეგერაა რუსეთის ნაკრები და ძიუბაზე გადადგდებულ ბურთებზე ისიამოვნეთ.
ტიპი
ვან ბასტენი რა უყავი? ;)
aburjga
თქვენი მტერი და დამაწყევარი იქნა ისე ახლოს "ქამბექთან" როგორც უკრაინა იყო! უბრალოდ ჰოლანდიელებმა მეორე ბურთის შემდეგ თამაშს თავი დაანებეს! ეს კი მწვრთნელის ბრალი იყო. როცა კვლავ მოინდომეს ეგრევე გაიტანეს. რომ მოსურვებოდათ 10:2 სმოიგებდნენ! უბრალოდ ძალებს ანაწილებს ნიდერლანდები!!! დიდება იოჰან კროიფს, რეენსენბრიკს, გულიტს, კლიუვრტს და ა.შ. და ა.შ.!!!!
ILIA
"ქამბექი" არ დაგეკარგოთ, ჟურნალისტო.
Lasha
Iarmolenkom gaitana erti da iaremchukma dubli ranairat sheasrula
უი
ukrainaaaaaa
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ნიდერლანდებმა თურქეთს თამაში შემოუტრიალა და 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში [VIDEO]
საკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი