ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ესპანეთმა საკუთარ მოედანზე შვედეთი ვერ დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე პირველი უგოლო მატჩი დაფიქსირდა.

ესპანელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, მომენტებიც შექმნეს, რომელთაგან ყველაზე რეალური მორატას ჰქონდა, მაგრამ მოახერხა და ვერ გამოიყენა. „ტრე კრუნურმა“ სახეიროდ მხოლოდ ერთხელ შეუტია და კინაღამ მიზანს მიაღწია, როდესაც ისაკის დარტყმული ბურთი ლორენტესგან რიკოშეტით ძელს მოხვდა.

შესვენების შემდეგ ესპანეთი ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდა, შვედეთი კი თავს ორგანიზებულად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. ერთ ეპიზოდში ისაკი სამ მცველს დაუსხლტა, ბერგს უპასა, მაგრამ მან ახლო მანძილიდან ვერ დალაშქრა სიმონის კარი. მასპინძელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თამაშის გასამწვავებლად ჯერ როდრისა და მორატას ნაცვლად მოედანზე ტიაგო და სარაბია შეუშვა, ხოლო შემდეგ - ფერან ტორესისა და ოლმოს მაგივრად ოიარსაბალი და ჟერარ მორენო. შვედების თავკაცმა ანდერსონმა კი გაგვაკვირვა და ყველაზე აქტიური ისაკი გაიყვანა. ცვლილებებმა თამაშის სურათი ვერ შეცვალა. ერთადერთი მომენტი 90-ე წუთზე ჟერარ მორენოს ჰქონდა, რომლის თავური მეკარემ მოიგერია.

სევილია. „ოლიმპიკო“

ესპანეთი - შვედეთი 0:0

. პედრი ესპანეთის ნაკრებში ევროპირველობებზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 18 წლისა და 201 დღისაა.

. ესპანეთმა მეორე ტაიმში მოწინააღმდეგის კარში ორჯერ დაარტყა ბურთი და ორივეჯერ 89-ე წუთის მერე.

. ლუის ენრიკეს გუნდმა 953 გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ დაარტყა კარში.

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა გუნდის მცველი ლინდელეფი დაასახელეს.

. Opta Sports-ის მონაცემით, ესპანეთის ბურთის ფლობა 85.1% იყო, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდია.

ამ ჯგუფში, მეორე ტურში, 18 ივნისს შვედეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდება, 19 ივნისს კი ესპანეთი - პოლონეთს.

912
ესპანეთი რომ მოიგებს მერე გააკრიტიკეთ
გულშემატკივარი
ესპანეთი ჯგუფიდანაც ვერ გავა
aburjga
ესპანეთი & შვედეთი = ფუუუუ....
sg
არადა საქართველოში ტიკი-ტაკას აღმერთებენ, მთელი ფორუმ.ჯი, სპორტალ.ჯი და ვორლდსპორტ.ჯი-ს იუზერებშიც ტოპ სტილად ითვლება. და საერთოდ ქართველებისთვის ყველაზე მისაბაძი და სათაყვანებელი მანერაა.
Master
გრანდებიდან ყველაზე სუსტი ჰოლანდიაოო,ეს ესპანეთი ჰოლანდიაზე ძლიერი როგორაა?პასი პასისთვის,ბურთიანად კარში უნდა შევოდნენ.2008 წლიდან ამ ტაქტიკით თამაშობენ.გოლის გატანა არ იციან.
სოსო
ჩვენთან თამაშშიც გამოჩნდა,რომ ესპანელებს გოლის გატანა უჭირდათ.ჩვენ დავიღალეთ,თორემ შეიძლება ვერც გაეტანათ.
Titikaka
აბა სადა გყავს რამოსი შე ტუტუცო სერიალების კაცო
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი აღარ განახლდება
იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ბელგიისა და შვედეთის მატჩი არ განახლდა - მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს
იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ აწმყო, წარსული და მომავალი
აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა