ევროპის ჩემპიონატზე დასკვნითი ტური F ჯგუფშიც გაიმართა, ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა. ორივე მატჩში მოედანზე მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა და საბოლოოდ პლეი-ოფში ფავორიტები შემდეგი თანმიმდევრობით გავიდნენ: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ხოლო მეტად სიმპათიური უნგრეთის გუნდი ჯგუფში ჩარჩა.

3 პენალტი და ორივე გუნდისთვის სასურველი ფრე

პორტუგალიამ მოულოდნელად პირველ ნომრად ითამაშა, რასაც ფრანგები, ალბათ, არ ელოდნენ და 30-ე წუთზე ლორისის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა (მეკარე ბურთს ვერ შესწვდა და მუშტი თავში დანილოს მოარტყა), რომელიც რონალდომ გამოიყენა.

45-ე წუთზე კი მბაპე საჯარიმოში სემედოსთან შეჯახების შემდეგ წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა. ნაკრებში დაბრუნების შემდეგ ეს მისი პირველი გოლია - ბოლოს 2015 წელს გაიტანა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბენზემამ დუბლი შეასრულა და საფრანგეთი წინ გაიჭრა. მერე ამ მატჩში მესამე პენალტი დაინიშნა, ამჯერად გალთა კარში, რომელიც რონალდომ ზუსტად გამოიყენა. მან მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა, ევროპირველობების ისტორიაში კი - ოცდამეერთე, რაც რეკორდია. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 109 გოლია და მსოფლიო რეკორდსმენ ალი დაეის გაუთანაბრდა.

შემდეგ რუი პატრისიომ ორჯერ გადაარჩინა პორტუგალია - გატანა პოგბასა და გრიზმანს არ დაანება. დარჩენილ დროში გუნდები გარისკვას ერიდებოდნენ და მათთვის სასურველი ფრეც დაფიქსირდა.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“

პორტუგალია - საფრანგეთი 2:2

გოლები: 1:0 რონალდო (30, პენ), 1:1 ბენზემა (45+2, პენ), 1:2 ბენზემა (47), 2:2 რონალდო (60, პენ)

Video

23.06.21. პორტუგალია - საფრანგეთი 2:2

უნგრეთი სენსაციასთან ახლოს იყო

მიუნხენში მოულოდნელად სტუმრები დებიუტში სალაიმ თავურით დააწინაურა, რასაც მასპინძელთა შეტევები მოჰყვა. ჰუმელსმა ბურთი ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი მადიარებმა 1:0 მოიგეს.

66-ე წუთზე მეკარე გულაჩის შეცდომით ჰავერცმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბუნდესგუნდის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - პირისპირ გასულმა შაფერმა ნოიერის კარი დალაშქრა. 84-ე წუთზე კი გორეცკამ ანგარიში 2:2 გახადა და გერმანიას მერვედფინალის საგზური მოუპოვა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

გერმანია - უნგრეთი 2:2

გოლები: 0:1 სალაი (11), 1:1 ჰავერცი (66), 1:2 შაფერი (68), გორეცკა (84)

Video

23.06.21. გერმანია - უნგრეთი 2:2

უნგრეთი მსოფლიოს ჩემპიონს ეომა და ქულაც მოიპოვა [VIDEO]

გრიგოლი1408
მოკვდა ფეხბურთი-გაუმარჯოს ტოტალიზატორს
გაგა
რაც ჩემპიონატი დაიწყო, ამ ჯგუფის თამაშებს ვუყურე მარტო თავიდან ბოლომდე. გუშინდელი თამაშის ბოლო წუთებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ჩემპიონატის ახალი ფორმატი ვერ ამართლებს (რადგან პორტუგალიას მესამე ადგილიდანაც ჰქონდა გასვლა გარანტირებული და ფაქტიურად იდგნენ ფეხბურთელები) ჯგუფური ეტაპი დამთავრდა და მივიღეთ დასამახსოვრებელი 2-3 თამაში მეტი არა. იმედია ნამდვილი ჩემპიონატი აწი დაიწყება.
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
უნგრელი ფეხბურთელი მძიმე ტრავმის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
საქართველოს ნაკრებში რომ არ ეთამაშა - ანტალ იააკობიშვილს უნგრეთის ეროვნულ გუნდში უხმეს
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს