ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში უკრაინამ შვედეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა ანდერსონმა წინა მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ისაკს თავდასხმაში კულუსევსკი შეუწყვილა. რაც შეეხებ უკრაინას, მისმა თავკაცმა შევჩენკომ ავსტრიასთან წაგების შემდეგ რამდენიმე არასტანდარტული სვლა გააკეთა: მატვიენკო დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენა, ცენტრში ზაბარნისთნ ერთად - კრივცოვი; ნახევარდაცვაში მალინოვსკი სტეპანენკოთი შეცვალა, რომელსაც უკან სიდორჩუკი გაუმწესა, შეტევის მარცხენა ფლანგზე კი შაპარენკო ვიხილეთ. შევჩენკომ თქვა, რომ პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულეს და თუ წინსვლას გააგრძელებდნენ, ეს ბონუსი იქნებოდა. სხვათა შორის, მან აღიარა, რომ გუნდი გადაიღალა და ავსტრიასთან სუსტი თამაში ამის ბრალი იყო. მას შემდეგ უკრაინას აღდგენისთვის 8 დღე ჰქონდა და ეს ნათლად გამოჩნდა კიდეც.

უკრაინამ შვედეთის სასტარტო იერიშები მოიგერია, იქით შეუტია, იარმოლენკოს პასი იარემჩუკმა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ოლსენი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. 27-ე წუთზე იარმოლენკომ ამჯერად გადაცემა ზინჩენკოს გაუკეთა და მან ანგარიში გახსნა. სწორედ იმ ზინჩენკომ, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე არაფრით გამოუჩენია თავი. სლავები თამაშს მშვიდად აკონტროლებდნენ, მაგრამ „ტრე კრუნურმა“ ანგარიში ავტოგოლით გაათანაბრა - ფორსბერგის დარტყმული ბურთი ზაბარნის მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ბუშანის კარში გავიდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით წარიმართა და უფრო თვალსასეირო გახდა - ჯერ სიდორჩუკმა გაარტყა ბურთი ძელს, ხოლო მერე ფორსბერგმა. სკანდინავიელები თანდათან ინიციატივას დაეუფლნენ, უფრო აგრესიულად შეუტიეს. კულუსევსკის გატანა ბუშანმა არ დაანება, ფორსბერგის დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. სადღაც 75-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, ტემპიც დაეცა, გუნდები ფრთხილობდნენ, თითქოს დამატებით დროზე იყვნენ თანახმა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. მწვრთნელებმა ცვლილებები განახორციელეს. 97-ე წუთზე ბესედინს დანიელსონი ეუხეშა. მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გააძევა, ანდერსონის გუნდი კაცნაკლული დარჩა და დაცვაში ჩადგა. ბესედინმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ციგანკოვმა შეცვალა. დარჩენილ დროში შვედეთი თავს ორგანიზებულად იცავდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ზინჩენკოს აწეულ ბურთზე დოვბიკმა ცენტრალურ მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

3 ივლისს, რომში, მეოთხედფინალში, უკრაინა ინგლისს დაუპირისპირდება.

გლაზგო. „ჰემპდენი“

შვედეთი - უკრაინა 1:2

გოლები: 0:1 ზინჩენკო (27), 1:1 ფორსბერგი (43), 1:2 დოვბიკი (120+1)

გაძევება: დანიელსონი (97)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზინჩენკო დაასახელეს, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

. დოვბიკი 106-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 120+1-ეზე გაიტანა - ეს ნაკრებში ჩატარებულ მესამე მატჩში მისი პირველი გოლია.

. დოვბიკის გოლი ტურნირის ისტორიაში გამარჯვების მომტანთა შორის ყველაზე გვიანია.

. ევრო 2020-ზე 1/8-ფინალში 4 დამატებითი დრო დაინიშნა, რაც რეკორდია.

ფეხბურთის ფანი
ფული რუსებს აკლდათ, შენა აზრით, თუ აბა როგორ იკადრებდნენ მოსყიდვას არა? სად რუსები და სად ქრთამი ხომ? თანაცა პოლიტიკა ჩარეულა თურმე, პირადად ბაიდენს დაურეკავს შვედების მწვრთნელისათვის, ე ბიჭო, უკრები არ დამიჩაგროო არა? რას არ წაიკითხავ კაცი...
ნიკა
ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ სპირტი და პოლიტიკა ერთმსნეთისგან გამიჯნულია!ძაან ბევრი დამთზვევა ხდება ყარაბახის მაგალითი ავიღოთ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირისთვის ჭირდებოდათ! ეხლაც როგორც კი ამერიკელებმა ჩაიცვეს უკრაინული მაისურები და მხარდაჭერა გამოუცხადეს ეგრევე ვიფიქრე "უკრაინის ნაკრები ამ ევროპაზე "შორს" წავათქო და დავდე ფული უკრაინის ნაკრების ნახევარფინალში გასვლაზე სამწუხაროდ ბევრი ფული არ მქონდა თორემ დავდებდი!
სოსო
ერთი ჟირინოვსკის "როჟა" მენახა მეორე გოლის შემდეგ და გინდა მთელ ღამეს აღარ დავიძინებდი.
Levani
ბურთი აეჭრა კი არა მაგარი საგოლე პასი გააკეთა თავისი ცაცია ფეხით. აბა ის იყო პასი გუშინ ვაკოს რო მიაწერეს?ტიპმა ცენტრში ბურთი გუნდელს მიაწოდა,იმან 15-20 მეტრი ბურთით ირბინა,მერე მცველს გაარტყა ბურთი და რიკოშეტით აღმოჩნდა ბადეში-არადა ვაკომ აზიის ჩლ-ზე საგოლე პასი მიითვალაო.
Samartali
არ უნდა გაეგდოთ შვედი, აშკარად ბურთზე ითამაშა. არც გაშლილი ფეხით წასულა, ბურთის მოგერიების წინ (და მიზნით) გაშალა... ასეთი ტრამვები ხდება ფეხბურთში და ყოველთვის არ უნდა დაისაჯოს ფეხბურთელი.

ლიფი რატომ აცვია?
ლაშა19
ვულოცავ უკრსინას !!! დიდი შეხლების ნსკრებია, უბრალოდ პლეოფის კომპლექაი ჰქონდა და ვერ აჩვენებდა თავს. მოძმე ხალხია და ყველასთან ვიქომაგებ
andro
სანამ კომენტარს დაწერ ჯანგო ის მაინც უნდა იცოდე რომ იარმოლენკო ცაციაა
ერმონია
მილოცვა უკრაინას,დაეტყო მიშას ხელი...
გია
სინთეტიკური მაიკა და ოფლი არაფერ შუაშია. ეს ჩამოსაცმელი არის ფიქსატორი, რომელიც ზომავს გულის რიტმს, მაჯის ცემას, რამდენად შეუძლია ფეხბურთელს გაუძლოს იმ დატვირთვას, რასაც იღებს სათამაშო დროს. ამ ფიქსატორზე ეწერა და მაქედან ვიცი.
hhh
პირველად ნახე? ეხლა ასეთი ტოპიკები აცვია ფეხბურთელთა 90%-ს რაც არც მე მომწონს მარაა წლებია უკვე ეგრეა.
jango
იარმოლენკოს პასი არ გაუკეთებია ზინჩენკოზე, მას მარცხენა ფეხით პასის გადაცემა კი არა დარტყმაც კი უჭირს, უბრალოდ აეჭრა ფეხზე და ბურთმა რკალი ისე შემოხაზა რომ კარისკენ დარტყმული იქცა გადაცემად ზინჩენკოსათვის :) ასე რომ ეს საგოლე გადაცემა კი არა შემთხვევითი სულელური დარტყმა იყო, გოლი სურდა და საგოლე პასად ექცა :)
N
ველოდები რუსეთის ფედერაციაში გამოქვეყნებულ კომენტარებს. წარმომიდგენია, როგორ "გაუხარდებოდათ" რუსებს უკრაინის წარმატება!

სულაც არ არის ერთადერთი.
გია
დათო ეგ "ლიფი" არაა, ფიქსატორია ( მაგითი ზომავენ, ფეხბურთელის ყველა "ნაბიჯს") უმეტეს ფეხბურთელებს ეგ აცვიათ
ვაჟა
ისინი მიყვებიან აწყობილი სისტემის საფუძვლებს! საქართველოც სანამ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გამოყოლილი ფეხბურთელები ყავდა, ქინქლაძე, ჯამარაული, არველაძეები და სხვა იყო რეალური ძალა, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდში იმდენად ავურიეთ, იმდენად დავშალეთ ყველაფერი და უცებ საშოვ ფულზე გავყიდეთ ყველაფერი რომ ნიჭიერი ბავშვების მოძიებას და გამოზრდასაც ვეღარ ვახერხებთ!
datos
სინთეტიკური მაიკით ბევრს როცა დარბიხარ გეხეხება ძუძუს დვრილები და ოფლი სერიოზულად გწვავს, ალბათ მაგიტომ. პირადად გამომიცდია ეგ დისკომფორტი და ვიცი რაცაა.
ნიკო
არა თითონ დაუწერიათ))
dato
ამ ბიჭს ლიფი რატომ აცვია
რატი
SLAVA UKRAINE! SLAVA GEROYAM! ყველა რაღაცას ან სადღაც აღწევს, ჩვენ რა გვჭირს ამისთანა.
ანდრეი
თინა კანდელაკს არაფერი დაუწერია?
ცანგალა
არასდროს თქვა არასდროსო, ხომ გაგიგონია? როდესმე ჩვენც კარგად გავაცნობიერებთ რას ნიშნავს სამშობლო, ჩვენც დავიწერთ "დიდება გმირებს" და მაშინ მოვიგებთ აუცილებლად მეგობარო:)
vaxos
ვახო, ნუ გიკვირს ეს "ანტი უკრაინული" განწყობა. მიზეზი, ნაც მიშას შენახვააა. მეტი არაფერი.
123
წინ უკრაინა!!! ერთადერთი ქვეყანა რომელიც ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას. ახალგაზრდებო უქომაგრთ უკრაინას ნებისმიერი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად! ომშიც მხოლოდ ჩვენ ვდგევართ ერთმანეთის გვერდით.
Levani
როცა ვუყურებ რამხელა სხვაობაა კლასში ვთქვათ ბელგიის,ინგლისის,იტალიის და იმ გუნდებს შორის რომლებსაც ჩვენ ვერ ვუგებთ-დანია,შვედეთი,უკრაინა და ა.შ. ვხვდები რო ევროზე არც უნდა ვიყოთ ჯერ-ჯერობით. კაშიას ცენტრამდე ამოტანილი ბურთები და მერე განდაგანა პასები ფეხბურთი არ არის..ველოდებით ხვიჩა-ჩაკვე-კიტე-კლიმენტიჩი-მიქაუტაძეს..იქნებ ამათ ქნან რამე
დიმა
ეს დანიელსონი ჩვენ ხომ არ გამოგვადგა და შვედეთი დაღუპა.
ზაზა
ვულოცავ მთელ უკრანას და უკრაინელ ხალხს. ბრავო შევჩენკოს და მის შეგირდებს.
Labirinti..
Hveni megobari eri..vulocav ukrainas da hevhenkos krebuls...iloves zalebi da ircmunes rom heizleba kidev erti nabijit cin casvla...tumca inglistan zalian gauyirdebat...ra dgehi iqneba rusebi da mati mexotbeebi iqac da aqac...
დავით67
ყოჩაღ უკრაინას! გამიხარდა მათი წარმატება!
გიორგი
რუსეთებს პრივეტებიო
ვახო
უკრაინის წინა მატჩების კომენტარები წავიკითხე და ზოგიერთის ანტიუკრაინულმა განწყობებმა გამაკვირვა. ამ ხალხს ხომ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. ვულოცავ უკრაინას, ინგლისიც დაემარცხებინოს.
თამაზი
რაზე მწყდება იცით გული? - ჩვენი ნაკრები ხომ ასეთ მძიმე თამაშს ვერასოდეს მოიგებს.

ვულოცავ უკრაინას და პირადად შევჩენკოს!!! იმ რესურსით,რაც მის ხელთაა,ნამდვილად კარგი შედეგია!!!
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ალბანეთი
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი აღარ განახლდება
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ბელგიისა და შვედეთის მატჩი არ განახლდა - მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს
ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]
იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ აწმყო, წარსული და მომავალი
აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა