"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი მეტოქე მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინის ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ივლისის პირველ დეკადაში, ფლორიდაში დაიწყებს
"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი მეტოქე მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, არგენტინის ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ივლისის პირველ დეკადაში, ფლორიდაში დაიწყებს. "პუმების" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 39 მორაგბე იხმო.

ნაკრებში მიწვეული არ არის საუკეთესო არგენტინელი მორაგბე, პარიზული "მეტრო რასინგის" მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი, რომელმაც წლევანდელი სეზონის მიწურულს მძიმე ტრავმა მიიღო და სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ერნანდესი ექიმების მეთვალყურეობით რეაბილიტაციის პროცესს პარიზში, კლუბის ბაზაზე გაივლის და თუ დროულად გამოჯანმრთელება შეძლო, გამორიცხული არ არის, მსოფლიო თასზეც ითამაშოს.

ფელანმა გუნდის კაპიტნობა ვეტერან მგეზავ ფელიპე კონტეპომის ანდო. ნაკრებში ასევე მიწვეულნი არიან ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, ხუან ფერნანდეს ლობე, ხუან მანუელ ლეგუზამინი, პატრისიო ალბასეტე, როდრიგო რონსერო, ლუკას გონსალეს ამოროსინო და მარტინ როდრიგესი რომ არიან.

საქართველოს ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, 2 ოქტომბერს პალმერსთონში დაუპირისპირდება.

არგენტინის ნაკრები:

შერკინება: ხუან ფერნანდეს ლობე, ხუან მანუელ ლეგუზამონი, გენარო ფესია, ლეონარდო სანტორე, ალეხანდრო კამპოსი, ალვარო გალინდო, პატრისიო ალბასეტე, მანუელ კარისა, ხულიო ფერის კაბელო, მარიანო გალარზა, სანტიაგო გუზმანი, ტომას ვალეხო, მარკოს აიერზა, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო, ეუსებიო გუინასუ, ანდრეს ბორდოი, მაქსიმილიანო ბუსტოსი, მარიო ლედესმა, როდრიკო რონსერო, მარტინ სეკელსო.

უკანა ხაზი: მარტინ როდრიგესი, ჰორასიო აგულა, ხუან ხოსე იმჰოფი, გონსალო კამაჩო, ლუკას გონსალესი, ავგუსტინ გოსიო, ლუკას ბორხესი, მარტინ ბუსტოს მოიანო, გაბრიელ აზკარატე, რაფაელ კარბალო, გონსალო ტიესი, სანტიაგო ფერნანდესი, მარსელო ბოში, ფელიპე კონტეპომი, ნიკოლას სანჩესი, ავგუსტინ ფიგუერლოა, ალფრედო ლალანე, ნიკოლას ვერგალო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა