საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება, უკრაინაში სპარინგ-მატჩების გასამართად მიემგზავრება
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება (B დივიზიონი), უკრაინაში სპარინგ-მატჩების გასამართად მიემგზავრება.

ჭაბუკთა ნაკრები ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ემზადება მწვრთნელების მიხეილ ბერუაშვილისა და ზაზა გაბისონიას ხელმძღვანელობით. თავდაპირველად შეკრებაზე 20 კანდიდატზე მეტი იყო გამოძახებული, თუმცა სადღეისოდ შემადგენლობა 16 მოთამაშამდე შემცირდა. უკრაინაში კი 14 კალათბურთელი წავა. ბერუაშვილმა უკვე შეარჩია უცხოეთში წასაყვანი შემადგენლობა:

უკანა ხაზი: ირაკლი მიქელაძე (ავერსი), რეზო როგავა (სოხუმი), ლევან გრძელიძე (ქუთაისი), ნიკა რამიშვილი (ავერსი), გელა გულმაგარაშვილი (ზაზა), ალეკო ჩოჩია (სოხუმი)

ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე (ფოთი), ლევან ლოლიშვილი (ორბი), ილია ჯიშიაშვილი, საბა ლობჟანიძე (სტუ)

ცენტრები: გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), ბექა ნადირაძე (ავერსი), ლერი კვანტალიანი (ავერსი), დავით კორძაძე (სოხუმი)

ამ შემადგენლობას უნდა დაემატოს ბექა ბურჯანაძე, რომელმაც გასული სეზონი ესპანურ "კახასოლში" გაატარა. იგი საქართველოში 1 ივლისს ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები უკრაინაში 25 ივნისს გაემგზავრება. დაგეგმილია, მასპინძელ თანატოლებთან მინიმუმ 2 სპარინგ მატჩი, თუმცა, როგორც ბერუაშვილმა განაცხადა, შესაძლებელია, მესამე მატჩიც ითამაშონ.

- უკრაინიდან რომ დავბრუნდებით, მომზადებას თბილისში გავაგრძელებთ. კალათბურთის ფედერაცია თურქეთის მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას და შესაძლებელია, 15 ივლისს ამ ქვეყანაში გავემგზავროთ სპარინგ-მატჩების გასამართად, - განაცხადა მიხეილ ბერუაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 21-31 ივლისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება. ჩვენი ჭაბუკების მეტოქეები პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბულგარეთის, უნგრეთის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და ბრძოლას ელიტარული A დივიზიონის (ევროპის ჩემპიონატი) საგზურების მოსაპოვებლად გააგრძელებს. ელიტაში B დივიზიონიდან ორი საუკეთესო გადავა.

www.gbf.ge

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა