„ასტონ ვილას“ 26 წლის მარცხენა გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი შესაძლოა „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდეს

26 წლის მარცხენა გარემარბი, სტიუარტ დაუნინგი შესაძლოა „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში „ასტონ ვილამ“ მას წასვლის უფლება მისცა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მის სანაცვლოდ მყიდველი მხარე 19 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

„ვილას“ ახალ მწვრთნელ ალექს მაკლიშს დაუნინგის გაშვება არ სურს, მაგრამ ვინაიდან ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, უჯობს ფული მაინც იშოვოს. ერთი სიტყვით, მაკლიში დაუნინგის მერსისაიდზე გაშვებას არ ეწინააღმდეგება და არც იმას მალავს, რომ მისი გაყიდვით მიღებული ფულით „უიგანისგან“ 25 წლის ფრანგ გარემარბ შარლ ნ’ზოგბიას იყიდის.

როგორც შეატყვეთ, დაუნინგის ტრანსფერს წინ ერთადერთი რამ შეიძლება აღუდგეს - ფული. „ლივერპული“, რასაკვირველია, ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს და „სენტ ეტიენის“ 24 წლის მოთამაშე დიმიტრი პაიეს გადაბირებაზე ფიქრობს.

ამასობაში, „ასტონ ვილას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, 29 წლის ესპანელი კარლოს კუელარია გაქცევაზე. მისი ყიდვა შოტლანდიის ჩემპიონ „გლაზგო რეინჯერსს“ სურს. და ვისი ყიდვა უნდა თავის მხრივ მაკლიშს? მას ბელგიური „ჟერმინალის“ 19 წლის ნახევარმცველის, კენიელი ვიქტორ ვანიამას ყიდვა უნდა. „ვილა“ „ჟერმინალს“ 1 მილიონ ფუნტს ანუ 1,11 მილიონ ევროს სთავაზობს და ცდილობს ვუნდერკინდი „სუონსისა“ და „სელტიკს“ ცხვირწინ აწაპნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა