ქართული კლუბებიდან 2021/22 წლების ევროთასების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 კლუბი წარდგა - თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "გაგრა".

საქართველოს ჩემპიონმა ("დინამო თბ") ევროგამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო და შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, ხოლო "დინამო ბთ", "დილა" და "გაგრა" მხოლოდ კონფერენს ლიგაზე გამოვიდნენ.

თუ დანარჩენი სამივე კლუბიდან ერთი ეტაპის გადალახვაც ვერც ერთმა შეძლო, ბათუმის "დინამომ" ქართველი გულშემატკივარი 2 ეტაპის გადალახვით გაახარა და მესამესაც მოუთმენლად ველოდებით.

რასაკვირველია, ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები შემოსავლის წყაროა და წელს ჩვენი გუნდები თანხებს უეფას განახლებული სქემით მიიღებენ.

ამ სქემის მიხედვით, გორის "დილამ" და "გაგრამ" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის სანაცვლოდ 150 000 ევრო მიიღეს, პლუს, 100 000 ევრო თითოეულს ერთ ეტაპზე მონაწილეობის სანაცვლოდ ერგო და ჯამში ორივე კლუბმა 250 000 (927 500 ლარი დღევანდელი (1-ლი აგვისტოს) კურსით) ევრო გამოიმუშავა.

თბილისის "დინამომ" ასპარეზობა კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც პირველ ეტაპზე გამოვარდა, ხოლო კონფერენს ლიგას მეორე რაუნდში დაემშვიდობა. სწორედ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის სანაცვლოდ "დინამო" 350 000 ევროს მიიღებს, ევროტურნირებზე ორი ეტაპის (1 ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე კონფერენს ლიგაზე) თამაშის სანაცვლოდ კი 200 000 ევრო დაემატება. ამას გარდა, ევროტურნირებზე მონაწილე ყველა ჩემპიონ კლუბს უეფა 260 000 ევროს გადასცემს. ჯამში, საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი წლევანდელი ევროტურნირებიდან 810 000 (3 მილიონ 5100 ლარს დღევანდელი (1-ლი აგვისტოს) კურსით) ევროს მიიღებს.

ქართული კლუბებიდან კი ყველაზე მეტი უკვე გამოიმუშავა ბათუმის "დინამომ". აჭარლებს კონფერენს ლიგაზე 3 ეტაპის თამაშის სანაცვლოდ უკვე გარანტირებული აქვთ 300 000 ევრო და ასევე, თუნდაც "სივასპორთან" გამოვარდნენ (გულში კი საწინააღმდეგო შედეგის იმედი გვაქვს), 550 000 ევროს პლუს კიდევ მიიღებენ. ამგვარად, ბათუმელებმა უკვე გარანტირებულად 850 000 (3 მილიონ 153 500 ლარი დღევანდელი (1-ლი აგვისტოს) კურსით) ევრო გამოიმუშავეს, ხოლო, თუ თურქული კლუბის ბარიერს დაძლევენ, 1 მილიონ 50 000 ევროს გაინაღდებენ, რაც ძალიან გვინდა. კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბათუმელები 2 800 000 ევროს მიიღებენ.

როგორც ჩანს, ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტი ბათუმის "დინამომ" უკვე გამოიმუშავა (დამსახურებულადაც) და იმედია, კიდევ უფრო მეტი თანხის მიღებას შეძლებენ.

სვანსკი
ეს სიტყვა ,,სანაცვლოდ,,არ მომწონს ჩვენს ლექსიკაში არ ჯდება
roma
1.125 დააგროვეს სულ ქართულმა გუნდებმა. 0.750 ქულა ბათუმმა აიღო. 0.125 გაგრამ და 0.250 გორმა. რაც შეეხება დინამო თბილისმა როგორც გვახსოვს შეგვარცხვინა. რეიტინგს რაც შეეხება კოსოვომაც კი გადაგვასწრო.
გოგა
რეიტინგის ქულებიც დაგეწერათ ბარემ, რამდენი ქულა გვაქ აღებულო
Ok.
წარმატება ბათუმს..
Batumi90
ღმერთით ჯგუფურშიც შევალთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა