ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო 18-წლამდელთა ტოპ-ნაკრებთა ჩელენჯერმა, რომელშიც მასპინძელი ქვეყნისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად სერბეთის, გერმანიის, ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები მონაწილეობენ. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავთ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ საქართველოს წლეულს გაუქმებულ A დივიზიონის გუნდებთან ასპარეზობის შანსი მიეცა და ძლიერებთან ძალების მოსინჯვასა და სოლიდური გამოცდილების მიღებაზე ჩვენებმა უარი არ თქვეს.

შედეგად, საქართველო მოხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის ჩელენჯერში, სადაც ზემოთ ნახსენები ტოპ-კლასის გუნდები ასპარეზობენ. ყველაზე სუსტად ჩრდილოეთი მაკედონია შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირი ამ ქყვეყანაში ტარდება, მასპინძლებიც საკმაოდ სოლიდურ მეტოქეებად ითვლებიან.

ქართველების პირველი მეტოქე ესპანეთი გახლდათ, რომელიც ბოლოს ჩატარებული 18-წლამდელთა A დივიზიონის გამარჯვებულია და ზოგადად, რაც უნდა იყოს, ამ ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები ყოველთვის ფავორიტთა შორისაა. საქართველოს ნაკრებმა სახელიან მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და რომ არა დაღლილობა, რომელმაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი, ანგარიშში სხვაობა ბევრად მცირე იქნებოდა.

ბოლო ათწუთეული ქართველებმა 2:18 წააგეს და საბოლოოდ შეხვედრა 42:74 დათმეს. ჩვენმა ნაკრებმა უძლიერეს მეტოქესთან 3 პერიოდი ბრძოლაში გაატარა და ამ შეხვედრიდან მთლიანობაში უდიდესი გამოცდილება მიიღო.

ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგიანობა ლუკა კუჭუხიძემ აჩვენა, რომელმაც 8 ქულა და 8 მოხსნა ისე მოინაგრა, თამაშიდან მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. ბომბარდირი 11 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გახდა, რომელმაც 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მიითვალა, თუმცა დაკარგვები ჰქონდა ზომაზე მეტი.

ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში სერბეთმა გერმანიას 91:78 სძლია. ჩრდილოეთ მაკედონიასა და ხორვატიის შეხვედრა კი გვიან ღამით დასრულდება. საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე შეხვედრას 4 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მასპინძელ მაკედონიელებთან გამართავს.

GBF.GE

ჰაჰა
რას ერჩი? ვაჯკაცურად წაუგიათ 32 ქულით. ეხლა ვაჟკაცურად ეთამაშებიან მაკედონიას, და იმიტომ წააგებენ რომ ის მასპინძელია. ხომ ხედავ, მიზეზი აქვთ.
hhh
მერედა რატომ გიკვირს მეგობარო? როცა არჩევნებში ზაზა ფაჩულიას გუნდა, კომენტატორა გურასპაულის გუნდი უგებს უკეთესს არ უნდა ელოდო.
ATP 16
და მასე რომ იქნებოდა , წინასწარ არ იცოდით ? ყოველგვარ საზღავრს სცდება , ის ნეპოტიზმი , რაც კალათბურთში ხდება , სამარცხვინოა მართლა , ამ გუნდს ისე გამოაკლეს ლიდერები , წარბიც არ შეუხრიათ ! თუმცა , ეს ჩვეულებრივი ამბავია მათთვის , რადგან მხოლოდ გავლენებისა და ფულის გამო ემსახურებიან კალათბურთს , ნორმალური ხელისუფლების პირობებში , დასაჭერეი ხართ სულყველანი - საქართველოს ნაკრები ვიღაცის დუქანი არ არის , რომ ნაცნობ-მეგობრების შვილებით გადაავსო და რას ეუბნებით იმ ბიჭებს ვინც წლები მიუძღვნა მაგ გუნდის შენებას , კაპიტანი დატოვო გუნდის გარეთ , პირველად მესმის ან სულაბერიძისა და კაკულიას არწაყვანა , რითი უნდა გაამართლო ? სამარცხვინოები ხართ მართლა !
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა