ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "სამტრედია" 3:1 დაამარცხა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ „სივასპორთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ რიგი წამყვანი ფეხბურთელები დასვენების მიზნით არ დააყენა სასტარტოში, მიუხედავად ამისა, მისი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და მე-16 წუთზე წინაც გავიდა, როდესაც ნავალოვსკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში გიორგაძემ ჩაჭრა. ამის შემდეგ ფლამარიონს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მასპინძლები რამდენიმეჯერ მეკარე ქურდაძემ გადაარჩინა, შემდეგ კი მოულოდნელად ანგარიში გათანაბრდა - ამჯერად ავტოგოლი მარგველაშვილმა გაიტანა. სამწუხაროდ, 44-ე წუთზე ფლამარიონმა ტრავმა მიღო და შეცვალეს.

შესვენების შემდეგ გეგუჩაძე იძულებული შეიქნა ცვლილებები განეხორციელებინა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი შეუშვა. თამაშის სურათი არ შეიცვალა და 81-ე წუთზე მამუჩაშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით გოლი გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში შინდაგორიძე გიორგაძეს გასცდა და მისი პასით ნიქაბაძემ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.

მოკლედ, "სივასპორთან" შეხვედრამდე ბათუმის "დინამომ" გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - სამტრედია 3:1

გოლები: 0:1 გიორგაძე (16, საკ. კარში), 1:1 მარგველაშვილი (28, საკ. კარში), 2:1 მამუჩაშვილი (81), 3:1 ნიქაბაძე (90+5)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 46), ტეიდი (ალთუნაშვილი 46), გაფრინდაშვილი, ჯიღაური (აზაროვი 46), მანჯგალაძე, ფლამარიონი (შინდაგორიძე 44), ფანცულაია (ნიქაბაძე 53)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, გიორგაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, ახალაძე (კვირკვია 79), გადრანი, ენდელაძე, პავიშიჩი (მესიაჩენკო 63), არაბიძე (კ), ილურიძე (ლომთაძე 59), პრელჩეცი (შენგელია 79)

მწვრთნელი: ცეცაძე

რატი
მეორე სასტავით ვერ უგებდა და გაუმართლებლად გარისკა. არაბიძე მძიმედაა, ისე კიჭებში კი ეტყობა კლასი, გამოირჩეოდა მეკარე და ასათიანი.წინ კაცი არაა.
სვანსკი
მეც მაგი გავიფიქრე გული გამისკდა,რომ წავიკითხე,ჯობდა დაესვენებინა და საერთოდაც წაეგოთ,სივასპორი ალბათ თვალყურს ადევნებს ყველაფერს და სწავლობს ბათუმის სისუსტეებს.
ქომაგი
აუ კაი რააა, ფლამარიონი როგორ დააყენა შემადგენლობაში ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ფუუუ. დაესვენებინა რაიქნებოდა თან იცის რო ნახევარი გუნდია ჯოვინო და მაგის გარეშე სივასპორთან შეტევაში განწირულები ვართ
ისიდორე
ამ გიორგაძის ცეცაძეს რა მოსწონს სირბილი მაგას არ უვარგა ორთაბრძოლების უმეტეს შემთხვევაში აგებს საკუთარ კარში ხშირად გააქვს გოლები. არაბიძე ხო ცალკე თემაა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს და ვიღაც აიძულებდა თამაშს მოედანზე დადის.
ბაბუაწვერა
არაბიძის ფეხბურთი დამთავრებულია.ვინმეს გჯერათ რომ მაგისგან რამე გამოვა?ნაბიჯიც კი არ აუჩქარებია მთელი ორი ტაიმი ისე იარა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]