თბილისმა ფიბა-ს ზედიზედ მეორე ღონისძიებას მაღალ დონეზე უმასპინძლა. 20-წლამდელთა ევროჩელენჯერის ჩატარების (19-25 ივლისი) შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფიბა-სთან კოლაბორაციით 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯიც წარმატებით ჩაატარა. დაჯილდოების ცერემონიალზე ფიბა-ს ღონისძიებების ტექნიკურმა დელეგატმა ნატალი სენდმანმა მაღალ დონის ორგანიზებისთვის სპეციალური პრიზი გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს.

გოგონათა ევროჩელენჯერი 9-დან 14 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მაკედონიელებმა ყველა მატჩი ძალიან იოლად მოიგეს. ბალკანელები ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ტურნირის ბოლო მატჩის: საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩრდილომაკედონიელებს საგანგებოდ დამზადებული საჩემპიონო მედლები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიბა-ს კომისარმა გადასცეს.

თბილისური გოგონათა ევროჩელენჯერის საუკეთესო მოთამაშე ტურნირში მონაწილე ნაკრებთა მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. იგი გახდა მაკედონიელი მიჰაელა ალექსოვკა, რომელსაც MVP-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი პაატა გურასპაულმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაცია გახლდათ საჩემპიონო თასის გადაცემა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ჩრდილომაკედონიელთა კაპიტანს, მიჰაელა ალექსოვკას გადასცა. გოგონებმა მოგებული ტიტული დიდი ზარ-ზეიმით, ფოიერვერკის ფონზე აღნიშნეს.

GBF.GE

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო